არც კი ვიცი საიდან დავიწყო მოყოლა.
მოკლედ რამდენიმე კვირაა, ჩემი უსაყვარლესი ჯგუფელი ნათია ცდილობს “შემაბას” მარიამობაზე ყაზბეგში წასვლასთან დაკავშირებით. მე ფეხს ვითრევდი იმიტომ, რომ ვფიქრობდი ძლივს 3 დღე დასვენება გადაება და ბათუმში წავალ და იქიდან მე და დედაჩემი ერთად ჩამოვალთმეთქი. მაგრამ საოცრად დამეზარა ბილეთზე სირბილი, ასე რომ ისევ ნათიას მივადექი და თანახმა ვარ, პირველად ჯგუფელებთან ერთად მოვდივარმეთქი.
9–ზე რომ უნდა ვყოფილიყავით მშობლიურ ტექნიკურ უნივერსიტეტთან, თქვენმა მონა–მორჩილმა რათქმაუნდა დაიგვიანა. 9 საათზე მე ჯერ კიდევ აბაზანაში ვიყავი. არადა რა კარგად და როგორი ნაზი ხმით გამაღვიძა ნათიამ დარეკვით:”გაიღვიძე, ქეთ.”. 9 საათიდან ნათიამ უკვე ისტერიული რეკვები დაიწყო. როგორც აღმოჩნდა ყველა მისული იყო ჩემს გარდა. ლამის გამლახეს. 10-ის ნახევარი იყო თურმე უკვე.
სამარშრუტო ტაქსი იყო არაჩვეულებრივი, სუფთა და კომპაქტური. მძღოლიც არაჩვეულებრივი, ნათიამ მითხრა იქაურია და გზა იცის ძალიან კარგადო. ძალიან მოვიხიბლე ტრანსპორტის სისუფთავით თუ კომფორტულობით. წავედით 9 ადამიანი. აქედან 8 ჯგუფელი.
სურათების და ვიდეობის დადება უკიდეგანოდ მეზარება.
და იმედია არ გეწყინებათ.
შეგიძლიათ ჩემი Facebook–ი აითვისოთ და იქ ნახოთ.
ხო, თან ვიდეოებიც ავტვირთე, სადაც ნათლად ჩანს, რა სასტიკ მდგომარეობაში ვარ საშინლად დაქანებულ ბილიკზე ჩამოსვლისას.
ამას დამატებული ისტერიკაში ჩავარდნა და სიცილი.
ნუ ეს სიცილი უკვე აღარავისთვის არაა სიახლე.
დიდი ხანია ეს მახასიათებს და იმდენად დიდი ხანი, რომ ხალხს უკვე აღარ აქვს ამაზე რეაქცია.
ყაზბეგი – ეს არის ულამაზესი მხარე. ვტკბებოდ მისი სილამაზით და ვფიქრობდი, ღმერთო, ცოტა ხნით მაცხოვრე აქმეთქი. რაც ყველაზე ძალიან მიყვარს, აქ არის მაინც.
სიმშვიდე…
მშვიდი ხალხი…
მთა…
მზე…
მოხევური ხინკალი…
თავგადასავლები…
სუფთა ჰაერი…
აქეთობისას გუდაურში გავჩერდით და უუუუუუუუუუუგემრიელესი მოხევური ხინკალი მივირთვით. ნუ ეს იყო რაღაც სასწაულად გემრიელი. თბილისში ეგეთი არც მიჭამია. თბილისში გაკეთებულისგან განსხვავებით აქვს ცოტა წვენი და არის პატარა. მაგრამ ვაიმეეეე… თუ ნამდვილი ხინკლის გემო გინდათ იგრძნოთ, აუცილებლად ერთხელ მაინც წადით გუდაურში მდებარე რესტორან “გაგიეთ”–ში. დამერწმუნეთ, არ ინანებთ.
რომ კვდებოდეთ, ფეხები რომ გეკვეთებოდეთ, აუცილებლად ადით გერგეთზე. დამიჯერეთ ხანგრძლივი გზა და რთულად ასასვლელ–ჩამოსასვლელი ბილიკი არაფრად მოგეჩვენებათ, როდესაც ქვეყნის ერთ–ერთ ყველაზე მაღალ ადგილზე დაადგამთ ფეხს.

ჯერ კიდევ იქაურ ემოციებში ვარ.
და იმდენად ვარ, რომ ძალიან მიჭირს იმ დიდ სიყვარულის აღწერა, რასაც ხევის მიმართ ვგრძნობ.
ეს არის ულამაზესი მხარე.
კიდევ ერთხელ მივხვდი, რომ თბილისზე უკეთესი ადგილები არსებობს მშვიდად ყოფნისთვის.
ესეც მე, სასწაულად დაღლილი.

აი ასეთი მინდა იყო 😦
საოცრებაა.
მართლაც ულამაზესია ეს მხარე! შეუძლებელია, არ მოიხიბლო… 🙂
გილოცავ, აწი რაღა მოგკლავს 😀
ki cventanaa isev me mirekavs xolme :0
@ Tomushka – რომ ჩამოხვალ, ადი.ძალიან მოგეწონება. @Anonymous – აზრზე არ ვარ. ეგ თუ კიდევ ჯგუფელია. არვიცი. წესიერად არ მინახავს.:D
da gelovani rato vitoom?
აუ რა მაგარიაააამეც მინდა მეცაააა!
@mr.picasso – ვაიმე, შენ საიდან იცნობ მაგას??? :dარა, არ ყოფილა. @ Natalia – აუცილებლად ადი, აუცილებლად. სულ სხვა ჩამოხვალ იქიდან.
ყველა ადამიანი, ვინც გერგეთზე ავა, აღფრთოვანებული და შეყვარებული ბრუნდება.. და მე ყველასი მშურს :)) როცა წავალ, აუცილებლად ცალკე პოსტს მივუძღვნი 🙂
ქეთ გიგა გელოვანი არ გყავდათ ჯგუფელებს წაყვანილი უმისოდ მოიწყენდით 😀 😀 😀
საზიზღარო. აუ ისე დაფიქრდი შენ მაგ საკითხზე. გალდავა მაკლია ახლა იქ ზუსტად. 😀
დიდი სიამოვნებით მაგრამ გალდავაც წამოიყვანე რომ გათრიოს ზურგით , ან ივარჯიშე თორემ მალე პატკეტზეც ვეღარ ივლი დახმარების გარეშე…. :))))))
აუ არადა. წავიდეთ მართლა შენთან…ვიაროთ ხოლმე…კარგად ვიქნებით. ბოთე…
ხო და შენი ”უსაყვარლესი” მე გეუბნები რომ წადიიიიიიი… წადი ყაზბეგში, გითმობ ჩემს სახლს, ეზოს, ჩემს წილ ჰაერს, ჩემს წილ სიმშვიდეს… თუ მოგბეზრდება გუდაურშიც მაქვს სახლი… მერე იქ წადი და დაისვენე და ადამიანი ჩამოდი დედათბილისში… 🙂 მიყვარხარ კენტა…. 🙂
პირველად ვიყავი და მართლა უმაგრესი ადგილია თურმე. აწი ხშირად უნდა ვიარო.
eh yazbegi rom miyvars….