New York, I Love You

ეს იმ ფილმთაგან ერთ–ერთია, რომელზეც დავწერე ამ პოსტში. და მართლაც ველოდი, რომ ძალიან კარგი იქნებოდა…

 

თავიდანვე ვიტყვი, რომ ტრეილერი ბევრად მაგარია, ვიდრე თავად ფილმი. სრული გაურკვევლობა და ქაოსი. ნუ კარგი, გაურკვევლობასა და ქაოსს გადავიტან, მაგრამ არცერთი პატარა ისტორია არ დამთავრდა კარგად. 

იქ ნატალი პორტმანი, რომელიც ებრაელს მიყვება და ამის გამო თავს იპარსავს. თან სულ სხვა ადამიანი უყვარს.

იქ ორლანდო ბლუმი, რომელიც უთავბოლო ადამიანია და ერთადერთ გამონათებად კრისტინა რიჩი ევლინება.

იქ ჰაიდენ კრისტენსენი, რომელიც ცდილობს რეიჩელ ბილსონი მოხიბლოს, თუმცა უშედეგოდ, რადგან ენდი გარსია იქვე ჩნდება.

იქ ეთან ჰოუკი, რომელიც მთელი თავისი ხელოვნური და პოეტური ფრაზებით ცდილობს ქალის მოხიბვლას, რომელიც საბოლოოდ მეძავი აღმოჩნდება.

იქ რობინ რაიტ–პენი, რომელიც ცდილობს ქუჩაში უცხო მამაკაცის დაინტერესებას.

იქ ხანში შესული ქალი და სასტუმროს მომსახურე ბიჭი, რომელიც ფანჯრიდან ვარდება. თუ არ ვარდება და უბრალოდ ბერდება.

იქ მხატვარი, რომელსაც სურს იაპონელი გოგოს დახატვა. მაგრამ ისიც კვდება.

იქ მოხუცებული ცოლ–ქმარი, რომელიც ძლივს დადის. და სიკვდილის პირას არიან. მე რათქმაუნდა ამ სცენაზე ტირილი ამივარდა.

ფილმის ერთადერთი მოგება გამოწვეული იქნებოდა ცნობილ მსახიობთა სიუხვით და მეტი არაფერი. უბრალოდ მარკეტინგული ხრიკი.

2 რამ, რაც ძალიან მომეწონა. Radiohead–ის საუნდტრეკი და ის იაპონელი გოგო. ნუ აი ისეთი გოგოა, აღფრთოვანებას ვარ მიცემული. ვგიჟდები ეგეთ ტიპაჟზე. 

ნუ მოკლედ იხილეთ ტრეილერი, მაგრამ დაფიქრდით, სანამ იხილავთ ფილმს. 

 

 

Advertisements

4 thoughts on “New York, I Love You

  1. ისე მომეწონა, ჯერ არ წამიშლია და მსიამოვნებს დესკტოპზე რომ ვხედავ :))

  2. ეგ ყველაფერი მეც მომეწონა. მართლა მომეწონა. მაგრამ მაინც რაღაც ის არ იყო :((

  3. მე ძალიან მომეწონა, მგონი არ არის აუცილებელი რომ ყველაფერი კარგად მთავრდებოდეს, იცი როგორი ფილმია, აი რომ ნახავ და ნიუიორკის სუნს რომ გრძნობ, ცოტა ყალბს, ცოტა დაბნეულს იაპონელი გოგონასავით მხოლოდ თვითონ რომ ახელინებს თავის ნახატს თვალებს, გამოცდილი ენდი გარსიასავით და თაღლითი იმ ახალგაზრდა ბიჭივით, ან კიდე იმ მეძავივით ლამაზი ადვილად ხელმისაწვდომი ფულით რომ იყიდი და შენ კიდე მთელს პოეტურ შთაგონებას რომ დახარჯავ, ან კიდევ იმ ცოლ-ქმარივით გარეთ მოსაწევად რომ გამოდიან, მე მომეწონა მიყვარს კოლაჟები.

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s