მადლობა

მთელი ეს 7 დღე – შაბათიდან მოყოლებული დღემდე 11–დან მოყოლებული 18–ის ჩათვლით, ვფიქრობ რა და როგორ დავწერო…
აზრზე ვერ მოვედი…
კიარადა ვერც მოვდივარ…
კიარადა არვიცი…
და ისიც არვიცი როგორ უნდა დავიწყო, არაფერი რომ ვთქვა შინაარსზე…
მართლა არვიცი…
მინდა ყველაფერი გარკვევით დავწერო…
აი იმდენად გარკვევით, რომ კითხვა არ დაიბადოს ამ ნაწერის შემდეგ…
საერთოდ არცერთი კითხვა!!!
არვიცი რამდენად გამომივა.
და საერთოდაც ამ მოკლე შესავალში, უკვე იმდენი “არვიცი” დავწერე და ალბათ იმდენს დავწერ ქვევით, რომ თავისუფლად შეიძლებოდა “მადლობა”–ს მაგივრად “არვიცი” დამერქმია ამ ნაწერისთვის…
მართლა არვიცი რა მოხდა, როგორ და მაგიტომაა, რომ “არვიცი”–ც არანაკლებ შეეფერება.
მაგრამ მაინც არ ჰქვია…
ეგეც არვიცი რატომ…
მაგრამ არაუშავს, გადავიტანთ სხვა სათაურს.

საერთოდ გათიშული ვარ…
საერთოდ…
წარმოიდგინე ჩემი სახე აბსოლუტურად გათიშული…
სრულიად!!!
ეს იცი როგორია???
აი წარმოიდგინე ჩემი სახე ჩვენი გაცნობის დღეს…
გახსოვს ხო??? არა???
კარგი, გაგახსენებ მაშინ…
ტრეინინგი…
გაღიმებული, გაცისკროვნებული სახე…
უაზროდ, უიდეოდ და უშინაარსოდ ბედნიერი
მართლა არ იდო ჩემს იმ დღის ბედნიერებაში აზრი, იდეა და შინაარსი…
უბრალოდ ბედნიერი ვიყავი…ბედნიერი, მაგრამ არვიცი რისგან…
ადამიანი, რომელსაც უნდა უზომოდ ბევრი ისაუბროს ახალგაცნობილ ხალხთან.
ყველას ელაპარაკოს, გაიცნოს,არა მარტო იმ საკითხის გარშემო, რის შესახებაც ტრეინინგი იმართება, არამედ ზოგადადაც.
მათ შორის შენთანაც ისაუბროს, თუმცა შენ საერთოდ არ გიცნობს, საერთოდ.
მაგრამ ეს არაფერია. შენი გაცნობა ადვილია, რადგან შენც ტრეინინგზე მოსული ხარ.

მერე გაჩერებაზე ვდგავართ…
ვსაუბრობთ ოფიციალურად, ჯერ კიდევ მორიდებით.
მერე უიიი, ერთი გზა გვაქვს…
უიიი, ამდენი საერთო ნაცნობი…
უიიი, ამდენი საერთო ადგილი…
მაგრამ მაინც არ ვიცნობდით აქამდე ერთმანეთს.
მერე ტრეინინგის მეორე დღე…
უიიი, ახლა უფრო შევუთამამდით ერთმანეთს.
2 დღიანი ტრეინინგი და უკვე იმდენი ვიცით ერთმანეთზე.
მერე იმდენი საუბრები ყოველდღე.
მერე უკვე ბევრი რაღაც ვიცით ერთმანეთზე.
მერე ტელეფონის ნომრების გაცვლა.
მერე უკვე ჩემს საყვარელ ადგილას მივდივართ. ეს ისე ხდება, სპონტანურად. რაღაცაზე ვახსენე ჩემი საყვარელი ადგილი “პურპური” არისმეთქი და ასეთი რა არის, ასე რომ გიჟდები, მეც წამიყვანე, მაინტერესებსო, არაერთხელ მითხარი. წაგიყოლე.
მერე იქ დაიწყო ყველაფერი. საუბრები ყველაფერზე ცოტ–ცოტა.
თუნდაც იმაზე, რომ ბლოგზე ვწერ ჩემს ჩანახატებს, თუნდაც იმაზე, რომ ფორუმელი ვარ. და რაზე აღარ.
მერე მეორე დღეს მაკში ისევ გაცნობის გაგრძელება.
მერე მესამე დღეს უკვე ძმაკაცების გაცნობა. 7-10 დღეში უკვე ყველა ძმაკაცი გავიცანი, სახელები ერთმანეთში მერეოდა.
მერე ყოველდღიური ურთიერთობები. მერე შენი ოჯახის წევრები, რომლბთანაც სასწაულად მორიდებული ვიყავი და შენ ამას რომ ხედავდი, კვდებოდი სიცილისგან.
მერე უკვე ნელნელა ყველამ გაიგო, რომ ერთად ვართ.
მერე ყოველდღიური ურთიერთობები. ყოველდღიური.
მერე მე კახეთში წავედი 2 დღით და ყოველ 2 საათში რეკვები “როგორ ხარ, ძალიან მომენატრე, აწი არსად გაგიშვებ”.
მერე შენმა მეგობარმა დაგპატიჟა და მე წამიყვანე.
მერე ბოდბეში და სიღნაღში წავედით მთელი შენი სამეგობრო და მეც.
მერე შენი ძმაკაცის შეყვარებულის დაბადების დღე.
ჩემი საყვარელი კომპოზიტორის კონცერტი.
კინო.
რა აღარ?!….
რა აღარ?!
მერე სამსახურიდან ჩემი გამოშვება…
ჩემი ცუდად ყოფნები ამის გამო…
“დაიკიდე, მაგაზე არ ინერვიულო”–ები.
და მერე უცებ შენი გაუცხოება.
როგორ გთხოვე მარიამმა სურათები უნდა გადამიღოს და წამომყევიმეთქი.
წინა დღით მთელი 24 საათით დადუმებული ტელეფონი და ჩემი ფუჭი იმედი, რომ დამირეკავსმეთქი, მაგრამ არა. ვიცოდი, რომ სადღაც იყავი საქეიფოდ და “ვერ დამირეკე ამის გამო”. არადა ადრე შემომეხმიანებოდი, მეტყოდი, აქა და აქ მივდივარ და თუ ძალიან მთვრალი არ ვიქენი, გნახავ. და მიუხედავად იმისა, რომ ფეხზე ძლივს მდგარხარ, მოსულხარ და გინახივარ. ფეხზე ვერ მდგარხარ, ზედმეტად ხმამაღლა საუბრობდი სიმთვრალისგან, გაჩუმებდი, გეჩხუბებოდი, ამდენი რატომ დალიემეთქი, მაგრამ მაინც მიხაროდა, რომ მიუხედავად ალკოჰოლის ასეთი დიდი რაოდენობისა შენს ორგანიზმში, მაინც მნახე.
მეორე დღეს საოცრად არ მინდოდა შენთან დარეკვა, მაგრამ ვიფიქრე რახან სურათებს ვიღებთ, წამოვამეთქი. არა. “საშინელი პახმელია მაქვს, ვკვდები”.
იმავე დღეს, გვიან მაინც გნახე, სურათები განახე…
მერე საშინელი გაუცხოება…
“აი იცი რატომ არ გნახე? იმიტომ, რომ შეიძლება რამდენიმე დღე ისე გავიდეს, რომ არ დაგირეკო”
მერე ჩემს მოკარებაზე ხალხის თანდასწრებით “სირცხვილია, ტეხავს”–ები.
ამის გამო ისე გამოვიდა, თითქოს მე ვაქტიურობდი. არადა ვინ–ვინ და შენ ყველაზე კარგად იცი, რომ მე არ ვარ აქტიური, და არც მიაქტიურია. რასაც ვაკეთებდი, ყველაფრის საბაბი შენ მომეცი. მაგრამ მაინც ასე გამოვიდა. მკიდია, ხალხი რას ფიქრობს. მე და შენ ხომ მაინც ვიცით, რა და როგორ იყო ყველაფერი.
lineage–საც შევეგუე, დებილივით ვიჯექი და ველოდებოდი, როდის მიხვდება, რომ მეც მინდა ყურადღება. 5 წუთით facebook–ის pet–ს თუ მივეკარებოდი, “ამას როგორ თამაშობ” რეაქცია.
არ გჯეროდა, რომ მიყვარდი. გეგონა ეს სიტყვა ჰაერზე ვთქვი და გავისროლე. ბოლო დღემდე არ გჯეროდა. ასე მალე როგორ უნდა შეგყვარებოდიო.
ეს პოსტები ზედმიწევნით წაიკითხე
პოსტი სიცილაკის გარეშე
ჩვენ
Notebook და ვითომ საყვარელი ლილიპუტი
ხოდა ნუ ესე იგი
შემოვიდა
სხვა და სხვა
წვიმის ორმოები (ა.კ.ა. ჩართული ემოციები)
ყველა ეს პოსტი შენზეა.
და მერე მთხოვე, გეხვეწები ჩემზე მეტი აღარ დაწერო ბლოგზე და მეც აღარ შემოვალო.
კარგიმეთქი. თუმცა გული მიგრძნობდა, მაინც შემოდიოდი.
ჩემი სურათები გთხოვ წაშალე facebook–დანო.
არ წავშალე.

ახლა წავშალე. რატომ მედოს იმ ადამიანის სურათები, ვინც დიდი ტკივილი მომაყენა???
ვფიქრობ კომპიუტერიდანაც ხომ არ წავშალო, ჯერ არვიცი.
გინდოდა ბლოგზე არ მეხსენებინე, მაგრამ არ გისრულებ ამ პირობას. ისედაც ბევრი პირობა შეგისრულე. ძალიან ბევრი. ბევრ რაღაცაზე დავხუჭე თვალი. საკმაოდ. პრინციპები უკან გადავაადგილე.
როგორ შეგეძლო ასეთი რაღაც გაგეკეთებინა???
როგორ???
ან ამას თუ აპირებდი, მაშინ ამდენ ადამიანს რაღას მაცნობდი???
ამდენ ადგილას რატომ მეპატიჟებოდი???
რატომ მეუბნებოდი “ჩემი სიცოცხლე ხარ”–ო???

საერთოდ რას ფიქრობდი???
შაბათი დღე. მოხვედი და ყველაფერი მითხარი, მერე მე რათქმაუნდა ტირილი ამიტყდა, როგორც ყველაზე ემოციურ ადამიანს…არ წახვედი, ასე ატირებულს ვერ დაგტოვებო.
მამშვიდე, მაწყნარე, მანუგეშე.
“შენ უკეთესს იმსახურებ”
“შენ რომ გეყვარება ადამიანი, იმაზე ასჯერ მეტად იმას უნდა უყვარდე.”
“თუ რამე დაგჭირდება, იცოდე, რომ ყოველთვის შენს გვერდით ვიქნები და დაგეხმარები”
და მსგავსი შაბლონური ფრაზები.
ისეთი შაბლონური ყოფილა, რომ მარი კარამელკას სანამ ვუთხარი, მანამდე მითხრა ალბათ ესა და ეს გითხრაო.
“ისე ვიყოთ, როგორც პურპურამდე ვიყავით.”
ამან საერთოდ სახე წამიშალა.
“შენ ხარ სასწაულად კარგი ადამიანი, სასწაულად მოსიყვარულე და არ შემიძლია ასე ცუდად მოგექცე, რომ ვითამაშო შენთან. რადგან შენ ძალიან დიდ სიყვარულს იმსახურებ. არაამქვეყნიურად კარგი ხარ.”
გასვლისას ხელიდან ფსალმუნი მოიხსენი და მე მაჩუქე.
“13 წლიდან მიკეთია და ამაზე ძვირფასი არაფერი მაქვს, იცოდე არ გაკარგო”
ნათია არანორმალურად გვერდში მიდგას. მთელი ეს დღეები შენთან არის მორალურად. გუშინ ღამე მესიჯი მივწერე, ადამიანი აღარ მყავს, ვისაც შემეძლება,რომ დღე–ღამის ნებისმიერ დროს სმს გავუგზავნომეთქი. მე აგერ არ ვარ, მე გამომიგზავნეო.შენი მერიდებამეთქი. ნათიას და ნოეს შერიგება იმდენად მინდოდა, რომ გავიხსენე ძველი, სკოლისდროინდელი საკუთარი თავი, როდესაც ვმაჭანკლობდი.მოვახერხე კიდეც. და კმაყოფილი ვარ ამით.
ამ დღეებში ნათიას ხელით გამოგიგზავნი ფსალმუნს. ყველა შენი ცოდვა ამ ფსალმუნს ადევს. არ მინდა შენი ცოდვებით აღსავსე მე ვატარო. ამას დამატებული ის, რომ რამდენჯერაც ხელზე დავიხედავ, იმდენჯერ გამახსენდები. არ მინდა. არ იმსახურებ.
გახსოვს “პურპური”???
რომ გითხარი ჩემთვის მხოლოდ 3 კატეგორიის მამაკაცთა ჯგუფი არსებობსმეთქი და 3 თითი აგიწიე???
1) ყველა ჩემი ნათესავი/ახლობელი/მეგობარი მამაკაცი, რომელთა დეგენერატული ხასიათი მკიდია, რადგან ძალიან ძვირფასები არიან.
2) ყველა დეგენერატი მამაკაცი, რომელთანაც ფორმალური ურთიერთობა მაქვს და არ ვეკონტაქტები დიდად.
3)ყველა ის მამაკაცი, რომელსაც არ ვიცნობ. უცნობი ძლიერი სქესი. და რომ გავიცნობ, ან 1–ელ კატეგორიაში შევლენ ავტომატურად, ან მეორეში.
მეოთხე თითი რომ ამიწიე, გახსოვს???
“ეს კატეგორია რატომ არ არსებობსო???”
არ არსებობდა და იმიტომ.
შენ ამიწიე ეგ თითი, შენ აამოქმედე ეგ კატეგორია.
მაგრამ ახლა ისევ ჩავწიე. გაქრა. და იმედი მაქვს, არც არავინ აამოქმედებს თავიდან. აღარ მინდა. მორჩა.

წარმოიდგინე ჩემი სახე აბსოლუტურად გათიშული???
თუ კიდევ ვერა???
რაც ზევით აღვწერე, იმის აბსოლუტური საპირისპირო…
გაღიმებული, გაცისკროვნებული არა.
საერთოდ აღარ ვიღიმი, ჩამქრალი ვარ.
ბედნიერი
საერთოდ აღარ.
ადამიანი, რომელსაც უნდა უზომოდ ბევრი ისაუბროს არა.
საერთოდ ხმას აღარ ვიღებ.
ყველას ელაპარაკოს არა.
ყველას იქით ვუსმენ. და ზოგადად მათი სმენაც არ მსიამოვნებს.
მათ შორის შენთანაც ისაუბროს აღარ/
საერთოდ აღარ მინდა შენთან საუბარი.
შენი გაცნობა ადვილია არა.
თურმე როგორ გამჭირვებია. არადა მეუბნებოდი ყველა მამაკაცი არ არის ერთნაირიო. ტყუილი. უდიდესი ტყუილი.
რატომ არის ეს პოსტი ასეთი პრიმიტული???
ადვილი წასაკითხი???
იმიტომ, რომ მინდა უაღრესად გასაგები იყოს.
ანუ ზევით როგორც ვთქვი, იმდენად ადვილი, რომ კითხვები აღარ დაიბადოს.

აღარ ვიტირებ. საკმარისი იყო. ყველა ჩემს დაავადმყოფებულ თვალებზე მესაუბრება. საშინელი ჩაწითლებული რომ მაქვს. აღარ მძინავს ღამეები, დილის 7 საათზე ვწვები, საჭმელს დღეში ერთხელ, ისიც რამე ხილს და მეტი არაფერს.

გახსოვს, რამდენჯერ გეხუმრე შენ ჩემი “ივნისის ხარ”–მეთქი.
Sweet November–ში რომ ეუბნება შარლიზ ტერონის გმირი კიანუ რივზისას: შენ ჩემი ნოემბერი ხარ. ის ოქტომბერი იყოო.
იმდენჯერ გეხუმრე, რომ მართლა ახდა.
მართლა ჩემი ივნისი იყავი. ივლისი უკვე ცუდად ყოფნის თვე იყო თავიდანვე.

რაც შეეხება პოსტის სათაურს.
დიდი მადლობა იმ ყველა სასწაულად კარგი და სასწაულად ცუდი მომენტისთვის.
ძალიან დიდი მადლობა.
არაჩვეულებრივად შეძელი ყველაფერი.
გილოცავ.
ყოჩაღ!!!
არ ვარ მკვდარი.
როგორც კარამელკამ მითხრა: what doesn’t kill you, only makes you stronger.
ხოდა ეს მე არ მომკლავს და პირიქით, გამაძლიერებს.

ამის მერე აღარ მგონია Mr.M–ის კატეგორიის ქვეშ რამე დაიწეროს. საკმარისია ის დაწერილი პოსტები. ეს სიმღერაც ცუდად მხდის უკვე.

Advertisements

25 thoughts on “მადლობა

  1. @Keti – ხო, ქეთ. მართლა ეგრეა. აბა მე სხვა ახსნას ვერ ვუძებნი მომხდარს. მე მართლა მაქსიმალურად ვეცადე ყველაფერს. მთელი ჩემი თავი მივუძღვენი ამ გრძნობას, თუმცა ალბათ ეგ არ უნდა მექნა. უფრო სხვანაირად უნდა მოვქცეულიყავი.მაგრამ ახლა უკვე აზრი არ აქვს ამ ყველაფერზე ფიქრს. არვიცი მართლა. რავიცი ვიცი?! :Dხო, ნიკას მეც ვეთანხმები.

  2. აუ.. ქეთ, ახლა წავიკითხე ეს პოსტი და ძალიან განვიცადე. საწყენია :(პირველ რიგში, ძალიან მინდა არ იტირო და ინერვიულო! ძალიან გულწრფელი ადამიანი ხარ, შენი წერილებიდან ეს იგრძნობა სულ. მოკლედ, საჭირო სიტყვებს ვერ ვპოულობ მგონი…და, მიზეზებზეც ვიფიქრე. მგონი მიზეზი მართლაც შიშია მისი მხრიდან.. თუმცა, მეც მსმენია მსგავსი და ეს გამოცდა იყო ორივესთვის. ოღონდ, ძალიან ცუდია, როცა საკუთარ გრძნობებში დაურწმუნებლობის გამო გოგოს გულს ტკენენ. მით უმეტეს გულწრფელ და კარგ ადამიანს… ქეთ, გაიღიმე! ყველაფერი კარგად იქნება :*:*

  3. @ Roisin – ხო, ალბათ ასე უნდა მომხდარიყო. მართალი ხარ. @Natoshka – აუ რა სიმღერა…. ვიდეოში მიდევს my blueberry nights-ის საინდრეკი, რომელიც ჩვენი სიმღერა იყო. cat power – the greatest. მადლობა ნატ.

  4. "honey,it's been a long time coming,and i can't stop nowsuch a long time running,and i can't stop nowdo you hear my heart beating?can you hear that sound?'cause i can't help thinkingthat i don't look downand then i looked up at the sunand i could seeoh, the way that gravity turns for you and meand then i looked up at the skyand saw the sunand the way that gravity turns on everyoneon everyonebaby,it's been a long time waiting,such a long, long timeand i can't stop smiling,oh i can't stop nowdo you hear my heart beating?do you hear that sound?'cause i can't stop cryingand i won't look downand then i looked up at the sunand i could seeoh, the way that gravity turns on you and meand then i looked up at the sunand saw the skyand the way that gravity pulls on you and ion you and i "es gamaxsenda am postze.. (videoebshi ra gidevs ver vxedav, ar chans am kompze )…just )vse budet xorosho, kate, ia uznavala )

  5. you're right.((სავარაუდოთ ეგრეა:))) ნუ ეტყობა შენთვის უკეთესია(ცოტა მარაზმი ფრაზაა) ღმერთი არასოდეს გვაძლევს იმაზე მეტს გადასტანად, ვიდრე გავუძლებთ))ხოდა ქე ვუძლებთ და ჯერ ვუძლებთ სულ და როდის მოვა სინამდვილე..:DD

  6. @ Roisin – შენ თუ გგონია, მე მესმის ეგ მიზეზი, ძალიან ცდები. მე მაინც ვთვლი, რომ მიზეზია შიში პასუხისმგებლობის წინაშე.

  7. just ვერ გავიგე რატო, მიზეზი..მგონი ვერავინ ვერ გაიგო((( თუმცა კაცებს მიზეზების მეტი რა აქვთ…

  8. @Leonard Shelby – აუ აი იმხელა დიდი მადლობა ამ კომენტარისთვის, რომ მეტი არ შეიძლება. ახლა რომ ვუკვირდები, მეც ეგრე ვთვლი და მართლა დიდი გაკვეთილი იყო ჩემთვის. გარდა ამისა, მართლა ბედნიერი ვიყავი და ამას ტკბილ მოგონებებად შევინახავ. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. @ Roisin – კი, აუცილებლად კარგად იქნება ყველაფერი. უბრალოდ არაფერი ხდება, პირიქით.

  9. გული დამწყდა..პურპური..ჩემი საყვარელი ადგილია და ძალიან ბედნიერი ვიყავი ხოლმე.ეხლა შესვლა აღარ მინდა(((უნდა გადაიტანო ეს ტკივილი-როგორც ავადმყოფობა, მოიხადო და მეორედ აღარ დაგემართება. თუ არ გაიაზრებ, მიჩქმალავ, ოდესმე ამოტივტივდება, ან გაგიჯდება შიგნით სევდათ((( და დრო ყველაფერს ამსუბუქებს.აი უკვე აღარ ვტირივარ და რეალურად ვიცინი-და ეს ერთწლიანი უზომო სიყვარულს მერე.მერე მივხვდი -კი არ მიყვარდა-ავად ვიყავი მისით და ეხლა განვიკურნე ) so, ერთხელ მომწერე – უნდა გაძლიერდეო ხოდა აბა შენ იცი!!!

  10. მთავარია არ დაიწყო იმაზე ფიქრი აუ ნეტა რა შეცდომა დავუშვი, ეს რომ ასე მექნა ხომ ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა და რაღაცეები ამ სტილში. ანუ ფიქრი იმაზე, რომ დრო რომ უკან დაააბრუნო შენ ბედნიერი იქნები. არ არსებობს ეგეთი ბედნიერება, არასოდეს არ უნდა იფიქრო შენი ნაბიჯების შეცვლაზე, იმიტომ დგამ ნაბიჯს რომ წინ წაიწიო, ზოგერ მტკივნეულია სიარული ზოგჯერ პირიქით, სამაგიეროდ რაც უფრო მეტს დადიხარ მით უფრო ძლიერი ხდები. რაც უფრო რთულია ნაბიჯი მით უფრო მეტს სწავლობ ცხოვრებაში. ვფიქრობ საკმაოდ კარგი გაკვეთილი მიიღე ამ ამბით, რომელიც ტკბილ მოგონებებს დაგიტოვებს და ბონუსის სახით უდიდეს გამოცდილებას დაგიტოვებს.წარმატებები მომავალში : )

  11. ძალიან დიდი მადლობა დე. შენ მე ძალიან გამამხნევე მართლა.

  12. @ Chill_Out – ხო აი ცვეტში. ძალიან მაგარი ფრაზაა. და რაც უფრო ძლიერ გავიაზრე მაგ ფრაზის არსი, მით უფრო მალე მოვიდა შედეგი: დღეს ერთი–ორად კარგად ვარ, ვიდრე გუშინ. თან უფრო ძლიერი ვარ. და მართლა უკეთეს გუნებაზეც.

  13. ხშირად ვიძახი ხოლმე ამ დროს: რაც არ გკლავს ის გაძლიერებს უკვე უთქამთ შენთვის:)ხო და შენ იცი მაგრად დადექი.წარმატებები და აწი სულ მხიარული ხასიათი:*

  14. @Leonard Shelby – "დაჯექი შენს თავთან სარკის წინ და დაელაპარაკე. კი ცოტა გიჟურია სამაგიეროდ ძალიან შველის, შენი ნაწილი რომელსაც "უყვარს ტკბილი მოგონებები" დაალაპარაკე მის "უკიდურესობას"." ასე მგონია, ჩემს გულში იჯექი. სარკესთან არა, მაგრამ აი ასე დებილივით დავდივარ ოთახებში, საკუთარ თავს ვესაუბრები და მართლა ვტკბები ტკბილი მოგონებებით. რაღაც დეტალების გარდა ძალიან ტკბილად მახსენდება ყველაფერი. მართლა ბედნიერი ვარ, რომ კარგად ვიყავი. ძალიან კარგი რჩევა იყო, უდიდესი მადლობა. @ female – ხო, აი ზუსტად. მგონი ყველაფერი კარგად დასრულდა. ლამაზი ამბავი ლამაზად დასრულდა. ხო, პურპური ჩემთვის N1 ადგილია, უზომოდ მიყვარს.

  15. წარმომიდგენია როგორ ხარ, ნუ პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე. თან რაღაც მგონია მამაკაცები უფრო განვიცდით ხოლმე დაშორებას. ბლინ ეხლა რჩევებს და რაღაცეებს აზრი არ აქვს, ერთადერთი ვინც დაგეხმარება შენი თავია. "ის შენი ღირსი არ იყო", "შენ მეტის ღირსი ხარ", "დაიკიდე მოგეშვება" და ესეთი ფრაზები არაფერს გიშველის. დაჯექი შენს თავთან სარკის წინ და დაელაპარაკე. კი ცოტა გიჟურია სამაგიეროდ ძალიან შველის, შენი ნაწილი რომელსაც "უყვარს ტკბილი მოგონებები" დაალაპარაკე მის "უკიდურესობას".

  16. @ჩორვენი¹³ – ხო, აი პირობას გაძლევ, რომ დავპროგრამირდები და დავივიწყებ!!!აუცილებლად. @mr.picasso – გოჩ, საერთოდ აღარ მინდა მამაკაცის ხსენება. მკიდია უკვე. მორჩა. გავიღიმებ, აბა რას ვიზამ?! :)@ანუკ – კი, კი, აუცილებლად. გამოცდილება ძალიან მაგარი რაღაცაა და მართლა ბევრი რაღაც ვისწავლე ამ ურთიერთობიდან. yes, it will make me stronger!!!@Natalia – მეც არ ველოდი, თუ ოდესმე ასეთი პოსტის დაწერა მომიწევდა. მაგრამ რას ვიზამ, ყველაფერი ხდება. ძალიან დიდი მადლობა. კი, ჩაივლის მართლა. @Dreamer Kikito – ძალიან დიდი მადლობა. ყველაფერი გაივლის და მართლა კარგად ვიქნები. აუ, მე ისე ადვილად მიყვარდება ადამიანი, რომ რავიცი, რავიცი. ძალიან დიდი მადლობა ბავშვებო :* :*

  17. dznelia tavidan es yvelaferi magram drota ganmavlobashi yvelaferi hava da sheicvleba, ubralod samomavlod sanam ar gaicnob ar sheiyvaro, rchevebs ar mogcem , me magizianes rchevebi aset dros magram shen yvelaze kargad ici ogor gamoxvide am situaciidan

  18. ასეთ პოსტს არ ველოდი 😦 არ ვიცი რა დავწერო, ან რა გირჩიო. მაგრამ როგორც ყველაფერი, ესეც გაივლის, ყოველთვის ასე ხდება ხოლმე.. : )

  19. მთავარია ამ ყველაფრიდან შენთვის რაღაცეები გამოიტანო, დადებითები ან უარყოფიეთები, აი ადამიანები გამოცდილებას რო ეძახიან ხოლმე, მერე ეს ყველაფერი შენთვის დაიტოვო და უფრო "გაიზარდო"It will make you stronger 🙂

  20. ქეთი ძალიან მწყდება გული რომ Mr.M მორიგი პრიმიტიული ხასიათის მამაკაცი აღმოჩნდა. მერწმუნე ბევრად რომანტიული მამაკაცებიც არსებობენ და ის მხოლოდ ერთი მათგანია 3000 000 000 მამაკაცს შორის. ხედავ რამხელა არჩევანი გაქვს მინიმუმ 3 მილიარდი შენ კიდევ იმ ერთის გამო ტირი :(გაუღიმე ცხოვრებას და ისიც მალევე გაგიღიმებს:)ხომ ის შეიძლება ტკბილი ივნისი იყოს მხოლოდ მაგრამ აუცილებლად იპოვი ისეთ მამაკაცს რომელიც მთელს შენს ცხოვრებას ასეთივე ტკბილს გახდის.მესმის ადვილი არ არის ყველაფერი იმის დაკარგვა რაც სიხარულს განიჭებდა მაგრამ ცხოვრება სწორედ ასეთია ყველაფერი მთავრდება ახალი უფრო ბედნიერი ცხოვრების დაწყების წინგაუღიმე სამყაროს ის შენგან ამას ნამდვილად იმსახურებს და მალე ყველაფერი კარგად იქნება.

  21. perfect magram aq araferi araferi arv aris naxsenebi mizeze da mgoni is arc shen ici! ase rom tu ar ici daikide~! yvelanairi madlobebis aba he ebis yochagebis da ambis gareshe ar yofila da vso :Dtvini magari organoia daaprogrameb da genialurad mushaobs ! daje Tu kargad qeni erorebic ar aqvs ase rom daprogramdi da daivicye!

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s