alone at home

ესეც ასე…

უკვე ორშაბათიდან მოყოლებული მარტო ვარ.
მთელი ოჯახი წასულია დასასვენებლად.
ხოდა დავრჩი მარტო.
მარტო ყველაფერთან, რასაც ყოველდღე ვუყურებ ისედაც და ვეხები.
ვეხები, როგორც ფიზიკურად, ასევე მორალურად, სენსორულად.
ტანთ წითელი ადიდასის შარვალი მაცვია, გრძელმკლავებიანი სვიტრი 8 წლიანი გამოყენებით, რომელსაც დროთა განმავლობაში მკლავები კიდევ უფრო დაუგრძელდა.
ღამით კი თბილი საბანი და ზემოდან პლედი მახურავს (ანუ “ადიალა” ).
ახლა კი გავედი და “დუტი”–ს ჟილეტი ჩავიცვი.
სამსახურში ხალხს ვეხვეწები კონდიციონერს ჩაუწიეთმეთქი.
მცივა უკიდეგანოდ…
სიცივეა რა…
ზოგადად…
სანამ ოჯახისგან ვისვენებ, ….
კიარადა შეიძლება ოჯახი ისვენებს ჩემგან.
ხოდა სანამ, მანამ და მანამ, სანამ ერთმანეთისგან ვისვენებთ, საჭმელი დაობდა გინდ მაცივარში და გინდ მის გარეთ.
მეზარება ჭამა.
საერთოდ აღარ ვჭამ.
ა, ნუ თუ არ ჩავთვლით სამსახურში წახემსებას..
სხვა მხრივ კი მთელი ივლისი რამდენიმე გარგარსა და ხაჭაპურის ნაჭერს ვჭამდი.
მთელი დღის განმავლობაში.
დროთა განმავლობაში საჭმელი საერთდ შემზიზღდა.
სამსახურში ძველმა თანამშრომლებმა რომ მნახეს ერთთვიანი პაუზის შემდეგ, ყველამ სათითაოდ აღნიშნა ჩემი სიგამხდრე.
მკიდია რა.
აღარ ვჭამ.
სულ კუჭი მტკივა.
ნაჭამი ვარ თუ უჭმელი – სულ მტკივა.
დედაჩემის ჩამოსვლას ველოდები, რომ ექიმთან გამომყვეს.
ძალიან ხშირად შეტევები მაქვს ხოლმე.
ვიღაცამ ისიც კი მითხრა, ვაიმე მუცელი რა ჩავარდნილი გაქვსო.
აღარ მშია. და არ მინდა, რომ ვჭამდე.
მაგრამ ზოგჯერ გულის წასვლის მოახლოებას რომ ვგრძნობ, მაშინ იძულებული ვარ რამე მივირთვა.
და ამ დროს ნერვები მეშლება. ხომ შეიძლება არ იყოს ჭამა აუცილებელი???
ისედაც ამდენი რაღაც არის აუცილებელი და ბუნებრივი მოთხოვნილება???
და ეს ჭამა რა გახდა.
არადა ვიცი რაც არის თავი იმისა, თუ რატომ შემძულდა საჭმელი.
მაგრამ არ მინდა რა.
მღლის და მეზიზღება ყველა ის პროცედურა, რაც ჭამასთან არის დაკავშირებული.
შეძენიდან დაწყებული მოშორებით დასრულებული.
კიარადა… ანუ…
ბაზრიდან დაწყებული საჭირო ოთახით დასრულებული.
მეზიზღება.
საბოლოოდ დავკარგე მარცხენა ხელის არათითსა და ნეკაში მგრძნობელობა. ნეკაში – განსაკუთრებით. ადრე ვწერდი კიდევაც, ნოემბერში, გაბუჟებული მაქვს ეს ორი თითიმეთქი. ხოდა ახლაც ისევ ისე მაქვს. აღარ ვიცი რა მოვუხერხო. რა ვქნა, რაც არის, ეგ არის. იყოს. ის გამახსენდა ანჯელინა ჯოლი და ანუ მისის სმიტი რომ ეუბნება ბრედ პიტს ანუ მისტერ სმიტს ამ სამ თითში საერთოდ არ მაქვს მგრძნობელობაო. ხოდა მე ეგრე ვარ. მკიდია რა.
წასულები არ იყვნენ, იმავე დღეს კომპიუტერთან ჯდომისას იქითა ოთახის აივნის კარი ღია იყო, ჩემთან უცბად ფანჯარა გააღო ქარმა, ორპირი დადგა. ფანჯრის რაფაზე კი 3 ლიტრიან ქილაში ღოღნაშოს მურაბა იყო. ხოდა ფანჯარამ ამ ქილას გაარტყა და ისიც იატაკზე დავარდა და გატყდა. მთელი მურაბა დაისხა, საშინელება იყო რა. მთელი დღე იმას ვწმინდავდი მერე. მურაბიან ნამსხვრევებზე თითები გავიჭერი 6–7 ადგილას. მოკლედ რა…..
ახლა ვარ ასე. დებილურად.
საშინელ ხასიათზე.
+ უჭმელი.
+უძინარი.
საშინელ ხასიათზე ვარ ეს ზაფხული.
უსაშინლესი ზაფხული მაქვს.
და საერთოდ, რაც უფრო ძლიერ ვცდილობდი, 2009 წელი კარგი ყოფილიყო და საკუთარ თავსაც კი მივეცი პირობა, არ ვიტირებმეთქი, იმის ასჯერ საპირისპირო მოხდა. ხალხმა იმედები გამიცრუა და გული ძალიან მატკინა. დღეს სამსახურში რამდენჯერმე ცრემლი ყელზე მომადგა, მაგრამ უკანვე ჩავყლაპე. არადა ზოგჯერ როგორ მიჭირს ხოლმე ტირილის შეკავება. ძალიან. ჯერ კიდევ ჩარჩენილი ვარ იმ გულისტკივილში. და საერთოდ ეჭვი მეპარება, ოდესმე თუ ამოვალ ამ მორევიდან.
მკიდია უკვე საკუთრი თავი. რაც მომივა, ის მომივიდეს.
მკიდია ჯანმრთელობა. თუ რამე მჭირს კუჭზე, დაე მჭირდეს.
ასეთი ვიჯექი ზუგდიდამდე არადა. ახლა 3 ამდენი მაცვია.
Advertisements

11 thoughts on “alone at home

  1. რაც არ უნდა სასაცილო იყოს მეც სულ სხვას ვამშვიდებ და თვითონ… კარგი რა. ვინც გამოგყვება ის დაიმახსოვრებს. If you want me can:)))

  2. @ mr.picasso – აუ ხო, მეც უკვე ნერვები მეშლება ამ კუჭის ტკივილებზე. არადა საჭმლის დანახვა აღარ მინდა უკვე. @ Chaotic – რავი, ქრის, არ მინდება რა. @TakOsHkAoOo – ხო, ვცდილობ პოზიტივი შემოვუშვა ჩემში. კი, ვცდილობ, ვცდილობ. @ Sophie Golden – აი შენ წარმოიდგინე, ეს კომენტარი რომ ვნახე, ისეთი სითბო ვიგრძენი შენგან, რომ რა გითხრა აბა… :ლავ: ჰაგ:@Nato – ცვეტში შენ ჩემი მეორე ექიმი ხარ. არა, არ ვყოფილვარ,ვარ ასე. @ნასტასია – ხშირად მეეჭვება, რომ ამხელა მზე ჩემთვის ამოდის. @ნათია – ვიცი რომ გიყვარვარ, მართლა ვიცი. რაც ეს 4 წელი არ გიყვარდი, ახლა გიყვარვარ. და მართლა ვიაროთ ერთად. საჭიროა ჩემთვის. ნაკლებს ვფიქრობ ცუდზე. @ანუკ – მადლობა ან. აუ ხო, ეგ ისეთი მომენტია უკვე. მაცივარი ჩვენი არსობისა :D@ Roisin – მე ზუსტად ის ადამიანი ვარ, ვიყავი და მუდამ ვიქნები, ვინც გამუდმებით სხვას ამშვიდებს და ამ დროს თვითონ ცუდად არის. ხო, რავიცი. მე ისეთი დებილი ვარ, რომ ექიმი რასაც მეტყვის, ვრ დავიმახსოვრებ.

  3. ქეთ?ეს შენ ხარ?შენ,რომელიც ყველას ამხნევებს?გადახედე შენს საკუთარ კომენტარს ჩემს მტირალა პოსტებზე..უნდა გაძლიერდე. მესმის რა ცუდია, მაგრამ, შენი ცუდათყოფნით ბევრს ავნებ და დედა არაა საჭირო იმისთვის, რომ ჯანმრთელობას მიხედო.მარტოც შეგიძლია წახვიდე ექიმთან, მეგობარი გაიყოლო..აბა იმან რა ვთქვათ ვინც საერთოდ მაუდმივად მარტო ვცხოვრობთ.დედას ხომ არ ელოდები, როცა ვინმე მოგწონს – დასტური, რომ მოგცეს?მიხედე, კიდევ გამოგადგება შენი თავი და შორს დეპრესია!!!(მე ვის რას ვეუბნები:჻D))

  4. მეც მიყვარხარ.და არ არის საჭირო ყოველ დღე, ერთი წელი ტრაგედიას იქმნიდე.ისე.მმ. აი ცხოვრებაში ერთერთი ყველზე დიდი სურვილი, ჩემი არის ის, რომ არ მშივდებოდეს. :)მე დილით ვიღვიძებ თუარა მაცივრისკენ მივდივარ და სუუუულ რაღაც გემრიელობებს ვეძებ 🙂

  5. ket me rom miyvarxar cotaa? chemnairi kidev milionia shens garshemo, mec uchmeli var bavshobidan magram chemi megogrebis siyvaruli masuldgmulebs da shokoladi… ket viarot ertad… me minda kargad iyo…ar mogcem uplebas tavi daiavadmyopo!!!gnatia

  6. yovel dge amxela mze amodis Seni gulisTvis da savaraudod imden adamians emniSvnelovanebi,ro izulebuli xar Tavs gaufrtxilde da kargad iyo…:)))))))))egre jdoma mosacyenia da guliani gadaxarxareba jobia(piradi praqtikidan)…

  7. ხან და ხან მიჩნდება სურვილი რომ გცემო.. აი, პატარა, არადამჯერ ბავშვებს რომ ტყიპავენ, მუხლზე გადადებულებს…ჩამოვა თუ არა დედა, წადი ექიმთან. ნევროპათოლოგთან იყავი თითების ამბავზე?ჭამე, ჭამე.. ისედაც ყველაფერს პესიმისტურად უყურებ და ანორექსია გაკლია, სრული სურათისთვის.. მოკლედ.. ) ნუ მაბრაზებ )

  8. უნდა მიხედო თავს :(პოსტს რომ ვკითხულობდი, გული დამწყდა რაღაცნაირად; მომინდა რამენაირად დამემშვიდებინე, მაგრამ მე ვინ ვარ რო… იგრძენი თითები რა! If u know what I mean :hugs:

  9. მარტო სახლში – მარტო საკუთარ თავთან…ხო ძნელია.. თითქოს უფრო მეტს ფიქრობ… მარტო რომ არ ხარ გადაგაქვს ყურადღება სხვა რამეზე… და საფიქრელად შეიძლება ითქვას ღამე გრჩება…ჭამა მეც მავიწყდება… დილიდან საღამომდე ზოგჯერ გვიანობამდეც მეც მასე ვარ.. მაცივრის კარის გამოღებაც კი მეზარება ხოლმე… )) მაგრამ არ უნდა მოეშვა :)) პირიქით უნდა გაძლიერდე და უფრო მეტი პოზიტივი :*:*:*

  10. :sავნერვიულდი…მასე შეიძლება eating disorder აიკიდო.თავს გაუფრთხილდი.

  11. ჭამის აუცილებლობაში მეც ხშირედ ვეჭვდები აი მაგალითად ეხა ღამის სამი საათია და მხოლოდ ეხლაღა გამახსენდა რომ მთელი დღე ყავა მაქვს მხოლოდ დალეული. ისე მიდი ექიმთან არ მომწონს ეს თაბრუს ხვევები….

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s