გუშინ

ეს რა ხდება???

ვინაა ამდენი ადამიანი???
სადღაც მივდივარ და იქ ვიღაც მეუბნება: უი ფეხმძიმედ ხარ???
მე სრულიად გაკვირვებული ვიყურები მუცელზე.
ვაიმე, ეს რა არის???
აშკარად მე–5 თვეში ვარ. მუცელი საგრძნობლად დიდი მაქვს.
მივდივარ ვიღაცის ნახევრად ჩაბნელებულ სახლში და ვხედავ ადამიანებს, რომლებიც სადილობენ.
ფარულად ვგებულობ, რომ მათ ჩემი მოწამვლა უნდათ.
ვიცი, რომ თანამშრომლები არიან, თუმცა სახეზე არცერთი არ მეცნობა.
უბრალოდ ზეპირად ვიცი, რომ კოლეგები არიან და მეტი არაფერი. სუფრასთან მსხდომი ადამიანები მამაკაცები არიან. არცერთი მანდილოსანი.
მანდილოსანი მხოლოდ ისაა, ვისაც საჭმელი მოაქვს მათთვის. და მეც ვგებულობ, რომ ეს ქალბატონი ჩემი მოწამვლის ერთ–ერთი ინიციატორის მეუღლეა და ისიც ფეხმძიმეა. სრულიად სასოწარკვეთილი ხმით ვეუბნები:
“აი მე, ფეხმძიმე, ისევე როგორც ეს ქალბატონი…”
და ამით ვცდილობმი თავი შევაბრალო… შევაბრალო -4 თვის არსება. –4 თვის იმიტომ, რომ 4 თვეში უკვე ათვლა იწყება. როგორც მათემატიკაში არის დადებით და უარყოფით რიცხვთა უსასრულო რაოდენობა.
ეს მამაკაცი მიბრალებს და გადაწყვეტს, რომ აღარ მომწამლოს. ებრალება ჩემი მომავალი შვილი. იცის, რომ მის გარდა არავინ მაბადია.
კი, მაგრამ ბავშვი ვისგან???
ვისგან და ქმრისგან.
“და ვისგან??? ქმარი გყავს???” – მეკითხება ვიღაც.
და ჩემს გაკვირვებულ სახეს თუ შეხედავდა ვინმე, მიხვდებოდა, რომ დაბნეული ვიყავი.
ირაკლიმ ჩემ მაგივრად მიუგო: “ქმრისგან, ვისგან უნდა იყოს…”
ირაკლი ჩემი სულიერი ძმაა. ეს უკვე ყველამ იცის.
“ხო, მე ხომ ქმარი მყავს და ახლა ბავშვს ველოდები. რა არის აქ გასაკვირი?! მაგრამ ქორწილი რატომ არ მახსოვს??? ან ქმარი ვინაა, რატომ არ ვიცი??? ან რატომ მახსენდება ბუნდოვნად ჩემი გათხოვება???, ფეხმძიმობა 5 თვის თავზე რატომ გავიგე???” – აზრები ერთმანეთს ენაცვლებიან.
ბიჭი მეყოლება. ვიცი, რომ ბიჭი მეყოლება და გიორგის დავარქმევ. ვგრძნობ, რომ ბიჭია. უფრო და უფრო მიყვარდება ჩემი მუცელი. ვეფერები, თითქოს ბავშვს ვეფერებოდე. ყოველ 5 წამში ვუყურებ და ვცდილობ დარწმუნებული ვიყო, რომ ნამდვილად ფეხმძიმედ ვარ.
ქმარი რატომ არ მაღელვებს??? იმიტომ, რომ მე ქმარი არ მინდა და არც არასდროს მინდოდა. მე მხოლოდ შვილი მინდა. ამიტომაცაა, რომ ქორწინება არ მახსოვს, ქმრის სახელი არ მახსოვს.
რატომ მივდივართ მე და დეიდაჩემი გრძელ ქუჩაზე???
წინ მე მივდივარ და რამდენიმე მეტრის დაშორებით – ის. ქუჩა, რომელიც ჩემია და ჩემი სკოლისკენ მიდის.
რატომ ვცდილობ დეიდაჩემს არ დავენახო???
თუმცა მერე მაინც მიახლოვდება და მეკითხება, სკოლაში რატომ არ ხარ ამდენი ხანიო…
“არაუშავს, დაგვიანებაზე არაფერს მეტყვიან”
მივდივარ და შევდივარ ქართულის ერთ–ერთ მასწავლებელთან. უკვე უნივერსიტეტის ბაკალავრიც დავამთავრე და მაგისტრატურაზე ვარ და რა მინდა სკოლაში???
მაგრამ საკონტროლო წერა მაქვს ქართულში. არადა ამ ქალთან არ მაქვს წერა, მაგრამ ვისთანაც მაქვს, იმასთან დამაგვიანდა უკვე და აქ შევდივარ.
შევდივარ და ჩემს მიერ გამოცვლილი 4 კლასის მოსწავლეთა ნაკრები აქ არის.
მარიკა დიდი სიყვარულით მხვდება. მეც ასევე. მიყვარს მარიკა მასწი. თან დედაჩემის კლასელია და ორმაგად გვიყვარს ერთმანეთი. კლასს ვუყურებ და ყველა ჩემი კლასელი იყო რაღაც მომენტში.
ან 1–2 კლასებში.
ან 3–4 კლასებში.
ან 5–9 კლასებში.
ან 10-11 ფიზ–მათში.
4 კლასის გამოცვლა ერთსა და იმავე სკოლაში…
ეს მხოლოდ ჩემნაირ არაპროგნოზირებად ადამიანს თუ შეეძლო.
იმიტომაცაა ალბათ ვერავიზე რომ ვერ ვამბობ “კლასის დაქალი, კლასის ძმაკაცი”. არცერთი ახლო ადამიანი არ მყავს სკოლიდან. ყველას სხვა ჰყავს, ვისთანაც წლები აკავშირებს. მე კი არა.
ალბათ არ უნდა მეხეტიალა ამდენი კლასიდან კლასში.
თუმცა ამას დადებითი ის აქვს, რომ ჩემი ასაკის ვინც კი იყო ჩემს სკოლაში, აბსოლუტურად ყველას ვიცნობდი.
ყველას.
ვინც არ ყოფილა კლასელი იმათაც.
თუმცა მეგობარი – არავინ.
ვინმე რომ ამბობს, ბავშვობიდან ერთად მოვდივართო, მშურს და მეტი არაფერი.
ახლა კი ვხედავ, რომ ყველა იმ 4 კლასიდან რამდენიმე ბავშვი ზის მარიკა მასწის გაკვეთილზე და წერენ საკონტროლოს.
საკონტროლოს თემაა “საქართველოს ყოფა ლუარსაბისა და დარეჯანის ცხოვრებიდან გამომდინარე”.
რაღა დროის “კაცია–ადამიანი?!”–ა??? ხომ ვისწავლე თავის დროს???
ვიღაცის სასაფლაოზე მივდივარ და ქარია.
სულ მარტო მივდივარ ღამით და არვიცი რატომ…
მეშინია…
ძალიან მეშიანია.
სულ მარტო ვარ.
დღეს დღის 4 საათზე გავიღვიძე.
მუცელი მტკიოდა და ეგრევე შევხედე.
კარგა ხანი ვუყურებდი დიდი ხომ არ არისმეთქი.
მერე თავი დავიმშვიდე, კიდევ კარგი კუჭის გამო მტკივა და არა იმიტომ, რომ ბავშვი მექაჩება შიგნიდამეთქი.
საშინელი სიზმარი იყო.
Advertisements

16 thoughts on “გუშინ

  1. აი რა იყო იცი ნატოშ…სიზმარში: მე რომ დავაფიქსირე, რომ მალე ბავშვი უნდა გავაჩინო, მიუხედავად იმისა, რომ გაურკვევლობის პიკში ვიყავი, მაინც უზომოდ გამიხარდა. ნუ ეს ალბათ იმიტომ, რომ ბავშვი უზომოდ მიყვარს. აუ კიდევ კარგი გათხოვება არ დამსიზმრებია!!!!!!

  2. ბოლო თვეებში, ორჯერ დამესიზმრა, რომ ბავშვი გავაჩინე ) ორივეჯერ გოგო იყო და ისე მიხაროდა, რომ პირველად, როდესაც გავიღვიძე და გამახსენდა რომ ის ბავშვი რეალურად არ გამიჩენია, გული დამწყდა )))))მეორედ გარკვევით მახსოვს, როგორ მომყავდა სახლში და ულამაზესი ცისფერი თვალები ჰქონდა. ორივე სიზმარში ძალიან ბედნიერი ვიყავი )))არც ერთში არ ვიყავი გათხოვილი. მეორე სიზმარში, საერთოდ, კარგად მქონდა გაცნობიერებული, რომ One night stand-ისგან დავორსულდი და იმასაც ვფიქრობდი, რომ სავარაუდოდ ბავშვის მამასაც ლურჯი თვალები ჰქონდა )))))ისე, თინეიჯერობაში, ერთხელ დამესიზმრა რომ ვიღაცაზე მათხოვებდნენ )) აი, მაშინ კი გამეღვიძა გულგახეთქილს 🙂

  3. თინი – უი მართლა??? საბრალო დედაშენი… ხო, აი მართლა უჟასია რა. :((ლალენა – გოგო ხო, აი გგონია, რომ კოშმარია და ვერასოდეს გამოხვალ აქედან. :((

  4. wow! დავიზაფრე, მეც მქონია მსგავსი სიზმრებიიი, ხან რამდენიმე თვის შვილი მყავს, ხან ორსულად ვარ და ქმარს არ ვიცნობ და ვიტანჯები ხოლმე :))))))

  5. ვაიმე თან ისეთი სიზმარი როცაა,ნამდვილს ძაან რომ გავს უჟასია რა 😐 მე არა, მაგრამ დედაჩემს დაესიზმრა ჩემზე, რომ ფეხმძიმედ ვიყავი და დილით რომ გაიღვიძა კარგა ხანს შოკიდან ვერ გამოდიოდა 😀 😀 😀

  6. არვიცი, აზრზე არ ვარ. ფსიქიატრმა მითხრა მოზარდობის დროს ხშირად ესიზმრებათ მსგავსი შინაარსის სიზმრებიო. მაგრამ რაღა მოზარდი?! 22–ის ვარ უკვე.

  7. მეც ადრე ვნახე ასეთი სიზმარი, სადღაც 14-15 წლის ვიყავი და ახლაც მახსოვს, როგორ ვინერვიულე 😐 მეთქი, დავიღუპე, ახლა როგორ ვისწავლი, როგორ გავერთობი 😀 კიდევ კარგი სიზმარი იყო.ისე, რას უნდა ნიშნავდეს ნეტა???

  8. მეც მინახავს ასეთი სიზმარი 🙂 ანუ, რომ ფეხმძიმედ…

  9. @ნატალია – ხო, მართალი ხარ, მხოლოდ სიზმარი იყო, მაგრამ ისე ძლიერ იმოქმედა, რომ დღეს მთელი დღე დადებილებული ვარ. კიარადა შოკში ვარ. ასეთი სიზმარი არ დამსიზმრებია არასოდეს. ანუ ოსრულობა კი მინახავს საკუთარი, მაგრამ ეს რაღაც ძალიან სხვანაირი იყო. მე მოსორება არ მინდოდა, მაგრამ ძალიან დიდ გაურკვევლობაში ვიყავი. @clown – აუ არ თქვა, დადებილებული ვარ დღეს. მთელი დღეა.

  10. აუ, ცოტა ხნის წინ მეც ვნახე რომ ფეხმძიმედ ვიყავი, თან არ ვიცოდი ვინ იყო ბავშვის მამა. ისეთი რეალური იყო, აი ეხლა რომ გავიგო მართლა რომ ორსულად ვარ, ისეთივე შეგრძნება მექნებოდა, როგორც სიზმარში.. და მახსოვს, ბავშვის მოშორება მინდოდა 😦 მოკლედ, ეს მხოლოდ სიზმარი იყო ქეით : )

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s