დადუმებული ტელეფონი ანუ წავედი

ხვალ მივდივარ დაახლოებით 10 დღით.
აქ თითქოს არაფერი მაკავებს და ერთი სული მაქვს, როდის ჩავალ ჩემებთან.
მომენატრა ბებიაჩემი.
მასაც მოვენატრე. ბოლოს 3–4 წლის წინ ვიყავი და ისიც ძალიან ცოტა ხნით.
ახლა კი უფრო მეტ ხანს გავჩერდები.
რაღაც უცნაური განწყობა მაქვს.

ზოჯერ ვერ ვხვდები, რომელია მშობლიური ქალაქი.
თბილისი თუ ზუგდიდი.
იქ დავიბადე.
აქ გავიზარდე, ბაღი/სკოლა/უნივერსიტეტი/სამსახურები. ყველაფერი აქ.
მაგრამ მაინც როცა გაქცევა მინდა ხოლმე, ზუგდიდისკენ მიმიწევს გული.
ხანდახან ბათუმისკენაც.
მაგრამ ბათუმისკენ ისედაც მიმიწევს გული, რადგან ამ ორის შემდეგ მესამე მშობლიური ქალაქია.
მიუხედავად იმისა, რომ ბათუმთან არანაირი კავშირი არ მაქვს გარდა იმისა, რომ ზაფხულობით ვისვენებ ხოლმე.
ყველას უკვირს ჩემი მეგრელობა, არადა მართლა იქ ვარ დაბადებული.
და ჯიუტად ვუმტკიცებ ამ ფაქტს ხალხს.
მიუხედავად იმისა, რომ არ ვარ მეგრელი.
თუმცა ჩემი მეტრიკა და პირადობის მოწმობა ჩემზე ჯიუტები არიან.
ორივეგან თბილისი მიწერია.
რა საჭირო იყო ეს ტყუილი არვიცი.
თითქოს მე გამიტყდებოდა, რომ ჩემი და თბილისშია დაბადებული და მე ზუგდიდში???
არადა არანაირად.
გუშინ საშინელი ქაოტური დღე მქონდა, რადგან იდეაში დღეს უნდა წავსულიყავი.
ჯერ მეზობელთან გადავედი რაღაცაზე.
მერე Mr.M–თან მივედი სამსახურში. მის წინ მჯდომმა კოლეგამ ისეთი შემცბარი სახით შემომხედა და მომესალმა, რომ მის სახეზე იკითხებოდა: ესენი დაშორდნენ და ამას აქ რა უნდა?!
მაგრამ მე რათქმაუნდა ეს სრულებით არ შევიმჩნიე. და ჩვეულებრივად გავაგრძელე საუბარი, თუ რა საშინლად და უსაშინლესად ცხელა გარეთ. მერე გარეთ გამოვედით და ვილაპარაკეთ. არა. ვილაპარაკე. ის მისმენდა. ყველაფერი ვუთხარი, ვისი თქმაც მინდოდა. მაგრამ ყველაფერი არ მითქვამს, რასაც ვფიქრობდი. ისეთი უშფოთველი სახით მიყურებდა, თითქოს არც არაფერი დაეშავებინოს. არ მეგონა ასეთი უცოდველი სახით თუ დამიდგებოდა წინ . ისეთი სახით იდგა, თითქოს სულ არ არის იმ ყველაფერში დამნაშავე, რაც მოხდა. მაგრამ მე მართლა სასწაულად ვიდექი. ცრემლისმაგვარი რომ არ წამომსვლოდა, ვიცინოდი. ვიცინოდი და ვსაუბრობდი. ზრდილობიანად მივახალე პასუხისმგებლობის შეგეშინდამეთქი. ფსალმუნი დავუბრუნე და ერთი “უიი, მიბრუნებ??? მე ხომ გაჩუქე???” არ დასცდენია. ან “რატომ მიბრუნებ???” ან რამე მსგავსი. ისეთი სახე მიიღო, თითქოს უნდა დამებრუნებინა და შემთხვევით გამყვა სახლში. და პასუხად: “რახან ახლა იცინი, თურმე ხო მართალი ვიყავი, რომ გითხარი, რომ არ გიყვარვარ”–ო. დღემდე არ სჯერა. მისი ნებაა, მისი სინდისია.

ვხვდები, რომ ….
კიარადა…
რაღა აზრი აქვს ახლა რას ვხვდები…
მობილური ტელეფონი შედარებაც არაა, ისეთი დადუმებული. მეც იქით არავის ვეხმიანები, არავის შეწუხება არ მინდა… ზოგჯერ ვფიქრობ, რომ მეგობრებსაც აღარ ვუყვარვარ. ან შეიძლება მეჩვენება.
გუშინ ღამე მობილურის საშუალებით გამოკითხვა ჩავატარე.
კითხვა იყო ასეთი: რამდენ დეგენერატ ადამიანთან უნდა იყოს ადამიანი, რომ ბოლოს ბედნიერი იყოს???
პასუხები:
1)”ეჰ, ადამიანებს გააჩნია 1 თვისება: თითოუელი მათგანი ნიღაბს ატარებს, ამიტომაც გვიჭირს მათი თავიდანვე ამოცნობა.”
2)”ზოგჯერ ერთიც საკმარისია…”
3)”ერთადერთთან, საკუთარ თავთან
4)”სანამ იმ დეგენერატს არ იპოვნის, რომელიც ბედნიერად გადააქცევს ან ილუზიას მაინც შეუქმნის.”
5)”არვიცი, ზოგი საერთოდ ვერ პოულობს.”
6)”ადამიანმა თავისი ბედნიერება არ უნდა დაუკავშიროს დეგენერატ ადამიანებთან ყოფნას. ბედნიერება შენშივეა და უნდა აღმოაჩინო და უბრალოდ მისცე თავს მაგის უფლება.”
7)”მმმ…ჩემი აზრით, ჯობია მარტო იყო, ვიდრე ვიღაცასთან. ტყუილად დაიხარჯები, შენს თავს მიხედე და მოუარე. და გააკეთე,ის, რაც გინდა.
8)”აუცილებელი არაა, დეგენერატთან იყოს, ჯერ უნდა შეარჩიო ასე თუ ისე ნორმალური, მერე დატესტო. ისე მანამ ეძებო, სანამ არ იპოვნი. თუმცა რთული კითხვაა. შეიძლება არც ღირს ამდენი ძებნა იმ “ერთისთვის”, რომელიც არ იცი, ბოლომე იქნება თუ არა შენთან.”
9)”ოოო, გააჩნია რამდენად მალე განსაზღვრავ მის დეგენერატობას… ასე 2–3 შეცდომა ყველას მოსდის ალბათ.”
10)”ბოლოს ბედნიერება არ არსებობს ალბათ ქეთ, ყველა დეგენერატთან რაღაც დრო ბედნიერები ვართ. უბრალოდ ზოგთან მეტხანს ვძლებთ, ზოგთან ნაკლებს. ხოდა ვისთანაც დიდხანს გავძლებთ ის იქნება. ყველა ურთიერთობისგან მაქსიმალური უნდა მიიღო და როცა რესურსი ამოიწურება, შენც გული აღარ დაგწყდება. just keep smiling
11)”ზოგისთვის ერთიც საკმარისია, დეგენერატები ჩვენ ვართ, დეგენერატებს თავს რომ ვაუბედურებინებთ. აი მე თითქოს ჭკუა ვისწავლე, ჯერ არ ვაპირებ გათხოვებას, ამიტომ საქმე არ მიმყავს იქამდე, რომ შემიყვარდეს. რომ არ დავიტანჯო მერე, ამიტომ ძალიან სერიოზულად არ ვუყურებ მსგავს ურთიერთობებს. თუ შემიყვარდა, მერე ნამდვილად აღარ ვიცი რა უნდა ვქნა. არადა ისეთი “ემოცია” ვარ, რომ რავი…პროსტა რომ ამოვიდა ყელში, ჩემს თავს ვუთხარი, თუ უყვარხარ, არ დაგტანჯავს, თუ გტანჯავს, იდი ნახუი. ვიღაცას არ მივცემ იმის უფლებას რომ მტანჯოსთქო და ეგაა რა. მე მიშველა მაგრად.

11 ადამიანის პასუხიდან ერთიანად გამოვიტან დასკვნებს. ოღონდ უკვე არა თბილისში და ბლოგში.

ხვალ მივდივარ და იმედია მასზე ფიქრს ჩაანაცვლებს იმ ადამიანებთან ურთიერთობა, ვისაც მართლა ძალიან ვუყვარვარ. გიჟდებიან ჩემზე და ზედ გადამყვებიან, რომ კარგად ვიყო. თითქოს ეგოისტური ფრაზებია, მაგრამ ბოლო დროს მომხდარმა ამბებმა თითქოს ერთი–ორად დამაეჭვა და დამაფიქრა საკითხზე: ვუყვარვარ კი ვინმეს საერთოდ????????





ღომი
ელარჯი
და სხვა მეგრული საჭმელები…
ვიცი, რომ არ მომაკლდება…
არც თბილისში მაკლდება ხოლმე, მაგრამ იქ სურნელიც კი მეგრული ტრიალებს…
ჩვენს დიდ ეზოში არსებული ჭის ცივი წყალი…
ქათმები…
ბაღი…
ბოსტანი…
ჩვენი ეზოს ხილი და მწვანილი…
უამრავი მეზობელი…
აქ ვინც გავიცანი, ახლა გავიცანი…
იქ კი დაბადებიდან ვიცნობ ყველას…
მთელი ქუჩა ერთად რომ შეიყრება ხოლმე ბირჟაზე ქალიან–კაციანად…
ბავშვები…
კოღოები ვიცი გამაუბედურებენ, მაგრამ ძმარს წავისვამ, რომ ისინი იქით შევაწუხო…
“კაჩელკა”–ზე წამოვწვები…
წიგნებს წავიკითხავ…
ბისერებს ავაწყობ…
მზეს მივეფიცხები…
კარგად ვიქნები

Advertisements

12 thoughts on “დადუმებული ტელეფონი ანუ წავედი

  1. @Morrissey – ხო, ალბათ მართალი ხარ. რაც არ უნდა იყოს, იმედია აწი უფრო ნაკლებად მეტკინება გული ადამიანებთან ურთიერთობისას. @female – არ დავიკარგები არავითარ შემთხვევაში. დიდი მადლობა. @Tiko – დიდი მადლობა :*@თაკა – რავიცი, რავიცი. მეც და მალე ჩამოვალ :*@Leonard Shelby – რაო??? პირველი სკოლის წინ ვცხოვრობ მეც. :D@Mariam – დიდი მადლობა :)@Roisin – მალე იხილავთ ახალ პოსტებს. @ Sal – აუ გაიხარე სალ. ძალიან დიდი მადლობა გამხნევებისთვის :2kiss:@utvino – დიდი მადლობა ნინ :*@Bako – მადლობა ბაკო :* :*

  2. ეხა მაგარ დებილობას გეტყვი არადა მასეა იდეაჰსი, დაიკდიე რა, ჰოდა მართლა შენი ტავი ყველაზე მაღლა დააყენე, ზეეგოისტუ გახდი, იმაზე ნაკლებად გიყვარდეს სხვები ვიდრე მათ უყვარხარ. [ეს უკვე პიზდეცია] :დ არავის არ ვუყვარვარ და ეგეთებს რომ ფიქრობ დებილობაა,იმიტომ რომ ამსე არარის, მეც მიფიქრია ხოლმე ეგეთები, მაგრამ ტყუილია, შენ გიყვარვარ ვიცი, მეც მიყვარხარ, კიდე არიან ადამიანები. მისტერ.მ. კიდე არარის ერთად ერთი.. ეგეც გაიზრდება :))

  3. მამაჩემი ზუგდიდიდანაა წარმოშობით, ბებია იქ მყავს და ბიძა კიდევ ამიტომაც წელიწადში მინიმუმ ერთხელ ჩავდივარ ხოლმე. პირველი სკოლის წინ ცხოვრობენ ჩემები, დიდად არ მიყვარს ზუგდიდი, თუმცა თავისი პლიუსები აქვს ცოტა მაგრამ მაინც.

  4. 12) me tqven miyvarxart da sul fexebze mkidia tu ras fiqrobt tqven 🙂 << maxsovs es shangan gadavige :)da kidev bednieri rom iyo magashi 10 degeneratebic ver gishvelis… erti aradegeneratia sachiro sul… an erti iseti degenerati romelic degeneratobasa da siyvaruls shoris kavshirs xedavs 🙂

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s