Notebook და ვითომ საყვარელი ლილიპუტი

არვიცი როდის და ვის მიერ, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ იქ, სადაც ყველა გზა მიდის…
გინდა–არგინდა…
კიარადა ანუ ფორუმზე…
თბილისის სიმართლით “სავსე” და სავსე ფორუმზე…
კიარადა ანუ თბილისის ფორუმზე გაიხსნა თემა
გეიმერების წინააღმდეგ…
კიარადა უფრო სწორად გეიმების წინააღმდეგ…
ანუ თამაშების წინააღმდეგ.
ნუ ახლა არ მომიქექია ეს თემა და შესაბამისად არ მახსოვს რა ჯანდაბა და გადაშენება დავპოსტე.
კიარადა…
შეიძლება არც არაფერი დავპოსტე…
იქიდან გამომდინარე, რომ არც მე ვთამაშობდი და მითამაშია რამე…
თუ არ ჩავთლით მარიოს, რომელიც ფრიად მოუხერხებელი სათამაშოა კომპიუტერით…
მიჩვეული ვარ რა დენდიზე მის თამაშს…
და არც ჩემი საყვარელი მამაკაცი თამაშობდა რომელიმე თამაშს, რომ რამე დადებითი ან უარყოფითი ხასიათის თუ შინაარსის პოსტი დამეწერა ამ თემაში…
კიარადა…
მაშინ საერთოდ არ მყავდა საყვარელი მამაკაცი…
და ფრიად “პოხუისტურად” გავიფიქრე, ერთი ამათ მოსცლიათ, რომ ამაზე ფიქრობენმეთქი.

მოკლედ…
გუშინ პირველად მივედი Mr. M–თან სახლში. ნუ მე მსოფლიო დონის თუ კატეგორიის Miss მორიდებულობა გავიჩითე რათქმაუნდა … ანუ, ჯერ თავიდან რომ მითხრა, ჩემთან ამოდიო, პირველი რაც ვიკითხე, ხომ არ ტეხავსმეთქი. თვალები დაბრიალება რომ ვიხილე, მივხვდი თუ რაოდენ სულელური კითხვა დავსვი, მაგრამ ნუ, გავატარეთ.
პირველად მისვლის ბარიერი გადაილახა ჩემს მიერ და შევედი მის ოთახში.
აგერ დაჯექიო და თვითონ არ მიუჯდა კომპიუტერს.
კიარადა, ეგ დიდი არაფერი…
კიარადა, ეგ საერთოდაც რომ არაფერი.
ალბათ მეც ეგრე ვიზამდი.
ნუ ბრედ პიტი ან დევიდ ბექჰემი რომ ამოსულიყო ჩემთან, ალბათ მხოლოდ ამ შემთხვევაში არ მივუჯდებოდი კომპიუტერს. ასე რომ, მართლაც რომ გავატარეთ.
ამოაგდო ჩაკეცილი ფანჯრები და მიდიიიიი….
Lineage!!!!
და პარალელურად ტექსტები…
კიარადა ფრაზები…
– რას შვრები, ქეთ???
– აუ ცოტა არეულობაა აქ, არ შეიმჩნიო რა.
საერთოდ ვინ შეიმჩნია არეულობა?!
ან საერთოდ ვინ შემიმჩნია მე???
სინაგლის დონემ გამომაშტერა, მაგრამ ნუ მე მაინც Miss მორიდებულობა გავიჩითე.
– აუ ქეთ, მოდი ჩემი ჩარი განახო…
(ან ეს ჩარი რა არის, ხეზ, მაგრამ ნუ კარგი)
და მანახა რაღაც ანიმაციური, პატარა გოგო. სახელად ლილიპუტი.
ტექსტი:
აუ ნახე რა სიცოცხლეა, არ დაგევასა??? ეს არის ჩემი სიცოცხლე, ნახე რა საყვარელია.
მე –
ის – აუ მოიცა, რა სახით უყურებ, მართლა არ დაგევასა??? ე, კარგი რა, როგორ შეიძლება ეს სიცოცხლე არ მოგეწონოს. ეს არის ჩემი ხელით შექმნილი სიცოცხლე, ამაში ჩავდე მთელი სული და გული.
მე –
ის – ეეე, ჩემს თავს გაფიცებ, მართლა არ დაგევასა??? კარგი ხო. რამე ფილმს ვუყუროთ.
მე – ხო, და ეს ფანჯრები დახურე
ის – ეე, კარგი რა, ჩავკეცავ, მთლიანად არ დავხურავ.

ვაიმეეეეეეეე…
კოშმარი.
რა უბედურებაა ეს Lineage!!!
ნუბი, ჩარი და მსგავსი გაუგებარი ტერმინები ხო ჩინურად მეჩვენება.

ძლივს მოვიძიეთ ფილმი, რომელსაც შეიძლება უყუროს შეყვარებულმა წყვილმა.
და ესაა ფილმი, რომელიც ყველას ნანახი აქვს, ჩემს გარდა.
Notebook…
ჯერ იმაზე გაოცდა, როგორ არ გაქვს ეს ფილმი ნანახიო.
კარგი, გადმოვწერო.
ფეხებზე ბალიშები დამადო 500 ცალი, თავი დამადო და დავიწყეთ ყურება.
ჯერ ვიკამათეთ იმაზე, საჭირო იყო თუ არა ფილმის დაწყებისას ტიტრების ნახვა. ნუ ფაქტიურად ვეხვეცე, ტიტრებიანად ვნახოთმეთქი. ნუ კარგი, გავატარეთ.
მერე იმაზე ვისაუბრეთ, თუ რამდენი მსგავსებაა ჩემსა და მთავარ პერსონაჟ გოგოს შორის…
და ამასთანავე მასსა და მთავარ პერსონაჟ ბიჭს შორის.
ნუ მე გავიმარჯვე ამ ნომინაციაში, რადგან “ყველა გოგო ერთნაირად შტერია”. “ყველა გოგოს შებმა ადვილია” და მსგავსი განცხადებებით გააკეთა დასკვნა, რომ ფილმის მთავარი პერსონაჟი ჩემი პროტოტიპია.

ფილმის ბოლომდე ნახვა არ დაგვცალდა რადგან ერთმა მეგობარმა სახინკლეში დაპატიჟა და ნუ რათქმაუნდა მეც გავყევი.

სიტუაცია დღევანდელი:
უნარების გაკვეთილიდან მშიერი და დაღლილი ავედი მასთან. და ისევ!!!!!!!!
– აუ ნახე ჩემი ლილიპუტი რა საყვარელია…
დაახლოებით ნახევარი საათი (თუ მეტი არა) ვიჯექი დებილივით და ვუსმენდი და ვუყურებდი ამ დებილობა თამაშს. თან იქ ვიღაც მეგობრის ხმა, ბიჭო ამას შენ გააკეთებ???? მერე ვიღაც გოგოს ხმა და ამის რეპლიკა: ხედავ გოგო გვყავს კლანში.
ო, ღმერთო, გამიტანეთ

Notebook–ი ჩავრთეთ ისევ და გავაგრძელეთ ყურება.
ნუ რათქმაუნდა ისევ ბალიშების ჩემს ფეხებზე დადებით და თავის ამ ბალიშებზე დადებით. წამოწვა რა
+ ამას, რეპლიკები, აუ ნახე კიდევ უყვარს ამ ბიჭს ეს გოგო, ეს კი ამ ტიპს მიყვება ცოლად.
ამას + მამაკაცური გამოძიებები, როგორიცაა…
“აი ნახე ნავი არ არის რომანტიული??? და ირგვლივ გედები…
ჰა, არ არის რომანტიული???”
ამ ფილმს რომ ვუყურე თავის დროზე, შეყვარებული მომინდაო.
სიტყვა “რომანტიული” აქილევსის ქუსლად ავკიდე უკვე იქიდან გამომდინარე, რომ სულ ვეუბნები, რომ რა ცუდია, რომ საერთოდ არ ხარ რომანტიულიმეთქი. ის კი მპასუხობს, რა ვქნა, არ ვარ, მაგრამ რაღაცნაირად მაინც გამოვხატავ ჩემსას შენს მიმართო.
აქედან გამომდინარე, სულ იძიებს თუ რას მივიჩნევ მე რომანტიულად და რას – არა.
გარდა ამისა, 2 წლის მერე როგორ უნდა გიყვარდეს არა–ოჯახის წევრი ადამიანი და რომ ვუთხარი, მე მეყვარებოდამეთქი, კაი ტო, შანსი არ არისო მიპასუხა.
და კიდევ მილიონი მომენტი ფილმისა, როდესაც ამომხედა და მკითხა, შენ როგორ მოიქცეოდი ასეთ სიტუაციაშიო.
ეს ერთგვარი ხრიკები, რომლებსაც ვითომ ვერ ვხვდები და არ ვიმჩნევ.
მაგრამ ეჰ…

მერე ბავშვები ამოვიდნენ. ქვევით ერთიანად ჩავედით და ჟოპასტენკა ითამაშეს, სადაც გაფუფლოვდა ფაქტიურად ლევანთან ერთად და კარში ერთად ჩადგნენ . ამსახველი კადრები იხილეთ ჩემს facebook–ზე , ან არადა მენდეთ სიტყვაზე.

Notebook–ის ყურება კიდევ არ დაგვიმთავრებია, ავალ ალბათ ისევ ამ დღეებში…
ისევ ბალიშებს დამადებს ფეხებზე, მერე მათზე თავს დადებს, ისევ ეცდება ფილმის მეშვეობით ახალ–ახალი დეტალების გაგებას ჩემზე და ისევ მომეფერება და მეტყვის, რომ უზომოდ ბედნიერია, რომ ჩემთან არის.

Advertisements

26 thoughts on “Notebook და ვითომ საყვარელი ლილიპუტი

  1. You gotta be kiddin’!
    ბიჭი, რომელსაც ეს ფილმი მოწონს? ომფგ! ფუფ 🙂

    არა, მართლა – რაღაც არაბიჭური ფილმია.

    • საშინელი ფილმია და ვერ ვიტან.
      ხოდა თავის დროზე იფიქრა, რომ გამისწორდებოდა. ხოდა მაყურებინა 😀

  2. @Sal – ეს კომენტარი წავიკითხე გუშინ,ღამის პირველ საათზე და დედას ვფიცავარ, ეგრევე დავურეკე. ნუ ჯერ დამიწყო "წიპა" ხვალ სამსახური მაქვს დილით და მეძინება, რატომ გამაღვიძე ღამის პირველზე და ა. შ. მაგრამ სასწრაფო საქმე მაქვსმეთქი. ხოდა ასეა და ასემეთქი. შენს კლანელ გოგოს რა ქვიამეთქი და სალომეო. და ეგრევე კივილი დავიწყე. 😀 😀 :Dდა მოკლედ ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, ეგაა. კლანელები ხართ. 😀 😀 :Dეგ კი არა, ადრე მასთან რომ ვიყავი და თამაშობდით, შენი ხმა გავიგონე და მითხრა, ნახე აზრზე ხარ კლანში გოგო მყავსო, 27 წლისაა სალომეო. გოგოა და თამაშობსო. შენ კიდევ გვერდში არ მიდგახარო. მაგრამ მაშინ არ მივაქციე მაგას ყურადღება. რა პატარაა ეს თბილისი. :D@Keti – კი, ვცდილობ, რომ მაგაზე არ მქონდეს რეაქცია.

  3. აუ ლოლოლლლქეტ, გავჭედე ,,, 😀 მემგონი შენი შეყვარებული შემი კლანელია, თან ' Mr,M 😀 gg 😀 ეს ხოომ მისი ინიციალია, ჰოდა ეგაა, ლილიპუტი ,პაწუკა საყვარელი გოგოშკა, სუბზე ელდერით..აჰაჰაჰ :D:D:D

  4. აუ გაიხარე. მართლა ეგრე არის. კიარადა, ახლა უკეთესი სიტუაცია არის. ბევრად.

  5. ფემალის აზრს ვეთანხმები – ნუ აიტან და მიიღე ისეთი, როგორიც არის. და თუ ვერ მიიღებ, ეგეც გამოჩნდება. კიდევ, მგონია, თუ დიდი ხანი არ არის, რაც იცნობთ ერთმანეთს, დასაწყისისთვის ეს ნორმალური სიტუაციებია: ის გთავაზობს იმას, რაც მისთვის მნიშვნელოვანია, შენ –შენსას უყვები. შენ რომ გერიდება, დარწმუნებული ვარ – მასაც, ოღონდ ნაკლებად იმჩნევს და ასეთ რამეებზე საუბრით ფარავს (აუ, თუ წაიკითხა, ნეტა თუ დამეთანხმება გულში მაინც :))) )მოკლედ, იმედია, ყველაფერი უკეთ და საინტერესოდ და დაუვიწყარად იქნება :*

  6. @Roisin – ხოო??? მართლა??? არ ვიცოდი. ეჰ…@Bako – მეც ეგრე ვარ ხოლმე. ზუსტად. დღესაც ვაპირებ მასთან სახლში ასვლას და იმედია სანამ ავალ, მორჩება თამაშს.

  7. აუ ზოგადად სადმე რომ ვხვდები და ეგეთ თამაშებზე იწყებენ ლაპარაკს ვცოფდები და შეყვარებული რომ დამენახა ეგრე მოთამაშე და მე კიდე იქ დებილივით ვიჯდე შეილება გამერეკა და ალბათ ავდგებოდი და წამოვიდოდი…ისე მაგარი ხალისია პოსტებია :)))

  8. კაი რააა, შენც ეხლა ისეთი რამე გაგიკვირდა))0ყველა კაცის იდეა ფიქსია ამ ბოლო დროს.დაიკიდე))))

  9. ისე ხო მეც გამიტყდებოდავინმეს რომ ეთქვას რაც მისწორდება იმაზე აღარ გააკეთო ჩემი ხათრითო…. მოკლედ მგონი უმჯობესია მიახვედრო რომ შენთენ ერთად როცაა ყურადღების და სიყვარულის მაქსიმუმი შენ დაგითმოს და მარტო რომ იქნება ყავდეს "ლილიპუტი" და უყვარდეს როგორც უნდა…..

  10. @ female – აგერაა და დატტკბი პოსტებით. ხო, რავიცი. რავიცი.

  11. რაღაც პოსტები გამომრჩენია ;)ნუ შეეცდები აიტანო_უბრალოდ მიიღე ისეთი როგორიც არის

  12. მოკლედ მაგარ შარში ვარ რა… ვინმე ნეიტრალურმა მირჩიოს რა რამე. ნატოშ, შენ მოთამაშე ხარ, ანუ არ ხარ ნეიტრალური.

  13. ხო, ახლავე. ახალ პოსტს დავდებ და წავიკითხავ მაგას.

  14. ხო და კიდევ, რაც უფრო მეტს გააჩმახებ, მით უარესი შენთვის :იეს:პატივი ეცი შეყვარებულის მიდრეკილებებსო, ნათქვამია :იეს:

  15. @ანუკ – დღეს ერთი წამომცდა შენზე ბლოგში დავწერე და ლაინეიჯს ვაგინე ლამისმეთქი და რომ ავედით მასთან, ეგრევე ხო ამაკრეფინა ბლოგის მისამართი. ხოდა დაწმუნებული ვარ ახლაც აქაა ჩასაფრებული, უბრალოდ ჯერ კიდევ არ იცის რა როგორ ნახოს. ხოდა ახლა შენს კომენტარს რომ ნახავს, მაგრად დაევასები. 😀 :Dხოდა ისა, დაუნლოუდის ყურება პირველად გავიგე. მართლა ევასებოდა მაგის ყურება??? საღოლ 😀 😀 😀 :Dგამოგნდი ფრიად.

  16. ჰაჰ, ჩემი ქმარი, სანამ ჩემი ქმარი გახდებოდა:ამოვდიოდი, ეს კიდე რომელიღაცა მომღერლის რომელიღაცა ალბომის რომელიღაცა ნაწილს ეძებდა სულ ემულზე, ტორენტზ, რეპიდშეარზე და ა.შ.და რო იპოვნიდა მერე უყურებდა დაუნლოადის პროცესს ..მეგონა რო ეს მუსიკის შემგროვებლობა არსდროს არ დამთავრდებოდა :)მარა მე მაინც ყველაზე ძალიან მიყვარს, თავის მუსიკებიანად:)ჰოდა, შენც გეყვარება ჩარებიანად და ლინიჯებიანად, აი ნახე :ლავიზოლვინიდ:

  17. @Chaotic – მართლა ერთ ამოსუნთქვაში??? ვაა, მადლობა. ე. ი. ძალიან სისულელე პოსტი არ იყო. :Pხოდა ისა…ხო, მაგრამ მასთან სახლში რომ იქნები და უყურებ იმას, თუ როგორ თამაშობს ის, მგონი არც თუ ისე გესიამოვნება. აუ, დღეს ასული რომ ვიყავი, ბოლომდე ვიყავი, ბოლოს მართლა ვიტირე. @OTO – not at all :mo:@ mr.picasso – აუ რა მარაზმია რა. აი მართლა მარაზმია რა. ვაჩმახებ აბა რას ვიზამ.

  18. ქეთუს ეს რაა იმ დღეს ერთი გოგოს სასოწარკვეთილი პოსტი წავიკითხე სამშობიაროში იწვა და ამ ორი დღის განმავლობაში მეუღლეს არც მოუკითხია ზის სახლში და Lineage–ს თამაშობსო……მოკლედ ეს იმასთან არაფერია….. გააჩმახე მაგ საკითხზე მერე და ეგაა…..

  19. რომ იტყვიან, პოსტი ერთ ამოსუნთქვაში შემომეკითხა.თამაშებზე არ ვიცი, მეც გავფრიკავ თუ არა. ჯერ არ მქონია მსგავსი შემთხვევა, მაგრამ მეც ხო სულ ნეტში ვარ და ჩემთვის ესაა ერთგვარი ადგილი, სადაც ვიქნები, როცა სხვები ითამაშებენ. :boli:არადა, მგონი,მაინც გავფრიკავ… :user:ფილმის ყურების ისტორია-> :user:

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s