ხოდა ნუ ესე იგი…

კიარადა…
ჯერ თავიდან მოვყვები დღევანდელ დღეს.
დღეს მივედი სამსახურში მასთან. მაგარი კაიფი იყო.
უფროსიდან დაწყებული დაცვით დამთავრებული ყველა მომესალმა…
კიარადა…
მამენტ ბაზარი არაა…
იმიტომ, რომ თანამშრომლები არიან და ნუ რაღაც, მაგრამ აქამდე როცა ადრე ვიყავი Mr.M–თან მისული და მის სკამში ჩავჯექი, უფროსმა დაცვის ოფიცრის პირით შემოუთვალა, უცხო ადამიანი ნუ ზის შენს ადგილზეო. Mr.M–ი ცოტა არ იყოს და ნაწყენი სახის გამომეტყველებით შემოვიდა და მორიდებულად მითხრა, იქნებ ადგე, ზურამ შემომითვალაო.


ხოდა დღეს კი სიტუაცია დამხვდა აბსოლუტურად სხვა , I was deeply amazed.
კიარადა უფრო მეტიც…
ზურა გარეთ იდგა ეზოში და სიგარეტს ეწეოდა. რომ მივუახლოვდი, მომესალმა კიდეც. მე საოცრად გაკვირვებული სახით შევხედე და საპასუხოდ მივესალმე. მართლა არ ველოდი . ეგრევე მოვწვი, რომ ხალხმა რაღაც უკვე იცოდა ჩვენს შესახებ. უფრო სწორად, ვერ მოვწვი, მაგრამ ვიეჭვე.
მერე შიგნით შევედი და ნუ ე. ი. ყველა ისე მიღიმოდა, თითქოს პირველად მხედავდნენ.
კიარადა…
არა რა პირველად.
ეგრე არ მიყურებდნენ, მაგრამ ყველამ: “ვაა, ქეთ როგორ ხარ, რას შვრები?!” ფრაზები არ დაიშურა. და ამ დროს მე სასწაულად გაოგნებული სახის გამომეტყველებით…წიპა რა ხდება, რატომ მევლებიან ასე?!
თურმე უკვე მთელი შენობის ფარგლებში ყველამ გაიგო, რომ ერთად ვართ.
და ზუსტად რომ ზურა შესულა Mr. M–თან დილით, “იმ გოგოსთან ერთად ხარ?” შეკითხვით. ამაზე გავფრიკე, თან საკმაოდ მაგრამ გაფრიკვის ზენიტი იყო ფრაზა: “შენი “ბროშკა” როგორ არის???” ნუ აი ამ “ბროშკა”–ზე საერთოდ გავფრიკე კი არა, გადავედი ჭკუიდან და მე რომ მივედი, Mr.M–ი რამდენიმე წუთით ქვევით ჩავიდა და თურმე უფროსს დაუჭერია და უთქვამს: “ნახე შენი “ბროშკა”??? ახლახანს მოვიდაო. ნუ მოკლედ, მაგარი კაიფია რა
მართლა მთელი staff-ი სასაცილოდ მიყურებდა დღეს, თითქოს შუბლზე იარლიყი მქონდა მომაგრებული წარწერით: ვირი ვარ და ვყვირივარ
კიარადა: Heyyyy, I’m the girl, who loves this guy
ნუ მოკლედ მაგარი კაიფი იყო რა.
დღეიდან უკვე საპატიო სტუმარი ვარ მათთან.

Advertisements

2 thoughts on “ხოდა ნუ ესე იგი…

  1. არა აი პროსტა აზრზე ხარ???ყველაფერი გამიგია. და ბევრნაირი გამიგია. მაგრამ "ბროშკა" პირველად.

  2. ნუ ძალიან ჩავბჟირდი, დღეიდან ბროშკა საპატიო ადგილს იკავებს ჩემს "ხადავოი" ლექქსიკონში….

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s