110-110

როგორი რიცხვებია???

ვიფიქრებ ცოტას, შენ კი… მეორე მევ, უცბადვე ჩათვლი, რომ რაიმე სახის სისულელეს წამოისვრი… როგორიცაა…
რავიცი… ასათი ასათი, ან ასათიათას ასათი. 
და მე გეტყვი,რომ ეს ბევრად მეტია, ვიდრე შენ მას ხედავ.
ბევრად უფრო მეტი, ვიდრე ერთიანისა და ნულიანის ერთ–ერთი შესაძლო კომბინაცია. და თუ ვიცით კომბინატორიკა, მაშინ სხვა კომბინაციაც შეგვიძლია ვთქვათ.  თუ რეალურად გინდა ჩამწვდე, მაშინ გეტყვი, რომ ეს ისაა, რაც არასოდეს განმეორდება.
რატომ??? დასვამ შენ დაუფიქრებლად.
და მე უბრალოდ გეტყვი, რომ ეს დღევანდელი თარიღია.
11/01/10 მთავარია შტრიხები ზუსტად მოათავსო ამ დიდ რიცხვს შორის.
და მაშინ შენ რა??? მკითხავ ისევ შენ.
არც არაფერი.
და გავჩუმდები.
საიდან მოვიტანე ეს რიცხვი???
იქიდან,რომ სამსახურში მუდამ მიწევს თარიღის წერა. და ვინაიდან დღეს ისევ ერთფეროვანი ორშაბათი იყო, როგორიც ძირითადად სულ დგება ხოლმე, დღესაც ვწერდი ამ თარიღს.
ჩემი “ფლეშკა”.
შიგ ჩაყრილი ახალი სურათები.
ერთი სული რომ ჰქონდათ, იმათიც.
სრულიად სხვა ადგილზე გაღიმებული ვიღაც.
და
სრულიად სხვა სურათზე გაცინებული ვიღაც. 
და ნეტავ სიცილი უფრო ნამდვილია თუ ღიმილი…
დაკარგული ვიღაც. 
ყველგან ზედმეტი რომ არის. 
და არადა ყველას რომ უყვარს და ყველას პირზე რომ აკერია რა სასწაულად კარგი ადამიანი ხარო, მეგობრული და წარმოუდგენლად კომუნიკაბელურიო. 
ეს თითქოს არაფერი.
რამდენიმე ათეული სურათიდან 2–გან. ისიც ისე. რაღაც.
და მხიარული ვიღაც.
სამარშრუტო ტაქსი.
ვიღაც ძალიან ლამაზი გოგო. ტანადი, თვალ–წარბი, მუქ ფერებში. წმინდა ქართული, ლამაზი სახე. ეკლესიისკენ გაუწევია, ჩემს წინ ზის და თვალებს აპარებს ჩემსკენ.
არადა ვცდილობ თვალი არ მოვაშორო, რომ მისი სილამაზით დავტკბე.
არადა…
ვცდილობ თვალი ავარიდო იმიტომ, რომ სხვა ამბით მაქვს ტვინის ნალექიანი წყალი ამღვრეული.
არადა ახლა უკვე თვალს არ მაშორებს. არადა, რა ლამაზია.
სავარაუდოდ უკვე შენიშნა, რომ ყურთსასმენებს ყურის ნიჟრებიდან ტვინში მიაქვს მელოდია. არაერთი.
არადა ისიც შენიშნა, რომ თვალები წყლიანი მაქვს და შეკავება მიჭირს.
უკვე მაღიზიანებს ეს გოგო და მისი დაჟინებული მზერა.
მიწერილი ბოთეს:
– Marshutkashi rom vitiro, texavs???
– Dzaaaaan texavs.
ისევ ნათია.
– ara, mec mitiria, mara…
– Gachaxchaxebul marshutkashi cremlebi momdis… tavisit…
მაგარი სიტყვაა “თავისით”. თავის მართლების ერთ–ერთი საშუალება. როგორებიცაა “შემომელახა” “გავლახე”–ს მაგივრად, “შემომეჭამა” “შევჭამე”–ს მაგივრად და მრავალი სხვა.
და მერე ისევ 11/01/10
უნივერსიტეტი.
პირველი ლექცია 2010.
ჟუჟუნა ბებოს პრინციპულად არ ვაძლევ არც 5 და მითუმეტეს 10 თეთრს.
იმიტომ კი არა, რომ არ მაქვს ან მენანება, აი პრინციპის ამბავია.
მე და ნათია თუ ავდივართ ერთად, ნათია იხდის ხოლმე. მერე მე მეხუმრება, გახსოვს ჟუჟუნა რომ გეჩხუბაო. 
მახსოვს, რომ მიკივლა და მიწივლა. და იმ დღეს ფეხით ავედი მე–7–ზე.
მაგრამ მაინც არ ვიხდი. ლიფტი მისი არ არის, უნივერსიტეტის არის და იმიტომ. და ღილაკზე თითის დაჭერა დამოუკიდებლადაც შემიძლია.
მაგრამ სადაა ჟუჟუნა?!
სადაა ლიფტში ჩართული “არ დაიდარდო” და წურწუმიები, გელაშვილები, სნუპები, თუფაქები. ჩამქრალია. აუჰ.. ფეხით ქოშინით ავაღწევ მე–7–ზე. 
მე, ირაკლი და გიორგი.
არც ვულოცავ ახალ 2010-ს, არც ვკოცნი. არც ისინი.
ირაკლი ჩაბნელებულ დერეფანში მხედავს, გიორგი კი – რომელიღაც აუდიტორიაში ჩუმად იმზირება. ირაკლისთან მივდივარ და თავს მის მხარსა და კისერში ვდებ.
ეს ჩემი მეთოდია ჩახუტების.
ასე ვიცი ხოლმე.
ეგრე უყვარს ქალბატონს.
ირაკლიც მიგებს. არ მეკითხება და მეფერება. საყვარელი. მიყვარს ირაკლი.
თავი რომელიღაც გიჟური ფილმის მთავარი როლის შემსრულებელი მგონია.
რატომ???
იმიტომ, რომ ვგიჟობ. ხმამაღლა ვლაყბობ ყოვლად არასასაცილო ფრაზებს.
ცაავამ, რომელიც ერთ–ერთი უსაყვარლესი ლექტორია ჩვენი ჯგუფის, უკვე დაგვაწყვილა მე და ირაკლი.
       
ეს მაშინ, როდესაც მის ლექციაზე მე და ირაკლი ერთმანეთს ჰაეროვან კოცნებს ვუგზავნიდით. რა ხარხარის მომგვრელია ყოველივე ეს.     
დღეს კი ნინო “რაღაც–ავამ” (ჯანჯღავაო თუ ჯღარკავა) მოკლედ, ინგლისურის ლექტორმა ისეთი ეშმაკური მზერა გვესროლა, რომ საბრალო, ალბათ რა სიცრუესა და თამაშში გაეხვია მისი გონება. თან შუა ლექციაზე მე ირაკლის ბებიაჩემის გამოგზავნილ მანდარინს ვუფრცქვნიდი და ვაწვდიდი. 
– ოოო, იკა, ნუ მესიჯობ რა, შეყვარებულია???
– კარგი რა ქეთი, ხომ იცი, რომ შენ ხარ ჩემი შეყვარებული…
– აბა “ნაშაა”??? ვითომ აღფრთოვანებული მე.
– იიისეთ პონტში.
მიყვარს ადამიანები, რომლებსაც არანაირი რეაქცია არ აქვთ, როდესაც მის მობილურში ვიქექები. იმიტომ, რომ მეც მკიდია ჩემს მობილურში ვინ რას ნახავს და რას წაიკითხავს. გაუგონარი, უნახავი და წაუკითხავი არაფერია ჩემს პატარა ლეპტოპიკოში. სად ვარ ეგეთი ორიგინალური.
ლექტორი გვიშვებს. და დერეფანში რამდენიმე წუთში ისევ ვხარხარებ. მე რომ ვიცი ხოლმე ისტერიული სიცილი, ისე. 
– ქეთი, მოდი შეყვარებულები ვიყოთ.
და მე თავი ისევ რომელიღაც გიჟური ფილმის მთავარი როლის შემსრულებელი მგონია.
 – კარგი რა იკა. ისევ ვეხუტები. დავხტივარ. ხმამაღლა ვროხროხებ. ვცდილობ ხმაური გავაგონო გიორგის და ნათიას, რომ ოთახიდან გამოვიდნენ. არ შველის. მათი გერმანულის ლექტორი გამოდის გაგიჟებული და კარს კეტავს. ჰგონია, რომ უფრო ხმამაღლა არ შემიძლია.
მანამდე კი ირაკლი მთელ ხმაზე ამბობს…
“აუ, აქ ზარი არ მუშაობს და უკვე დაირეკა…”
მაგრამ გერმანულის ლექტორი უდრეკია. Und das macht mir kein Spass. :(((((
მაგრამ მე თავი ისევ რომელიღაც გიჟური ფილმის მთავარი როლის შემსრულებელი მგონია.
მინდა უზარმაზარი “ჩუპა–ჩუპსი”, აი ისეთი ბაკოს რომ აქვს სურათში. 
მაგრამ არ მაქვს. 
სამაგიეროდ მე და ირაკლი დერეფანში ვცეკვავთ ჩემი სიცილის ფონზე.
მერე ირაკლიმ კიდევ მითხრა მოდი შეყვარებულები გავხდეთო და ისეთი სახე მიიღო, ლამის დავიჯერე, რომ სერიოზულად მეუბნებოდა.
ვაიმე დედა … 
მერე გამოდიან გიორგი და ნათია გერმანულიდან. 
მერე ნათია თავის მუტანტუკასთან შესახვედრად გარბის. 
მერე მკბენს…
შენც ასე მოიქეცი, როდესაც ბოდბესა და სიღნაღში წახვედი იმ ძვისფასთან ერთადო. 
და მორჩა… 
აქ უკვე ვითიშები. 
გამოვდივართ უკვე სამნი. 
ნათია უკვე გამქრალია. 
მე თავი ისევ რომელიღაც გიჟური ფილმის მთავარი როლის შემსრულებელი მგონია.
ვიხვეწები პეკინამდე რომელიმემ გამაცილეთმეთქი და ხმამაღლა ვამბობ…
როგორ შეიძლება ჩემნაირი ლამაზი გოგო ქუჩაში მარტო მიდიოდეს ამ სიბნელეშიმეთქი. 
კინაღამ მეც მჯერა ამ ფრაზის. 
მაგრამ გიორგი არ მაცდის…
ვინაა გოგო? შენ ხარ ლამაზი??? შენ ხარ ნაზი ბიჭი. გოგოსი შენ არაფერი გაქვს. 
მართლია არადა. 
მერე იმდენს ვწუწუნებ, რომ მომყვება ორივე. გზაში გიორგის ვიმტერებთ ორივე და ვსაუბრობთ წავიდეთ თუ არა სადმე. 
გიორგი რამდენიმეჯერ მეკითხება, ასეთი რა გეწყინა ნათიასგანო. სახე რომ შეგეცვალაო. 
არც არაფერი. 
და არც პეკინზე გადასვლის მეშინია მარტოს სიბნელის რომელიღაც საათში. 
უბრალოდ ყურადღება მინდა. 
ბევრი უთვლადი ყურადღება. 
მეტი არაფერი საერთოდ. 
მერე სახლში ასულს…
ამ პოსტის წერის მომენტებში ისევ ბოთე:
 – Chemi bralia shen rom lekcia gagicda?
 – Ar gamcdenia. Ara. 
 – Aba?
 – Adre gagvishva ubralod. 
 – Ra  gjirda mere?
 – Araperi. 
 – Ras meci aba?
 – A vso daikide ra. 
 – Melodeboda am yinvashi da aba ra mekna?
 – Ra unda gekna da unda chasulikavi. 
 – Shenc waxvidodi. 
ამ “შენც წახვიდოდი”–მ დამძაბა….
და ბევრ რამეზე გამიჩინა…
კიარადა ამომიტივტივა საფიქრალი…
წავიდოდი კი???
რამდენი სინანული…
რამდენი დაუფიქრებელი ნაბიჯი. 
აი წკაპ და გავაკეთე. 
მაგრამ არ შემიძლია ფიქრი. 
ჩემს მიერ ჩადენილი კარგი საქციელი იმას ეწოდება, როდესაც გული და გონება თანხვედრაშია. 
მაგრამ როდესაც გონება გამორთულია, ნუ მომთხოვთ ჭკვიანურ საქციელს. 
დედაჩემმა იცის ხოლმე, ასე არ უნდა მოქცეულიყავი, ეს არ უნდა გექნა. 
უბრალოდ ახლაც არ აქვს ამაზე ფიქრს აზრი. იყო უკვე და იმიტომ. 
მაგრამ ნუ … მე ხომ მაინც მეფიქრება ჩემს ძველ საქციელებზე. 
დღეს “სუპერ მაგნიfიკანტ” განცხადებას ვაკეთებ. 
ჩემი ბლოგი არის სასწაულად მოწყენილი.
ეს მათთვის, ვისაც ჯერ კიდევ ჰქონდა რაიმე ხალისიანის იმედი.
დღეს სამარშრუტო ტაქსში ვფიქრობდი, აი მე რომ ახლა ცუდად ვარ და მეტირება, ვის შემიძლია გული გადავუშალო და მოვუყვემეთქი.
ყველა დაქალ–ძმაკაცის გახსენების შემდგომ მივხვდი, რომ ბლოგია ის, ვინც (რაც) არ დაიღლება ჩემით. და გამიხარდა, რომ ბლოგი მაქვს. და მერე უცბად თავში მომივიდა, რომ მისი მკითხველები ძალიან დაღლილები არიან უკვე ჩემი ნახევარწლიანი (არადა უფრო მეტი) ცუდად ყოფნითმეთქი და ბლოგში დაწერისაც კი მომერიდა. მაგრამ არ მინდა ბლოგის ისე მერიდებოდეს, როგორც დაქალ–ძმაკაცების მერიდება. არ მინდა აზრების გადმოცემის მეთაკილებოდეს, ეს ხომ ჩემი ბლოგია.
ყველა რჩევას მაძლევს, მამხნევებს. “ყველაფერი კარგად იქნება”–ს არ იშურებს. საინტერესოა, ნეტავ მათ თუ სჯერათ ამ ფრაზის… : )
კიდევ კარგი მე ამ ფრაზას არ ვამბობ. არ ვატყუებ არავის. ყველა რაღაცას მეუბნება. მე იმას არ ვამბობ, რომ ცუდს მეუბნება, პირიქით. მაგრამ არავინ არის ჩემთან ამ ყველაფრის დროს. ვერავისგან ვგრძნობ ნუგეშს, ყველასგან რჩევებს, საყვედურებსა და “დაფიქრდი, იაზროვნე” ტიპის მონოლოგებს ვისმენ და არ შემიძლია რა. მართლა არ შემიძლია. ნუთუ ვინმეს შეუძლია იმაზე მეტი “დაფიქრდი, იაზროვნე” მითხრას, ვიდრე საკუთარმა თავმა???
წამის მეასედით დავფიქრდი იკაზე. 
2 დიდ მოთხოვნას აკმაყოფილებს. 
1) ჩემზე მაღალია. 
2) მისი გვარი ჩემს გვარზე მოკლე არ არის. 
და კიდევ ბევრი კარგი დეტალი… 
მაგრამ არა. 🙂
რაც 4 წელი არ მომხდარა, ის ახლა როგორ უნდა მოხდეს.. 
It would be (and would’ve been)  such a great stupidity… : )
უბრალოდ ძალიან კარგი მეგობარია 3–ვე. ირაკლი, გიორგი და რათქმაუნდა ბოთე
ჩემი ყოველი დილის სიმღერა… 
სიმღერის დადებას პრინციპულად არავინ მასწავლის..
ხოდა ამ ვიდეოს დავდებ.. 
Advertisements

12 thoughts on “110-110

  1. კიდევ კარგი წავიკითხე ეს პოსტი 🙂 დიდი ხანია ამ ფილმის ნახვა მინდოდა და მავიწყდებოდა :))

  2. მე კიდევ მგონია, იმის თქმა, რომ ყველაფერი კარგად იქნება, სულაც არ არის მოტყუება. ოღონდ, იმ შემთხვევაში, თუ იმისთვის, რომ ყველაფერი კარგად იყოს, ვეცდები(თ)..ჩემმა მეგობარმა, როცა მისგან ნათქვამმა "ყველაფერი კარგად იქნებამ" აღარ იმოქმედა, მითხრა, რომ გამუდმებით სიახლეები უნდა ეძებო ცხოვრებაში და ცხოვრებაც ხალისდებაო.ჰოდა, მართალია :)შეეცადე, ახალი გატაცებებით გახალისდე, იქნება რაიმე ჰობი თუ ახალი ურთიერთობები…:*

  3. ვაა, ეგეთი რამ პირველად გავიგე. მადლობა, შენც ასევე.

  4. მე სულ ეს მახსენდება როცა ეგრე ვარ კიარადა ვეუბნები საკუთარ თავს და მშველის”ყველაფერი კარგად იქნება,უბრალოდ ჯერ შენ ცასღრუბლები უნდა შემოაცვდეს”მოკლედ კარგად ყოფნის სიამოვნება წინ გაქვს 🙂

  5. @JoKey – ვაა, აი შენც შემოხვედი ჩემს ბლოგში. გამიხარდა რაღაცნაირად და არ მეგონა თუ ოდესმე შემოხვიდოდი. მე სულ ყოველთვის სკურპულოზურად და გულახდილად ვწერ, სხვანაირად არც გამომდის. ზოგჯერ ვფიქრობ, მოდი რაღაცას დავმალავ. მაგრამ მართლა არ გამომდის ხოლმე. კიიი, ზუსტად ეგეთია. სათვალე უკეთია, ლამის მიკროსკოპია. აუ აი მეც ეგრე ვარ ზუსტად. ვერაფერს ვუშვრები და ვარ ასე ამ იდიოტურ სტერეოტიპებში. ვუი დედა…ეს ნეტავ რამე ცუდს ხომ არ ნიშნავს???მეც მიყვარს ეგ სერიალი, ვგიჟდებოდი მუდამ. http://k84u.blogspot.com/search/label/Novels <<<< ეს ნანახი გაქვს???

  6. როგორი სკრუპულოზური და გულახდილი ჩანაწერია. Und das macht mir kein Spass..გერმანულის ლექტორმა დაგლიჯა. სათვალეებიანი იქნება, ვულის კაბით და ღია ვარდისფერი კოფთით. ამ სტერეოტიპებს რა ვუყო არ ვიცი :))შენს დაწერილს "ქალურ" რომანს წავიკითხავდი, ბევრი დეტალებით და საიდუმლოებეით. აი "სექს ენდ ზი სიტის" ან "ვიმინის" ამბავში რამეს. ასეთი ლიტერატურა დიდად არ მიყვარს, მაგრამ შენ კარგად წერ.

  7. @ Roisin – გაიხარე. :)))@ჯორჯ პაიკი – ხო აი რაღაც ეგრე…@gnatia – ხო, მაგრამ მაინც. ის ვახო მუტანტუკაა.@babisa – ხო, გვარზე სერიოზული გაჭედვა მაქვს. 😀 გოგო, არა, ძალიან ბევრი მიზეზია იმისა, რომ არა. ბავშვია ჩემთვის. ჩემზე 1 წლით. ძალიან დიდი მადლობა, რომ შემოდიხართ. :* :* :*

  8. magari xar"chemi gvari mis gvarze mokle ar aris " momewona da gamaxsenda 😀 4 weli rac ar momxdara rashuashia, sisulelea, amdens nu fiqrob yvelaferze, ra ici ra xdeba 😛

  9. ვკითხულობდი დაზაფრული… სადმე მაინც მისაყვედურებს რომ წავედი თქო… წავედი იმიტომ რომ უნდა წავსულიყავი… მე მაინც ვერ გადაგიყვანდი ”ბნელ” პეკინზე, ქუჩაზე გადასვლის მეშინია და იმიტომ…ადამიანები საკუთარ სიტყვებს ხშირად მაშინ ვაკვირდებით, როცა გულს ვტკენთ ვინმეს და უკვე საშინლად გვიანია გამოსწორება…P.S. ის არაა მუტანტუკა, ვახოა !!! :D:D:D:D:D:D:D

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s