როგორ მოვიშოროთ მამაკაცი 10 წუთში ან ნაკლებში……

ჩემი მეთოდი…
და პრინციპში შემიძლია თამამად განვაცხადო, რომ ეს ის მეთოდია, რომლის წინაშეც მამაკაცი უძლურია. შეიძლება ყველა მამაკაცი არა, მაგრამ ის მამაკაცები უძლურები ყოფილან, ვისი მოშორებაც მდომებია. და თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ყველა ის მამაკაცი, ვისი მოშორებაც მდომებია, უპრობლემოდ ჩამოვიცილე გზიდან, მაშინ მართლაც რომ კარგი მეთოდია.

წუწუნი.
ვერც კი ვიტყვი…
კიარადა…
ვერც კი აღვწერ, თუ რაოდენ უკონკურენტო მეთოდია.
თქვენ, ძვირფასო მანდილოსნებო!
თუ თქვენ თავს გაბეზრებთ მამრობითი სქესის წარმომადგენელი, რომელიც არაფერს აკეთებს გარდა იმისა, რომ ბაქიბუქობს, ამპარტავნობს საკუთარი თავით თუ არარსებული ღირსებებით.
თავს გაბეზრებთ ყოვლად უინტერესო თემებზე საუბრით;
ზედმეტ ცნობისმოყვარეობას იჩენს თქვენ მიმართ;
ცდილობს თქვენს საქმეში დაუკითხავად ცხვირი ჩაყოს;
მოახდინოს იმის დემონსტრირება, თუ “რა მაგარი ტიპი არის”;
აგდებული დამოკიდებულება აქვს იმ ყველაფრის მიმართ, რაც საერთოდაც არ არის ასაგდები…
ყოველ ორ სიტყვაში ბილწყიტყვაობს;
არ გააჩნია იუმორის საღი გრძნობა;
და კიდევ ბევრი, ბევრი, ბევრი პუნქტი. (უარყოფით პუნქტებს რა დალევს 😀 )
და თქვენ ეს ნერვებს გიშლით…
მაშინ

იწუწუნეთ…
ყველაფერზე, რაზეც კი გაგიხარდებათ.
მზეა??? იწუწუნეთ, რომ თქვენ ცივი ამინდი გიყვართ.
წვიმაა??? იწუწუნეთ, რომ თქვენ მზე გიყვართ.
იწუწუნეთ, რომ დილაა. რომ ღამეა, რომ ზამთარია და გცივათ; რომ ზაფხულია და გცხელათ.
წუწუნი შესაძლებელია ულიმიტოდ, შეუზღუდავად.
მიზანი ხომ ისაა, რომ თავი შეაძულოთ მამაკაცს, რომელიც მარტივად რომ ვთქვათ, არ მოგწონთ. და რთულად რომ ვთქვათ, ნერვებს გიღრღნით.
თავი შეაძულოთ იმდენად, რომ საერთოდ აღარ მოუნდეს თქვენკენ გამოხედვა, არათუ ნებისმიერი სახის კონტაქტი.
ეს მამაკაცი შეიძლება იყოს ნებისმიერი მამაკაცი. აუცილებლად თაყვანისმცემელს არ ეხება.

 

P.S. არსებობს რამდენიმე მამაკაცი, რომელიც ჩემს ულიმიტო წუწუნსაც კი მოთმინებით ეკიდება და ეს მეთოდი საერთოდაც ვერ გამოიყენება მათ მოსაშორებლად, მაგრამ ეს მომენტი არ განმიხილავს. პრინციპში იმიტომ, რომ ასეთი მამაკაცის მოშორებაზე არ მიფიქრია.

Advertisements

11 thoughts on “როგორ მოვიშოროთ მამაკაცი 10 წუთში ან ნაკლებში……

  1. ketunaaa martlac rom gamartlebuli metodia :DD magram tu mainc ver ishoreb egaa mdzime shemtxveva :D:DP.S. koveltvis siamovnebit vkitxulob shens postebs :*:* iako

  2. @Morrissey – რავიცი რავიცი 😀 :D@ taa – მართლა???აუ ეგ უკვე შეუგნებელი ადამიანის მომენტია…კიარადა ჩერეზჩურ შეუგნებლის…

  3. ეხ ქეთუნამე ისეთი მოუშორებელი მყავდა 6 წლის მანძილზეწუწუნით კი არა ვერაფრით ვერ მომაშორეს 😦

  4. 😀 😀 iwuwunebt iwuwunebt, daiglebit da gacherdebit ra 😀 😀 gacherdebit da cotasnis mere imaze daiwyebt wuwuns, me ufro ratom miyvarxar da ratom xar egeti egoistio 😀 + sheidzleba sheginebac shinaur pontshi (esaa vgoneb is meore etapi romelsac keti gulisxmobda)

  5. 😀 😀 😀 😀 😀 😀 :Dხოოო, ზედმეტად აქტიურებთან უკვე უფრო ძნელია ხოლმე 😀

  6. ნატალია – ძალიან დიდი მადლობა ჩემი აფდეითი ასე ძალიან რომ გიხარია ხოლმე. არც კი ვიცი რა დაგიწერო, იმდენად ენა მივარდება ხოლმე მსგავს კომენტარებზე. ძალიან დიდი მადლობა. ხო სურათი მართლაც საოცრად ჩემია, მიუხედავად იმისა, რომ არც წითური ვარ და არც ხუჭუჭა. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ.

  7. ქეით, გამიხარდა შენი ბლოგი რომ დავინახე ჩემს აფდეითებში პირველ ადგილზე :)) და კიდევ, სულ მინდა გითხრა – შენი პროფილის ფოტო ისე შეგეფერება, ისე შენია და ისე ასოცირდება შენთან, რომ ამაზე მეტი არ არსებობს ალბათ. შეიძლება პოსტებიდან გამომდინარე, თუ არვიცი კიდევ რის გამო, პირადად არ გიცნობ და.. პ.ს იმდენი ვწერე, რომ ამ პოსტზე სათქმელი აღარ დამრჩა :))

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s