პეტრე–პავლობა

ვინაიდან და რადგანაც ეროვნული გამოცდებიც წარსულში დავტოვე და ბაკალავრისებიც, ახლა უკვე “თავისუფალ დროს” გახსნილად ვაცხადებ.
ალბათ მე ერთადერთი ადამიანი ვიყავი, რომელიც მთაწმინდაზე გუშინდელ დღემდე ნამყოფი არ იყო.
არ უნახავს ფუნიკულიორი ახლოდან…
არ უნახავს მამა დავითი.
არც მთაწმინდის პარკი, რომელიც წინა ორთან შედარებით ახალ ხილად ითვლება.
ვისაც კი ვუთხარი, არ ვარ ნამყოფიმეთქი, 2 თითით დამცინა.
მაგრამ რა ვქნა, არ ვიყავი ნამყოფი.
მიზეზებიც არვიცი, თუ რატომ მოვიდა 2009 წლის 12 ივლისამდე ეს ყველაფერი.
მართლა არვიცი.
თან ვინმე რომ იგებდა, რომ ასეთი ამბავი ხდებოდა ჩემს თავს, სასწაული უხერხული მომენტები იღვიძებდნენ ჩემში.

კვირას ანუ 12–ში დილის 10–ის ნახევარზე სკოლის გზას დავადექი.
რაღაცნაირი მომენტი მქონდა, უვბად მეგონა თითქოს სკოლაში მივდიოდი.
მივდიოდი და მახსენდებოდა სკოლის მომენტები.
არა, საერთოდ არა.
არ შევცვლილვარ.
არც ჩემი ცხოვრება შეცვლილა სკოლის მერე.
ისევ ისეთივე შეჭმუხნული სახის გამომეტყველებით მივაბიჯებდი, როგორც სკოლის დროს.
ისევ ისეთივე სევდიანი და მოწყენილი ვარ, როგორიც მაშინ ვიყავი.
უცბად ნაცნობი სახე.
მივედი, ნამცხვრების მცხობელს ტორტი გამოვართვი, ფული გავუწოდე და ტაქსით გავეშურე ფსიქოლოგის ოფისში.
წავედი იქ, სადაც სულ რამდენიმე დღის წინ ბექა უნარებს მიხსნიდა.
მაგრამ ახლა უკვე სხვა სიტუაცია იყო.
10საათზე იქ უნდა ვყოფილიყავი, რადგან ლექცია იწყებოდა.
გამოცდების ჩაბარებასა და პეტრე–პავლობასთან დაკავშირებით ტორტი მივიტანე.
ქალბატონმა ნანამ არაერთი მადლობა გამომიცხადა 7–8 ერთეული ჩემხელა ადამიანის თანდასწრებით, რამაც ცოტა არ იყოს უხერხულ მდგომარეობაში ჩამაყენა.
მერე ლექციაც დაიწყო.
საუბარი იმის შესახებ, თუ რა სახის დაცვის მექანიზმები გააჩნია ადამიანს.
განვიხილეთ ერიხ ფრომისმიერი ვერსია.
ჯორჯ ორუელის “ცხოველთა ფერმა”–დან მოვიყვანეთ მაგალითები.
ბევრი ვისაუბრეთ, მერე ტორტი გავჭერით, ისევ მადლობები. ისევ “არა, როგორ გეკადრებათ”–ები.
ისევ ლექცია. საუბარი იმაზე, თუ როგორ მივხვდეთ, როდესაც ადამიანი რაღაცას გვიმალავს, გვატყუებს.
რას ნიშნავს, როცა ადამიანი ლოთობს.
შევეხეთ მიხეილ ჯავახიშვილის ერთ–ერთ ნაწარმოებს.
მართლაც უზომოდ საინტერესო ლექცია იყო.
მე მაინც მეტყობოდა, რომ ეკონომიკური სპეციალობის წითელი ცხვარი ვიყავი ფსიქოლოგიის სტუდენტთა შორის. ხან ერთი პასუხობდა, ხან მეორე. მე ძირითადად ჩუმად ვიჯექი, ყურადღებით ვისმენდი ამდენ ახალ ინფორმაციას ან კითხვებს ვსვამდი.
2 საათში ლექციაც დამთავრდა.
მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სახლში წამოვედი.
ბექას შევუჩნდი, იმ დღეს რომ ვერ დავამთავრეთ puzzle–ის აწყობა, გავაგრძელოთმეთქი. რამდენიმე წუთიანი ჯუჯღუნის მერე დავიყოლიე და ისევ გავხსენი 200 პატარანაჭრიანი ყუთი. საბოლოოდ 4 კაცი ერთად ვაწყობდით, რაც ერთი ორად საინტერესო იყო. ძალიან მიყვარს ეგ თამაში. თამაში, რომელსაც ფსიქოლოგები ბავშვებთან იყენებენ, რომ ნახონ თუ რამდენად აქვთ ბავშვებს გონება, მხედველობა და აღქმა განვითარებული. ბოლო ნაჭერი ჩავსვით და ყველამ სათითაოდ “ეეე, რა მაგარია” შევძახეთ.

მერე მე და ბექა გავემართეთ მთაწმინდისკენ. რუსთაველზე რაღაც მომინდა სურათების გადაღება. თან ინდოელები შევნიშნე, წინიდან ვერ გავუბედე და უკნიდან გადავუღე თმებზე



ფუნიკულიორზე თაკარა მზეში ავბობღდით. ბექამ არაერთხელ გამოთქვა პრეტენზია ასეთ დროს ამოსვლის გამო, მაგრამ სახლში რომ წავსულიყავი, მერე გამოსვლა დამეზარებოდა. ძალიან ცხელოდა, წყლად ვიქეცით. მანამდე სადღაც, მგონი ჭონქაძეზე პატარა ბაღი იყო და საქანელა როგორც კი დავინახე, ეგრე შევაფრინდი. იმდენი ვიკატავე, იმდენი. ბექა, როგორც ფსიქიკურად შეშლილს, ისე მიყურებდა სასწაულად ვისიამოვნე. მართლაც დიდი ნეტარება არის ხოლმე საქანელაზე ქანაობა. თავ ცივი ნიავი რომ მიბერავდა, მთელი სხეული მიგრილდებოდა.
ეს ფუნიკულიორი ჯერ კიდევ ჭონქაძის ქუჩიდან:

მერე ისევ გავსწიეთ მთისკენ.
გზა იყო სასწაულად დამღლელი. თან მე ცოტა არ იყოს, არაშესაბამისად ვიყავი ჩაცმული, რამაც ცოტა ბარიერი შემიქმნა პრაქტიკულად და მოხერხებულად მოძრაობაში. კეტები კი მეცვა, მაგრამ სხვა მხრივ არასპორტულად მეცვა.
ესეც მე სასწაულად შეწუხებული სახით:

ნელნელა წინ მივიწევდით. მაგრამ ეს იყო სერიოზული გამოცდა არა მხოლოდ ჩემი ნერვებისთვის, არამედ ჩემი სხეულისთვისაც. ისე მცხელოდა, ვიფიქრე აქ სადმე არ ჩავიკეცომეთქი.
ესეც თითქმის მივაღწიეთ. ეკლესია, სადაც ჯვრისწერა მიმდინარეობდა.


შემდეგ ბექამ სადღაც ბილიკებით მატარა და კლდეზე ამოვყავით თავი. არაჩვეულებრივი სიმწვანე.

მერე ძლივს მთაწმინდის პარკს მივაღწიეთ. ძალიან კარგად არის ყველაფერი გაკეთებული. ბადრი პატარკაციშვილმა მართლაც უამრავი ადამიანის მადლი მოისხა, თუმცა ახლა მიშას მთავრობა იბრალებს მთაწმინდის პარკის კეთილმოწყობას.


ეს არ მითამაშია, მაგრამ ტირით ვისროლეთ მე და ბექამ. რომ ვთქვა,დიდად გული დამწყდა, რომ მხოლოდ თითოთითოჯერ გავარტყიმეთქი, ტყუილია. ისეთი ბანძი სათამაშოები ეკიდა, არცერთი არ მინდოდა.
მაგრამ რაც ყველაზე მეტად მინდოდა, იმაზე ვისიამოვნე:



ვგიჟდები საქანელაზე, ძალიან მიყვარს.
მერე “მატარებელზე” დავჯექით. თუმცა ეს მართლა ძალიან პატარებისთვის იყო. რაღაც მომენტში ისტერიული სიცილი ამიტყდა, ბექა გვერდზე მეჯდა და ჩემზე იცინოდა.

კარგი იყო ნამდვილად, მაგრამ ისეთი საშინელი სიძვირეა, რომ გავგიჟდი და გადავირიე.
ერთი ცალი ჟეტონი ღირს 1 ლარი.
რა უბედურებაა, რა არის?!
კოკა–კოლა – 1,5ლარი
ნაყინი – 2ლარი
ატრაქციონებიც სასწაულად ძვირია. პირიქით ასეთი ადგილები ძალიან იაფი უნდა იყოს, რომ ბევრმა ადამიანმა ისიამოვნოს. მაგრამ არა, ჩვენ ხომ დეგენერატების ქვეყანა ვართ.
ცოტა ხანში გამოვემართეთ უკან.
უნდა ჩავსულიყავით აქ:

ეგრეც ვქენით, თუმცა არანაკლებ გრძელი მანძილი გავიარეთ.
ესეც 155-ე საფეხური. სავარაუდოდ. ჩემი აზრით 555–ე უფრო იყო, მაგრამ რავიცი აბა.

გზაში კი დაღლილობის უკუსაგდებად სურათებს ვიღებდი. პერიოდულად იყო გასაჩერებელი ადგილები, მაგრამ რათქმაუნდა , ქართველობისთვის დამახასიათებელი ამბავი ხდებოდა.
ანუ სკამები იყო მონგრეული. საქანელებზე მინდოდა კიდევ დაჯდომა, მაგრამ ისინიც მონგრეული იყო. იყო დაყრილი და დანაგვიანებული:

მოპარული:

რას ვიზამთ, ჩვენ ხომ გურჯისტანში ვართ. ადგილი, სადაც ყველაფერი კარგი უნდა გავანადგუროთ.




კარგი დღე იყო.
თუმცა ფეხები დღემდე მტკივა.
მაგრამ მაინც.
კარგად ვიკატავე.
მიყვარს საქანელა ძალიან.
უჰჰ, ბევრი ვიარე, დიდი ხანია ასე ბევრი არ მივლია.

Advertisements

5 thoughts on “პეტრე–პავლობა

  1. ლილიანი – ხო, მაგრამ რავიცი, მაინც ძალიან სიძვირეა და ცოტათი რომ გაიაფონ, არ იქნებოდა ურიგო. ეს პოსტი 13–დან მოყოლებული დრაფთებში მიდევს და გუშინ დავაფაბლიშე. ნატალია – ხო, მეც იდეაში მინდოდა ფოთოები ნაწერების შესაბამისად დადებულიყო, მაგრამ რაღაც ამერია.

  2. ka raz zviri unda girdes egeti parki rom yvela zagli da mamzagli iq ar moxvdes da igive ar daemartos yvelafers rac shens teqsti agceril skamebs da sxvadasxva saqanelebs!! vot!!xoda isa ra shuashia es posti an saidan gachnda aq?? ;D

  3. უი, ეს პოსტი ვერ შევნიშნე თავის დროზე ჩემს აფდეითებში და დღეს ვნახე. ბომბორაში [თუ -ზე?] არ ვყოფილვარ და მაინტერესებს რა არის ასეთი, ყველას რომ მოწონს :))ფოტოები მართლაც ჩამორჩება ნაწერებს, მაგრამ მივხვდი რომელს რა აღწერა ეხებოდა :))

  4. მომეწონა, ქეთ! მეც არ მინახავს ჯერ "ბომბორა" და ამ ზაფხულს ავალ 🙂

  5. სურათები ძალიან ბანძად დაიდო, მაგრამ არ შეიმჩნიოთ.

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s