ბავშვობაში მეგონა.. Imeme

ე. ი. თავდაპირველად მადლობას გამოვუცხადებ ტკბილსა(ანუ სვითის) და ჩემს “მორცხვისმაილიკს”(ანუ ჰერმიონეს და ანუ იგივე ანას) იმისთვის, რომ გამიხსენეს და დამტაგეს ამ პოსტთან დაკავშირებით. აგრეთვე მადლობა გოჩას, რომელიც აპირებდა ჩემს დატაგვას. თუმცა რახან ორმა უკვე ქნა ეს, მგონი საკმარისია იმისთვის, რომ დავწერო პოსტი.

ყველაფერი კი დოდის ამ პოსტით დაიწყო. მადლობა დოდკას ამ იდეის ჩასახვა–განხორციელებისთვის.
მაშ ასე:
მეგონა, რომ თოვლის ბაბუა არსებობდა.
და მეგონა საკმაოდ დიდხანს, 11 წლამდე. არვიცი კიდევ რამდენი ხანი დავიჯერებდი მის არსებობას, რომ არა ბებიაჩემი (მამაჩემის დეიდა), რომელმაც გადაწყვიტა დისშვილის ბიუჯეტს გაფრთხილებოდა და ტელეფონით მახარა, რომ არ არსებობსო. გულში ალბათ ფიქრობდა “ის იკმარე, რამდენიმე წლის წინანდელ ახალ წელს “dendy” რომ მიიღე”–ო. მოკლედ ასე დამემსხვრა კეთილი მითი თოვლის ბაბუის შესახებ.
მეგონა, რომ თუ თვალებს დავხუჭავდი, სურვილს ჩავიფიქრებდი და ბაბუაწვერას სულ შევუბერავდი, ის სურვილი ამისრულდებოდა. აუცილებელი იყო, რომ ბაბუაწვერა მთლიანად “გამეშიშვლებინა.”
მეგონა, რომ დაძინებისთვის აუცილებლად ყოველღამე ცხვრები უნდა მეთვალა.
მეგონა, რომ ბაღი იყო ციხე.
და იქ იმიტომ შემიყვანა დედაჩემმა და მტოვებდა, რომ ჩემი მოშორება უნდოდა. კიდევ კარგი ამ ბაღში,რომელიც ჩემი სახლის წინ მდებარეობს, მხოლოდ რამდენიმე საათი ვრჩებოდი. ვერ ვიტანდი ვერც ერთ ჩემს ბაღელს, რადგან დებილები მეგონა ყველა მათგანი, დებილებივით იმეორებდნენ ლექსებს, რომელთაგან ერთიც არასოდეს მისწავლია. ვერ ვიტანდი დღისით ძილს, მითუმეტეს სხვის ლოგინში და კიდევ კარგი, როდესაც ეს დებილი ბავშვები იძინებდნენ, მე სახლში მოვდიოდი 2 ფეხის ნაბიჯზე.
მეგონა, რომ ჩემი და სულ ტიროდა.
არადა ის მხოლოდ მაშინ ტიროდა, როდესაც მის საძულველ და მამაჩემის უსაყვარლეს საგანს (ანუ მათემატიკას) მეცადინეობდა. ის კი ყოველთვის ტიროდა ამ საგნის მეცადინეობის დროს, რადგან არასდროს ესმოდა. (დღემდე არ იცის გამრავლების ტაბულა)
აქედან გამომდინარე მეგონა, რომ მე მასზე ჭკვიანი ვიყავი, რადგან როცა ის 9 წლის ასაკში მათემატიკას ვერ გებულობდა, მე 4 წლის ასაკში უკვე ვიცოდი, რიცხვების წერა, ცნობა, ანგარიში, ქართული წერა–კითხვა, რუსული წერა(ოღონდ ბეჭდური, ჩემი დის რუსულის სახელმძღვანელოდან დაკოპირებული ) და კითხვა, ინგლისური წერა–კითხვა. მახსოვს ჩემმა დამ დებილი მიწოდა, როდესაც მე დავწერე girl, ვთარგმნე და წავიკითხე როგორც “გირლ”. ამის გამო “რა დებილი ხარ, ეგრე არ იკითხება” და დაცინვა დავიმსახურე მისგან.
მეგონა, რომ წიგნის კითხვა დროის კარგვა იყო.
ამიტომაც ბავშვობაში ერთეული ნაწარმოებები მაქვს წაკითხული, ისიც “აუცილებელია, უნდა წაიკითხო”–ს შედეგად.
მეგონა, რომ ბაბუაჩემს ინსულინის ნემსებს რომ ვუკეთებდი, საერთოდ არ ტკიოდა.
ერთხელ ნემსის მუცელში გაკეთებისას, ნემსი გამეღუნა, რის გამოც ბაბუაჩემმა ამოიკვნესა. მე ამაზე ავნერვიულდი, ვატკინემეთქი. მას შემდეგ კარგა ხანი არ ვეკარბოდი. მერე ნელნელე ისევ დავიწყე. ან ფრთხილად ვუკეთებდი, კიდევ არ ვატკინომეთქი. ან ისევ ბებიაჩემს ვაკეთებინებდი.
მეგონა, რომ გადახოტრილი თმები არასოდეს გამეზრდებოდა.
ტილებიანი თავით ჩამოვედი ბებიაჩემისგან, ლაგოდეხიდან. და იმდენად ისტერიულად ვიგლეჯდი თმებს, რომ გრძელი თმები დედაჩემმა ჯერ მაქსიმალურად შემჭრა, მერე კი მამაჩემის “Brown”–ის ელექტრო–სამართებელი გადამატარა თავზე. სარკესთან მივედი, ჩავიხედე და “ახალი” თავი რომ დავინახე, ისტერიული ტირილი დავიწყე. მთელ ხმაზე ვტიროდი. მერე ჩემი და და მამაჩემი შემოვიდნენ ოთახში. მამაჩემმა მოფერება და კოცნა დამიწყო, ჩემმა დამ – რათქმაუნდა დაცინვა. 3–ჯერ მაინც მაქვს თავი ტილების გამო გადახოტრილი ან ძალიან მოკლედ შეჭრილი.
აქ 7 წლის ვარ და აი ტილების შედეგი:
მეგონა, რომ სიკვდილი არ არსებობს.
ადამიანს უბრალოდ სძინავს, რომ მასთან ბევრი მნახველი მივიდეს და მოიკითხოს, მერე კი უცბად წამოდგება და იტყვის: “არ მელოდით??? გავიღვიძე” ყველას ძალიან გაუხარდება ეს ფაქტი და ამის მერე დაიწყება ქეიფი. და ზუსტად ამ ქეიფს ეწოდება ქელეხი.
მეგონა, რომ ბევრს თუ ვიცინებდი, აუცილებლად ძალიან ბევრ ტკბილეულობას მომიტანდნენ.
ეს ალბათ იმის გამო მითხრეს, რომ to prevent me from crying. რადგან სულ ცუდ ხასიათზე ვიყავი ხოლმე ტირილსაც არ ვაკლებდი.
ეჰჰ…
მეგონა, ნაოჭები არასოდეს მექნებოდა.
ეს მითი მამაჩემმა დამიმსხვრია, როდესაც მითხრა, იმდენად სულ ცუდ ხასიათზე და წარბშეკრული ხარ, რომ წარბებს შორის ღარი გაქვსო. ჩავიხედე სარკეში და მართლა მქონდა. დღემდე მაქვს.
ჯერ კიდევ 3 წლის ასაკიდან დაიწყო ამ ღარმა ხორცშესხმა და აღმოცენება ჩემს სახეზე.

სულ ესაა…
რაც გამახსენდა.

აბა თქვენ იცით, არ შემარცხვინოთ.


Advertisements

10 thoughts on “ბავშვობაში მეგონა.. Imeme

  1. leonard – აუ რავიცი. ოღონდ დამეძინა და. Roisin – ხო, ტილები ჩვენი მწარე ცხოვრებისეული გამოცდილებაა. შენ ხარ სხვათაშორის დატაგული.

  2. :))) ტილები აქტიური თემაა ბლოგზე:)მერე იყო ძაფიანი სავარცხლებით ვარცხნა ბანაობისას და ,,ნიტიფორის'' წასმები)))როგორ მახსოვს?:D

  3. ცხვრები არა, მაგრამ ისე ხანდახან ვითვლიდი ხოლმე, მეუბნებოდნენ ეგრე დაგეძჲნებაო, მაგრამ არასოდეს მეძინებოდა. :დ

  4. გოჩა და ანა – აუ ხო, იმენა გამიმწარეს ტილებმა ბავშვობა რა. ლაგოდეხიდან სულ ტილიანი ჩამოვდიოდი. თომუშკა – ხო, ბევრი ვიფიქრე და დავწერე. დიდი მადლობა, გუშინ შევცვალეთ მე და სვითიმ. სალ – ხო, აი კრეტინობა რა. მაინც მერე ვიღლებოდი უაზროდ.

  5. ჰეჰ,ერტი პერიოდი ცხვრების ტვლა ზილის ცინ მეც აუცილებელი მეგონა 😀 lol

  6. ყოჩაღ შენ, ბევრი რამის გახსენება შეძელიახალი დიზაინი ძალიან მომწონს.:)

  7. tilebisgan mec viyavi gatanjukli, nitifoze ukv imuniteti hqondat ramdenjerme navtic ki wamisves, maxsovs,tmebi ise mewvoda rom otaxidan otaxshi davrbodi gamwarebuli 😀 tmebs cocxali tavit ar vachrevinebdi 😀

  8. ოოოოოო ტილები მეც იცოცხლე მომყავდნენ ბაღიდან. ბღუჯა ბღუჯასაყვარელი ბავშვი ყოფილხარ სულ დაკოპილი დადიოდი არ მომეკაროთ და რამე ხომ:)

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s