: )

ესეც ახალი წელი…

რას ველოდები მისგან…

ან ის რას ელოდება ჩემგან…

მე არ შევცვლილვარ და რას უნდა ელოდებოდეს ის ჩემგან…

და ის თუ შეიცვლება და იქნება ახალი და განსხვავებული, მე რაღაც ეჭვი მეპარება.

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ახალ სამუშაო გარემოში მომისროლეს, საშინლად დაიწყო.

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ შტატში არ ჩამსვეს და ვიღაც გაშვებული დააბრუნეს და ის ჩასვეს, საშინლად დაიწყო.

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ამ გოგომ ახლა უნდა ისწავლოს ის, რასაც მე წელიწადნახევარი ვაკეთებ, საშინლად დაიწყო.

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ახალი ადგილისთვის CV–ს გაგზავნა და გასაუბრებაზე მისვლა უაზრობა იყო, რადგან არავის შეყვარებული, ცოლი, და, შვილი არ ვარ, საშინლად დაიწყო. 

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ 31-შივე თემოსთან ავედი კაბინეტში და ვტიროდი ამ ყველაფრის გამო, საშინლად დაიწყო.

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სადაც ახლა გადამიყვანეს იქ მხოლოდ 2 კვირით უნდა ვიყო ვიღაცის შვებულების განმავლობაში, საშინლად დაიწყო.

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ამ 2 კვირის შემდეგ კიდევ სადღაც გადამისვრიან, საშინლად დაიწყო. იმედი მქონდა რაღაც–რაღაცეების, მაგრამ შენც ნუ მომიკვდები.

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მეკვლე არ გვყოლია, საშინლად დაიწყო. 

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ჭიქა არავისთვის მიმიჭახუნებია, საშინლად დაიწყო.

თუ გავითვალისწინებთ, იმას, რომ 12 საათამდე სავარძელში ვიჯექი 4 ნაწილად მოკეცილი, ვტიროდი და განვიცდიდი, საშინლად დაიწყო.

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ წელს პირველად სასწაულად მაღიზიანებდა ფეიერვერკებისა და ასაფეთქებლების ხმა და ხილვა, საშინლად დაიწყო.

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ არავის მოულოცია, საშინლად დაიწყო. 

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ჩემი ფეხმძიმე და სადღაც მიყრუებულ სოფელში წავიდა მეუღლესთან ერთად მეუღლის ბიძის ორმოცის და ამის პარალელურად რაოდენ იდიოტურადაც არ უნდა ჟღერდეს, ახალი წლის შესახვედრად იმის მაგივრად, რომ ჩვენთან მოსულიყო, საშინლად დაიწყო. 

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ დღეს შუადღეს დედაჩემს თავი ტკიოდა და წნევას ვუზომავდი, საშინლად დაიწყო.

ერთადერთი პოზიტივი…

ჩემი ნაჩუქარი სუნამო ძალიან მოეწონა.

და ამ ყველაფრის შემდეგ, ძალიან მაინტერესებს, როგორ უნდა ვიყო კარგ განწყობაზე???

ან უბრალოდ მაცოდინა რა არის სასიხარულო იმაში, რომ 1 წლით დავბერდებით???

ნუ მოკლედ…

რაც არ უნდა იყოს… 

გილოცავთ ყველას.  მრავალს დაესწარით. 

დაე ეს (და არა მხოლოდ ეს) წელი ყოფილიყოს თქვენი სიხარულის, ბედნიერების, წარმატების, წინსვლის, მატერიალური კეთილდღეობის, ბევრი ღიმილისა და ჯანმრთელობის წელიწადი. 


Advertisements

19 thoughts on “: )

  1. @ნასტასია- ხო აი მართლაც ვცდილობ, რომ მაინც რაღაც პოზიტივი დავინახო ამ ყველაფრის მიუხედავად. @ჯორჯ პაიკი– კი, მჯერა. :იეს:@nati kuda – მართალი ხარ.

  2. ჰოდა აიაიაი ყველაფერი კარგი ამ წელს მოხდება, რახან წინა ცუდი იყო შენთვის.. ჰოდა რავი, უნდა გჯეროდეს, მთავარია :*ჩვენც გვეშველება :))

  3. პიკასო – ჰაააააააჰაჰ, საღოლ როგორ მოახერხე??? 😀 😀 😀 :Dმადლობა. შენც გილოცავ და ბედნიერი ყოფილიყავი. @ ♥ The Dream Teller ♥ – დიდი მადლობა, შენც ასევე.

  4. გილოცავ გილოცავ გილოცავ:)მრავალს დაესწარი, ბედნიერებას და ჯანმრთელობას გისურვებ:)

  5. მე პირადად სახლიდან გამოსვლისთანავე მეზობლის ძაღლის განავალში ჩავდგი ფეხი და ასე დაიწყო ახალი წელი. გილოცავ ახალ წელს ცვლილებების კიდევ ნუ გეშინია …. გისურვებ წარმატებებს ბედნიერი წელი გქონოდეს

  6. ვასასი – ვაიმე არა, პატარა. შენ რა შუაში ხარ. უბრალოდ ასე მიყვა ყველაფერი ერთმანეთს. დიდი მადლობა, შენც გილოცავ და ბევრ კარგ რამეს გისურვებ ცხოვრებაში. ნათია – გადაშენდი 😀

  7. რომ ვკითხულობდი, ბოდიშის მოხდა მომინდა, რომ საერთოდ, ეს წელი დაიწყო.. :)მაინც გილოცავ და ყურებს ნუ ჩამოყრი, რაღაც ყოველთვის იქნება.. 😉

  8. მე არ მოგილოცე იმიტომ რომ შენ არ გიყვარს მსგავსი ფრაზები, როგორიცაა : როგორ ხარ? რას შვები? ახალ წელს გილოცავ…

  9. ქეთთ… ძალიან დიდი მადლობა. ხო, იმედია მართლა ცრურწმენაა და მეტი არაფერი. @ clown – დიდი მადლობა, შენც ასევე, მრავალს დაესწარი.

  10. ქეეთ! გილოცავ და მინდა ამ ახალ წელს ძალიან ბევრ პოზიტივი გისურვო!საუკეთესო წელი ყოფილიყოს, მერე რა, რომ მოწყენილი შეხვდი. ეგ ყველაფერი ცრურწმენებია – როგორც შეხვდებიო… წინ მთელი წელია და იმედი მაქვს, ბევრ კარგს მოგიტანს :*

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s