მშობიარობა

ვინც დიდეზე დაწერილი პოსტი წაიკითხა თავის დროზე, იცის უკვე, რომ ბებიაჩემი პედიატრია, უფრო სწორად კი ნეონატოლოგი. ყველაზე საყვარელი პაციენტები მე მყავსო და მართალიცაა. მოკლედ, გავიხსენეთ ის ძველი და საამური დრო, როდესაც სამშობიაროში დავყავდი და ბავშვებს ხელში ვიჭერდი. და მეც გავყევი. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ თურმე შენობა გამოუცვლიათ და ძალიან გარემონტებულ და კომფორტულ პირობებში შეეძლო ქალს ბავშვის გაჩენა. მიშამ ეს მაინც გაუკეთა ხალხს.

მაშ ასე:
ამბავი სახელად: ბლოკი და ბლოგი
დილით, ადრე 8–ის ნახევარზე გამაღვიძა დიდემ, უკვე ადექი, რომ მოვასწროთო. მე, კოღოებისგან გამწარებულს ისედაც არ მეძინა, ასე რომ ეგრევე ავდექი. დეიდაჩემი წინა ღამით იყო მორიგე, ბებიაჩემი – დღეს. დეიდაჩემი მეან–გინეკოლოგია და ანუ ერთად მუშაობენ, თუმცა ცდილობენ ორივემ ერთი და იგივე დღეს არ იმორიგეოს. ავდექით, ვისაუზმეთ, მოვემზადეთ და გზას გავუყევით. ბებიაჩემს უკვე უჭირს სიარული, მაგრამ მაინც მხნედ გამოიყურება. ამიტომაც ადრე გავედით სახლიდან, უფრო მეტი დრო სჭირდება რა ავტობუსის გაჩერებამდე მისასვლელად. თუმცა ამ დროს მანქანა გაგვიჩერა ვიღაცამ, მე ინსტინქტურად დიდეს ხელი ჩავავლე და გამოვწიე. თურმე ლიანა დეიდა იყო მეუღლესთან ერთად. ლიანა დეიდა მთავარი ექთანია. მის მიერ გაკეთებული ნემსის კვალი აგერ უკვე 1987 წლიდან დღემდე ამაყად იმზირება ჩემი მარცხენა მკლავიდან აცრის სახით. ზუსტად ისეთია, როგორიც წინა წლებში. პუტკუნა, მწვანე თვალები. ბევრს რომ საუბრობენ ისეთი. მივედით, გადმოვედით. შევედით. ხო, აშკარად სხვა შენობაა. ერთ შენობაში განათავსეს მედიცინის ყველა დარგი. რომელი სადაა კონკრეტულად არვიცი, მაგრამ პირველ სართულზე რომ ქირურგია მოკალათდა, ეგ მახსოვს ნამდვილად. ავედით და გინეკოლოგიურს მივადექით. ყველა სათითაოდ გადამეხვია და გადამკოცნა. ზოგი არ ვიცოდი სახეზე, მაგრამ ვიცოდი ისე, მილიონჯერ რომ გაქვს სახელი და გვარი ყურში მოხვედრილი. ყველამ “ვაიმე, რამხელა გაიზარდა, რა ლამაზია” და ნუ ა.შ.–ები არ დამაკლო. მე ნეონატოლოგთა საორდინატოროში დავჯექი დიდესთან და დანარჩენ დიდესიანებთან ერთად. თავისი ხალათი გამომიღო და თვითონ ტანისამოსი გამოიცვალა. ჩაიცვა ექიმისთვის პრაქტიკული და უბრალო, მაგრამ მოსახერხებელი ტანსაცმელი. ამ ოთახის წინ კი მეან–გინელოკოგთა საორდინატოროა. დეიდაჩემი შემოვიდა, ოხ, ერთი ამას შეხედეო, სიცილით თქვა და მერე გავიდა. მაგარი სანახავი ვარ ექიმის ხალათით.
მე რათქმაუნდა ჩემი პატარა ნიკონი არ დავივიწყე და საქმეს შევუდექი.

აქედანაც კი მოსჩანს მეანების საორდინატოროს კარები. ძალიან კეთილმოწყობილი სიტუაციაა. დიდემ დრო იხელთა და პატარა ექსკურსია ჩამიტარა.

 

ეს იმის საჩვენებლად, თუ რას უშვრება ალკოჰოლი ნაყოფს.

 
 

ეს კი დედისა და ბავშვისთვის ყველაზე საჭირო და მოსახერხებელი პოზები.

 
 

ამასობაში გახდა დილის 12 საათი. მელოგინე უკვე იწყებდა მშობიარობას. ვთხოვე დამასწარიმეთქი. ბებიაჩემმა ქუდი დამახურა. მოვემზადეთ და გავემართეთ ბლოკისკენ. გზად უკვე “რაღაცნაირმა” შეგრძნებამ ამიარ–ჩამიარა სხეულში. დიდემ ხელთათმანები გაიკეთა, აბსოლუტურად მოემზადა და შევედით. მალე დეიდაჩემიც შემოვიდა. ნუ ეს სხვა დეიდაა, უფრო შორეული. ორივე დეიდა სამშობიაროში მუშაობს. ხოდა შევედით. მელოგინე საშინელ დღეში იყო. ისე კვნესოდა, ისე ტიროდა, სხეულზე შევხედე, ერთიანად ცახცახებდა. მე ბლოკში შესასვლელი კარებისგან მარცხნივ ვიყავი ატუზული. პატარა ნიშა იყო,სადაც მაღალი საკიდი იყო მოთავსებული და წინ – კარადა. ვცდილობდი, ეს საკიდი როგორმე დამეძრა და ღრმად შემედგა, რომ მე დავმდგარიყავი ამ ნიშაშიამ საკიდის ადგილას და კარადას ამოვფარებოდი. მაგრამ საკიდი ვერაფრით დავძარი, რკინის იყო და სავარაუდოდ, იატაკზე გამაგრებული. და ეს იმიტომ, რომ არ მეყურებინა იმ ტანჯვისთვის, რასაც ეს გოგო განიცდიდა. ეს არის სასწაულად რთული საყურებელი. მსუბუქი ნერვებისა და ჩემნაირი ემოციური და მგრძნობიარე ადამიანებისთვის არაა ადვილი. გოგო რა, უკვე ქალი, 30-35 წლის, რომელსაც ბევრად მეტი ეტყობოდა. დაბალი და გამხდარი. ექიმები ფიქრობდნენ, რომ მათ ჩაჭრა მოუწევდათ.
მეან–გინეკოლოგი, ერთი ბებიაქალი, ერთი ნეონატოლოგი, სანიტარიც ერთი და მე. საუბარი იმაზე, თუ რა უნდა ჭამონ ცოტა ხანში, მჭადი სჯობს თუ ხაჭო და პური, მე თვალებს ვაცეცებ. ბებიაჩემმა სკამი მელოგინეს სიახლოვეს დადგა, დაჯდა, ფეხი ფეხზე გადადო და დაიწყო ერთის ქანაობა. სახეს შევხედე და ვაიმეეეე, სრულიად აუღელვებელი სახე. და ეს მაშინ, როდესაც ოთახში საშინელი კივილი ისმის. უცბად ვიღაცის ტელეფონი რეკავს. დეიდაჩემი: “უი ვიღაცის ტელეფონი რეკავს”. მერე დეიდაჩემი მიტრიალდება და მეკითხება როგორ არის დედაჩემი, ჩემი და რას შვრება, რას ვშვრები მე, რას ვსაქმიანობ. მეც “კი, არა, არვიცი, არაუშავს”–ის რეჟიმში ვუპასუხე. გულში ვფიქრობ, რა დროს საჭმელზე საუბარია, რა დროს ფეხის ფეხზე გადადებაა, რა დროს ტელეფონია, რა დროს ჩემი მოკითხვაა,ქალი კვდება, ისე იტანჯება. მერე ჩემი სახის დანახვაზე დეიდაჩემის სიცილს ვხედავ და მესმის.
“ასე როგორ ძლებ???” – ვეკითხები.
“უჰჰ, მიჩვეული ვარ, რეაქცია აღარ მაქვს” – სიცილში მპასუხობს.
ქალი საშინელ ტკივილებს განიცდის და ესენი ჭორაობენ და არ ღელავენ. უკვე მივხვდი, რომ ორგანიზმში “რაღაცამ ჩამიარა”. პირველი რაზეც დავფიქრდი ის იყო, ნასაუზმები თუ ვიყავი. ვიყავი, დილის 8 საათზე. მერე უცბად გავიფიქრე, ოდნავ მაინც თუ მეძინა ღამითმეთქი. კი, ოდნავზე ოდნავ მეტად მეძინა. აბა რატომ მაქვს ისეთი შეგრძნება, რომ წამი–წამზე დავეცემი??? აიიიი… უკვე დამიბინდა თვალებში… უკვე ვეღარ ვიხედები, უკვე ბინდი სუფევს ჩემს თვალებწინ. შემოვტრიალდი, კარები გამოვხსენი და გამოვედი. ვერ ვხედავდი ვერაფერს და მოვდიოდი გუმანით. გამოვიარე დერეფანი, მეორე დერეფანში შემოვედი და ზევით რომ სურათი დევს, იმ ოთახის კარი შევაღე. რათქმაუნდა ექიმებით სავსე.
“ვაიმე, ცუდად ვარ” – ერთადერთი ფრაზა, რისი ამოლუღლუღებაც შევძელი. ეგრევე დამაწვინეს, წყალი მომიტანეს. “ააა, ვერ გაუძელი ხო???” და სიცილები. უცბად ტანში გამაჟრიალა და ვიფიქრე, რომ ხომ არ ვკვდებიმეთქი, მალევე წამოვჯექი. და დავიწყე მოყოლა. მეც კარგი ტიპი ვარ რა, ვუყვები ხალხს მშობიარეს ამბავს. ეს ისეთია რომ, ლოთს ალკოჰოლის რაობაზე ვესაუბრო. მთელი ცხოვრება მაგას უყურებენ და მე რატომ გადავწყვიტე, რომ ეს მათთვის რამე სიახლე იქნებოდა მათთვის. არვიცი. მაგრამ მაინც იმდენად დაძაბული ვიყავი, რომ ვერ გავჩუმდი. მერე ვიფიქრე მეანების საორდინატოროში შევალ და დეიდაჩემს ვნახავმეთქი. იქ იყო. მოვუყევი ასე და ასე დამემართამეთქი. მერე რას შედიოდიო. მართალი იყო, რას შევდიოდი, ვის რას ვუმტკიცებდი??? რომ მაგარი ვარ??? რომ შემიძლია ნერვებისა და გულის ატოკების გარეშე მშობიარობას ვუყურო??? კი, როგორ არა.
ის მეორე ექიმი შემოვიდა.
“დაბადა???” – რომელიღაც მეანი.
“არა კაცო, ჯერ ჭინთვებიც არ დაწყებია წესიერად. ჩაი დამისხით ცოტა.”
მერე ჩემს შეცბუნებულ სახეს შეხედა. “არაუშავს ქეთუნა, შენ თავის გამოჭრაზე შეგიყვან” – მეც გავიღიმე. დაიწყეს იმაზე საუბარი, რომ გაუთხოვარი და ჯერ უშვილო გოგოსთვის მშობიარობის ყურება არის ძალიან რთული. ამ დროს შემოვიდა განყოფილების უფროსი, რომელიც რუსია. შვებით ამოვისუნთქე. პირველი იმიტომ, რომ მშობიარეს ტკივილს ბოლო მოეღო და მეორე იმიტომ, რომ ჩემს ნერვიულობასა და შფოთვას წერტილი დაესვა. გავედით, გავუხვიეთ ბლოკისკენ. დიდე იქ იყო. ბავშვი დედის გულზე, ზემოდან “ადიალები”, რომ ბავშმა იგივე ტემპერატურა შეინარჩუნოს, რაც მუცლადყოფნის დროს ჰქონდა.

“ესეც შენი B ჰეპატიტი” – დიდემ ხელთათმანები გაიძრო. ეს ისეთი ტონით თქვა, რომ მის მაგივრად მე მომერიდა ახლა უკვე ნამშობიარევის. წესით დედის ძუძუ უნდა მიეცათ, მაგრამ რადგან დედას B ჰეპატიტი სჭირდა, ამიტომაც ეს პროცედურა გადაიდო ცოტა ხნით. მალევე ქალსაც და ჩვილსაც 200 ევროიანი ნემსები გაუკეთეს და 3 საათში ბავშვს პირში დედის ძუძუ ჩაუდეს. 200 ევროიანი ნემსები იმისთვის, რომ დაავადება დედისგან არ გადასდებოდა.
დავჯექი და დავიწყეთ საუბარი. მე,მელოგინე და ბებიაქალი.
“რა არის ახლა ეს, საიდან გადაგედო???” – ბებიაქალი მკაცრი ტონით.
“არვიცი”. გასაწყლებული ხმით.
“ქმარს სჭირს???”
“რავიცი, არ ჰქონდა თითქოს”. უარესად გასაწყლებული.
ამ “რავიცი, არ ჰქონდა თითქოს”–მა საშინლად გამაბრაზა. რას ჰქვია “არვიცი” და “თითქოს”.
“სტომატოლოგთან იყავი???”
“კი, ვიყავი მგონი ბოლოს.”
მორჩა, რაც არ უნდა იყოს, გინდ ასე და გინდ ისე, დაავადებულია უკვე.
მალევე გავიდა ბებიაქალი, მე საუბარი დავუწყე იმაზე, რომ რა კარგი ქნა, რომ წალენჯიხიდან ზუგდიდში ჩამოვიდა. თურმე იქ ტარაკნები დადიოდნენ პალატაში. მერე ბავშვის რეფლექსებზე დავუწყე საუბარი.
“თქვენ ალბათ ბებიისგან იცით ხო ასეთი რაღაცეები???”
ა, უი არა, მე თვითონ ვიცი, ჩემით.”
მალე გამოვედი და ახლა უკვე ექთანმა შემოვლაზე წამიყვანა.

 

ესეც მე ექიმის ამპლუაში.

მერე ფოტოაპარატი შემოვდე, ავტო–გადაღებაზე დავაყენე და ჩვენ ორს გადავუღე სურათები.

რახან დიდე მორიგე იყო, დეიდაჩემს გამოვყევი სახლში.
აგერ ეს “მომლოდინე რეჟიმში” მყოფი ნათესავები.

მეორე დღეს დიდე ანერვიულებული და უძინარი მოვიდა. ის ბავშვი თურმე გაყვითლებულა. სისხლი ვერ იგუა დედის, დედა ტიროდა საშინლად ბავშვი გადამირჩინეთო. სასწრაფოდ ქუთაისში გადააგზავნესო. B ჰეპატიტიანი რომ იყო დედა, მაგანაც იქონია უარყოფითი გავლენაო.
ბოლოს ბავშვი მაინც გადარჩა და ახლა ნორმალურად ვითარდება.
პოსტის ბოლოს კი ეს ვიდეო.

Advertisements

22 thoughts on “მშობიარობა

  1. Pingback: Mother’s Day | Universe

  2. @roizin – ხო, ბავშვი მართლა მაგარია. @ნატალია – დიდი მადლობა :)ხო, მართალი ხარ.

  3. ძალიან მომეწონა ეს პოსტი ქეით, ძალიან.. ექიმებზე ყველას უკვირს გულგრილები რომ არიან, მაგრამ სხვა თუ არაფერი, სწორედ ეგ ეხმარება საქმის კარგად შესრულებაში 🙂

  4. ხო, სხვათა შორის მეც ეგრე გავაჩინე ცაუჭრელად))) მაგარია.იცი რამხელა ბედნიერებაა, რომ ხედავ ვისთვის წვალობ!!მაგარია ბავშვები, მაგრამ მშობიარობა ბრრრრრრრრრრრრ… მაგრამ მესამესაც აუცილებლად გავაცენ, და იქნებ მეოთხეც)))…

  5. აუ ხო,ამას უპირბდნენ ჩაჭრას, მაგრამ მაინც მოახერხა ამხელა ბავშვის გაჩენა, ძალიან გაუკვირდათ. კი, გიპასუხე უკვე.

  6. ოოო…ვიწრო მენჯიი…დამიდგინეს პირველი ხარისხის სივიწროვე და საშკა 3.850 იყოოოოო.კინაგამ გავგიჟდიიიიი….მართლა კოშმარი იყო… მერე გაუტკივარება გავიკეტე, მაგრამ უარსი მოყვა..ეხ.. თურმე ლიდოკაინზე ალერგიული ვარ და ეგრევე ორი დიმედროლი დამარჭეს.. ნუ მოკლეთ ეს იყო მარაზმი, ერთს ვიხვეწებოდი ბავშვი გადამირჩინეთთქო…ქეთ მოგწერე პასუხი და მერე აღარ მიმიღია

  7. ამას ძალიან პატარა მენჯი ჰქონდა და ბავშვი 3,8 იყო. ძალიან დიდ ხმაზე კიოდა.

  8. შენ პოსტს რომ ვუყურებდი, ჩემი მშობიარობა გამახსენდა :))))თუმცა არც ეგეთი საშინელებათა ჟანრის იყო :)))))http://sophyasophya.blogspot.com/2009/06/blog-post.html

  9. კი აქ ვარ. ძალიან ადვილია ფორუმზე დარეგისტრირება. http://www.forum.ge. აგერ ბლოგში არის ჩემი მეილი მითითებული, ხოდა გამომიგზავნე რამე და გიპასუხებ ყველაფერს.

  10. და კიდე იქნებ შენი სკაიპი მითხრა?:)))მადლობა წინასწარ

  11. აქ ხარ? გამიხარდა. არა ქმარი არა, და ორი შვილი კი.)) ის ვიზეც ვცერ ხოლმე ჩემი ქმრის მერე იყო და ამიტომაც….ნუ ლაითად რომ ვთქვათ ვჩედავ ხოლმე))იქ მეორე ბლოგზე წერია ყველაფერი და იცი რა მინდოდა მეკითხა.ფორუმზე ბევრად უფრო მარტივია ყველასთან კონტაქტი და სად /რომელზე და როგორ დავრეგისტრირდე? არა ნუ როგორ მაგას კი მივხვდები)))

  12. ვაიმე, მართლა ვიტირე. ჩემი ორივე მშობიარობა გამახსენდა))) ისე ვტიროდი პირველზე, მეგონა ყველა ექიმს ვეკიდე…..მტკიოდა არანორმალურად, მაგრამ პაცაცუნა ვარდისფერი ენენე რომ დამაცვინეს გულზე ეგრევე დამავიწყდა ყველაფერიიიიიიი

  13. დიდი მადლობა თომუშკა. :)ჩემს ყურებასაც არ ჰქვია ყურება, ვერ გავძელი.

  14. ნამდვილად გიხდება თეტრი ხალათი.მშობიარობას არ ვუყურე, იმიტომ რომ მაზოხისტი არ ვარ 😀

  15. @ mr.picasso – აუ არ თქვა რა. მართლა საღოლ მე. @ ნატოშა – გოგო, ხო, მაგრამ რავიცი, ძალიან ვნერვიულობდი. მართლა ძალიან!!!მაგრამ მართლა ძალიან მაგარია. აუ ეს ვიდეო ნახე???გავჭედე. მთელი 2 დღეა იუთუბზე მშობიარობების ვიდეოებს ვუყურებ.

  16. უუ.. მე მიყვარს მშობიარობის ყურება >.< ძალიან მაგარია, მითუმეტეს დაბლა რომ ჩამოდის ბავშვის თავი და შეჭრა–გამოჭრა თავის აი…უუუ.. მაგარია ძალიან. პირველად რომ ვნახე ლამის ცრემლები წამომივიდა აღფრთოვანებისგან.ერთადერთი ჩაჭრის ყურება არ შემიძლია, თორემ დანარჩენი ძალიან მაგარია..და რა გაგიკვირდა იმ ექიმების ) იცი რამდენს ხედავენ მასეთ მშობიარეს? 🙂 შენ სამსახურში რომ ზიხარ არ ფიქრობ იმაზე რა ჭამო და ფეხს ფეხზე არ იდებ? 🙂 რეალურად, მშობიარობის დროს ყველა ქალს სტკივა და ყველა ქალი ტირის. მართლა რამე სახიფათო და საშიში რომ ყოფილიყო, ასე წყნარად ნამდვილად არ ისხდებოდნენ ))

  17. აააააააა ამის წაკითხვას როგორ გავუძელი. ისე როგორ შეძელი მშობიარობის ყურება ყოჩაღ შენ. გიხდება თეთრი ხალათი. საწყალი ბავშვი როგორაა .

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s