"ვუიდედა" პოსტი

დღეს ვფიქრობდი ზუსტად ამაზე.

რამდენიმე დღეა დავრეგისტრირდი http://www.blogroll.ge–ზე…
კიარადა სადღაც 10 დღეა უკვე…
ხოდა სანამ, მანამ და მანამ, სანამ დარეგისტრირებულთა 99% აქებს და ადიდებს ამ საიტს თავ–თავიანთ ბლოგებშში, მე ვიტყოდი , რომ…
კიარადა…
მეც ვაქებ და ვადიდებ…
მეც ველოდებოდი მის გამოჩენას, ცივილიზაცია შემოიტანა ბლოგ–სამყაროში და ამაზე დავა ამაოა. ეს აშკარად ასეა. და ა. შ. და ა. შ.
უბრალოდ უცბად რაღაც საოცრად შემეშინდა…
წარმოვიდგინე, ადრე თუ იყო 10-16 წყვილი თვალი შემოპარული ჩემს ბლოგში, ახლა არის 20-30 წყვილი… ვინმემ ორი აგური მომაწოდეთ.
თან თუ გავითვალისწინებთ, რომ მე მინდა–არმინდა ცნობილი ვარ, როგორც ბლოგერი, რომელიც ძალიან გულახდილად წერს, მაშინ ბარემ 4 აგურს უნდა მაწოდებდეთ.
კიარადა ეს სმაილი>>>>>
ეგ კიარადა…
წინა პოსტს რომ ვწერდი, საერთოდ ერთი სიტყვა არ მქონდა დაწერილი და შემთხვევით publish post–ზე დამეჭირა. ანუ გამოვიდა ის, რომ სათაურითა და ცარიელი პოსტით გამოქვეყნდა. რაღაც სირცხვილის გრძნობა დამეუფლა. და მითუმეტეს რა დამემართება როდესაც პირადულ საკითხზე მომინდება პოსტის დაწერა. კიდევ 3–იც დაამატეთ.
მე მაინც ყველანაირ სიახლეს შიშით ვუყურებ, ხოდა ისა…
კიარადა…
ვიტყვი იმას, რომ მე არ შევიცვლები და არც ჩემი პოსტები გახდება პიზძეცინტელექტუალური… არც იმაზე ვიფიქრებ ბევრი პლუსი როგორ დააგროვოს რომელიმე ჩემმა პოსტმა. არც მე გავხდები კომენტარებისა თუ ვიზიტორების ხამკა. I’ve never been… ისევ ისე იქნება ყველაფერი. ისევ ისე დაიწერება ჩემი დაბნეული, online აზრები… ისევ აქ წერისას გამეხნება მუზები და არა ვორდის ფაილში დამუშავებულ–რედაქტირებული… ისევ იქნება უამრავი “ეს კიარადა ეს ვიგულისხმე” ტიპის წინადადებები იმიტომ, რომ ისევ წერის მომენტში მივხვდები, რომ რაღაც ვერ გამოვხატე სათანადოდ. იგივე დარჩება ყველაფერი…
მე მაინც გუგლ–რიდერის ერთგული ვიქნები. რადგან ვის ბლოგებშიც შევდივარ, ისინი ძირითადად გუგლ–რიდერით მოიძებნებიან ჩემს მიერ და არა blogroll.ge–ის საშუალებით.
ხო, რავიცი… მგონი ყველაფერი დავწერე… თან ეს blogroll.ge მხოლოდ ახალ პოსტებზე აკეთებს აქცენტს და გუგლი კი – ყველაზე. მიყვარს 2,3,4,10, 20, 30 დღის წინ დაწერილი პოსტების კითხვა, როცა ყველას უკვე გაკეთებული აქვს კომენტარი და მე ბოლო შევდივარ… სიმშვიდეა ხოლმე იმ მომენტში იმ კონკრეტულ პოსტთან…
არ ვითხოვ შექებას და შესაბამისად კრიტიკითაც ნუ შეიწუხებთ თავს. უბრალოდ რასაც ვიგრძნობ, იმას დავწერ.. ჩემს ემოციებსა და სიღრმეებს… კიდევ მინდოდა რაღაცის თქმა, მაგრამ დაიკიდეთ. ვერ ვწერ, რადგან წინადადება ვერ დავაწყვე გრამატიკულად და შინაარსობრივად.
Advertisements

10 thoughts on “"ვუიდედა" პოსტი

  1. mary – გოგო, ადრე ყვავამ მომცა შენიშვნა, რა არის ეს "კიარადა"–ებიო.. არადა, დედას ვფიცავარ, მართლა არ ვწერ განგებ. ეგრე ხდება ხოლმე. ცუდი მართლა არ არის, მაგრამ არვიცი რა გირჩიო. მე დავრეგისტრირდი და მგონი კარგი რაღაცაა.ნან – მადლობა 🙂 😀 :Dvasasi – ხო, ეგ ძალიან კარგია. :)xissunianisaxli – ცვეტში 😀 😀 :DTomushka – ხო, იასნად, თუ რაღაც ისე არ იქნება, გამოვალ. უბრალოდ ჯერ შეშინებული ვარ თითქოს.

  2. tu mogbezrdeba 30 ckvili shemoparuli tavli ubralod gamoregistrirdi an iseti blogi gaxseni romelic 5 wkvili Tvalistvs iqneba mxolod gankutvnili 🙂

  3. იიისაა..მეც ახალი დარეგისტრირებული ვარ მაგ საიტზე და ვიზხიტორების რაოდენობამ საგრძნობლად იმატა..რა დასამალია და, მიხარია..მაგრამ რომ გითხრა მე დიდად ვეძებ იქ ბლოგებს, ასე არ არის.. ვიცი რამდენიმე ბლოგი და იმას ვკითხულობ, თუ ახალი და საინტერესო ვინმე გამოჩნდა, იმასაც გადავავლებ თვალს და თუ დამაინტერესა, ვიმატებ გარებიძაშვილებში.. :))

  4. აღარ დაუტოვოთ ახლა სხვას სათქმელი! ;D 😀 პოსტის ავტორს ვეთანხმები. პ.ს. აზრის გამოთქმაც დასწრებაზეა 😀 😀

  5. ამდენი კიარადები რა უბედურებაა ქეთევან, გადაეჩვიე :ყეს: ან დაიკიდე არ გადაეჩვიოებ ბლოგროლ ჯი რამე აუცილებელია? მეც ვქნა? თუ რა :ჩ

  6. ხო, ნამდვილად გეთანხმები. მთავარი ჩემთვის ბლოგია და არა მისი პიარი… ძალიან გაპიარებულ ბლოგებში იშვიატად შევდივარ, რადგან სოციოფობია მეუფლება ხოლმე. თითქოს მილიონი ადამიანია.

  7. ყველა აბზაცს ვერ დავაკოპირებ და ვერ ვიტყვი, გეთანხმები მეთქი :)) ზოგადად ვიტყვი – გეთანხმები და იგივე ემოციები მაქვს თითქმის ყველა საკითხზე. მაგრამ აი ბლოგზე ამის დაწერა დამეზარა, რაღაც თავის მართლებასავით გამოვიდოდა, თითქოს :))მოკლედ, დავრეგისტრირდი, და არ მინდა, ამან რამე გავლენა მოახდინოს ჩემზე. ჯერ მეახლება, და აქტიურად შევდივარ, მაგრამ შეიძლება მალე მომბეზრდეს კიდეც, მალე ძალიან იშვიათი სტუმარი გავხდე და ისე, "ბედის ანაბარა" მივუშვა ისევ ბლოგი:)) გავავრძელებ წერას, როგორც ვწერდი, თუნდაც 1 სიტყვიანი და თუნდაც ცარიელი პოსტების (ძირითადად ტილოების). და მაქსიმუმ რაც შეიძლება მოხდეს, მკითხველების ოდენობა შემემატოს. ან – არც. ამხელა სფეროში, შეიძლება ჩაიკარგოს ბლოგი, მით უმეტეს, როცა არც აქამდე ცდილობდი და არც ახლა ცდილობ მის გაპიარებას. ასე რომ იგივე ოდენობის და იგივე მკითხველები რომ დამრჩნენ, მაინც კმაყოფილი ვიქნები. მაინც ამას ვფიქრობ, რომ glavnoe ne kalichestvo, a kachestvo 😉 მე ვისაც მინდა, იმათ ვუზიარებ და გავუზიარებ ჩემს "ბოდვებს" ბლოგზე ყველანაირი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე. ასე რომ… და google reader-ს კი მეც ვერ მიცვლის ჯერ-ჯერობით ბლოგროლი, მიუხედავად რომ სიახლეა, და თითქოს ინტერესი გამოიწყვია ამ ეტაპზე ჩემში. google სულ სხვაა, ვერასოდეს ვუღალატებ 🙂

  8. ხო, ჯერ მეც დამუღამების პროცესში ვარ. და მეც ვიკიდებ აქტიურად.

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s