დამთავრდა

არვიცი რამდენი ხანი გავუძელი და მოვითმინე, მაგრამ მაინც…
რამდენიმე დღის წინ დამთავრდა ეს ყველაფერი და უზომოდ ბედნიერი ვარ.
ბლოგშიც მინდოდა დამეწერა, მაგრამ რაღაც ვერ მოვიცალე.
უფრო სწორად კი არ დამთავრდა, არამედ მე დავამთავრე.
და ჯერ ვერ ვიჯერებ.
მართლა მეძნელება ამის დაჯერება.
და ახლა რომ ვუკვირდები, აქამდე ერთი სული მქონდა როდის მორჩებოდა, ახლა კი…
თითქოს სიცარიელის გრძნობა დამეუფლა…
და ახლაც მეუფლება…

მთელი 4 წელი…
თითქოს თვალწინ ჩამირბინა…
თითქოს გუშინ იყო პირველი ლექცია…
თითქოს გუშინ იყო ჯგუფელების თუ კურსელების გაცნობა.
გამოცდების თუ ჩათვლების წინ ნერვიულობები და ღამეების თენებები…

ექსკურსიაზე წავიდნენ ბავშვები ორდღიანზე.
დამეზარა. თან ვიცი, რომ ჩემს ჯგუფელებთან ყოფნას, Mr.M–თან და მის მეგობრებთან ერთად ბოდბეში წასვლა მერჩივნა
ნუ დედაჩემმა რათქმაუნდა არ ვუთხარი აღნიშნული ფაქტი და ჯგუფთან ერთად მივდივარ ბოდბეშიმეთქი.
არა იმიტომ, რომ დავუმალე, უბრალოდ დედაჩემს თითმის პანიკური შიში აქვს სამარშრუტო ტაქსების ა.კ.ა. “მარშრუტკები”–სა და ახალგაზრდა მძღოლების. ნუ თუ გავითვალისწინებთ, რომ საჭეებთან Mr.M–ის ძმაკაცები ისხდნენ, შანსი იმისა, რომ არ გამიშვებდა, დიდი იყო.
ამიტომაც ჯგუფელებთან ერთად წავედი ექსკურსიაზე. (ბოდბის ამბებს უფრო ვრცლად რომელიმე შემდეგ პოსტში დავწერ)

ბოლო გამოცდაზე ჩასვლა (ნუ ეს იმიტომ, რომ მე მაღლა ვცხოვრობ და გპი დაბლა არის) სასტიკად მეზარებოდა. გამოცდა მქონდა 1–ზე, მე ჩავედი 2–ს რომ აკლდა 20 წუთი (ნიპუნქტუალნაია გრუზინკა smiles )ნუ ძლივს ავწიე ტორსი და 5-7 წუთში კოსტავაზე ვიყავი. შევედი კათედრაზე და რას ვხედავ. ჩვენს კურატორს ხო ვუყიდეთ საჩუქარი ოქროს ლამაზი საყურეები (რომელიც არც კი მინახავს) და მორჩენილი თანხით ტორტი, შანპანური და კოკა-კოლა შეიძინეს ბავშვებმა. რაღაცნაირად მესიამოვნა
გარეთ რომ გამოვედით, მოაჯირზე შევდექი და ჩემს კურსელ გიორგის ვუთხარი, გეხვეწები მოაჯირს ხელი გაჰკარიმეთქი, სალომეც რიგში იდგა. რამდენიმეჯერ რომ გავქანდ–გამოვქანდი, სალომემ გეყოფა, ახლა მე მინდა კატაობაო. გიორგიმ ორივეს აგვხედ–ჩაგვხედა და აი რა გეტყობათ, თქვენ რომ უმაღლეს დამთავრებულები ხართო
ხოდა ჩავაბარე ყველა გამოცდა. ნუ რათქმაუნდა ყველაში 100–ები და 95-ები მივიღე. მთელი 4 წელი პრეზიდენტის სტიპენდიანტი ვიყავი, ასე რომ არც ახლა მემუქრებოდა დაბალი ნიშნები. მაგრამ ესეც რომ არ ყოფილიყო, ბაკალავრის დამთავრებისას არა მგონია, რომელიმე ლექტორს გავეწირეთ ცუდი ნიშნისთვის. კიარადა, ვიცოდით, რომ არ გაგვწირავდნენ. ასე რომ წითელი (!!!!!) და ანუ ფრიადოსნის დიპლომის აღებაღა დამრჩა და ეგაა.

ახლა 8 და 10 ივლისს საერთო ეროვნული სამაგისტრო გამოცდები დამრჩა. დავდივარ 2 მასწავლებელთან და ტვინს ვასხამ. კარგად თუ ჩავაბარე, შეიძლება დაფინანსებაც მოვიპოვო. თუ ისე მაინც, რომ ბარიერი გადავლახო, ეგეც კარგია. ორივე შემთხვევაში მეძლევა უფლება და შანსი, რომ უნივერსიტეტში მივიდე და შიდა გამოცდები ჩავაბარო სადღაც აგვისტოში მგონი. მოკლედ დასვენება და თავზე დამხობა უშორეს ჰორიზონტად მეჩვენება

მაგრამ არაუშავს, მთავარია მაგისტრატურაში შევყო ცხვირი და დასვენებას მერეც მოვასწრებ. უბრალოდ გული მწყდება, რომ 2007 წლის შემდეგ ზაფხულში არ დამისვენია. შარშან ომი იყო და თან ვმუშაობდი და წელს – გამოცდები. თუმცა დიდი იმედი მაქვს, რომ წლევანდელი გამოცდები და დასვენება ერთმანეთს ხელს არ შეუშლის და ორივეს არაჩვეულებრივად კარგად მოვახერხებ.

ეს მე და ჩემი ჯგუფელ–თანამშრომელი ბოლო გამოცდის ჩაბარების შემდეგ.
ძალიან მაგრად მიყვარს ალეკო

Advertisements

12 thoughts on “დამთავრდა

  1. გილოცავ, ქეთ!!! და წარმატებები გამოცდებზე.. აბა, შენ იცი! :))

  2. @Natalia – დიდი მადლობა. @Roisin – აუ ხო მართალი ხარ. @ანუკ – კი დარწმუნებული ვარ, რომ მაგრად გაგიხარდება. @Sophie Golden – წლის ბოლოს გაკეთებული საჩუქარია. რატომ ქრთამი??? :D@mr.picasso – მადლობა გოჩიკო. @utvino – დიდი მადლობა. უფ, გპიში ისევ ეგ წითელი დიპლომია.@ჩორვენი¹³– დიდი მადლობა მარ. :*@ana – :ინტრიგა: :სკანდალი:

  3. გილოცავ : *ჩაბარებაც მომელოცოს მალე :*მაგრამ ეს წითელი დიპლომი რომელი გოდაა? :Вაღარ გასცემენ მასეთებს : ))

  4. ქეთუს გილოცავ ბაკალავრის დიპლომის აღებას წარმატებებს გისურვებ გამოცდებში არ ინერვიულო ყველაფერი კარგად იქნება

  5. რაც კურატორს უყიდეთ, მაგას ნორმალურ საზოგადოებაში მგონი ქრთამს ეძახიან თუ მეშლება? :ლოლ: CONGRATULATIONS, have fun! 🙂

  6. მე დარწმუნებული ვარ რომ სიესელის დამთავრების დღეს ძალიან ბედნიერი ვიქნები 🙂

  7. Congradulations!!!!!!!მე მართალია უკვე ორჯერ დავამთავრე, მაგრამ that was great feellings)))) განსაკუთრებით afterpaty)))

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s