მშვიდად

არვიცი რა განცდა მეუფლება ხოლმე, როდესაც ერთი ქალაქიდან მეორეში მივემგზავრები. ამ დროს ვფიქრობ ხოლმე რა დავტოვე აქ და რა მელოდება იქ. ვინ დავტოვე აქ და ვინ დამხვდება იქ. თუმცა ნებისმიერი მგზავრობა მაინც მუდამ სევდით აღსავსე დროის სვლაა და მეტი არაფერი. მანძილის არა, მხოლოდ დროის. მანძილი ამ დროსთან ერთად ილევა, თუმცა მხოლოდ დროებით. იგი ისეთივე სიგრძის რჩება,რაც თავიდან იყო. დრო კი მოკლდება. და მოკლდება არა მხოლოდ მგზავრობის კონკრეტულ დღეს, არამედ სხვა დღეებშიც. რაოდენ სევდიანიც არ უნდა იყოს, გზაში სულ ცრემლები მაწვება ხოლმე. რატომ???
იმიტომ, რომ ყველაზე მეტად გზაში ყოფნისას ვამჩნევ, რომ დრო ძალიან ჩქარა გარბის. ტირილის გარდა ფიქრიც მაწვება. გზაში ვფიქრობ თითქმის ყველა იმ მომენტზე, რაც ცხოვრებაში გადამხდენია. და აქ ხდება ხოლმე დეფინაცია თუ რა ამბავი უფრო ადრე გადამხდა, რა უფრო გვიან. რა უფრო წინარე წარსულია, რა უფრო ახალი მომხდარია, რა იქნება რამდენიმე ხნის მერე წარსული და არასოდეს იქნება წარსულიც კი.
ფიქრი…ხშირად იმდენად დამღლელია და სევდიანი, რომ ვცდილობ ამ არაქვეცნობიერ და ჩამთრევ პროცესს გავექცე ხოლმე. ვიცი, რომ ამას ღრმად შევყვები მეც და მირჩევნია რამე ვაკეთო უფრო ნაკლებ სენტიმენტალური, ვიდრე ფიქრია. თუნდაც ჩემს სევდიან ბლოგში ახალი პოსტის გაკეთება ნაკლებ სევდიანია, ვიდრე ფიქრი. ყველაფერი, რაც ოდესმე მომხდარა, ხდება ან მოხდება ქვეცნობიერად არ მსიამოვნებს საბოლოო ჯამში, რადგან ვიცი, რამდენიმე ხნის შემდეგ ამ ამბავს ან უარყოფითად გავიხსენებ და გავიფიქრებ რა ცუდია, რომ ეს მოხდამეთქი. ან დადებითად გავიხსენებ და გავიფიქრებ, რა ცუდია, რომ ის კარგი მომენტი უკვე წარსულია და დამთავრდამეთქი. ნებისმიერ შემთხვევაში, კარგად გავიხსენებ ამბავს თუ ცუდად, მაინც სევდიანი იქნება ეს გახსენება. მაგრამ გვინდა-არ გვინდა ვიხსენებთ, რადგან მეხსიერება ჩვენი ცხოვრების შემადგენელი ნაწილია.
დღეს შხაპი მივიღე. შხაპის მიღებაში რაიმე განსაკუთრებული არაფერია. არც განსაკუთრებით აღსანიშნავი პროცესია, ყველა აკეთებს და ზაფხულში უფრო ხშირად, ვიდრე სხვა დროს. მაგრამ ახლა შხაპის მიღების ჰიგიენურ თუ აუცილებელ მხარეზე არ მაქვს საუბარი. თქვენ ფიქრობთ, მხოლოდ ძილის და მგზავრობის დროს მოდის საფიქრალი??? არადა არა. თუმცა აქამდე მეც ასე მეგონა. დგახარ ცხელი წყლით სავსე ჭავლის ქვეშ, გრძნობ თითოეულ წვეთს, და რა??? და ისევ ფიქრობ. თითოეული ცხელი წვეთი სხეულზე დაცემული, თითოეული იმ წამის ტოლფასია, რაც გაგივლია, რაც გიცხოვრია და აანალიზებ მომხდარს, მერე უკვრიდები ან ცდილობ მაინც დაუკვირდე, სად შეცდი შენ, ან სად შეცდა სხვა. მერე მაინც გული გტკივა, რომ რამე ცუდი დაგემართა, მაგრამ ის კი არ გახსოვს, რომ შენც დამართე ვინმეს ცუდი. ვიდექი ჭავლის ქვეშ და საერთოდ არ ვფიქრობდი ამ ჭავლიდან გამოსვლაზე. ვიდექი, ვიდექი. მერე დიდე შემოვიდა, ხო ცოცხალი ხარო?! იდეაში ვიყავი, მაგრამ არვიცი მართლა ვიყავი თუ არა ცოცხალი, აქაურ სამყაროში. მგონი ეს პირველი პოსტია, სადაც 3 წერტილი არ დამისვამს რომელიმე წინადადების ბოლოში. არადა მესიჯებზეც უკვე ისეთი მიჩვეული ვარ, რომ ერთი წერტილის მნიშვნელობა აღარც მახსოვს მგონი, თუმცა ახლა ამას ვინ დაეძებს. ან ვინ უკვირდება?! ან ჩემს 3 კითხვის ნიშანს ვინ უკვირდება, ყოველი კითხვითი წინადადების ბოლოში რომ ვსვამ??? მგონი არც არავინ საკუთარი თავის გარდა და მგონი არც არავის შეუმჩნევია დიდად.

სანამ მე აქ მშვიდად ყოფნა მინდა და დროებით თბილისისგან დასვენება, უინტერნეტობის ფონზე ჩემი დეიდაშვილის (რომელსაც მე ხშირად ძმადაც მოვიხსენიებ ხოლმე და არ დაიბნეთ) უმაუსო ლეპტოპი დავიმარტოხელე ღამის 4 საათზე, თუ დილის. ნუ ვისთვის როგორ. და ვორდის ფაილს ვქმნი, რომელსაც მერე სავარაუდოდ მობილურში შევიტან (რადგან ჩემი ძმა „Fლეშკა“-ს ვერ მოიძიებს ხვალ დილით სავარაუდოდ) მერე წავალ ინტერნეტ კაფეში და ამ ყველაფერს ბლოგში დავდებ. არადა იდეაში ბლოგისგანაც უნდა ვისვენებდე, მაგრამ რა ვქნა, მიჭირს. ეს 2 დღეა, რაც ჩამოსული ვარ, მიშიკოს მეზობელთან დავყავარ და აქტიურად ვთამაშობთ ჯოკერს. ისე სასწაულად გავედი მეოთხე ადგილზე, რომ ჯამიდან 20 თეთრიანის ამოღება მე მომიწია. მომიწია რა, ვერ ამოვიღე. მასპინძელმა 18 წლის ბაქარმა გამომიტანა ნახევრადსავსე ჯამი, შიგ 20 თეთრიანი ჩააგდო და წინ დამიდო.თან არ მინდოდა ძალიან ბევრი წყალი ყოფილიყო, რადგან ლინზების დასველება ვერა მთლად კარგი ამბავი, თუმცა ბაქარმა ჩემი თვალების ამბავი საერთოდ რომ არ იცოდა, ისე შემისრულა ცოტა წყლის არსებობის პირობა. ენით ვცადე, პირით თუ ცხვირით შესრუტვა, წყლის დალევისმიერი მეთოდით მისი შემცირებით, ვერა!!! ვერაფრით ვერ მოვახერხე. თავანი ვერ ჩავაბარე, თან თავანს ჩემი ძმა იბარებდა, ყვეგანლა ხო სასწაულად დაიხოცა სიცილისგან და რჩევები არ დაიშურეს. ასე ქენი, ისე ქენი, ენით უფრო ადვილია, წყალი დალიე და ეგრევე ამოვა. მაგრამ ვერ ვქენი. ამასობაში მეც უკვე მუღამში შევედი, ბიჭებმა უკვე ბურას თამაში დაიწყეს, ჩემს საყურებლად არავის ეცალა, ბაქარს შევხედე და შენი ცოდვით აღარ ვარო, რამდენიმეჯერ ამოიხვნეშა. ვერ ვიღებმეთქი და დამინდეს, შეეშვიო. დღეს სადილზე მიშიკოს ვუთხარი, ჯოკერი ადამიანურად მასწავლემეთქი, ანუ აი ისე, რომ კარგად ვთამაშობდემეთქი. მე როგორ გასწავლო, ეგ ნიჭი უნდა გქონდესო – სიამაყით განმიცხადა
ხო, ნიჭს რაც შეეხება, დღეს აქ ყოფნის განმავლობაში პირველად ხელი მოვკიდე ბისერებს. მაიკო გადმოვიდა – ჩვენი მეზობლის რძალი, 3 წლის ელენესა და 2 წლის ლიზისთან ერთად, თვითონ მაიკო მესამე ბავშვზე და თან მესამე გოგოზე მე-9 თვეშია. მშურს სასწაულად. თან ისეთ დროს შემოვიდნენ, როდესაც ბისერებს ვაცვამდი. მოვიდნენ, წინა კვირებში აცმული ბისერებით აღფრთოვანდნენ. ელენე გამიშინაურდა, არადა მთელი 2 დღეა „როჟები მიკერა“, მაგრამ ბისერებმა თავისი ჰქნა. არ არსებობს ბავშვი არ მოვიშინაურო, უბრალოდ არ ხდება ასეთი რამ. (ახლა უცებ ის გამახსენდა, Mr.M-მა თავის ცოლ-შვილიან მეგობართან ერთად რომ წამიყვანა სახინკლეში, 3 წლის ლიზი ერთადერთხელ ვნახე. Mr.M-ი მახარბებდა შენთან არ მოვა, მე მეხუტება, ტყუილად ნუ ეძახიო. არადა ბავშვი დაახლოებით ნახევარ საათში ჩავიხუტე, გამოშტერდა Mr.M-ი,ეს როგორ მოახერხეო.:დ )ხოდა ახლა ჩემმა დეიდაშვილმა გუშინ მითხრა ელენიკო არ მიგიკარებს შენო, მხოლოდ მე მეძმაკაცებაო:დ არაფერი ვუპასუხე, მაგრამ დღეს სასწაულად მომეკარა. მიყვარს ბავშვები, ყოველთვის მიყვარდა და ის მომენტიც მიყვარს, როცა მასთან კონტაქტს ვამყარებ. ვესაუბრები, თვლას ვასწავლი, ვთხოვ მიპასუხოს რა გვარია, ვთხოვ დამისახელოს მისი ოჯახის წევრები რა სახის ნათესავები არიან მისთვის, ვეუბნები, რომ ლამაზ სამკაულს გავუკეთებ, თუ ჩემთან ახლოს მოიწევა. ასეც მოხდა დღეს. ჭრელი ბისერისგან ხელის სამაჯური გავუკეთე, თან აქეთ მაფრთხილა „ახა ნემცები მოაძე, თოლე მეტინება“ ქერა, სწორი კარე ძალიან საყვარლად აქვს, დეიდაჩემს შეუჭრია. სამაჯური გავუკეთე და ეგრევე დედამისთან გაიქცა. ამდენი ხანი მარტო გამიჩერდა, რაც სასწაულად გამიკვირდა.

თუ ფიქრობთ, რომ პოსტი უაზროდ არის გაწყვეტილი, არ დაიბნეთ.
სულ ეგრე არ ვაკეთებ?!

ხოდა ისა…
კიარადა…
კიდევ შემოვირბენ ხოლმე.
და დავწერ რამეს…
მანამდე კი ვორდის ფაილი და იქ წერა მომავალი პოსტის.

Advertisements

One thought on “მშვიდად

  1. კარგ დასვენებას გისურვებ, ქეთ :)ჰო, ბლოგის მიტოვება მეც ვერ წარმომიდგენია 🙂

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s