one of thoze "just"-s

ყოველთვის, როდესაც პოსტის წერას ვიწყებ, ვფიქრობ – როგორ დავიწყო. ეს არის ის მომენტი, რომელიც პანიკას იწვევს ჩემში. შინაარსი უკვე მეორე საქმეა და მასზე არ მაქვს ახლა საუბარი. მაგრამ დაწყებაა ის, რაც მაჩერებს ხოლმე. ყოველ იმ ჯერზე, როდესაც რაიმე უნდა დავწერო აქ. და მე – ადამიანი, რომელსაც პანიკური და კატასტროფული შიში აქვს სიახლის, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ძალიან ძლიერ შეუყვარდეს ეს სიახლე, ვცერდები ხოლმე და რაღაც შინაგან წინააღმდეგობას ვლახავ ხოლმე.

რა შუაში იყო ახლა იმ პოსტთან, რომელიც აწი უნდა დავწერო…
არც არაფერში.
უბრალოდ ახლაც იგივე ვიგრძენი და დაახლოებით 15-20 წუთია ვუყურებ ამ გვერდს, ჯერ კიდევ ცარიელს. მაგრამ დავარღვიე სიჩუმე
კიარადა…
სიცარიელე.
გუშინ ვიყავით ბასა ჯანიკაშვილის წიგნის – “აბსურდისტანი”–ს პრეზენტაციაზე. მე, ნუცა, ნასტასია და მისი მეგობარი, რომელსაც თურმე ეკა ჰქვია. (სიტყვა “თურმე” რატომ, მერე ნახავთ)
წიგნზე მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ წაკითხვის სურვილი არ გამჩენია, რადგან არის ისტორიული. და მე – როგორც ადამიანი, რომელსაც სკოლის დროიდან ეზიზღება ყველაფერი, რასაც “ისტორია” ჰქვია, არც ვიყიდი და რომ მომცეს ვინმემ, არ წავიკითხავ. ეს ისეთია, ჩართო რომელიმე პოლიტიკური გადაცემა და დასაწყისიდან დასრულებამდე უყურო. არ მიყვარს საბჭოთა კავშირისა და კომუნიზმის გახსენება. ისევე, როგორც საქართველოს ისტორიის. თან არც თუ ისე ლამაზი ფინალებით.
მაგრამ ჩემს თავს ვუთხარი და მერე ნასწისაც.
“რაც არ უნდა ბანძობა იყოს, მაინც არ იქნება ბანძობა, რადგან ჩვენ მივდივართ”. მიყვარს აქა თუ იქ ვინმესთან ერთად სიარული. თეატრი, გამოფენა, წიგნის პრეზენტაცია, კინო, მუზეუმი, კაფე ან თუნდაც უბრალოდ ქუჩაში ბოდიალი.. იმდენი რაღაც მემატება ხოლმე.
ბანძობა არ ყოფილა. მე რომ მიყვარს ისეთი ადამიანები იყვნენ.
დათო ტურაშვილი
რატი ამაღლობელი
ლაშა ბუღაძე
წიგნის პრეზენტაციის შემდეგ ჯგუფი “ვაკის პარკი” წარსდგა ჩვენს წინაშე.
შემდეგ კიდევ ვიღაცეები, რომელთა სახელები და გვარები ვერ დავიმახსოვრე.
საბოლოო ჯამში ფრიად კარგი იყო.
ყველა ის ახლობელი სიმღერა. მესიამოვნა.
ჩემი მზერა სულ ერთი მაღალი და ქერა მამაკაცისკენ იყო მიმართული, რომელიც უბრალოდ სურათებს იღებდა. ნუ ჩაცმულობა ხო ზუსტად ის, რაც ასე ძალიან მომწონს მამაკაცზე და ძალიან დიდ იშვიათობას წარმოადგენს. დიახთ, რათქმაუნდა უცხოელი იყო, გასვლისას რომ დამეჯახა და “sorry”–ო რომ მითხრა. ნასტასია ჩაბჟირდა: რა გინდა, ხო დაგეჯახაო.
წამოვედით, კაფე “რუსთაველი”, რომელშიც ისეთი დამშეულები შევედით, რომ მომსახურე პერსონალი რატომღაც ერთს ოცნებობდა – მალე წავსულიყავით. wtf??? ამოვიღე ჩემი ბლოკნოტი და პოსტის წერა დავიწყე, მაგრამ იქ ვეღარ გავაგრძელე სადილობის გამო. (რაღა სადილობა ღამის 10სთ–ზე, მაგრამ მაინც).
პრეზენტაციამდე კაფე “acts”. ზუსტად ისეთი სიტუაცია, როგორიც მე მიყვარს. მე და ნა. ლუდი – იმის სისხლში, ბეილისი – ჩემსაში. დავაფიქსირე, რომ ზუსტად ჩემნაირია. არანორმალური და free-minded. აი ისეთი, ფანტაზიას გასაქანს რომ აძლევენ. ერთნაირი ოცნებები, სურვილები.
თავისუფლება..
რაღაცეებზე ჩაბჟირებები.
წვიმის წვეთები გარეთ.
ანჯელინა და ბრედი.
ოდრი და გრეგორი.
მაიკლი და ელვისი.
სურათებით მოჭედილი კედლები.
ისევ თავისუფლება.
შინაგანი.
აღმოვაჩინე, რომ ტანსაცმელი არ მაქვს ისეთი, როგორიც მინდა, რომ მქონდეს.
მხოლოდ კორპორატიული მაქვს.
და ახლა როდესაც შევიძენ ჩემებურ რაღაცეებს, ხელფასი არ მაქვს.
როდესაც მინდა, რომ არსებობიდან ცხოვრებაზე გადავიდე, ფული აღარ მექნება.
ბლინ!
და აი ის ჩანაწერი, რომელიც დავიწყე ბლოკნოტში და ვაგრძელებ აქ.
***
ეს ის ადგილია, სადაც ახლა ვარ. ჩემი სიმღერა “what it feels like for a girl”. გასხივოსნება მემართება ხოლმე მუდამ, როდესაც ამ სიმღერას ვუსმენ. ამ სიმღერას აშკარად ვუყვარვარ, ზუსტად ვიცი, თვითონ მითხრა.
მე, ნასტასია და მისი მეგობარი, რომლის სახელი არც კი ვიცი.
(აქ წყდება ეს ჩანაწერი და ვაგრძელებ)
ახლა ქუჩაში ვდგავარ. მშობლიური ავტობუსის ლოდინით აღსავსე. ვდგავარ და არც ვდგავარ. ვმოძრაობ ერთ ადგილიდან მეორეში, გათბობის მიზნით. ვდგავარ ოპერასთან, 11-ის რაღაცაა უკვე და მე ჯერ კიდევ ის ადამიანი ვარ, რომელსაც დიდი იმედი აქვს, რომ ჩემი ავტობუსი ჩამოივლის და სახლში ამიყვანს. სახლში, სადაც სითბოა. გაჩერებაზე ცოტა ხალხია. ზოგჯერ ოპერას ვუყურებ და ვხედავ მის ერთ–ერთ სვეტზე დიდი, მწვანე ბეჭედმირტყმულ სიტყვებს: “თავისუფლება ცოტნე გამსახურდიას” თუ გიორგის, აღარ მახსოვს, თუმცა რა მნიშვნელობა აქვს. სულ ერთია. ადამიანი, რომელიც კულტურულ დაწესებულებას რამეს მიაწერს ან რეკლამის სახით რამე ქაღალდს მიაკრავს, უკვე მერიდება ხოლმე, რომ მე და ის ადამიანი ერთი და იგივე ქვეყანაში ვართ. მერე ხანშიშესული მამაკაცი, რომელიც სრულებითაც არ ხდება ჩემი ჩანახატის გმირი, რადგან თავისთვის დგას და ისიც ჩემს ბედშია ჩავარდნილი ავტობუსის ლოდინის თვალსაზრისით. 4 გოგო, რომელთაგან 4–ვე ქერაა და ძალიან “ჯაან ტაკოი ვიდზე”. არ მიყვარს ზოგადად ქერა ადამიანი, არც ადრე მიყვარდა. უნდობლობას იწვევს. ბავშვობაში, მე და ჩემი და ერთმანეთს რომ ვეუბნებოდით ვინ მოგვწონდა, მე სულ შავგვრემნებს ვასახელებდი და ის თუ ვინმე ქერას იტყოდა (მაგალითად კლაუდია შიფერი), ეგ ხო ქერაა და ეგ როგორ მოგწონსმეთქი. რაღაც ცრუა, არ მიყვარს. 4 ქერა და 4 ერთმანეთზე იდიოტური საქციელი. სურათების გადაღება ოპერის სვეტთან, აუცილებლად ყურებამდე სიცილი და ტუჩების “დაპრუწვა”. ან სულაც იმ ძეგლთან, რომელიც ოპერასთან დგას (არვიცი ვისია). ნუ აი რა მარაზმია. ეს კაცი კი – რომელიც საერთოდაც არ უნდა გამხდარიყო ჩემი ჩანაწერის პერსონაჟი, მისდევს ამ “ჩიტვორკას”. თან ისინი ხან აქეთ არიან, ხან – იქით. ეს კაციც მიძუნძულებს, მიყვება. სად მიყვები??? ვინ ხარ??? რა გინდა???
რატომღაც სულ მეგონა, რომ თბილისის ანძა ძალიან შორს იყო. უფრო სწორად, ვერ გამოვთქვი. ანუ მეგონა, რომ იყო სადღაც თავისუფლების ზევით. არადა ოპერასთან დგომისას აღმოვაჩინე, რომ უნდა გაიხედო წინ და ზევით. ანუ დიაგონალზე. და ეგაა. დაინახავ ფუნიკულიორს, რომელშიც ნაპერწკალი ინთება და ქვრება ყოველ რაღაც წამში.
მეღირსა ჩემი ავტობუსი. უკან რამდენიმე მთვრალი მამაკაცი. აუ, როგორ ვერ ვიტან ამ ერთსა და იმავე ქართულ სიტუაციას. ალკოჰოლის სუნი მთელს ავტობუსში რომ ტრიალებს. 12-ის რაღაცაა უკვე და სახლამდე რამდენიმე მეტრი მაშორებს. მიყვარს დედაჩემი. არ მირეკავს და იმიტომ. იცის ჩემი ამბავი. მენდობა და არ დამირეკავს შეკითხვებით: “სად ხარ??? როდის მოხვალ???” მართლა მიყვარს, ოღონდ მართლა ძალიან. თუმცა ჩემს ტელეფონში მას მაინც “სად ხარ???” ჰქვია და არა სახელი.
Advertisements

10 thoughts on “one of thoze "just"-s

  1. ვაიმეეეეეეე….იცნობ???აუუუუ, რა მაგარიაააააააა :)))))))))გამაცანი რა. 😀

  2. უი, ერიკი დაგევასა? :Dგამომცემლობაში მუშაობსნუ ფოტოებს იღებს ))საყვარელიააი შემდეგ პრეზენტაციებზე მოდი და იქნება ალბათ 😀 იქნებ სორის გასცდეს ურთიერთობაგუდ ლაქ :*

  3. movedi mag dgis gmiri da aqtiurad chambjirebeli :Dmokled,eg qera,friad gaurkvevei arseba iyo da rato shevivinebdi tvalebshi,eg ro ver gavige,eg ok,mere imas ro surats ugebdi da me viyavi kadrshi,eg meore da mesame,taa martlia,mec magari qali var,mara,im ymacvilsac unda gamolaparakebodi da kide,ar unda geblutusebina…uketesi ambebi xdeboda iq :Dxoooda,maimunoba iqit iyos da kargi sagamo iyo 😉

  4. აუ თაააააააა!!!!რა უსაყვარლესი არსება ხარ რა :* :* :* :* :*:* :*

  5. ასვლისას რომ დამეჯახა და "sorry"–ო რომ მითხრა. ნასტასია ჩაბჟირდა: რა გინდა, ხო დაგეჯახაო. nasta magari qalia :)mere gogo, ver caukitxe morali, ar gcxveniat, magalo qera mamakaco, rom mejaxebit am magal gamxdar gogonaso? da mogaqcevda kuradgebas ki ara iqneb ufro shorsac casuliko saqme :)mokled morchi nagvliani postebis cerasda gadadi aqtiur cxovrebazekisses from Taa

  6. ხო სოფი, მეც ძალიან მიყვარს. ძალიან საყვარელი სიმღერაა. მეც ეგრე მიცემს ხოლმე გული ზუსტად. აუ რავიცი, რაღაც ვერ შევიყვარე. ნუ ოღონს შარლიზ ტერონსა და კამერონ დიასზე ვგიჟდები.

  7. "What it feels like for a girl" – ჩემი საყვარელი სიმღერაა, სულ გული მიცემს, როცა ამას ვუსმენ.მე მიყვარს ქერები, ბუნებრივები 🙂 შეიძლება შეღებილები ცოტა ცრუობენ, მაგრამ ისე ქერები ლამაზები არიან,

  8. ხოოოო, გეთანხმები 100%–ით. არადა ზუსტადაც რომ წინა და ეს პოსტი ერთი უნდა ყოფილიყო. ხო, უნებლიე შეჯახება მაგარი იყო 😀 😀 😀

  9. კარგი საღამო გამოსულა და შესაბამისად პოსტისწინანდელი სიცარიელეც კარგად შეივსო. 🙂 რა ძალა აქვს მაინც ამ უნებლიე შეჯახებებს. :)))

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s