ყველაზე კარგად წუწუნი გამომდის. რამდენიმე ბლოგერმაც აღნიშნა უკვე…
ჰოდა, პირველი რასაც ვიტყვი, ნახ. ეს რიდმორი…. 😀 წავშალე შესაბამისი კოდი. ჩემი პოსტი ბოლომდე გამოაჩინეთ, თუ შეიძლება. ეს უკვე იმდენჯერ გავაპროტესტე, რომ ვიღაცა ბოლო-ბოლო შემაგინებს კომენტარებში 😀
თუმცა, ცოტა k8-ის ბლოგს რომ დავამსგავსოთ, ეს ჩართეთ და ისე იკითხეთ….
ყველაზე მეტად, როგორც წესი ის გვაკლია ხოლმე, რაც ჩვენი ხასიათის საპირისპიროა. მე ყველაზე აფორიაქებული, ექსცენტრული და დაულაგებელი ადამიანი ვარ ჩემს ყველა წრეში და ამიტომ ყველაზე მეტად, ყველგან და ყველაში ვეძებ სიმშვიდეს. ზანუდებს კი არა, აი, ცოცხალ ადამიანებს, რომლებიც მამშვიდებენ.
მერე, როგორც წესი, ასეთ ადამიანებს ისევ ვკარგავ ხოლმე. ხზ, რატომ… ხან ჩემი ბრალია, ხან – სხვების. აქამდე ძალიან განვიცდიდი… მაგრამ ნელ-ნელა მივხვდი, რომ მადლობელი უნდა იყო ადამიანების, მათი სითბოსი, სიყვარულის და ყურადღების, სანამ ეს ყველაფერი გაქვს… უნდა ეცადო, იგივეთი უპასუხო, მაგრამ არასოდეს მოატყუო შენი თავი და მხოლოდ წარსულის გამო ათრიო ტვირთივით უკვე გახუნებული ურთიერთობები…. კი, უნდა იბრძოლო რაღაც დოზით, მათი შენარჩუნებისთვის, მაგრამ კარგით, რა?! ვინმეს გიღირთ ამდენი დახარჯული ენერგია და დრო მხოლოდ იმისთვის, რასაც აღარ აქვს ის ფასი?! მე არ მიღირს… პირიქითაც, მე იმდენად დიდ პატივს ვცემ იმას, რაც მქონდა, რომ შეურაცხყოფას ვერ მივაყენებ და ვერ დავარქმევ გახუნებულ მეგობრობას- მეგობრობას, ისეთს, როგორსაც მე ვიცნობ…. ვერ ვიტყვი “მიყვარხარ”-ს, თუკი 100%-ით არ ვგრძნობ ამას…
ახალი წლის შემდეგ სახლში ვზივარ… ვისვენებ… ვუყურებ ფილმებს. უკვე იმდენს ვუყურე, რომ არცერთის შინაარსი აღარ მახსოვს. 😀 ჰოდა, ეს სათაურიც რომელიღაც ჰოლივუდური პაპსიდან აღებული ციტატაა. 😀 ძალიან გავს იმას, რასაც მე ვაკეთებ: არასოდეს ვანაცვლებ ადამიანებს. ყველას თავისი ადგილი აქვს და თუ ეს ადამიანები მიდიან, ის ადგილი just, რჩება, დაუსახლებელი კუნძულივით, რომელიც ყოველთვის არსებობს სადღაც, თავისთვის, მაგრამ აუცილებლად შორს და ჩემს გარეშე… რომელსაც ყოველთვის ღიმილით გავიხსნებ… არის ამაში რაღაც კანონზომიერება… 😀
ფეხსაცმელებს??? ფეხსაცმელებს ყოველთვის ვანაცვლებ ახლით 🙂
მრავალ ახალ წელს…
🙂
@ clown – შენ ჩემი წუწუნი არ გინახავს. გაგიჟდები. @OTO – მე არ ვარ, მაგრამ ისეთი ადამიანია, ძალიან მგავს. ვერ მიხვდით ხო ვინაა???
თავიდან მეგონა რომ შენ იყავი : )
მეც სულ ვწუწუნებ 😐
არაჩვეულებრივია!!!ძალიან დიდი მადლობა!!!არც კი ვიცი რომელი ერთი ჩამოვთვალო, ყველაფერში გეთანხმები. და სიმღერა ხო საერთოდ ჩემი ერთ–ერთი უსაყვარლესი.