შემოვიდა

დღეს, სამსახურში რომ მივადექი, ერთი წამომცდა გუშინ ბლოგში შენზე დავწერემეთქი და…
აუ, ახლა რომ მოვრჩები საქმეებს, ჩემთან ავიდეთ, ვისადილოთ და შენი ბლოგი ვნახოთო
ნუ აი რა მინდოდა
ვინ მექაჩებოდა ენაზე
ვინ მეხვეწებოდა და მემუდარებოდა “შენზე დავწერე ბლოგში” თქვიო…
ჯერ გაცნობის პირველივე დღეს რატომ ვატაკე ფორუმელი და ბლოგერი ვარმეთქი
აი რატომ??? ვყოფილიყავი ჩუმად ჩემთვის. მაგრამ ასე მემართება ყოვეთვის, როცა ადამიანს ვუახლოვდები. მინდა, რომ გულახდილი ვიყო ხოლმე.
კიარადა… ნუ მოკლედ, გავატარეთ.

მოკლედ წაიკითხა Notebook და ვითომ საყვარელი ლილიპუტი და მოკვდა სიცილით. მე ვიჯექი უკან და ჩუმად ნერვები მეშლებოდა, რომ ეს ასე იცინოდა. მაგრამ ხმა არ ამოვიღე. რაღაც მომენტში სერიოზულად გამიტყდა.

მერე გადავიდა “Novels”–ზე და რატომღაც ჩათვალა, რომ “ჩემი შეყვარებული” სხვისი ნაწერი იყო, არადა აშკარად ვუთხარი ადრე აი ბლოგში ამაზე და ამაზე ვწერმეთქი, მაგრამ ეტყობა ჰაერს გააყოლა ნათქვამი. საიდან დავასკვენი, რომ სხვისი ეგონა??? საიდან და შემდეგი ფრაზებიდან:
1)აუ ნახე ვიღაცამ თავის შეყვარებულზე დაწერა.
(ამ დროს მე: ხოო, მერე როგორია???
ის – აუ რავიცი მე, სხვისი ნაწერები არ მაინტერესებს.
მეც <<<< ეს გამომეტყველება მივიღე, ვითომ სულ არ არის ეგ ჩემი დაწერილი. გულში ვფიქრობდი, თუ რამეა, ვითომ ნატოშამ იკაცამეთქი. ნატოშ, მაპატიე,ახლა არ დამიწყო გამოკითხვები "ჩემი შეყვარებული" მე რა პონტში შემომტენეო. lineage–ზე შენ მახსენდები ავტომატურად და იმ მომენტშიც შენ გამახსენდი )
2)ეეე, მოიცა არ მაინტერესებს მე სხვისი ნაწერები. შენები როგორ ვიპოვო???
(ნუ აი რა უნდა ჩემს ბლოგში სხვის ნაწერებს )
3)აღტაცება, როდესაც ცალკე widjet-ში შეეჩეხა ჩემს კომენტარებს: ეეე, აი ახლა მივაგნებ შენს ნაწერებს
(ღმერთო აქ ხომ სულ ჩემი ნაწერებია და მეტი არავისი)
4)აუ აზრზე ხარ ეს რამხელა საიტია.
(სიტყვა “საიტი” ანუ როგორც ჩვენ გვესმის ფორუმი, სადაც მილიონობით ადამიანი პოსტავს, ისე მიიღო პატივცემულმა და გულმოდგინედ ეძებდა ჩემს ნაწერებს. )
5)აუ ეს უნდა შევინახო favourites–ებში, თორემ ისე ვერ მოვაგნებ ხოლმე მე აქ.
(არადა ვუთხარი, აკრიფე კ, მერე რვიანი, მერე ოთხიანი და …
კიარადა ვინ დაგაცადა ბოლომდე???
და მე უკვე ჩემთვის ჩუმად ვბურტყუნებდი k8 არის ჩემი სახელი იმიტომ, რომ რვა არის ინგლისურად “ეით” და ერთად გამოდის “ქეით” და 4u არის შენთვის, თქვენთვის იმიტომ, რომ ოთხი ინგლისურად არის “fორ” და ….
კიარადა ვინ მოისმინა საერთოდ)
6) აუ აზრზე ხარ, ხალხი აქ რა დღეშია, რამდენს წერს და რამე…
(არადა კონკრეტულად k84u.blogspot.com არის ჩემი ვახ, ხალხი პრი ჩომ )

“გააგრძელეთ კითხვა” ჩემდა გასაკვირად პირველივე ჯერზევე დაამუღამა. მე ეგეც გამიკვირდა.

ხოდა ეს არ არის მთავარი. ნუ კარგი, დაბადებიდან ვის სცოდნია ბლოგი და ან თუნდაც კომპიუტერი???
ასე რომ ამაზე მართლა არ მქონია რეაქცია.
არც დამიცინია და არც ჩამიცინია.
რეაქცია მქონდა favourites–ებში ჩაკოპირებაზე.
მორჩა, ახლა ყოველდღე შემოვა. ყოველ ახალ პოსტს წაიკითხავს.
” ეეე, მე სულ შემოვალ ხოლმე აქ იმიტომ, რომ აქიდან გავიგებ რაზე ფიქრობ და რას ფიქრობ ხოლმე. აბა ხომ უნდა გავიგო რას ფიქრობ?! ისე არ მეუბნები იმიტომ, რომ გიჭირს საუბარი იმაზე, რაზეც ფიქრობ.”

აქ რომ 2–ანს ვხედავ, უკვე ავტომატურად მეფიქრება, რომ შემოსულია და კითხულობს.

მოკლედ იმის თქმა მინდოდა, რომ დამერხა .

Advertisements

18 thoughts on “შემოვიდა

  1. ხო, ანუ მაინც პირდაპირ ვწერ. ახლა გამომიცხადა არ მივეკარები შენს ბლოგს, ასე რომ დაიძაბეო, მაგრამ მგონია, რომ მაინც იპარება ხოლმე. 😛

  2. უი, ქეთ..მაგაზე არ იფიქრო, რომ შემოვა და წაიკითხავს. თუმცა, მგონი არც ფიქრობ, რადგან ძალიან გულახდილი, შენს სტილში დაწერილი პოსტი იყო. ასე გააგრძელე 🙂

  3. @OTO – [quote]შენ კიდევ ამბობდი "not at all" – ო [/quote]ეს რაზე ვთქვი??? აღარ მახსოვს. ხო, ახლა უკვე k84him ვარ, მაგრამ აქაც ვარ, აქაც 4u. @თაკა – hahaa, მაგარი იყო. ახლა უკვე აღარ შემოდის საერთოდ. დამანებეთ თავიო. აღარ მაქვს ამის ნერვებიო. @Roisin – ხო, ძალიან ჩახლართულია მგონი აქაურობა. @kanario – სალამი, დაგამატებ. :)@iasamani – ცვეტში ეგ ბაზარია. 😀

  4. lolამაზე გამახსენდა, ერთხელ ვიღაცამ დამიწერა, რა უცნააური ფორუმია, ასეთი არასოდეს არ მინახავსო ))

  5. ხო ისე ერთი დამამშვიდებელი ფაქტია, რომ აქ ნაკლებად მოაგნებს ვინმე რამეს:))რავიცი, რავიცი ვნახოთ აბა, იმედია ნევროზს არ აიკიდებ))))

  6. :))))auu ra vicineee..me nline rejimma nervozi amkida da movspe saertod..ise ki aamas cinat chemma daqalma camoakrantala taka internet dgiurshi ragaceebs cerso da metqi pizdec..mara imis mere ar ukitxavs..albat azrebs kargad gamovtqvav an verc mixvda internet dgiuri "ra jandaba" sheidzleba ikos 😀 😀

  7. ლა ლა ლამე დუდოს ვურეკავ ხოლმე სამსახურში და:”დუდო, რაღაც დავპოსტე და წაიკითხეეე :/”

  8. @mr.picasso – დაახლოებით ეგრეა. არა მე მაინც ისევე გულახდილად დავწერ ყველაფერს, როგორც აქამდე ვწერდი. უბრალოდ მეცოდინება, რომ კითხულობს. იმედია ეს ფაქტი არ დამძაბავს. კი კი აუცილებლად გავაგრძელებ მაგის წერას. ჯერ კიდევ მაშინ მაქვს დაწყებული, სანამ Mr. M-ს გავიცნობდი. @ჩორვენი¹³ – ცვეეეტში!!! წარმოგიდგენია ახლა რა იქნება?! [quote]blogi linijis wil tu rogoraa eg fraza? 😀 😀 😀 :D[/quote]აუ ნატოშამაც ეგ მითხრა ზუსტად გუშინ. რა დავაშავე. 😀 :Dმეცინება :D@Buda – მადლობა. ხო, იმედია მშვიდობიანად შეხვდება ხოლმე ჩემს ახალ პოსტებს ბლოგზე.

  9. ჯერ ერთი უსაყვარლესი პოსტი იყო, ვიცინე ბევრი :)ხოდა ძნელია ძალიან, მაგრამ რაღაც მხრივ სტიმულს მოგცემს, იმის რეაქციებსაც წარმოიდგენ… ანუ სახალისოც იქნება :yes:

  10. ქეთუს ცენზორი გაგეჩითა ბლოგზე…. ეეეეეეეეეეე ტეხავს ეხლაც გულახდილად დაწერ ყველაფერს?????? არ დაკომპლექსდე მაგის გამო რა……და ჩემი შეყვარებული გააგრძელე მაინტერესებს მერე რა ხდება თან შეყვარებულის მიერ დაწერილი უკვე მგონი სხვანაირი უნდა იყოს…..მაშინ რომ გითხარი "ქვეცნობიერიდან "სხვანაირი ინფორმაცია წამოვა და ნახე ის ნარკუშა ტიპი როგორ შეიცვლება ხასიათებში და ზოგიერთებს დაემსგავსება….

  11. მეც რომ dunno ვარ, მაგიტომაც ვარ ახლა ასე. თორემ დავიკიდებდი. აზრზე ხარ რა შარში ვარ?!

  12. ძალიან ბევრი ვიცინე:DDDDD მაგრამ, რამდენად პრაქტიკულია შეყვარებული შენს ბლოგს კითხულობდეეეეეს….dunno)))))მე არ ვაძლევ მეილების,ოდნოების,სკპის და აშ passwords რა იცი რა ხდება:DD

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s