:(

შემოვა ახლა აქ ოთო და რაღაც რეაქცია ექნება ამ პოსტის ნახვისას…

რადგან შინაარსი ზუსტად იგივეა, ოღონდ უფრო განვრცობილი…

უბრალოდ მინდა აქ დავწერო…
რატომ???
იმიტომ, რომ ასე მინდა…
და თუ ვინმეს არ მოუნდება, ნურც წაიკითხავს…
უბრალოდ მინდა ჩემს ბლოგს ვესაუბრო…
შენობით…
მეორე პირში….
*********************************
ვცდილობ აზრები ისე მოვიკრიბო, რომ ცრემლები უკუვაგდო…

ან თუ უკუგდება არ გამომივა, მაშინ უკან დავწიო…
ცოტათი მაინც…
ან არვიცი…
არც ვიზამ მაგას…
მსგავსებები???
რომელი ერთი ვთქვა…
ორივე გიჟი…
ოღონდ აი იცი როგორი გიჟები…
არაფერს რომ არ გერჩიან…
უბრალოდ ენერგიის მოზღვავება…
სისხლი რომ უჩქეფთ ყოველ სისხლძარღვში…
მსგავსებები???
ორივემ ტყუპი დედ–მამიშვილები დატოვა…
ერთმა – 2 ტყუპი და…
მეორემ – 2 ტყუპი ძმა…
პირველი – ჩემი კლასელი…
მეორესთან ერთად კი ვემზადებოდი.. უფრო კი – მის ტყუპ ძმებთან…
ანუ, საბოლოო ჯამში…
ჩაბარების შემდეგ არცერთი მინახავს….არც მეორე…
ააა უი…
ორივე ვნახე ისე…
გაკვრით…
და მეტი არაფერი…
ანუ რომ ვთქვა ყოველდღიური ურთიერთობა და სიახლოვე მქონდა რომელიმესთანმეთქი, ტყუილია…
თუმცა ამ სამყაროში რა არის ტყუილი და რა მართალი, უკვე აღარ მინდა ვიცოდე…
ან რა მნიშვნელობა აქვს, როგორი სიხშირის ურთიერთობა მქონდა?!
მსგავსება???
აა… კიდევ მსგავსება გინდა, რომ გითხრა???
ავარია…
ქეიფის შემდეგ…
სასიკვდილო ავარია…
და კიდევ სხვებიც დაშავებულები…
მსგავსება???
ორივეს პანაშვიდზე გაშეშებული ვიდექი…
ერთის – შარშან…
მეორისაზე – დღეს, გუშინ…
კიდევ მსგავსება???
ერთის სურათები მაგიდაზე მიმოფანტული…
მეორესი – კედლების ჩარჩოებში მოქცეული…
რა საჭიროა???
როცა მაინც გვემახსოვრება…
მაგრამ მაინც კარგია, რომ ვუყურებ სურათებს…
არ მინდა რომელიმეს სახე დამავიწყდეს…
კიდევ უამრავი ნაცნობი სახე…
კიდევ იცი რა???
კიდევ ტყუპი გოგოების წაშლილი სახეები…
და ტყუპი ბიჭების ძლიერი ჩახუტება…
ცხელი ტირილი…
და სისხლისფერი თვალები…
პირველს თურმე სრულიად შემთხვევით…
სრულიად უაზროდ…
ნათელმხილველი გადაყრია სადღაც…
სარკაზმით აღსავსე სამყაროში…
უთქვამს…
“შენ 23 წლამდე ვერ მიაღწევ”–ო…
ამას კი სიცილი აუტეხია….
“ვახ ვახ… აბა ვნახოთ 23 წლამდე როგორ ვერ მივაღწევ”–ო…
მსგავსება???
ორივე ზუსტად ჩემხელა…
კიდევ???
ორი გაუბედურებული დედა…
კიდევ???
ორი დიდი ტკივილი…
კიდევ???
გულის არევამდე განრისხებული მე…
რატომ???
პირველის პანაშვიდზე არმოსული საერთო კლასელი, რომელიც ძმაკაცობას ეფიცებოდა…
ვერ მოახერხა… 🙂
მეორის პანაშვიდზე არმოსული ჩემი და ტყუპების საერთო თანამშრომელი…
ბავშვი ჰყავდა ბაღიდან გამოსაყვანი…:)
ვერაფერს იტყვი… ორივე ლოგიკა რკინისაა…
თუმცა ჩვენს ქვეყანას ხომ სარკაზმეთი ჰქვია…
ჩვენს ცხოვრებას კი – ილუზია, რომ ირგვლიმყოფები კარგები არიან და არა ის რეგვენები, რომლებიც გაყინული სახეებით წრეს დაარტყამენ მიცვალებულს, გაყინულ სახეებს მიადებენ ჭირისუფლებს თანაგრძნობის საჩვენებლად და სახლებში წავლენ…
ღმერთოოოოოოოოო…
რა საშინელებაა…..
ოთოს პოსტი სახელი…
და ამ პოსტის ნახვამდე ჩემი FB–ის სტატუსი…
“ფრთხილად იარეთ რა მანქანებით :((((((( “
ვფიქრობდი რა სიმღერა დამედო…
რა კლიპი…
და ოთოსგან გადმოვიღე ესეც…
და არა იმიტომ, რომ ეს ჩემი საყვარელი ჯგუფია….
უბრალოდ ზუსტად ისაა…
such a rush to get nowhere at all…
just slow down, please….




in loving memories of
Levan Karchkhadze
nicknamed as “Fubu”
&
George Aitsuradze
nicknamed as “Kapota”
Advertisements

7 thoughts on “:(

  1. თემო – :* :* :* :* :*ძალიან დიდი მადლობა ამ კომენტარისთვის.

  2. გამოვიარეთ… და გავიარეთ…წრეც დავარტყით, და ეკლესიის გარეთ სიგარეტსაც ვეწეოდით…მორჩა… გავაცილეთ უკვე…ნელა იარეთ. მართლაც სად გვეჩქარება? ახალ წელს დილის შვიდ საათზე წამოვედი მანქანით სახლში, მთვრალი. თვალებიც მეხუჭებოდა… და ძალით ვახელდი ხოლმე… და ძალით ვხუჭავდი იმ მომენტებში როდესაც გზა ცარიელი იყო, ვაიდა უდროო დროს არ ჩამეძინოსთქო…გადავრჩი… კიდე ბევრჯერ გადავრჩები? ან გადავრჩებით?ნელა… არსად გვეჩქარება, ყველგან დაგველოდებიან… სიცოცხლე? დაგველოდება? ჰმ… სიცოცხლეს მაინც ვერასდროს გავასწრებთ… უზომოდ ჩქარია… ერთი გაელვებაა… ასე რომ არ უნდა ვზდიოთ და გასწრება არ უნდა ვცადოთ… არც ამ ცხოვრების არც ამ დროის… მაინც უშედეგოა ეს ყველაფერი…ნელა…

  3. @ ჩორვენი¹³ – სხვანაირად არ შემეძლო…სულ მახსენდება…ანა – ალბათ… არვიცი..@OTO – შენც შეძელი… შენებურად…გულში…ახლა გავიგე, რომ დათოს გარდაიცვალა. 5 ადამიანიდან 4 გარდაიცვალა…ლაშა სასწაულად გადარჩა….

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s