გამა–ცეცხლეს!!!

ყველაფერი როგორ დაიწყო???

ძალიან მარტივად! უბრალოდ ყველაფერი ისევ facebook–ით დაიწყო. და ამ საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით.
არა, ვცდები.
ყველაფერი სამსახურიდან ჩემი რიგით მე–4 გამოშვებით დაიწყო.
მაგიტომ დავწერე ტირეთი სათაური. ანუ არ იფიქროთ, რომ გამაცეცხლეს.
უბრალოდ გამა–ცეცხლეს. ანუ სიტყვა “ცეცხლ”–ს დააკვირდით.
fired!!!! (fire – ცეცხლი)
ვინც კი რამეს მეუბნება ამ საკითხზე, დებილივით ვიცინი ხოლმე.
სასაცილოა და იმიტომ.
ნამდვილად არ მინდა ამ საკითხს ჩავუღრმავდე.
არა მართლა რა სასაცილოა მე–4–ჯერ რომ გიშვებენ ერთი და იმავე სამსახურიდან.
მაგრამ მორჩა, არ მინდა ამ თემაზე საუბარი, ფიქრი და არც არაფერი.
შაბათს მივდივარ კორპორატიულ წვეულებაზე. ლამაზი წითელი შავით გაწყობილი კაბა მეცმევა და მაპატიეთ და, სულ ცალ ფეხზე მკიდია ყველა და ყველაფერი.
არ დავკონკრეტდები ვის და რას ვგულისხმობ.
ყველა იმას ვგულისხმობ, ვინც ისეთი არ აღმოჩნდა, როგორიც მეგონა.
ორმაგად უხეშად ვუპასუხებ ყველა იმას, ვისგანაც 0,0001 გრამ “სწერვობა”–ს ვიგრძნობ.
და
ორმაგად სიყვარულით ვუპასუხებ ყველა იმას, ვისგანაც 0,0001 გრამ სითბოს ვიგრძნობ.
ასეთი ვარ.
რადიკალი.
რადიკალისტი.
რადიკალური.
არანაირი “უწი–პუწი”.
საკმარისი იყო.
და ასეთი ვიყავი კიდევაც. უბრალოდ მაინც მორცხვი და მორიდებული ვიყავი. ანგარიშს ვუწევდი ძალიან ბევრ რამეს. ისევ საკუთარ თავზე ვფიქრობდი.
ახლა კი მორჩა, ან ყველაფერი, ან არაფერი. საშუალო არა!!!
ეს დღეები ვიღვიძებ გვიან.
ლექციებზე არ დავდივარ. დღეს ნათიამ მომწერა, არ მოდიხარო. ისე გავიკვირვე, სადმეთქი.
იმას ორმაგად გაუკვირდა, როგორ თუ სადო.
არ მაქვს ახლა ლექციების თავი და ნერვები.
ახლა თითქოს უფრო რაღაც უფრო საინტერესოს უნდა ვაკეთებდე, ვიდრე მუშაობაა.
ვიდრე სწავლაა.
ახლა უფრო უნდა ვაკეთო ის, რის გაკეთებასაც ვაპირებდი მაშინ, როდესაც 2008 წელს უამრავი წიგნი ვიყიდე პავილიონში წიგნების ფესტივალზე ივნისის 28-ში.
და იმავე დღეს, წიგნებით დახუნძლული გასაუბრებაზე მივედი.
ხოდა ამიყვანეს.
ამიყვანეს და ასე დასრულდა ის სურვილი იმ უამრავი წიგნის წაკითხვისა.
გუშინ გამოვიღე ჯემალ ქარჩხაძე.
პირველ გვერდზე “Kate 2008” რომ აწერია.
ხოდა შაბათს ძალიან მოვილხენ.
თან ალეკოც მოდის და შევუთანხმდი სულ მე უნდა მეცეკვომეთქი.
მართვის ბილეთებს ვისწავლი და ჩავაბარებ.
ხოდა ეგრე!!!
Advertisements

11 thoughts on “გამა–ცეცხლეს!!!

  1. თაა – აუ ეგ მეც ვეღარ გავიგე უკვე 😀 :Dსურათები ჩემს facebook–ზე დევს ოხრად.

  2. ratom ar dacere ra xdeboda shens cveulebaze?suratebi daidos sheni kabashimaintereseb da kabac mainteresebs :)da ambebi da intrigebic ra xdeboda, vis escerve :):chorikan:

  3. @ vasasi – აუ მეც ზუსტად ეგ ეჭვი მაქვს 😀 😀 😀 :D@ mr.picasso – აუ აბაა, გახსოვს 😀 😀 😀

  4. ქეთ გახსოვს 2008ში წიგნის ფესტივალზე ერთად ვიყავით 🙂 და გამიკვიერდა ვიფიქრე წიგნების კოლექციას აგროვებს ამდენს ერთად რა წააკითხებსთქო 🙂

  5. სადაც მეოთხედ გამოგიშვეს, იქ, ეჭვი მაქვს, მეხუთედ მიგიღებენ და მერე ისევ გამოგიშვებენ..და ასე გაგრძელდება მანამ, სანამ პენსიაზე არ გახვალ, ან სხვა სამსახურს არ იშოვი.. 🙂

  6. @ ცუცა – ამ შაბათს მექნება კორპორატიული წვეულება. 😀 😀 :D@clown – მადლობა :)))

  7. ver gavige :-S an saidan gagishves :-S an tsiteli kaba ra shuashi iko (lamazi iknebodi albat da sheshurdat da gamogishves? ) an sad gagishves :-S ashkarada gaga-cecxles 😀 :2kiss:

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s