upcoming wedding

ხვალ ჩემი ბიძაშვილის ქორწილია. ეს ამბავი ისე მოულოდნელად დაგვაცხრა ოჯახს რამდენიმე კვირის წინ თავს, რომ “აგლანუტსა ნი უსპელი”. ჯერ ბიძაჩემი გადმოვიდა ჩვენთან და გვითხრა ეს ამბავი, მეორე დღეს კი თავად ვაჟბატონი გვეახლა. მე სამსახურიდან დადებილებული მივედი სახლში, მან კი თავისი გაბრწყინებული თვალები შემომაგება და მითხრა – “შენ ცეკვა არ იცი??? მაშინ უნდა იარო.” ნუ ჩემი ძმა დადიოდა ბავშვობაში, გერმანიაშიც იყო წასული მაგ ამბით, მაგრამ მე მეორე კლასში ანუ 7 წლის ასაკში დავდიოდი 2 თვით მგონი. მერე მამაჩემმა ჩემი მადლი მოისხა, გამომიყვანა და ინგლისურზე შემიყვანა. რათქმაუნდა ჩემს სიახარულს საზღვარი არ ჰქონდა.

რაღაცნაირად” დავიარები. არა, იმას არ ვამბობ, რომ ვაიმე, ჯერ რა დროსი იყო და სად ეჩქარებოდა, ჩემზე 10 წლით უფროსია და პრინციპში დროული იყო, კიარადა აშკარად დროულია. . მაგრამ არვიცი, მე ვარ რაღაც უცნაურად. ყველა გათხოვდა და დაქორწინდა. ერთი ჩემი დეიდაშვილი დარჩა მგონი და მე. ნუ 21 წლისაა და ჯერ ეგეთებზე არ ფიქრობს. მაგრამ მეტი სამეგობროში, კოლეგებში ყველა გათხოვილია. და მეც შემიძლია საათობით ვითმინო, როდესაც რომელიმე თანამშრომელი გოგო ქმარს ურეკავს 2 საათში 10–ჯერ შეკითხვით – “რას შვრები???”. და მერე გამოკითხვები, წაიყვანა თუ არა ბავშვი ბაღში, გამოუვლის თუ არა დღეს სამსახურის მერე და მისთანები.
ამას წინათ ქუჩაში მივდიოდი და რაღაც აზრები მიტრიალებდა თავში რაღაც ჩანახატის გაკეთებისა. დავწერ კიდევაც. საერთოდ ქუჩაში სიარული ბევრ აზრსა თუ იდეას მიღვივებს, ფანტაზიას მიგვიძებს, რაღაც წარმოდგენებს ვაკეთებ ხოლმე გონებაში. და მერე გული მწყდება, რომ კომპიუტერის წინ აზრების ჩამოყალიბება მიჭირს. არადა ქუჩაში სიარულისას აზრების ჩამწერი დიქტოფონი არ არსებობს. მაგრამ მაინც დავწერ, რადგან ამ ჩანახატს არ მივეცი გაქრობის საშუალება.
არ მინდა ქორწილში წასვლა. რომ არ ვისაუბროთ ზოგადად ქართული ქორწილის ღრმა სიძულვილზე, არ მინდა ტაშ–ფანდური და დიდი რაოდენობით ხელოვნური ღიმილი და სიცილი. მუდმივად ეგ როლი – ვეღარ ვიტან. ღიმილი იმისთვის, რომ სხვის განწყობას ავუბა მხარი. მაშინ როცა არავინ ტირის, რომ ჩემს განწყობას აუბას მხარი.
დედაჩემს ვუთხარი ვითომ გაციებული ვარ სიცხე მაქვსმეთქი, მაგრამ ნერვებს ნუ მიშლიო.
მოკლედ მივდივარ ხვალ ქორწილში, იმედია არ მოვკვდები.
Advertisements

13 thoughts on “upcoming wedding

  1. ხო, სამწუხაროდ მაგას ვერ გაექცევი. :|ეგ ხალხია ეგეთი დაუნდობელი და ცხოვრება… 😐

  2. @xissunianisaxli – აუ ეგ არის კოშმარი რა. @ Roisin – ეგ როდის მოხდა???@ Sophie Golden – დიდი სიამოვნებით გაგიცვლიდი ადგილს 😀 I had already. 🙂

  3. მე სიამოვნებით წავიდოდი ქორწილში ახლა, დაჟე ქართულ სუფრაზე, საჭმელები რომ ერთმანეთზე აწყვია და თამადა ყველას ყელში ასხამს ღვინოს :DHAVE FUN!!!

  4. eh((( თანამშრომლების ამბავი მესმის და კიდე ისა, ის გავიგე როგორ იყავი Mr.M-ის ამბავში, ანუ ნაბიჯ ნაბიჯ მოგყევი))იგივე გამოვიარე

  5. კარგად გაერთე იცოდე! ქორცილები არც ისე ხშირია დღევანდლე დღეს!

  6. @ Anuschka – აუ ცვეტში რა :D@vasasi – აუ ისე მაღიზიანებს, რომ რავიცი რა.

  7. ჰეჰ..ჩემი ბიძაშვილის ქორწილი რომ იყო, ერთი სული მქონდა, როდის გადავაგორებდი.. :))ნუ ამტყუნებ შენს ქმრიან თანამშრომლებს..მე ჯერ ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ალბათ, ჩემს ქმარს ეჭვიანობით სისხლს გავუშრობ.. :დ

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s