რეალურად რომ ვთქვა…

… თავს არაჩვეულებრივად ვგრძნობ.

იმაზე უფრო კარგად, ვიდრე ველოდი.
არვიცი მიზეზი.
უფრო სწორად ვიცი, მაგრამ რავიცი, ვიცი???
კიარადა…
label-იდან mr.M საერთოდ ამოვშალე და ახლა ერთი ორად კარგად ვგრძნობ თავს.
ხვალ ისევ ჩემს სამსახურში რიგით მე–11 გასაუბრებაზე მივდივარ. მე–10–ზე გუშინწინ ვიყავი. და იმედი მაქვს, რომ ეს ზუსტად “ის” ერთადერთი და განუმეორებელი გასაუბრება იქნება. თუ არ იქნება, მე მაინც ბედნიერი ვიქნები. ვინც გამესაუბრა იმან ვიღაცას უთხრა, მინდოდა ძალიან მკაცრი ვყოფილიყავიო, მაგრამ ისეთი კარგი გოგოა, რომ ვერ შევძელიო. კარგი ვარ??? რავიცი, ვიცი???
განსაკუთრებით დავახლოვდი ერთ ადამიანთან. ჯერ–ჯერობით მასში ცუდ თვისებას ვერ ვხედავ. ძალიან ჩემიანია. თავს რაღაც არანორმალურად კარგად ვგრძნობ. ისეთ რაღაცეებზე ვსაუბრობთ, რომ მე თვითონ აზრზე ვერ მოვდივარ.
ძირითად ორ პირობას აკმაყოფილებს.
1) ჩვენს შორის ასაკში სხვაობა 4–ის ჯერადი რიცხვია. (ვინც მათემატიკა ჩინურია, გეტყვით, რომ 4–ის ჯერადი რიცხვებია 0,4,8,12,16 და ა. შ. )
2) ჩემი გვარი მის გვარზე გრძელი არ არის. ანუ მისი გვარი ჩემს გვარზე მოკლე არ არის.
და ეს 2 ფაქტორი წინაპირობაა იმისა, რომ მასთან თავს კარგად ვგრძნობ. არა, კარგად არა. არაჩვეულებრივად. არ ჩამოვთვლი იმ დადებით მხარეებს, რაც მას ახასიათებს. უბრალოდ he’s my kind of person. ძალიან ბევრს ვსაუბრობთ, ვეცნობით ერთმანეთს და აი არვიცი რა… რაღაც სასწაულად კარგად ვარ.
(ახლა არის 12:28 a.m. და წერა რამდენიმე წუთით შევწყვიტე იმის გამო, რომ დამირეკა…)
ხოდა ეგრე. არვიცი რა უნდა ვთქვა. ჩემი რაღაც დებილური ოცნებათაგან რამდენიმე ვუთხარი. მოდი ერთად ავასრულოთო.
ხშირად ისე მესაუბრება, თითქოს ძალიან დიდი ხანია ერთად ვართ.
ხშირად ისე მესაუბრება, თითქოს რაღაც ადგილიდან (საძმაკაცო, სამსახური თუ რამე სხვა) დაბრუნებული სახლში (ანუ ამ შემთხვევაში ჩემთან) უნდა მოვიდეს და მეუბნება ხოლმე ტელეფონში: “მოვდივარ და ცხელი ჩაი დამახვედრე და კეთილი გული”–ო.
ხშირად ისე მესაუბრება, თითქოს ნოემბერში ტყუპები შეგვეძინება… ტყუპები იმიტომ, რომ მისი ბაბუა ტყიპისცალია და ანუ გენეტიკაში ეგ მაქვსო. პირველი გიორგი და მეორე ალექსანდრე. სახელები ჩემი სურვილით. ნოემბერიც ჩემი სურვილით. გიორგობისთვეა და იმიტომ. არადა გვერდიდან რომ შეხედოს ვინმემ, რა სისულელეებია არა??? მაგრამ ვსულელობთ ერთად და რა მოხდა, რამე შავდება??? რეალობას ხომ მაინც არ ვწყდებით… უბრალოდ ჩვენთვის ვსულელობთ. და ვინც მეტყვის, რომ sweet person–თან სისულელეები ტეხავს, იმას ვეტყვი, რომ თუ თქვენ არ იცით რა არის სისულელე, თქვენ ისიც არ იცით, რა არის ჭკვიანური საუბარი. ასე რომ თქვენი ჭკუის დარიგებები თქვენთან, თქვენს თავებში დაიტოვეთ. და ამას მე არათუ მხოლოდ აქ დავწერ, ყველას ვეტყვი, ვინც კი რამე იდიოტობას მეტყვის.
მარიამის ეს პოსტი წავიკითხე ემოციის მიერ გამოწვეულ ახალ ემოციაზე და უცებ ის გამახსენდა… რომ ვაკოცე და რომ გაინაბა… ისეთი სახე მიიღო, რომ კინაღამ თვალსა და ხელს შუა დამიდნა. და იმ მომენტში მე ვიყავი უბედნიერესი. საერთოდ აი მაგ მომენტებში უბედნიერესი ვარ ხოლმე. როდესაც ვხედავ ის როგორი გაცისკროვნებულია.
ვინაიდან რამდენიმე დღე ამ ოთახში ციმბირული პირობების გამო არ შემოვსულვარ არსად, ხალხს მოვენატრე.
ნასტასია…
ბაბისა…
ალკა…
ანუშკა…
და ყველამ მომწერა…
ზოგმა facebook–ზე…
ზოგმა skype–ში.
და ხვალაც რამდენიმე მათგანთან ერთად ჩემს საყვარელ ადგილას მივდივარ. ადგილი, რომელზეც ვგიჟდები, ისე მიყვარს.
შაბათს კი ალკას ვნახავ.
აი არვიცი…
რა ვიქნებოდი სიყვარული რომ არ მცოდნოდა…
მართლა ბედნიერი ვარ, რომ მყავს ასეთი მეგობრები.
და თუ ის არ არის ის, ვისთან ერთადაც უნდა ვიყო და თუ ისინი არ არიან ისინი, ვინებთან ერთადაც უნდა ვიყო, არ მაღელვებს. დღეს მსიამოვნებს ეს ადამიანები და შემიძლია დიდი სიყვარული გავცე იმისთვის, რომ კარგად იყვნენ. დღევანდელი დღით ვცხოვრობ და მიხარია მათი ყოველი ღიმილი.
თავს გიჟად ვგრძნობ საგიჟეთში…
თუმცა გიჟი ვარ ისედაც და…
მაგრამ ეს კარგი საგიჟეთია.
Advertisements

15 thoughts on “რეალურად რომ ვთქვა…

  1. გააკეთე რა ახალი ბლოგი. რა პრობლემაა. ხო ფრთხილად ვოცნებობ.

  2. sagitarius….მიხარია რომ კარგად ხარ…არა კი არ მიხარია, მიხარიხარ…ოცნებაზე მაგარი არაფერია ამ ცხოვრებაში…"ფრთხილად აირჩიე ოცნება, ის შეიძლება მართლა ახდეს…"ქეთ 😦 მომენატრა ჩემი ბლოგი…მეც მინდა დავწერო ჩემი ოცნებების შესახებ… :(:(:(:(:(:(

  3. მარ – აუ არვიცი, აზრზე არ ვარ, მაგრამ აი სერიოზული ახირება მაქვს. ბაბისა, სოფი, თეო – დიდი მადლობა!!!!გოჩ – გოგოები ვიყავით. ნატალია – დაგირეკე საღამოს. :(ნუც – მოხვედი, გნახეთ. ნატოშა – არადა უკვე აღარ ვიცი რა და როგორ :(ხისსუნიანი სახლი – მაინც რა მოგწონს ამ ბლოგში??? :Dლალენა – აუ მე სულ მქონდა ეგ პირობა.

  4. მათემატიკა ჩემთვის ჩინურია 😛 მაგრამ ამას მგონი მნიშვნელობა არა აქვს, მთავარია შენ გრძნობდე თავს კარგად და ტყუპების მოლოდინი გიხაროდეს :ლოლ:Have fun as much as u can! :*

  5. აი მოვედი რო ეს სასიხარულო პოსტ წამეკითხამიხარიაჰოდა წარმატებები სჰენ :)))))

  6. მოვდივარ ხოლმე, ვკითხულობ და გაკვირდებიაზრი არ მეცვლება :)ზუსტად დავწერე ის რაც მომწონს კიდეც შენს პოსტებში :)good luck

  7. ორი პირობა იყო ძლიან მაგარი, მსგავს რაღცეებს მეც ვუკვირდები ხოლმე :)))))

  8. მიხარია, რომ გამხიარულდი:)ტაკ ძერჟაწ :*მაგრამ ვსულელობთ ერთად და რა მოხდა, რამე შავდება??? – შავდება მაშინ, როცა აღარ სულელობ და ურთიერთობების გარჩევაზე გადადიხარ :)Wish u all the happy…

  9. აუ პურპურში მეც მინდა 😦 თან ხვალ …. ვინები იქნებით.????? გოგოების ფართია თუ ბიჭებიც დაიშვებიან??? მომენატრა შენთან საუბარი. თუ რამეა და მეც დავიშვები მაგ შეხვედრაზე ხვალ შემეხმიანე . :*

  10. რას გეუბნებოდი მე შენ ივლისში.. ა? )) რას გეუბნებოდი.. და შენ რას მპასუხობდი მაშინ? :)აწი დაუჯერე ხოლმე დეიდას )

  11. yoveltvis mixaria kargi ambebi, ragac dadebit emociebs manichebs, rogorc ar unda viyo, mitumetes shen ise gamoxatav xolme rom sheudzlebelia ar miigo is grdznoba, ritic wer : ) es sawyisi periodi mteli tavisi mesijebit, zarebit, yuradgebebit uzomod sasiamovnoa da gisurveb aseve gagrdzeldes momavalshi : )da kidev karg da bednier weekends gisurvebt :*

  12. ჰაჰაჰააააააააააა, ოხ ნასტასია, აი ბოლოს მაგარი რაღაც მიაწერე რა 😀 😀 😀

  13. heeh,rogor martla mixaria ro tavs kargad grznob…me arasodes ar vambob ro adamianebma sweet personebtan sisuleebi ar unda aketon,imito ro miyvars sisuleebi da kargad yofnebi da kide imedia,gasaubreba shedegs gamoigebs :)xval purpouramdeise,ar megona tu egre martla ipovodo vinmes,visi gvaric shensaze mokle ar iqneboda,ase,dagegmilad 😀 😀 😀

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s