mixed up

ჩაყლაპე? ჩაყლაპე? ჩაყლაპეჩაყლაპეჩაყლაპე? ვინ ხართ? რატომ მომიახლოვეთ სახე ზედ ცხვირთან? რას მებლატავებით?მაძლევთ გარანტიას, რომ არ მესიზმრებით? მართლა ასეთი ლამაზი წითელი პირი გაქვთ?მაძლევთ იმის გარანტიას, რომ ეს მართლა თქვენი მაისურია ასეთი ჭრელი თუ მე ამერია თვალები ამდენ სიჭრელეში???მართლა ასე ძლიერ უნდათ თქვენს ტუჩებს ჩემებთან შეხება??? გონივრულია ასეთი საყვარელი იყო, თან 21 წლის და XXXS ზომის მაისური გეცვას? გესმის რაზე მიდიხართ, ასეთი ლურჯი თვალებით ქათინაურებს რომ მეუბნებით?თქვენ მართლა ფიქრობთ, რომ მე არ ვარ ნორმალური??? ხომ არ დაიღალეთ ამდენი სმით??? ხომ არ გინდა არაყი მოვწრუპოთ???

რატომ ვიოფლიანებ ჩემს ხელს თქვენსაში? რატომ მანდომებს თქვენი მუხლები გარდამავალი ზმნების გამოგონებას? ჯერ ის მითხარი, რომელი საათია? იქნებ უკვე ის დროა, როცა მთვარეა ზენიტში და არა მზე??? თუ ეგრეა, იქნებ ჩემთან წავიდეთ??? ცხელ შოკოლადის კეთება იცით??? თუ არ იცით, მე გასწავლით, რომ მერე მე მომიმზადოთ. რა გქვიათ შენ? გინდათ ცოლად გამომყვეთ?როდის იწყებს ადამიანი სინანულს, რომ ამ ქვეყანას მოევლინა? იცი, რომ მშვენიერი თვალები გაქვს, იცი? რატომ ტირით?როდის მაკოცებ? გნებავთ კიდევ არაყი? კიდევ როდის ვიზასაოთ? რატომ აღარ ცეკვავთ? იცით კი ცეკვა საერთოდ??? იცი როგორ უნდა იცეკვოთ ამ მელოდიაზე? და თანაც მაშინ, როდესაც თქვენში ალკოჰოლი თქვენს ორგანიზმში არსებულ წითელ სითხეს შეერია??? ამ გიჯურ მელოდიას ელექტრონული მუსიკა ეწოდება. აა, მე მომიტევეთ, ისედაც იცოდით??? ვინ არის ეს ხალხი? შენი მეგობრები თუ ჩემი მტრები? როდის მოვრჩებით ჩუმად ჯდომას და განთიადის ყურებას ამ ცარიელ კაფეში? არ გაგვაგდებენ ოფიციანტები აქედან??? თუ ჩვენ უნდა გავაგდოთ??? თუ მათი თანდასწრებით ვიჟიმაოთ??? შენ იქნები ზემოდან თუ მე??? ამ სკამზე??? მოუხერხებელი არ იქნება??? თუ შენ სულ ასეთ სკამებზე ჟიმაობ??? ჯერ იქნებ სამზარეულოში შევიპაროთ და რამე ტკბილი ვჭამოთ??? ან იქნებ გარეთ გავიდეთ და იქ შევერწყათ ერთმანეთს??? რატომაა დაკეტილი პრესის ჯიხურები და გამორთული ყველა ვიდეოთამაში? ხომ შეიძლება, უბრალოდ დავშორდეთ ერთმანეთს, თუნდაც გუჩის „ენვის“ რეკლამის წინ? მართლა ვერ ვხვდები, შენ რეალური ხარ თუ უბრალოდ მე „მეარეალურები“. აზრი არ აქვს ამ ყველაფერს, წავედი. მე თვითონ გავიკეთებ ცხელ შოკოლადს.

(c) Frederic Beigbeder and me

Advertisements

11 thoughts on “mixed up

  1. ჰაჰა, ძალიან დიდი მადლობა. მართლაც საინტერესო ადამიანია.

  2. @Sophie Golden – უი, რატომ გადაგიყვარდა???რავიცი, მე რატომღაც მომეწონა მისი არაორდინალურობის გამო.

  3. @Dreamer Kikito – ეს ჩვენი ფანტაზია იყო. 😀 ფრედის ბოლდით და ჩემი – ბოლდის გარეშე. მადლობა :)@ანუკ – მეც ძალიან შემიყვარდა. მაგარი კაცია მართლა. @Morrissey – ჰაჰაჰაააა, ძალიან მაგარი კომენტარი იყო. ბევრი ვიცინე. 😀 😀 :D@Natalia – ძალიან მაგარი. @Roisin – ჩემს თავს??? მოიცა გავიხსენო… ააა, ხო, ვიჯექი ჩაბნელებულ ოთახში, დეიდაშვილის უინტერნეტო ლეპტოპი მედო მუხლებზე, არ მახსოვს, მაგრამ რომელიღაც მუსიკას ვუსმენდი და ვწერდი ამას. @her/mein – 😀 :Dკი ჩემი ფავორიტიც არის. რასაც ფიქრობს იმ მომენტში, იმას წერს. ხო, ნამდვილად გავიკეთებდა ერთ ჭიქას.

  4. lolრა გინდა, გაგიგია :Dრაც შეეხება ფრედრიკს და სევდას, რუასი-შარლ-დე-გოლის აეროპორტში, ერთერთი ფავორიტია ჩემი.ისე ეს რომ წაეკითხა ცხელ შოკოლადს ნამდვილად არ დაგზარდებოდა 😀

  5. ?? ნეტა შენს თავს რა ხდებოდა მ აურზაურს, რომ წერდი?)))Good!!I like it!!

  6. მე უკვე გადამიყვარდა ბეგბედერი 😉 ჟან დუჟარდან – დრუგოე დელო 😉

  7. ვაიმე, ფოტოს რომ შევხედე, მეგონა თვითონ მელაპარაკებოდა, რა თვალები აქვს!

  8. maicaa mec mominda zugdidshi :)))) rogorc chans kai pontia 😀 da ise skamsac gaachnia 🙂 p.s. es kaia, areulia magram mainc merealureba 🙂 da wavedi mec gaviketeb cxel shokolads da chems skamze movkalatdebi 🙂

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s