ისევ…

შევედით ტყეში, რომელსაც რატომღაც ჭიშკარი ჰქონდა გარშემორტყმული. გამიკვირდა, მაგრამ არაფერი ვთქვი. ვიყავით ორნი.

ანუ სამნი.
მე – რომელიც ლამაზი ვიყავი.
ჩემი ვიღაც – რომელიც სიმპათიურია. მგონი შეყვარებულია თუ ქმარი თუ ვიღაც ეგეთი შაბლონური პერსონაჟი.
კიდევ ვიღაც მელოტი, ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც ჩვენიანია.
შევედით ტყეში.
სიბნელეა, ღამის რომელიღაც.
მაცვია რაღაც კაბა, უფერული, მოშავო–მონაცრისფრო. ირგვლივ ყველაფერი მუქია, ნისლიანი. ფრთები მაქვს, აი ისეთი lineage-ის პერსონაჟებს რომ აქვთ. და ეს საიდან ვიცი??? იქიდან, რომ სამწუხაროდ მინახავს lineage-ის პერსონაჟები სხვის კომპიუტერში.
მგონი ელფიც ვარ პარალელურად.
იქ აუზია. მაგრამ ჭუჭყიანი წყლით სავსე.
ჩვენ მაგიდას ვპოულობთ და ვიწყებთ რაღაც საჭირბოროტო თემაზე საუბარს.
ჩვენ – სამნი.
ვსაუბრობთ ბევრს.
უცბად ვამჩნევ, რომ აუზში რაღაც დახტის.
ამოხტება–ჩახტება. ვიწყებ ყურებას.
მაგრამ კარგად არ ჩანს აუზის ჭუჭყიან წყალში.
უცბად აუზიდან ამოხტა და უკვე ძალიან ახლოსაა.
ეს არის მრგვალი თეთრი ნივთი. უცბად იფიქრებ ბურთიაო, მაგრამ ეს ცოცხალი არსებაა.
და ეს ის ცოცხალი არსებაა, რომელსაც ძალუძს ჩვენი ანუ ადამიანების კბენა და მერე მოკვლა.
ახლა უკვე ბალახში იწყებს ხტუნაობას.
ჩვენ ვხვდებით, რომ რამენაირად ტყეს უნდა გავეცალოთ.
მაგრამ ამისთვის გაქცევაა საჭირო.
იქვე, შუა ტყეში ძალიან დიდი არწივი წევს და სძინავს.
ძალიან დიდია, უშველებელი.
ჩვენ ვიწყებთ გაქცევას, მაგრამ ამ დროს არწივს ეღვიძება და იწყებს ჩვენზე ნადირობას.
ცალკე ეს თეთრი, შხამიანი, ბურთის მსგავსი ქვეწარმავალი (თუ არც ვიცი რა არის) ისევ ისე ქაოტურად დარბის, რომ სხეულზე შეგვეხოს, როგორც მედუზა. შხამი გადმოგვცეს.
არწივი კი უზარმაზარ ფრთებს შლის და მთელ ხმაზე იწყებს კივილს.
ამას მართლა კივილი ეწოდება.
საშინელებაა.
ჩვენ სამივე მივემართებით ჭიშკრისკენ და მთელი ძალით ვაღებთ მას.
საბედნიეროდ, სამივე გამოვდივართ და კარს ვკეტავთ.
საბედნიეროდ, სამივე ცოცხლები.
არა რა…
სიზმრებსაც ვეზიზღები რა.
:((
Advertisements

3 thoughts on “ისევ…

  1. ყველა ბანკს ერთად ჰქონდა კორპორატიული წვეულება? : ))))კიარადა სად ხარ შენ თუ ბანკში არ ხარ ?

  2. ნათია – აუ საშინელება იყო. თან თავისი დიდი თვალი რომ გაახილა და ჩვენსკენ გამოემართა. ეგ იყო საშინელება. ხო, ასე ვიჯდე ხოლმე ხო, უძინარი ხო??? 😀

  3. "იქვე, შუა ტყეში ძალიან დიდი არწივი წევს და სძინავს…"ჰაჰაჰაჰაჰაააააა არწივი წეევს და სძინავს მაგარი იყო :D:D:D:D:Dისე ერთ რაღაცას გირჩევ, არ დაიძინო და შესაბამისად სიზმარსაც აღარ ნახავ…დამიჯერე, საკუთარი გამოცდილებაა…

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s