თქვენი სიზმარი ვარ

ვწერ იმას,რასაც არ ვწერ ხოლმე ჩემთან… იქ მე ვცხოვრობ,ჩემები მსტუმრობენ,იმათ თავიანთი მე ყავთ და არ მიყვარს,როცა ვიღაცას ვიღაცას ართმევენ,ან უცვლიან. . .ამიტომ მეც არ ვუყალბებ ,,ჩემებს” თავიანთ მეს…

არ ვიცი როგორი ვარ რეალური მე. . .ვიცი რომ ყველა ისეთი ვარ,როგორებიც ჩემ გარშემო თქვენ და ჩემები. . .

უკვე ბევრს ვსვამ ,ბევრს ვეწევი,მგონია რომ ზომაზე დიდი მკერდი მაქვს და სულელური ახირებები.. . კიდე,სულ რაღაცას ვუსმენ,როცა არ მყავს ვიღაცა,ვისაც მოვუსმენ, ვფიქრობ და ზოგჯერ მომწონს ის,რასაც მოვიფიქრებ ხოლმე. . .

მაგრამ როცა რამეს მეკითხებიან,ვეუბნები რომ ფიქრი მეზარება და არ ვიცი. . .უბრალოდ არ ვიცი ხოლმე,უნდა ვთქვა თუ არა ის,რისი თქმაც მინდა. . .
მე ვამბობ,რომ ადამიანებთან ურთიერთობის ასაწყობად საუკეთესო საშუალება -გულწრფელობაა. . . მე ზომაზე მეტი დრო დამჭირდა მეთქვა ჩემი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ადამიანისთვის რო ქრონიკულად მადებილებს,ქრონიკულად დავატარებ და მშვიდად ვარ. . .
რამდენიმე დღის წინ ვამბობდი,რომ არსებობს ფაზა,როცა ვიღაცით აღფრთოვანებული ხარ და ყველაფერი გჯერა,არსებობს ფაზა,როცა აღფრთოვანება ქრება და იდიოტად გრძნობ თავსაც და სხვებსაც და ფაზა,როცა შენ უკვე აღარ ხარ იდიოტი და აფსოლუტურად მშვიდად ადამიანებს გრძნობ. . . მე ყველა ფაზაში მყოფი ურთიერთობები მაქვს და საერთოდაც, ვგიჟდები თუნდაც უაზრო ურთიერთობებზე,იმიტო რომ არ არსებობს არაფრის მომცემი ურთიერთობა. . .
მაგათზე დაკვირვებით ვსწავლობ ზუსტად იმას,რაც მე მჭირდება მშვიდი ცხოვრებისთვის,მშვიდი სიყვარულისთვის და იმისთვის რომ ადამიანებთან მისასვლელად შუქნიშანს კი არა,ცისარტყელას შევხედო. . .
იქ ყველა ფერი ერთად ანთია და შენ უნდა გადაწყვიტო საით წახვალ და ინანებ.. . .
არადა,არ ინანებ,თუ იცი,რომ არსებობს მშვიდი სიყვარული,თუ გაქვს,სახლი,რომელიც მოგენატრება და კიდე ადამიანები,რომლებიც გეუბნებიან,რომ შენ გარშემო გაცილებით ბევრი ფერია,ვიდრე ცისარტყელას აქვს და არ არის აუცილებელი წვიმის მერე მზეს დაელოდო,ისედაც შეგიძლია სიყვარული. . .არ აქვს მნიშვნელობა იმას რომ ჩვენ ერთმანეთის გარეშე ვიზრდებით,მთავარია ერთმანეთისთვის ვიზრდებით და რომ ზოგჯერ ძალიან კარგია,როცა ხვდები რო მ საკარისად ხშირად არ ამბობ მიყვარხარ-ს. .. და უფრო ხშირად და უფრო მეტად გიყვარს,ვიდრე იტყოდი. . .
მიყვარს ლუდი,ყველაფერი სველი და ,,ჩემები’’…
წერაც და დილის ძილიც. . .
თქვენი სიზმარი ვარ,ყველას გილექავთ,მერე გნახულობთ,დილის პირველ ყავამდე მახსოვხართ და მერე მეორე ჭიქას ვიდუღებ. . .

პ.ს. მეორე მოწვეული პოსტია ჩემი ბლოგერობის განმავლობაში. . . ეს უფრო არაფხიზელმა დავწერე,ვიდრე წინა. . .უბრალოდ,ზოგჯერ მართლა ძალიან მჭირდება ტაიმ-აუტები ბევრი სითხით,ბედნიერი სახით და იმის შეგრძნებით,რომ ვიღაცეები ძალიან,ძალიან მიყვარან. . .
არაფერი არ შემიცვლია აბსოლუტურად შეგნებულად,ჩემ გუშინდელ თავს ვერ გავაყალბებდი. . .
ბედნიერად
ნასტასია



Advertisements

13 thoughts on “თქვენი სიზმარი ვარ

  1. ჩემზე ამბობ თუ ნასწიკაზე???მე უკვე მყავხარ. აქაც და გუგლრ–რიდერშიც.

  2. იქ ყველა ფერი ერთად ანთია და შენ უნდა გადაწყვიტო საით წახვალ და ინანებ.. . .ra kargad dagiceria 🙂

  3. მართლა ძალიან თბილი პოსტია ნასწიკ. ძალიან დიდი მადლობა.

  4. გუშინ გიყურებდი და ვფიქრობდისიმშვიდეს ტყუილად ეძებს, არ სჭირდება მეთქი :)დანარჩენს მერე აგიხსნი თორე ქეთის კომენტარების გვერდს გავავსებ ჩემი ფილოსოფიით :))))

  5. პირველივე ფრაზებიდან ვიცანი ნასტასია ძალიან თბილი პოსტია ბევრი ლამაზი სიტყვით და სიყვარულით სავსე .

  6. ნასტასიააა… :)))არ არსებობს,ვკითხულობ და თან ვხვდები, რაღაც ნაცნობია,ახლობელი და ისეთი ნასტასიასავით რომ ვერავინ წერს :)ხოდა ბოლოში შოკი დამემართა შენი სახელი რომ დავინახე 🙂 მიყვარხარ…:* :* :*

  7. კი ნამდვილად ასეა. ზუსტად ისეთია, როგორსაც ველოდი. და მეტიც. ძალიან დიდი მადლობა.

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s