პოსტი სიცილაკის გარეშე

პოსტი წაშლილი სასაფლაოს თემიდან აქ გადმოვაკოპირე. არვიცი რატომ…ისე…

რა საოცარია არა…
ზუსტად ახლა რომ შემოვეჩეხე ამ თემას…
და ადრე როდის იყო???
ადრე მაშინ იყო, როცა 2007 წელი იდგა…
და მაშინაც ამ თემაში შემოვედი და რაღაცეები ვწერე,
უფრო სწორად მაშინ გზააბნეული ვიყავი…
არ მეგონა, თუ რამე დალაგდებოდა ზოგადად ჩემს ცხოვრებაში…
ზოგადად ცუდად არ ვიყავი…
უბრალოდ ზოგადად არ მაღელვებდა…
ძალიან არ მაღელვებდა…
მერე კი დაიწყო სერიოზული და ხანგრძლივი ცუდად ყოფნის პერიოდი…
მერე დეპრესიები..
ნერვების მუდმივი აშლები…
ამისგან კარგა ხანი რომ ვეღარ გამოვდიოდი, მაგაზე ცალკე ვღიზიანდებოდი…
მაგრამ 2009 წელს, ზუსტადაც რომ იანვრიდან…
ზუსტადაც რომ ახალი წლიდან…
საკუთარ თავში ახალი ძალები აღმოვაჩინე.
ახლებური ინტონაციით ვუთხარი საკუთარ თავს: ქეთ, ეს უკვე შენი წელია და კარგად უნდა იყო. ან ყოველ შემთხვევაში ის ყველაფერი ცუდი რაც ხდება შენს ირგვლივ, არ შეიმჩნიო.”

მერე კიდევ თებერვალი…
ხელმეორე მცდელობა, რომ ისევ ცუდად ვყოფილიყავი.
დიდი ხანი დამჭირდა, რომ “თებერვალი” გადამელახა…
პრინციპში დღესაც მის გადალახვაში ვარ.
მაგრამ მაინც: ქეთ, ეს უკვე შენი წელია და კარგად უნდა იყო. ან ყოველ შემთხვევაში ის ყველაფერი ცუდი რაც ხდება შენს ირგვლივ, არ შეიმჩნიო.”
ძალის დატანებით ეს ყველაფერი.
სიძლიერითა და კბილებით გატანილი სული…
რომ რამე არ მომსვლოდა…
რომ საბოლოოდ არ ჩამექნია ცხოვრებაზე ხელი.
და არა მარტო ცხოვრებაზე…
ხალხზე…
სიტუაციებზე…

და ახლა უკვე როცა შენ ხარ ჩემს გვერდით, კიდევ ერთხელ დავწერ ამ პოსტს…

დასვენება მინდა…
დავიღალე…
მემთქნარება…
მეძინება…
მესიზმრიანება…
მეაგრესიულება…
მეწუწუნება…
მებუზღუნება…
გატრაკება მინდა…
მინდა, რომ გაგიტრაკო…
და შენ არაფერი მიპასუხო…
უბრალოდ შემოხვიდე ჩემს სულში …
კიარადა ჩემს მდგომარეობაში…
და უბრალოდ მომითმინო…
უბრალოდ მოითმინო, რომ მე ეს ყველაფერი მინდა…

თავდავიწყება მინდა…
სხვა სამყარო მინდა…
პონტი მინდა…
გართობა მინდა…
ბუნებაში მინდა…
დალევა მინდა…
ხინკალი და ქაბაბი მინდა…
დედაჩემის გამომცხვარი ხაჭაპური მინდა…
მამაჩემის ღიმილი მინდა…
ჩემი დის ნდობა მინდა…
ჩემი ძმის არსებობა მინდა…
ზღვაზე მინდა…
მთაზეც მინდა…
ან სულაც სახლში მინდა…
მუშაობა მინდა…
კარგი ხალხი მინდა…
მეღიმილები…
მელამაზითვალებიანები…
მეეშმაკითვალებიანები…
მესევდიანითვალებიანები…
მელამაზყბებიანები…
მენატრები…
მეჯანსაღიიუმორები…
მეცინები…
მეტირები…
მეცემინები (უნდა გცემო)…
მეტირები (უნდა დაგაცემინო)…
მეიდიოტები…
მეკრეტინები…
მედეგენერატები…
მესიყვარულები…

და არაერთხელ გაგიმეორებ იმ ყველაფერს, რაც ამ პოსტში წერია.
რატომ???
იმიტომ, რომ მიყვარხარ.
და შენ რა რეაქცია უნდა გქონდეს???
არაფერი, უბრალოდ გაიღიმე და მე ამითაც გავბედნიერდები.
მე მიყვარხარ და სულ მკიდია შენ რას გრძნობ © ჩემი ფორუმული ხელმოწერა

Advertisements

8 thoughts on “პოსტი სიცილაკის გარეშე

  1. ვა, რატომ???გამორთული ხომ არ გაქვს კომენტარების დატოვების ფუნქცია???

  2. @Roisin – დიდი მადლობა :)@ana – კი, ძალიან მიყვარს. @Roisin – უი, მერე??? ახლა ტოვებ???

  3. ქეთ ვნახე შენი კომენტარე, მაგრამ საოცარი ინტერნეტის საოცარი სიჯიუტით ცემივე ბლოგზე ვერ ვტოვებ კომენტარს:)))

  4. ქეთ გენაცვალე,აუ მე მაქვს ეხლა ეს პერიოდი სულ მინდა მინდა რომ მჭირს და ვეღარ ვიგებ ვიგებ რა მინდა ბოლოსდაბოლოს. ნეტა ჩემი წელი როდის მივა რომ ყველაფერი რაც მინდა….. უმეტესობა მაინც გამოვიდეს….მეჩქარება და ყველაფერი სწრაფად მინდა თან….

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s