წვიმის ორმოები (ა.კ.ა. ჩართული ემოციები)

ჯერ ეს

მზიანი ამინდები იყო ამ დღეებში. თითქოს წვიმამ გვითხრა, მიკმარეთ რაც გესხმებოდით თქვენ, თქვენს ეკლესიების გუმბათებს, თქვენი სახლების სახურავებს, სულ იმაზე ოცნებობთ, ზაფხული ჩემს გარეშე არ არსებობდესო და რომ გესხმებით, მერე მაინც გეძლევათ საწუწუნო. : )
დღეს სახლში ვზივარ. შაბათია და იმიტომ, მაგრამ სამშაბათიც რომ იყოს, მაინც სახლში ვზივარ. აღარ ვმუშაობ და იმიტომ. გამომიშვეს კრიზისის გამო და იმიტომ. ყველამ ზარ–ზეიმით გამაცილა. უფროსებიდან დაწყებული უბრალოდ რიგითი თანამშრომლით დამთავრებული. შანპანური, კოლა, ჩემი საყვარელი რაffაელო და თხილიანი შოკოლადი იყიდეს, დამლოცეს, სიხარული, კარიერული წინსვლა და ყველაფერი საუკეთესო მისურვეს.
me love this people.
სიყვარული ქე იპოვნე უკვე, ასე რომ მაგას აღარ გისურვებო – თითოეულმა დასძინა. ზოგმა ისიც კი მითხრა, მაგარი ბიჭი ააგდეო/იშოვეო/დაითრიეო. ნუ იმდენად ორიენტირებული ვიყავი ჩემს წამოსვლაზე, რომ “ააგდე/იშოვე/დაითრიე”–ზე რეაქცია არ მქონია. თორემ ცუდად წამოვიდოდი. არავინ არ ამიგდია, მიშოვია და მითუმეტეს დამითრევია. მე მამაკაცთან აქტიურობისგან ისე შორს ვარ, როგორც ცა – დედამიწისგან. ყველაფერი ბუნებრივად დაიწყო. თორემ მე ასი წელი ხელს არ გავანძრევდი. ყველამ იცის ვინ არის ჩემი სიყვარულის ობიექტი. სურათი აქვთ ნანახი და ყველა გვგულშემატკივრობს, მეკითხება როგორ ვართ, რას ვშვრებით.
ყველამ იმედი გამოხატა…კიარადა აღნიშნა, რომ შენ აუცილებლად დაგაბრუნებენ სექტემბერშიო, არ ხარ შენ ასე ერთი ხელის მოსმით დასაკარგი კადრიო. მეც მაგის იმედი მაქვს, სექტემბრამდე კი ზაფხულია. წელიწადის დრო, რომელიც ძალიან მიყვარს. და ვინაიდან შარშან ვერ დავისვენე, რადგან სტაჟიორი ვიყავი და თან ომი იყო და წელსაც ვერ დავისვენებდი სექტემბრის მეორე ნახევრამდე, მივიჩნევ, რომ ძალიანაც კარგია, რომ გამომიშვეს.
კიდევ რა?!
კიდევ ის, რომ დღეს მთელი დღეა სახლში ვზივარ. ა, თუ ეს უკვე ვთქვი ხო??? ხოდა ეგრეა. იზოსთან გადავედი, 3 რაღაცას ერთდოულად მიკერავს. სამჯერ ვიყავი დღეს.
ვიჯექი ჩემთვის კომპიუტერთან ბლოგების კითხვაში. თან ჩემი კომპიუტერი აივნის კართან ახლოს არის განთავსებული. საშინელი გრუხუნის ხმა რომ გავიგე, ვიფიქრე რამე დაინგრა ან მიწისძვრაა. ისე სასწაულად შეზანზარდნენ ფანჯრები, უცებ შევხტი. გავიხედე, არ წვიმდა. ისევ გადავედი იზოსთან. ისევ “პრიმერკა”. ვზივართ, ის კერავს , მე ვსაუბრობ .
გარეთ ვიყურები, უკვე სასწაული ხდება. გამოსვლისას შემომთავაზა რამე მოიხურე ჩემიო. არმინდა, ასე გავალ უცბად გადავირბენმეთქი. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მცირე მანძილი მქონდა გასავლელი და თან სირბილით შევვარდი ჩემს სახლში, მაინც მთლიანაც გავილუმპე. და იმ რამდენიმე წამის (ალბათ ჯამში 10-15) განმავლობაში, რაც გზაში ვიყავი წვიმის ორმოებს ვუყურებდი. გუბეები რომ ჰქვიათ, იმათ. ხო, “გუბეები” ჰქვიათ, მაგრამ დღეს “ორმოები” ერქვათ ჩემთვის. ქვევით მიხვდებით რატომაც.
ვცდილობდი საშინელი წვიმის პირობებში ავრიდებოდი ამ ორმოებს…
წყლით სავსე ორმოებს.
შემეშინდა დასველების.
თითქოს იმდენად მივეჩვიე მზიან ამინდებს, რომ წვიმა ვერ შევეგუე, ვერ ავიტანე, ვერ ვიგუე.
მეორეს მხრივ, ეს არ მინდოდა?!
მე ხომ მუდამ მიყვარს წვიმა და ახლა რაღაზე ვწუწუნებ???
არვიცი…
დღეს მე და Mr. M–მა რეკორდი დავამყარეთ: მთელი დღე არათუ არ გვინახავს ერთმანეთი, არც კი დაგვირეკავს ერთმანეთისთვის. საერთოდ. საერთოდ. ნუ იდეაში კი ვიცოდი, რომ ვიღაც მეგობრებთან ერთად ქეიფობს, მაგრამ სხვა დროსაც უქეიფია ჩემს გარეშე და დაურეკავს, მოვუკითხივარ. მთელი დღე ვზივარ ასე. ხან ჩემს კომპიუტერთან, ხან იზოსთან “პრიმერკა”–ზე. და არანაირი ემოცია. მშვიდად ვარ. ერთი თვე გავიდა 2 ივლისს, რაც ერთად ვართ და ზოგჯერ მგონია, რომ წლებია ვიცნობ. რაღაც საოცრად ვუგებთ ერთმანეთს. არადა სხვას რომ ეთქვა, 1 თვე ვართ ერთადო, გამეცინებოდა. მაგრამ ახლა ასეა. და ისე, იმასაც ვატყობ, რომ რაზეც სხვას ვურჩევდი ხოლმე, ასე და ასე მოიქეციმეთქი, იმის საპირისპიროდ ვიქცევი.ეს იმიტომ, რომ საკუთარი წესების დარღვევა ადვილია. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი იმაში, რომ რჩევები არავის უნდა მივცე. არასოდეს იცი, შენ რა გადაგხდება. საერთოდ სხვანაირად წარმომედგინა ჩემი ურთიერთობა მამაკაცთან. მეგონა თავს დავიფასებდი. არაერთხელ მირჩევია მეგობრისთვის ბიჭთან თავი დაიფასემეთქი და გააწვალემეთქი. არადა მე სრულიად სხვანაირად ვიქცევი.
წვიმის შემდეგ რა ხდება??
არვიცი. არ მიფიქრია ჯერ…
უნდა ჩავუჯდე ამას..
მაგარია “ჩავუჯდე”…
ძირითადად მასწავლებლები მეუბნებიან ხოლმე ამ ფრაზას…
ახლა ალბათ ჩაჯდომასაც რამე აზრი უნდა ჰქონდეს…
ისე, მართლა ძალიან ბევრი ვიფიქრე დღეს იმაზე, რომ მთელი დღე გავძელით ერთმანეთის გარეშე.
მილიონჯერ დავხედე ტელეფონს. მერე სპეციალურად ხმას ჩავუწიე, რომ სურპრიზის სახით დამენახა missed call ან notification (ჩემს მობილურზე ასე იწერება ხოლმე მესიჯი). არადა მთელი დღე არცერთი ნიშან–წყალი არ ყოფილა.

არადა, აი ხომ ვფიქრობ ამ ყველაფერს არა???
არადა აი მეორეს მხრივ, არც კი ვიცი, რაოდენ კარგად ვიყავი დღეს მის გარეშე.
ვიჯექი ხან კომპიუტერთან, ხან იზოსთან “პრიმერკა”–ზე.
წავიკითხე ყველა ბლოგი, სადაც კი ახალი პოსტი დაიდო, დავტოვე კომენტარები.
ვიფიქრე ბევრი…
ვისადილე კიდეც… (ნუ ეს მართლა იშვიათად ხდება, 22 წლის ასაკში ისევ დედაჩემი დამსდევს საჭმლით. მეზარება მაცივრის გამოღება და მერე გაზქურასთან დგომა)
გარგარიც მივაყოლე ბევრი (გუშინ ერთი ვთქვი მომენატრამეთქი და დღეს რომ ავდექი შუადღეს, უკვე მაგიდაზე იდო. me love my mom დღეს დილით წასულა ბაზარში. თუთაც მოუტანია, მაგრამ დევს მაცივარში, გამოღება და გარეცხვა დამეზარა. ღმერთო, რა ზარმაცი ვარ. თან ეს კომპიუტერი ბოლოს მიღებს )
ხოდა ანუ არ ვყოფილვარ განსაკუთრებულად ცუდად…
კიარადა…
სიტყვა “განსაკუთრებულად” ზედმეტია, მოვაშორებ.
არ ვყოფილვარ ცუდად მოკითხვების გარეშე.
შუქის ანთება მინდოდა, მუსიკა ჩავრთე, ცეკვა მინდოდა. ნათურამ იბუთქამ გადაიწვა. ჯანდაბა.
ბრის საშუალებით გავანათე ოთახი და ვიცეკვე. დავცალე ენერგია.
ხოდა მართლა არ ვყოფილვარ ცუდად, პირიქით.
დავასვენეთ ერთმანეთი. ზოგჯერ მგონია, რომ საჭიროა. კიარადა…
დიდი ხანია ვფიქრობ, რომ საჭიროა.
ოღონდ რისთვისო, არ მკითხოთ.
არვიცი…
კიარადა…
“რავიცი, ვიცი?!” (c) Mr. M
უბრალოდ საჭიროა მგონი. ოღონდ ერთდღიანი არა, 2 კვირიანი.
უფრო მეტს დავფიქრდები და იმიტომ.
არვიცი, ხვალ რას იზამს, შემომეხმიანება თუ გავაგრძელებთ ამ წვიმის ორმოში ჯდომას.
ააა, ახლა მიხვდით რატომ “ორმო” და არა “გუბე”?!
არვიცი ხვალ რა იქნება, ხვალ ბუსუნასთან მივდივარ.სურათების გადაღება N2 არის დაგეგმილი. თუ ბაკო დამხვდება, ერთი–ორად გამიხარდება.
ხოდა მინდა, რომ წამომყვეს, არადა არ მინდა დარეკვა. თუარადა, მარტო მივალ. იქნებ მიხვდეს და თვითონ დამირეკოს. მე მეზარება აქტიურობა…კიარადა ინიციატივა.
არადა ახლა ეს რომ გაეგო, მეტყოდა: აუ შენ ახლა ცდილობ თავი დაიფასო???
და მე ვეტყოდი: ღმერთო ჩემო
და ის ისევ მეტყოდა: აუ კარგი რა ქეთ. ნუთუ ჩემთან შენ თავს უნდა იფასებდე?!
და მე ვერაფერს ვეტყოდი, რადგან ეს პასუხი დამაფიქრებდა თავის მხრივ. დავდუმდებოდი.
ვერ გამიგია კარგი იყო თუ ცუდი, რომ დღეს საერთოდ არ შევხმიანებივართ ერთმანეთს.
ვცდილობ გადავახტე ამ ორმოებს. წვიმის ორმოებს. არადა მინდა შიგ ჩავხტე. არც კი ვიცი რომელი მინდა. ხოდა ვარ ასე.
საღამოსკენ ბებიაჩემის მიერ გამოგზავნილი ამანათი მოგვივიდა.
ეს ის ბებიაა, რომელზეც ეს პოსტი დავწერე.
ჩვენს ეზოში მის მიერ დარგული, გაზრდილი და დაკრეფილი არაერთი სახეობის მწვანილი…თან ბევრი… ძალიან… 3 პოლიეთილენით…პიტნა, ნიახური, კამა….რა აღარ.
გარეცხილიც კი… წყლის წვეთები რომ ზედ ჰქონდა…უგემრიელესი…მმმმ, ვგიჟდები ჩვენი ეზოს მწვანილზე.
მისი გაკეთებული აჯიკა…
ღერღილი…. (იცის, რომ ღომზე მაბოდებს )
მჭადის ფქვილი (ღომისთვის აუცილებელი)
უგემრიელესი სულუგუნის ყველი (მთელი ორი კვირაა, ვზუზუნებ სულუგუნი მინდა და ჩემი დიდედოჩკა გამომიგზავნისმეთქი )
თან ეს ყველაფერი ხომ არის გემრიელი…
და რომ ვიცი, დიდემ რა გულით გამოაგზავნა, ასმაგად მეგემრიელება.
დედაჩემს ვუთხარი, მოდი დავურეკოთ, მადლობა ვუთხრათმეთქი და მორიგე არის საავადმყოფოშიო. 80 წლისაა და მორიგეობს, მუშაობს, თავს არ იზოგავს. ამხელა ქალი მუშაობს და მე აქ ორი ნაბიჯზე სამზარეულოში სადილი მეზარება. ვავა, ჩქიმ ცოდა, მუშენ ვორექ ტიბუ??? ღმერთო, შენ მიშველე…

წავედი დამათენდა თავზე…
5:21 Am
კიარადა…
წავედი ყველი და აჯიკა დავიმარტოხელო

Advertisements

11 thoughts on “წვიმის ორმოები (ა.კ.ა. ჩართული ემოციები)

  1. @გოჩა – სულელ ნუ. :D@თიკო – ხო, საბოლოო ჯამში ეგრეა, ნებისყოფის ამბავია. კი, მეც მაგ კუთხით ვუყურებ სამსახურის მიტოვების ამბავს.

  2. ehhm, saertod yvelas yvelas gareshe sheuzlia cxovreba, mokitxvebis gareshec. ubralod shtavagonebt tavs rom erti mesijis mocera sikvdil-sicoclis ambavia. mokled sisulelea ra. samsaxurs rac sheexeba ertis mxriv kaia, daisveneb am zafxuls 🙂

  3. ჭექა ქუხილის საშინლად მეშინია….მითუმეტეს როცა მარტო ვარ.ხოდა ამჯერადაც ისე მოხდა რომ სახელოსნოში მარტო ვიყავი და ჩემთვის ვმუშაობდი ხოდა რომ დაიწყოოოოოოო….აუ რეები დამემართა იცი…. სასწაულები ჩავიდინე. მეზობლებს არ ვიცნობ ცუდი ხალხია მგონი თორე იმათთან ვაპირებდი გასვლას…

  4. @ Chaotic [q]აუ, ისე რა sweet-ია, სენს ბლოგს რომ კითხულობს თან :D[/q]ხო, ერთ გადაბრუნებულ სიტყვას რომ ვერ ვიტყვი მასზე, ეგეც sweet–ბაში ითვლება??? :D[q]და ჩვენ ამ დროს გაქანებული ჭორაობა გვაქვს გამართული :D[/q]შენ ეგა თქვი :D"შემოვიდა" რომ წაიკითხა, იმის მერე მომახსენა, შენს ბლოგს აღარ გავეკარები. რაც გინდა ის წერე, უბრალოდ ჩვენზე არ წეროო. კარგიმეთქი. არადა მაინც ვწერ, მაგრამ ლაითად. :Dარ შემოვდივარო და ბუქმარქებში კიარადა, ფავორიტებში კი აქვს ლინკი ჩაგდებული. ასე რომ შემოდის თუ არა, კაცმა არ იცის. :Dხო, ეგ გამოთქმაა ეგეთი. დედაჩემი ხშირად იყენებს, როცა რაღაც უკვირს. 😀

  5. აუ, ისე რა sweet-ია, სენს ბლოგს რომ კითხულობს თან 😀 და ჩვენ ამ დროს გაქანებული ჭორაობა გვაქვს გამართული :Dხო, ტიბუ გამახსენდა ახლა, ჯასთ, ცოცხალს ვერ დავუკავშირე 😀

  6. @Dreamer Kikito – ხო, ძალიან კარგი სიმღერაა მართლა. @თაკა – გაიხარე, თამ, დიდი მადლობა. ხო, მეც მაგის იმედი მაქვს. @ Chaotic – არა :Sმე დავურეკე სურათების გადასაღებად რომ წამომყოლოდა, მაგრამ გუშინდელი ქეიფის მერე საშინელი პახმელია ჰქონდა. აი ასე. აუ მართლა მაგარი გემრიელია ყველაფერი. თან რომ იცი, როგორი გულით გამომიგზავნა. ტიბუ ნიშნავს "თბილს"მუშენ ვორექ ტიბუ – რატომ ვარ თბილი. ანუ გადატანითი მნიშვნელობით – რატომ ვარ ცოცხალი. :თავში ხელების დაშენა:

  7. ჰა, რა ქნა, დარეკა?:დავინტრიგდი:მმმ… ჩამოთვლილ საკვებზე არ შევჩერდები, თორემ გული გამიჩერდება.და ისა, ტიბუ რა არის? მეგონა, რომ მეგრული ვიცოდი 😀

  8. grrr ravici ra..mogiloco usaqmuroba?mament tavidan ascorebs da albat zafxulshi ver igrdznob..ai seqtembershi ki imedi maqvs da gisurveb rom isev gqondes samsaxuri :*

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s