შენი და გააუპატიურეს და 8–ჯერ მძიმე ჭრილობა მიაყენეს დანით, მკვლელმა იქვე მდინარის ნაპირას სრულიად დასახიჩრებული დააგდო, მისი ქმარი კი – ქმრისავე მეგობარმა არ დაინდო, როდესაც ორივე მთვრალები გამოვიდნენ ბარიდან. საერთო ნამდვილად გაქვთ. ორივეს საყვარელი ადამიანი მოგიკლეს, თქვენ კი ერთმანეთს მაშინ ეცნობით, როდესაც ერთსა და იმავე ადგილას დადიხართ… დახმარების ცენტრი და სასამართლო… საერთო სხვა რამეც გაქვთ… ცდილობთ ამ მძიმე ტრავმას გაუმკლავდეთ, ამას კი ერთად უფრო ადვილად ახერხებთ. მართალიცაა. შენი დისშვილი შენს დას ჰგავს, დედაშენი – კი თავისებურად ცდილობს ეს ყველაფერი გადახარშოს. ხშირად იღიმის, ან უბრალოდ ხშირად ცდილობს გაიღიმოს. შენ ეს უფრო ძნელად გამოგდის. ის კი თავისი ქმრის სასამრთლოებზე დადის და ამასთანავე ქორწილების ორგანიზატორია. თან შვილი ჰყავს, რომელიც ყრუ–მუნჯია. და რთული და ემოციურიც.
ტირილი ორივეს ხშირად გინდებათ, თუმცა თავს ორივე ძალას ატანთ. პირველი იმას უნდება შენთან ყოფნა, თუ შენ, მაგას დიდად არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია ერთად ხართ. მაგრამ მისი ყრუ–მუნჯი შვილი მნიშვნელოვანი ფაქტორია.
9/10
vasasi – უყურე მართლა, კარგია. შაგრატ – ხო, ძალიან.
magari kinoa
რა არის ეს, თვით მეც კი ხერხემალი ამიცახცახდა.. 😐
ძალიან კარგი კინოა, მომეწონა.
wtf? hmm vaa