ეროვნული სამაგისტრო გამოცდები

ე. ი. ერთი სული მქონდა როდის ჩაივლიდა 8 და 10 ივლისი, რომ დამეწერა ეს დიადი და ალბათ დიდი პოსტიც.
ნუ დიადი იქნება იმ თვალსაზრისით, რომ საინტერესო იქნება მათთვის, ვინც უკვე ჩააბარა, მომავალში აბარებს ან უბრალოდ აინტერესებს რა არის ეროვნული გამოცდები…
განურჩევლად იმისა,თუ სამაგისტრო არის თუ საბაკალავრო.
ყველამ კარგად ვიცით, რომ სააკაშვილის მთავრობის პირობებში ყველა იმ ადამიანს (განურჩევლად ასაკისა, სქესისა და ა. შ)თუ სურს უმაღლეს სასწავლებელში სწავლა, უნდა ჩააბაროს ეროვნული გამოცდები.
2009 წლიდან კი ანალოგიური სიტუაციაა მაგისტრატურაში ჩამბარებელთათვისაც.
ასე რომ, რა არის “ეროვნული გამოცდები” მეტნაკლებად ყველამ იცის და ამაზე არ შევყოვნდები.

გამოცდებამდე რამდენიმე თვით ადრე/განმავლობაში:
დედაჩემმა (და არა მე!!!) გადაწყვიტა ჩამებარებინა მაგისტრატურაზე. ამ მიზნით დავიწყე მომზადება 2 სხვადასხვა ადამიანთან.
1) ჩემი ყოფილი დამრიგებელი და მათემატიკის მასწავლებელი – ქეთი.
2) დედაჩემის მეგობარი, საკმაოდ ცნობილი ფსიქოლოგი. (უფრო სწორად მისი სტუდენტი, 19 წლის ბექა, რომელიც ისეთი ჭკვიანი და განათლებულია, რომ მე 22 წლის ადამიანს ხმა არ მქონდა ამოსაღები.)
პირველი უფრო მათემატიკურ ნაწილში მამზადებდა…
კიარადა უფრო “გახსენება”–ს დავარქვამდი ამას, რადგან მათემატიკა მგონი ერთადერთი საგანია, რომელიც ყოველთვის ძალიან მიყვარდა.
ხოლო ბექა კი ძირითადად ლოგიკურ მსჯელობას მიხსნიდა. ფსიქოლოგის სტუდენტია ბოლობოლო და თვითონაც ფსიქოლოგიურზე სწავლობს.
წაკითხულის გააზრებაზე – ორივემ საკმაოდ დამამჩნიეს კვალი. ანალიტიკურ წერაზე – ზოგადი მონახაზი ორივემ გამაკეთებინა.

გამოცდებამდე რამდენიმე დღით ადრე:
ამიტანა საშინელმა ნერვიულობამ.
აი მართლა საშინელმა.
ზუსტად ორი დღით ადრე ქეთისთან ვიჯექი, ბოლო რჩევებს მაძლევდა და იმდენი ვიწუწუნე, რომ ქალი იძახდა, მომაშორეთ ეს ბავშვიო.
ხოლო ერთი დღით ადრე ბექასთან რომ ვიმეცადინე, კუთხეში ლამაზად იდო რამდენიმე 25,100 200-ნაჭრიანი puzzle. ნუ აი puzzle!!! ეს თამაში არის ჩემი სისუსტე. ფსიქოლოგები მას იყენებენ ბავშვებთან მუშაობისას. ხოოოოდა, ყველა ფსოქოლოგი რომ წავიდა, მე ბექას შვუჩნდი, მოდი ავაწყოთმეთქი. აუუუუ, რა მაგარი იყო.
თუ ვინმე რამის ჩუქებას გადაწყვეტს, ეგ მაჩუქეთ. :ნაგლივარვიცი: მაგრამ ამასობაში 9 საათი გახდა და წამოვედით.
მოვდიოდით მე და ბექა ჭავჭავაძის გრძელ გამზირზე…
კიარადა გრძელი არის ფეხითმოსიარულეთათვის, თორემ ტრანსპორტით არაფერია.
მოვდიოდი და ვგრძნობდი მუხლებში კანკალს.
ისე საგრძნობლად, რომ ბექას შემოთავაზებას ვეღარ დავემორჩილე.
ანუ მთელი მანძილი ფეხით ვერ გავიარე. დაველოდე ავტობუსს და სახლში ასე მოვედი. სახლშიც იგივე გრძნობა. კანკალი. არადა ზუსტად 4 წლის წინ იგივე გამოცდები ჩავაბარე და მაშინაც ეროვნული გამოცდების პირველ ნაკადში მოვყევი.
წესით არ უნდა მოვყოლილიყავი, მაგრან ESM–ის მოსამზადებელმა დამაგვიანა ერთი წლით.
ახლაც პირველი ნაკადი ვიყავი.
ჩემი მეგობარი მეხუმრება, თუ სადმე რამე გამოცდა იქნება პირველად ჩასაბარებელი, ქეთის დაუძახეთო.

ჩემდა სამწუხაროდ მოვხვდი სასოფლო (აგრარულ)უნივერსიტეტში.
ახლობელმა აქაოდა არ დაგვავიანდესო და 2–ზე რომ რეგისტრაცია იწყებოდა, 12:30–ზე მომაკითხა, დედაჩემს გავუარეთ და წავედით.
საშინელი მზე.
დედაჩემმა რაღაც უაზრო შენიშვნა მომცა ისედაც ეკლებზე მჯდომს და ეგრევე გამოვუცხადე:
მგონი სამსახურში გელოდებიან
ვინანე, რომ ფოტოაპარატი არ წავიღე, რომ მერე აქ დამედო სურათები. მაგრამ მერე სად წამეღო აპარატი, დიდის ამბით წაღებული საწერკალმებიც კი ჩამომართვეს.
ე. ი. საქართველო რომ მართლა სოფელია, კი ვიცი და ვცდილობ აღნიშნულ ფაქტზე რეაქცია აღარ მქონდეს. მაგრამ დღითიდღე რომ მიღრმავდება ეს აზრი, მაგაზეა გული რომ მწყდება

გამოცდის დღე N1 ანუ 8 ივლისი:
წაკითხულის გააზრება.
მგონი კარგად “გავიაზრე” და კარგად დავწერე, არადა ძალიან მეშინოდა.
3 ტექსტი იყო:
ინვაზიური ბოცვრები.
როგორ უნდა დაამუშაონ მეცმიერებმა ცოდნა და გადასცენ იგი სკოლების საშუალებით ბავშვებს.
ლიბერალიზმი თომას ჯეფერსონისა და ჯონ ლოკის მიხედვით.
რაოდენ მცირედაც არ უნდა მიყვარდეს ლიტერატურა, საკუთარმა თავმა გამაკვირვა.
კარგად შემოვხაზე პასუხები.
ანალიტიკური წერა.
მეგონა მოვასწრებდი, მაგრამ ეჰ..
“რამდენად საზიანოა თანამედროვე შტრიხების შეტანა ხალხურ ცეკვებსა და სიმღერებში”.
ამაზე “სუხიშვილები”–ს მაგალითი მოვიყვანე, მაგრამ ბოლო 10 წუთში ბევრი ვერაფერი მოვასწარი.
“N ქალაქის ერთ–ერთი საჯარო სკოლის მშობლიური ენის მასწავლებელმა მე–6 კლასელებს მისცა დავალება, საზაფხულო არდადეგებზე ეშოვნათ მსოფლიო ხალხთა ზღაპრები მშობლიურ ენაზე ნათარგმნი და წაეკითხათ. თუმცა დავალება ბავშვების მხირე ნაწილმა შეასრულა, რის შედეგად დაასკვნეს, რომ აღნიშნული დავალება რთული იყო მათთვის”
მე უნდა შევწინააღმდეგებოდი ამ დასკვნას.
ხოდა ამაზე გავილექსე..
კიარადა “გავიმოთხრობე” თუ რაც არის რა.
დავწერე შემდეგი რამ:
ჯერ საერთოდ იქნებ ამ ბავშვების ოჯახებს არ აქვთ ფინანსური საშუალება აღნიშნული წიგნების საშოვნელად (ლტოლვილი, უპატრონოთა თავშესაფარი, ლუკმა–პური და ა. შ ვახსენე)
მერე იქნებ სადმე ისვენებენ მთელი ზაფხული და უცხო ქვეყნებს ათვალიერებენ და დრო არ აქვთ წასაკითხად.
მერე იქნებ ზარმაცები არიან. სულაც არ არის რთული ეს დავალება მათთვის, მაგრამ ეზარებათ.
მერე მარტო ერთ სკოლაზე რომ ჩატარდა დაკვირვება, იქნებ სხვა სკოლების ბავშვები “სხლავენ”–მეთქი.
მერე დავწერე მარტო N ქალაქს რომ დააკვირდნენ, იქნებ M და J ქალაქებში ვუნდერკინდები ცხოვრობენმეთქი.
ამიტომ დასკვნა: მე–6 კლასელი ბავშვებისთვის აღნიშნული წიგნების წაკითხვა რთულია – არ არის მართებული.
ანუ ეს არის ანალიტიკური წერა, რომ გაითვალისწინოთ სამომავლოდ.
თუ ვინმეს გამოგადგათ.

გამოცდის დღე N2 ანუ 10 ივლისი:
ლოგიკური აზროვნება.
სულ 16 საკითხი.
ნუ 11–12 რომ ზუსტად მიწერია, ვიცი.
და დანარჩენები რომ ვერ ვასწრებდი, ისე შემოვხაზე.
კარგად დავწერე საბოლოო ჯამში, თუმცა კიდევ 10 წუთი უფრო დიდ სიხარულს მომგვრიდა.
რაოდენობრივი მსჯელობა.
ნუ არა რა.
მიყვარს რა ეს საგანი.
მაქვს 1 შეცდომა, რაც ახლა გავიგე.
თუმცა გააჩნია სიტუაციას.
თუ 1–ს ჩავსვამ, გამოდის.
თუ სხვა რიცხვს, არ გამოდის.
ხოდა ანუ მაინც არ არის სწორი პასუხი, მაგრამ რა ვქნა.
პანიკებს არ ავტეხავ, შეცდომა ვის არ მოსვლია.
აი ჩემმა ჯგუფელმა კი მართლა ერთი ამბები ატეხა, როცა ნახევარი ჯგუფი ვუმტკიცებდით, რომ შეცდა. გოგომ ლამის ტირილი დაიწყო. არადა რამდენიმე დღით ადრე თურმე ტრაბახობდა, პირველ 50–ში აუცილებლად მოვხვდებიო. მთელი 4 წელია ნიშნებს დაჰკანკალებს, “სკოლნიკი”–ა და რა ქნას?!
არანაირი კომენტარი.
უბრალოდ smile
შემხვდა 2 ადამიანი, რომელსაც ბოლოს 4 წლის ESM–ის მოსამზადებელზე ვხედავდი.
მაია, რომელმაც ძლივს მიცნო.
და ლევანი – წლევანდელი ESM–ის კურსდამთავრებული და მისი სიამაყე.
გამიხარდა მათი ნახვა. ნოსტალგია.

სწორი პასუხები naec.ge-ზე დაიდება რამდენიმე დღეში, ხოლო ქულები – დაახლოებით 3 კვირაში.
ეკონომისტებს და იურისტებს დიდად არ უნდა გვქონდეს დაფინანსების იმედი.
რადგან სახელმწიფოსთვის (და ანუ მიშას ხალხისთვის) პრიორეტული პროფესიის მიმდევრები არ ვართ.
გეოლოგიური, საინჟინრო და ა. შ. სპეციალიზაციის ხალხს კი იცოცხლე
ვიღიმები ისევ, ეს ხომ ჩემი მთავრობაა

რჩევები:
რავიცი აბა.
1)ნებისმიერი პირობა კარგად წაიკითხეთ.
თავიდან ბოლომდე.
“უნარები” სწორედაც რომ ეგაა, თორემ წერა, კითხვა და ანგარიში ყველამ ვიცით.
იმის გამო, რომ პირობის წაკითხვა დამეზარა დღეს, ბოლოსთვის გადავდე ერთი ამოცანა, რომელიც როგორც ბოლოს დავასკვენი უმარტივესი ამოსახსნელი იყო. საბოლოოდ ამოვხსენი და გამეცინა, რა დებილი ვარმეთქი.
2)არ იწრიალოთ.
გარდა იმისა, რომ ამაში გაფრთხილებას დაიმსახურებთ, გონება გეფანტებათ და კონცენტრაციას თავიდან იწყებთ. ამაში კი დრო იხარჯება. დრო კი ქულაა.
3)არ ეცადოთ, რომ სხვის დაწერში ჩაიჭყიტოთ.
გარდა იმისა, რომ ამაშიც გაფრთხილებაა, სხვისი პასუხი არ უდრის სწორ პასუხს.
4)თავიდან მოილიეთ მარტივი ამოცანები და დავალებები, რთულს მერე ჩაუჯექით. ვინიცობაა რთული ვერ გააკეთეთ, მარტივები მაინც გაკეთებული გექნებათ.
5) მაქსიმალურად ყურადღებით იყავით. ნუ შეხედავთ ივანეს, რომელიც უყურებს და ჭორავს პავლეს. ამაში დროს დაკარგავთ.

საბოლოო ჯამში ყოველივე ზ/ა–ისა, ეროვნული გამოცდები არის:
უნიკალური საშუალება მიიღო რუჯი დღის ყველაზე ცუდ შუალედში,
მიიღო საშინელი მზის დარტყმა საშინელ ჭყლეტვაში,
იყო ქურთის ბინძური მათხოვარი, ირბინო ფეხშიშველი და ცდილობდე იშოვო ფული ყოვლად თავხედური გზებით,
გაყიდო “სტაკანჩიკი მაროჯნეეეე”, ცივი წყალი (რომელიც წესით 20-40 თეთრით ძვირია), მზესუმზირა, ბურბუშელა, ჩიფსი, ფუნთუშეული და ა. შ.
გაშალო რამდენიმე ათეული ქოლგა მზისგან დასაცავად.
მოიყვანო მთელი ნათესაობა

არა რა, როგორც დოდიმ თქვა: I love Georgia, there is always some სანახაობა

არადა

Advertisements

16 thoughts on “ეროვნული სამაგისტრო გამოცდები

  1. კი, ახალ პოსტს დავდებ, როგორც კი პასუხებს გავიგებ. @Hapi – hey, thanks a lot. happy blogging you too.

  2. ხო, გოგო მეც ეგრე ვიყავი რა. თუმცა ახლა უფრო მეტად ვნერვიულობდი, ვიდრე წინა ეროვნულებზე.

  3. ვერც წარმომიდგენია, თუ როდესმე კიდევ ვინერვიულებ გამოცდაზე. ნუ, თუ საზღვარგარეთ ჩავაბარე სადმე, კი.. მაგრამ საქართველოში, შანსი არაა )))))) კოლეჯში ისე შევეჩვიე საოცრად "ბუა" ხალხთან გამოცდების ჩაბარებას რომ ეროვნულებზე, გულწრფელად ვამბობ, ერთი წამიც კი არ მინერვიულია. სრულიად გულგრილად ვიყავი განწყობილი. და ახლა ხომ მითუმეტეს… არადა, სულ თავიდან, თითო გამოცდაზე, თითო სიცოცხლეს ვტოვებდი )

  4. მეც ეროვნულების პირველ ნაკადში ვიყავი,თან უკვე სამედიცინოზე ვსწავლობდი,კოლეჯში და დაგვიხურეს,გემახსოვრებათ ის აქციები :)) წარმატებას გისურვებ ქეით,იმედია ყველაფერი კარგად დამთავრდება : )

  5. @ana – აუ აბა?!@Keti – მადლობა ქეთ, აუ არვიცი. არადა საბაკალავრო ეროვნულები ხო ბევრად სანერვიულო იყო, რადგან შეიძლებოდა გარეთ დავრჩენილიყავი. აქ კი დიდი დიდი მაგისტრატურის გარეშე. მაგრამ მაინც. ძალიან მინდოდა, რომ კარგად დამეწერა.

  6. @ნათი – ძალიან მაგრად დაწერე ყველაფერი. საღოლ მართლა. მეცინებოდა ამ ყველაფერზე, სატირალი რომ არ ყოფილიყო. საღოლ, ერთ–ერთი საუკეთესო კომენტარია ჩემს ბლოგში. @ანუკ – აუ მაგაზე დღეს ამბობდნენ, მგონი მაინც უნდა ჩააბარო. მაგრამ შენ მაინც დააზუსტე რესურსცენტში.

  7. ჰო, კიდე ქეთ, მაინტერესებ თუ იცი. საზღვარგარეთ ვინც ვაპირებთ მაგისტრატურას ეგ გამოცდები უნდა გავიაროთ მაინც?

  8. მეც პირველი ნაკადის ეროვნულებიდან ვარ :)ნაღლივში ვწერე და უნარებში 84 ავიღე:)მეც ერთი წელი გამოცსა, იმიტო რო პირველი კურსი რო დავამთავრე ჯავხიშვილში, სიესელში გადმოვედი და ისევ პირველ კურსზე ვიყავი.ახლა მიხარია, რო ჯერ არ დამიმთავრებია. თან ჯავახიშვილი.

  9. …ხო და მე გავაგრძელებ თქვენი ნებართვით…. ჯერ ხო ეროვნულ გამოცდებზე ვინერვიულეთ და გავწყდით წელში და მერე იმაზე თუ როგორ მივსულიყავით აგრარულ უნივერსიტეტამდე… მე მაგალითად მეგონა რომ ყაზბეგში მივდიოდი არადა ყაზბეგში ამჟამად ყინვაა… დასკვნა აქედან… ყაზბეგში არ მივდიოდი… ნუ პირველ დღეს ანუ 8-ში ვიღაცა ბიჭს ვეღრიჯე და წამიყვანა,ნუ მთლად ვიღაცაც არ იყო ეს ბიჭი… ეკლესიასთნ რომ მივედით დიიიიიიდი კოლონა გამოჩნდა აბიტურიენტების და მათი "ბალეშეიკების" მანქანების… მე თვაზიანად გამოვიჯახუნე კარები და ჩემ ძვირფას მძღოლს ვუსურვე რომ "სითი-პარკის" მსხვეტპლი არ გამხდარიყო… (ისე საინტერესოა, ეგ მონაკვეთი თბილისს და მერიას ეკუთვნის? :):):):) ) ნუ რაც იყო რა… ხო და შევერიე მეც ხალხს, ისე მაგისტრანტებზე მეტი ზონტიკიანი მშობლები დამხვდნენ… 🙂 გამოცდის შესახებ ქეთიმ დაწერა და არაფერია ნათქვამი გამოცდიდან გამოსულ სტუდენტთა ამბავზე… ნუ დრო ამოიწურა და ყველა ერთად გამოვარდა. ამ სასოფლოს კიდე რამდენი შესასვლელი აქვს და რამდენი გამოსასვლელი ეშმაკმაც არ იცის… ხო და რომ გამოვედი გარეთ დაცვის პოლიციის ძალზედ თავაზიანი და გახუნებულ ფორმიანი თანამშრომლები დამხვდნენ, რომლებმაც ასევე თავაზიანად შემომიღრინეს _ სად მიდიხარ, აქედანაა გასასვლელიოოო… აბა მერა ვიცოდი, პირველად ვიყავი მაგ ტერიტორიაზე… სადღაც ტყე-ღრეში ხეტიალის მერე ნაცნობი ადგილი შევნიშნე და ვიფიქრე მეშევლა თქო მაგრამ ჯერ სად ხარ… ყველა სუხიშვილებზე და ასსა-ზე ბაზრობდა… ღმეეერთო ჩემო… ყველა ვიღაცას ეძებდა, – ზოგმა მობილური დაკარგა, ზოგმა 2 ღერი სიგარეი და ა.შ. როგორც იქნა მოვგროვდით და წამოსვლაზე დავიწყეთ ფიქრი და ყვითელ ავტობუსზე ჩამოკონწიალებული ხალხი დავინახე… ვერ მივხვდი რა ხდებოდა და ბოლოს დავასკვენი რომ ხახლხი გავლილ ავტობუსს ზედ ახტებოდა… რა ვართ ეს ქართველები…. 33-ე მარშუტკამ რომ გამოიარა იმაში შეგვხვდა 2 ადგილი 6 კაცს… გამოვყევით დიდუბემდე და სახლში რომ მოვედი დედას ჩავეხუტე, მიხაროდა რომ ცოცხალი დავბრუნდი ფრონტის ხაზიდან… დღეს კიდე ანუ 10 ივლისს ტაქსით უნდა წავსულიყავი და ჩემი ჯგუფელი და მისი დაქალები შემხვდნენ, წამო ერთად წავიდეთო… სად , სად და ისევ დიდუბეში…აივსო ქალაქი ამ სოფლელებით რააააა…. იქაც ანალოგიური სიტუაცია ყვითელ ავტობუსთან დაკავშირებით და უკვე აგრარულ უნივერსიტეტს რომ ვუახლოვდებოდით ვიჯენტლმენე და საფულე გავხსენი… ფუ რა გოიმი ვარრრრრ… თურმე ეს ავტობუსი უფასო ყოფილა და მაგიტო ახტებოდნენ ზედ წითელ-წვითელ ზონტიკიანი და ღაჟღაჟა ლოყებიანი მშობლები და ცალი ხელით მოამავალ მაგისტრანტებს მიათრევდნენ…

  10. პასუხებს – რამდენიმე დღეში დაიდება. ხოლო მე რა ქულა ავიღე – 3 კვირაში.

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s