მარტოობა მრავლობითში

მამაკაცი ალბათ არ გაჩენილა მარტოობისთვის, მაგრამ სულ მარტოა – დაქორწინებულიც კი მარტოა და მიტოვებულია პლანეტაზე, რომელიც ვარსკვლავთშორის სივრცეში მიქრის 29,79 კმ/წმ სიჩქარით. მამაკაცი იბადება, დარბის ესწრაფვის ცხოვრებას, კითხულობს წიგნებს, დადის კინოში, იტანჯება, საუზმობს, კვდება. ზოგჯერ, ისიც ეჩვენება, რომ სამუდამო ბერბიჭობისთვის არ არის განწირული. ამ დროს, შეიძლება ვინმე შეუყვარდეს, ესე იგი, მოატყუოს ლამაზი ქალი, ასევე, საკუთარი თავიც. აბა, დავაკვირდეთ მოწყალე თვალით: ისე ცდილობს მოხიბლოს ვინმე, გეგონება დეპუტატია და საარჩევნო კამპანია გააჩაღა. ნეტა, თუ ხვდება, რომ დანაპირებს ვერ შეუსრულებს? ამ დროს, იგი თავს ირწმუნებს, რომ ბედნიერია. დაქორწინდება, შვილები გაუჩნდება, ფერად ფოტოებს გადაიღებს და შეეცდება ეფემერის უკვდავყოფას. ამაღელვებელია მისი ღიმილი ამ ფოტოებზე. მკლავებზე გადაუწვენია სულ მთლად ვარდისფერი ჩვილი, რომელმაც ჯერ არ იცის, რომ ისიც, ბოლოს, მარტო აღმოჩნდება. ხელი კი მეუღლისთვის ჩაუკიდია (ნეტა, რატომ – რომ არ გაექცეს, თუ გული რომ გაიმხნევოს?)
იმ დღეს, როცა კაცი აღმოაჩენს, რომ მოტყუვდა, თვალებს ცას მიაპყრობს და ღვარად წამოუვა ცრემლი მზის ქვეშ, რომელიც 152 მილიონი კილომეტრითაა დაცილებული დედამიწას. დაიწყებს მიწაზე ხოხვას, რწყევას – ამ დროს ძალიან საცოდავია. უმორჩილესად გთხოვთ, აპატიოთ ეს ნაკლებად პატივსაცემი ეპიზოდი. მერე, როცა დარწმუნდება, რომ ყველა კაცს მარტოობა აქვს მისჯილი, საღამოობით გასართობად გასვლას დაიწყებს. მართალია, ზოგს მეტი დრო სჭირდება დასარწმუნებლად, ზოგს – ნაკლები, მაგრამ ყველას საბოლოო ხვედრი ასეთია: ხეტიალი ბარიდან ბარში, ქალაქიდან ქალაქში, ქალიდან ქალთან, ვიდეოკასეტების ყურება, ბოლინოს ნახევარფაბრიკატებით კვება, სარკის წინ ცეკვა, თავის მოჩვენება ვინმე სხვად, რამის წარმოება, მაგალითად, იოგურტების ან სუნამოების ან მანქანების ან რომანების, ყველაფერი ეს – იმისთვის , რომ ქალები გააგიჟოს (ამაოდ, რა თქმა უნდა, რადგან ერთადერთი, რაც ქალებს აგიჟებთ, ისაა, რაც არ იწარმოება).
მარტოხელა კაცებს ცუდი სუნი ასდით, რადგან არა ჰყავთ ცოლი, რომელიც დაბანის საჭიროებას შეახსენებდა. უცოლოს ხშირად იმით ამოიცნობ, რომ პირიდან ღვინის სუნი ამოსდის, დაუდევრადაა გაპარსული და მის ამყრალებულ პერანგს ერთი ღილი აკლია. იგი საცოდავია, შესაშური არაფერი აქვს. მხოლოდ ცოლიანს შეიძლება შეშურდეს მისი თავისუფლება, რადგან ვერ ამჩნევს უცოლო კაცის სასოწარკვეთილებას. ღმერთმა ხომ იცის, რომ მხოლოდ სასოწარკვეთილს შეუძლია, ჭამოს „ჰეფი მილ“ ტელევიზორთან კვირა საღამოს, მით უმეტეს, მას შემდეგ, რაც ან სენკლერი მიშელ ფილდმა შეცვალა.
ცოლიანი კაცი უეჭველად ცდება, როცა უცოლოსი შურს, მაგრამ სხვაგვარად არ შეუძლია. ეს შური მასზე ძლიერია. ოცნებობს, რომ ყველა ქალი მის ფეხებთან დაეცეს, ჰგონია, რომ უცოლოს ირგვლივ ქალები ეხვევიან, რომ ლამაზი და თავგადასავლებით სავსე ცხოვრება აქვს, „უიქენდები“ იტალიაში, ალერსიანი სიტყვები, ჩახლართული ფლირტები, ახალ-ახალი პოზები, და „იტინერისის“ ავტომოპასუხეზე მინაზებული ხმით ჩაწერილი დანაბარები. მას აზრადაც არ მოსდის, რომ მარტოხელა კაცები ყოველ საღამოს ხელმოცარულები ბრუნდებიან შინ, იმათ გარდა, ვინც რომელიმე ბოის-ბენდის წევრია (ისიც მაშინ, თუ მოდაშია, რაც დიდხანს არ გრძელდება ხოლმე). საუკეთესო საბუთი იმისა, რომ უცოლოები საცოდავები არიან, ისაა, რომ ქალებს ისინი არ აინტერესებთ: ურჩევნიათ, თავიანთი საუკეთესო მეგობრების ქმრები შეაბან.
პირადად მე ქალთან ერთად ვცხოვრობ, რადგან სუსტი ვარ. ვერც მარტო დარჩენას ვბედავ და ვერც დაქორწინებას. არსებობს ერთგვარი მხატვრული ბუნდოვანების ზონა დეპრესიულ ბერბიჭობასა და მოსაწყენ ქორწინებას შორის: დავარქვათ მას ბედნიერება. დაწყვილება საჭიროა ლაჩრების დასაცავად ამქვეყნიური სინამდვილისგან, რომელსაც წარმოადგენს სიკვდილი, წერს სელინი თავის რომანში „მოგზაურობა ღამის კიდეზე“ (გამომცემელი ორივეს ერთი გვყავს). მაგრამ სიყვარული ის სიცრუეა, რომელსაც კარგი მხარეებიც აქვს, – ვფიქრობ მე ჩემთვის, როცა დელფინს (ავტორის შეყვარებული K8-ის შენ.) მოფერებით ყურზე ვკბენ მთვარის შუქზე, რომელიც 384 400 კილომეტრის სიმაღლეზეა ჩამოკიდებული ჩვენს პატარა მიამიტ თავებს ზემოთ.

(c) ფრედერიკ ბეგბედერი

ეს რომ მე მეთქვა და დამეწერა…
ან თუნდაც ნებისმიერ სხვა ქალს, ალბათ ჩვენი ლანძღვის მეტს არაფერს იზამდნენ მამაკაცები.
მაგრამ ვაი, რომ ასე არაა. 😐

😛

Advertisements

11 thoughts on “მარტოობა მრავლობითში

  1. ანუ შენც დამეთანხმე, რომ მამაკაცები უფრო ცდილობენ მაგის აფიშირებას. 😀

  2. მამაკაცებს ხმამაღლა და მილიონი ადამიანის თანდასწრებით აქვთ. და რომელი სჯობს???

  3. "ქალებს არ აქვთ პრეტენზია იმაზე, რომ მაგრები არიან. "უf, ეგ ხმამაღლა არ აქვთ 🙂

  4. @ცუცა – მე არ დამიწერია, მაგრამ მეც ძალიან ვეთანხმები მაგ ყველაფერს. თუმცა მამაკაცი როგორ არის, ეგ მამაკაცს თუ შეუძლია აღწეროს მხოლოდ. ქალებზე კი დავწერდი, მაგრამ მერე გადავიმტერებ ქალებს :D@ zurriuss – აუ მეც ეგრევე ჯორჯ კლუნი მომაგონდა ამ მოთხრობაზე. @ Roisin – ხო, ზუსტად. ისე რა ცუდია, რომ ვერცერთი სქესის წარმომადგენელი ვერ ვახერხებთ ფაქტების ობიექტურად შეფასებას.

  5. ეს რომ ქალს დაეწერა, ყველა იტყოდა – ნახეთ, როგორ შურს კაცის, საკუთარ თავს არწმუნებს მის უძლურებაშიო….. 🙂

  6. შთამბეჭდავია…თურმე რა საცოდავი ყოფილა მარადიული ბერბიჭა ჯორჯ ქლუნი… :(P.S. მომენატრე, შე ფუმფულა მარმარილოსაგან შექმნილო ჰაეროვანო ევა–ვ! :))

  7. megona shen datsere da shigadashig tashs vukravdi sagol keti.. saidan unda icodes ras grdznobs kaci tko mikvirda 😀 amas mxolod martoxela tu mixvdeba 🙂 aris ragac simartle am postshi.. magram arc egrea kvelaferi 🙂

  8. @ნასტასია – შეიძლება, მაგრამ ქალებს არ აქვთ პრეტენზია იმაზე, რომ მაგრები არიან. კაცებს – კი მუდმივად. @TakOsHkAoOo – ხო, აი ზუსტად. ისინი საკუთარ სისუსტეებს არ აღიარებენ.

  9. ძალიან საინტერესო რაღაც გაჩითე ქეეთ :)კითხვისას სულ მეღიმებოდა..მართლაც რომ რომელიმე ქალის დაწერილი არა.. თორე წავიდოდა აქ ძლიერი სქესისგან სხვატიპის კომენტარები, ვაი რომ მართლაც მასეა..მაგრამ იშვიათად რომ მამაკაცებმა თავიანთი სისუსტე აღიარონ .. 🙂

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s