Rest In peace

14–ში, ჩვეულებრივად ვისხედით თანამშრომლები და ვმუშაობდით.
არაფერი განსაკუთრებული.
მერე, ამასობაში უფროსი მივიდა მასთან და კომპიუტერში რაღაცას ანახებდა.
ესეც არაფერი ისეთი.
უცბად ამ გოგოს მესიჯი მიუვიდა. მან “ვაიმე დედა”–ო და პირზე ხელი აიფარა.
მოულოდნელად შევხედეთ.
“მეგობარი დამეღუპა ავარიაში, თვეების შვილი დარჩა”–ო.
მთელი ის დღე ჩვენც უხასიათოდ ვიყავით.
დათრგუნულები.
დღეს დოდისთან და ნატოშასთან შევედი ბლოგებში და თურმე….
ჩვენი მეგობარი ბლოგერისა და ფორუმელის მირას მეუღლე – გიორგი გარდაცვლილა ავარიაში.
საშინელ ხასიათზე ვარ.
არადა როგორი ბედნიერები იყვნენ.
მახსოვს მირა ჯერ კიდევ წინა წლებში მიყვებოდა ბეთხოვენაზე ერთად ვართ და მალე დაქორწინებას ვაპირებთო…
მერე იქორწინეს, შვილი შეეძინათ – ნატალია…
თავ–თავიანთ ბლოგებში სულ დებდნენ ცალკე მირა და ცალკე გიო ბავშვის სურათებს და ვხედავდი, როგორ კარგად და ბედნიერად ცხოვრობდნენ მთელი ოჯახი…
საშინელებაა რა…
კოშმარი, რომელიც სამწუხაროდ რეალობაა…

გუშინ მირასთან ავედით მე და სვითი.
It was awful. მირამ ჩამიკრა და მეც არ მინდოდა მისი მოშორება.
მინდოდა ჩამეკრა. არვიცი რამდენი ხნით. მაგრამ 5 წამით არა. ბევრად მეტი ხნით.
ბევრად. ბევრად.
კიბეებზე ავდიოდით და მარის ვუთხარი, ხომ არ გამეცინებამეთქი.
სვითიმ გაოგნებული სახით შემომხედა, არა გოგო, რას ამბობო.
არადა თითქო უკვე გამოვედი იმ ასაკიდან,როცა ბავშვები გებულობენ რა არის პანაშვიდი და ა. შ.
არ მახსოვს პანაშვიდი, გასვენება… სადაც არ მიტირია. არ მახსოვს. არ შემიძლია ეს ოფიციალური წრის დარტყმა და “ვსიო, წავედი, კარგად იყავით” გა
კარებს როგორც კი მივუახლოვდი, თავი ვეღარ შევიკავე.
უბრალოდ ვეღარ შევიკავე.

მირა.
მირა.
მირა.
მირა.
მირა.
ნატალი.
მირა.
ნატალი.
მირა.
დავინახე და არვიცი.
მართლა არ ვიცი.
ჩამეკრო. ჩამეხუტა.
ისე ახლობლურად.
არადა ისევ მახსენდება ყველა ის msn საუბარი რამდენიმე ხნის წინ: “ქეთ, იცი შეყვარებული მყავს და ალბათ წელს გავყვები. დიდი ხანია ერთად ვართ და რავი აბა. არადა თან სახლში მინდა, ჩემებთან. ჯერ რა გვეჩქარება.”
მერე გათხოვება.
მერე მთელი 9 თვე.
მერე უცბად მირას ბლოგი გაივსო ნატალიას სურათებით.
მერე გიოს ბლოგშიც ნატალია.
ბავშვი, სახელად “დუდღნიკი”.
მერე მირას ბლოგის სახელის დარქმევა ჩემს ბლოგროლში “დუდღნიკის დედა”.
აი ასე გიყურებდით შორიდან.
და ერთი დამატებითი ღიმილის საბაბი მეძლეოდა.
რომ კარგად ხართ.
გიო საერთოდ ნანახი არ მყავდა. სურათებიდან ვერ ვახერხებდი მისი სახის დამახსოვრებას. რაღაც ვერ. ყველა სურათში სხვანაირი იყო და იმიტომ. არადა ახლა რომ ვიხსენებ, ბუნდოვნად მახსენდება ტექნიკური უნივერსიტეტი. და იქ მიტივტივდება გიოს სახე. მეცნობა. მაგრამ მაინც ბუნდოვნად.
მინდოდა მირასთან ჩავცუცქულიყავი.
არ შემიძლია ასე გვერდი ავუარო ამ ამბავს.
დღეს ჩემი თანამშრომელი მარი 2 საათით გაენთავისუფლა უფროსს, რადგან დაკრძალვას დაესწრო. მეც მინდოდა. მაგრამ მერე ვინღა იმუშავებდა 2 ადამიანის ნაცვლად.
გავალ, გამოვალ, მაინც იქ ვარ.
მისი სახე მიდგას თვალწინ.
მერე ეზოში ჩამოვდივართ მე და სვითი.
და ნატალია ვიღაცის ხელში. იცინის. ვერც იაზრებს. არც ახსოვს. მხოლოდ სურათებიდან ემახსოვრება.
აუ არვიცი რა.
მართლა არვიცი.
უბრალოდ არვიცი.

Advertisements

12 thoughts on “Rest In peace

  1. საშინელებაააა…შემზარავია… მითუმეტს იმისთვსის, ვისაც ესე უყვარდა…

  2. ხო, მართალი ხარ. მაგრამ ახლა უკვე ვეღარ დააბრუნებ მაგ დროს…

  3. კოშმარია…ტკივლის გარდა ვერაფეს გრძნობ… ცდილობ გაიხსენო ბოლოს როდის ნახე და როგორ დაემშვიდობე. გინდა დააბრუნო ის მომენტი და ყველაფერი გინდა უთხრა, რომ გიყვარს , გენატრება, მარტო არ დაგტოვოს…მიუხედავად იმისად რომ არ ერცთს არ ვიცნობდი, გული მეტკინა…

  4. ხო უსუსური…აბსოლუტურად… ერთი წამი და მორჩა. თავდება ყველაფერი.

  5. რა საშინელებაა. მიუხედავად იმისა, რომ არცერთს ვიცნობდი. ახალგაზრდა ადამიანების სიკვდილის ამბავს რომ ვიგებ, საშინლად მწყდება გული… ძალიან ძალიან ბევრი უსამართლობა ხდება ქვეყანაზე და უცებ აღმოაჩენ, როგორი უსუსური ხარ ამ ყველაფრის წინაშე 😦

  6. ერთ პოსტში სამი ძალიან ცუდი ამბავი ძალიან ცუდი ამბავია 😐

  7. au chemi megobaric moyva avariashi da mec dagruzuli var sashinladaa daletsili. mecodeba imasac patara shvili yavs…. au raaa es dgeebi sul cud ambebs vigeb….

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s