წინადადება, რომელმაც ამ წამს დამარტყა…

წინადადება…რომელმაც დამარტყა თავში ამ წამს…
ხოდა ახლა ვფიქრობ…
რომ ისა და ესა ვქნა…
კიარადა…
ახლა, როცა უფრო მეტს ვფიქრობ…
მით უფრო ვხვდები ყველაფერს…
და მას მერე, რაც მე ახლა მთვრალი ვარ…
ლუდით 😀
მაგრამ მაგას რა აზრი აქვს…
კიარადა მნიშვნელობა…
ხოდა ბარემ მთვრალი ვარ…
უ–აზრ–ო…
მკიდია…
საერთოდ…

დღეს თმები შევიჭერი…
კიარადა ეს რა შუაში იყო…

ისიც მკიდია, რომ აღარ შემიძლია უკვეეეეეეეეეეეე…
ისიც მკიდია, რომ საითაც არ უნდა გავიხედო, ყველგან ლანდია..
მისი…
პურის მოსატანად ვერ გავსულვარ…”პოპულში”…
მისი ძმაკაცი – სად დაიკარგეო…
სამსახურში ვერ მივსულვარ…მისი კარის მეზობელი მოდის რაღაც პირად საქმეზე და უყურებს ტაბელს, სადაც ჩემი ვინაობა წერია…
და ამის შემდეგ მეკითხება – შენ ქეთი არ ხარო?!
თუ კითხულობს, რაღას მეკითხება.
სამსახურის ჩეთში ვეღარ შევსულვარ… ვიცი იქაა…
სახლში ვეღარ ამოვსულვარ… “მარშუტკიდან” დედამისი და და ჩამოდიან…
მეგობრის facebook-ზე ვეღარ შევსულვარ, მისი სურათი დევს…

და მერე თემო, ჩემი ახლობელი თანამშრომელი მომწერს ჩეთში, რომ მე ფსიქოლოგი მჭირდება…
მერე პრანკსა მეტყვის, რომ “აუ შენ რაღაც ძალიან ღრმა დეპრესია გაქვს…”
და ყოველი ფრაზის მერე მეტყვის…
“არა
არა
არა
არა
არა
არა
მომისმინე…
ეგრე არ არის…
ისე არ არის, როგორც შენ აზროვნებ…
მომისმინე რა…
გთხოვ რა…
მე დაგეხმარები…
ესეც გაივლის…
დამიჯერე გაივლის…”
და მერე უფროსი სერიოზულ შენიშვნას მომცემს: ქეთი, ეგეთი სახით ნუ ზიხარ, გადამდებია. რა არის ეს”
და მერე ლექციაზე მისულს ნათია მეტყვის: აუუუუ, კარგი რა, ნუ ხარ ეგრე. სულ სიკვდილზე ნუ ფიქრობ”
და მერე სახლში მისულს დედაჩემი მეტყვის: შენმა თანამშრომლებმა იციან შენ სულ სახე რომ ჩამოგტირის და ხმას რომ არ იღებ???”

მე კიდევ კარგი მთვრალი ვარ…
ერთი კათხა ლუდი და ეგაა…
გულახდილობის პიკი…
“შტო უ ტრეზვავა ნა უმე, ტო უ პიანავა ნა იაზიკე”
რაც კი რამე შეიძლება რომ ვთქვა, აგერაა…
და არ დამაჯეროთ, რომ ფხიზელი და მთვრალი ადამიანი ერთმანეთისგან განსხვავებულია. 

და ამ ყველაფრით მე ორ სიტყვას ვეწინააღმდეგები…
და ეს ორი სიტყვაა: “მე მკიდია”
არაფერიც არ მკიდია…

ნუცას დაბადების დღეზე ვარ და ხალხი გიჟობს..
მაგრად ვერთობით.
მჭირდება გადართვა.

არ დამაჯეროთ, რომ სიმთვრალეში ადამიანები იცვლებიან.
არ დამაჯეროთ, რომ თუ ადამიანი კარგია სიფხიზლეში, ის სიმთვრალეში სიყვარულის ახსნას არ დაიწყებს.
არ მითხრათ, რომ თუ ადამიანი იდიოტია ცხოვრებაში, ის გამაბრუებლის მიღების შემდეგ სასიამოვნო გახდება.

ეს რა შუაში იყო ახლა…

უბრალოდ აქ ზოგს გართობა სხვანაირად ესმის…

და მოკალათებული ბარის დახლთან.
ლეპტოპის კლავიშები ეხებიან ანაზდად ჩემი 8 აქტიური თითის ბალიშებს…
2 ნეკას ვასვენებ.
დიჯეის მოვალეობას ვითავსებ.

ხო, კიდევ რაღაც, მაგრამ არვიცი.

რა შუაში იყო და ახლა ეს სიმღერა გამახსენდა…
კიარადა ტექსტი…

If you leave me now, you’ll take away the biggest part of me
If you leave me now, you’ll take away the very heart of me…

კიარადა ეს სიმღერა ყოველდღე უკვე….

Where is my love
Where is my love
Horses galloping
Bring him to me…

კიარადა…

გვიანია…

It’s too late…


Advertisements

13 thoughts on “წინადადება, რომელმაც ამ წამს დამარტყა…

  1. ხო, აი ზოგი ისეთ სასწაულ რაღაცას აკეთებდა, რომ რბილად რომ ვთქვა გამოვშტერდი.

  2. კიიიიიიი, ვგიჟდები მაგ ფილმზე და ეგ მომენტი მაგარია. კი, მივხვდი რაც იგულისხმე. 100%–ით მივხვდი :* :* :* :* :* :*მოიცა ჯერ ეშტონი გავიცნო…:D 😀 😀

  3. აუ, მეგონა რომ წაშლიდი.მართლა.:Dდა საერთოდ, ამ ისტორიას ვირტუალურად მივყვები და იცი, რისი სურვილი მიჩნდება ხოლმე? ფილმი გეცოდინება: Love Vegas. ეშტონი და კამერონ დიასი რომ მონაწილეობენ. იმ ფილმის ბოლოში, კამერონის დაქალი და ეშტონის ძმაკაცი რომ გაეჩითებიან ერთად კამერონის ყოფილ საქმროს, კარზე რომ დაუკაკუნებენ და ეს ტიპი რომ გააღებს, კამერონის დაქალი მაგარს რომ ამოარტყამს ფეხებშუა. :Dის Dude მოიკუნტება და "But WHY?"-ო, იკითხავს და ეს გოგო რომ მიუგდებს: "U know why!!!" და გაბრუნდება და წავა. აი, იმჰო,მაგის გაკეთება მინდება…. სოფის რომ დავესესხო, If u know what I mean 😉

  4. ნუ უსმენ ამდენს სხვებს, ნუ უყურებ და თუ შენ გინდა, ყველაფერი ზუსტად ისე იქნება, როგორც გინდა! If you know what I mean.Getting drunk is my hobby ;)) :love:

  5. @Chaotic – მიხვედი სახლში??? 😀 :D@ Natalia – ხო, ზუსტად ეგეთი განწყობა მაქვს მეც. ხო, ხალხი ზუსტად ისეთივეა სიმთვრალეშიც. არ აკონტროლებ საერთოდ თავს. ნუ იცი ხოლმე შენ ეგრე, არაფერ ბევრსაც არ ლაპარაკობ.. პირიქით. მსიამოვნებს შენი კომენტარები.

  6. მე მიყვარს ასეთი, რაღაც გარემოში დაწერილი პოსტები 🙂 აი, მერე რომ წაიკითხავ ქეით, გაგახსენდება მეგობრები და მუსიკის ხმა ჩაგესმება :)) სიმთვრალეს რაც შეეხება, არც მე ვთვლი რომ ადამიანი იცვლება ამ დროს.. უბრალოდ, ტვინის [კერძოდ, ქერქის] შემაკავებელი მოქმედება იხსნება და ცოტა უფრო თამამი ხდები და აღარ აკონტროლებ თავს. მოკლედ, რა :)) ბევრს ვლაპარკობ :))

  7. აჰ, ქეთ, ხვალ სახლში რომ მოვალ და ეს პოსტი კიდევ დამხვდება… აი, მაშინ დავაკომენტებ :DDon't drink too much :D:*

  8. გოჩიკო…არვიცი რა პასუხი გაგცე…მეც მიყვარხარ პატარა საყვარელო არსებავ…

  9. აუ ქეთ აუ კაი რა გული მტკივა ასე რომ ხარ ისა და ძაან ძაან არ ვიცი რა გირჩიო სულ ასე რატომ ხარ???? მიყვარხარ ბოთე :*

  10. რაც გინდა ის ქენი…როგორ მდგომარეობაშიც გინდა, ისე დაწერე…რაზეც გინდა, იმაზე დაწერე. რამდენიც გინდა, იმდენი დაწერე. და საერთოდ რატომ მითანხმდები კიარადა მატყობინებ, რომ რაღაცის დაწერას აპირებ ჩემს ბლოგში???რახან უფლება ჩაგირთე, ე. ი. გთვლი ადამიანად, რომელმაც უნდა დაწეროს.

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s