მთვრალი

რა კარგია სიმთრალე…

აკეთებ ყველაფერს და არავინ არ გეუბნება არაფერს…
თქვი რაც გინდა…
აკეთე რაც გინდა…
ისე იყავი, როგორც გინდა…
მაინც ყველაფერს შენს სიმთვრალეს დააბრალებენ და ჩაივლიან…
ახლა ვზივარ…
სრულიად დადებილებული ალკოჰოლისგან…
ვიღაც იტყვის ისედაც არ აკლდაო…
აუ რა მინდოდა…
კიარადა..
იმას რა უნდოდა…
იმას ანუ რათქმაუნდა ჩემი დის ქმარს…
სიძე რომ არის…
მაგრამ მე რომ ვერ ჩამისიძევდა…
თუ რაღაც ეგეთი.
კიარადა ჩუმად შემომაპარა…
ლუდი გინდაო???
ნუ ისიც ჩემმა დამ ჩააწვეთა კიარადა როგორც იყო…
ნუ იცის იმან ჩემი სუსტი წერტილი.
ხოდა რა პასუხი უნდა გამეცა…
კიარადა ხო…
რათქმაუნდა “ხო”–ს ვეტყოდი…
ახლა როგორ ვარ???
თვალები ერთმანეთში ირევიან და იმედია აქ კოშმარულ გრამატიკულ შეცდომებს არ ნახულობს ვინმე.
რადგან სასტიკად მეზარება ამის დარედაქტირება.
ხოდა სანამ ჩემი თვალები გარბიან და გამორბიან ეკრანზე…
კიარადა მონიტორზე…
კიარადა “აძინ ჩორტი”…
“გუშინ”–ზე ვიტყვი…
მე, ნასტასია და ნუცა სასტიკად სასოწარკვეთილები დავრჩით იმ ფაქტით, რომ “პურპურში” იყო face control–ი…
კიარადა age control–ი.
მე მაპატიეთ..
22-going-on-23 ვარ და არა 13-17 წლის “პადსანკა”…
რომელსაც არ უნდა იყოს მომღერალი ან იკითხოს მისი ბლოგში შემავალი პოსტები ხალხში, რომელთაც სულ ცალ ფეხზე ჰკიდიათ ბლოგი, განწყობა და ასე შემდეგები.
მაგრამ ეგ კარგი, გამოვედით.
და ვიბოდიალეთ.
ხოდა მერე…
აუ მერე ის, რომ არ უნდა დამელია ამდენი ლუდი…
თუ უნდა დამელია არვიცი.
ხოდა მერე ალბათ sweet person–სთვის არ უნდა დამერეკა…
და არ უნდა მემეორა ჩახვეული კასეტასავით “მეზიზღები, იდიოტო, დეგენერატო, კრეტინო!!!”
კიარადა ახლა რომ ვაკეთებ.
მაგრამ ახლა მთვრალი ვარ და არაუშავს.
და იმასაც ვეუბნები, მადლობა მითხარი, რომ მთვრალი ვარ, თორემ სიფხიზლეში ხმას არ გაგცემდიმეთქი.
უნდა მეთქვა ხო ეს თუ არა??? მაგრამ უკვე ვუთხარი.
არადა “პურპურმა” იმედები გამიცრუა.
არადა თავიდან კარგი იყო.
მე რაღაც ზომბივით ვარ ხოლმე ზოგჯერ.
არავისი არ მესმის.
შევაჭრი ხოლმე ვიღაცეების თავებში, აზრებში, გონებებში და ვცდილობ იქ მოვშინაურდე ხოლმე…
აუ, ზოგჯერ როგორ მეზარება ხოლმე ეგეც.
მაგრამ ეგ რომ არ ვქნა, შეიძლება გავითიშო იმ მომენტში, საკუთარმა თავმა მომიღოს ბოლო…
ახლაც კი ვცდილობ სხვის გონებაში შევაღწიო.
თუმცა არვიცი ეს სხვა როდემე იქნება ის, ვის თავშიც შევაღწევ ხოლმე…
გუშინ რომ რაღაც მეწყინა ადამიანისგან და გადავწყვიტე აღარ მივკარებოდი მას…
სადაც კი შემომეხმიანა, არსად ვუპასუხე და დღეს მე თვითონ დავურეკე.
დღეს დავლიე და იმიტომ.
დღეს მეპატიება.
გუშინ 3 ადამიანს მივწერე, მინდოდა რომელიმეს ღვიძებოდა და სამივეს ეძინა.
ხო, მე ხომ მიწერისას არვიცი დროის შეგრძნება და ეგეთი მატერიალური საკითხები.
არვიცი, ვიკარგები.
კიდევ კარგი, გუშინ ძალიან სქლად არ მეცვა, თორემ ძალიან დამცხებოდა.
არადა ღამით როგორ გავიყინე საბავშვო ბაღის ეზოში.
აი დღეს კი შედეგი ჩემი ცხვირი ჟანგბადსა და ნახშირბადს არ ათამაშებს ერთმანეთში.
კარგად ვარ.
უბრალოდ საჭიროა საკუთარი თავი არ დავკარგო.
მთავარია საკუთარი თავი ოდნავ მაინც მიყვარდეს.
და მერე ყველაფერი მარტივია.
კარგია, რომ ნასვამი ვარ.
და კარგია, რომ მარტო ვარ.
ასე უფრო მშვიდად ვარ და გულიც არ მიცემს ხოლმე რაღაცნაირად.
ვასომ დამირეკა.
არადა ადრე როგორ არაშინაურულად ვიყავი მასთან.
დეპარტამენტის უფროსი და ალბათ სიმკაცრეც შესაბამისი…
არვიცი…
უბრალოდ ალბათ facebook–ის ჩეთში იმდენი ვეწუწუნე, რომ ვეღარ მოითმინა.
შენი ნომერი მომეციო და ზუსტად 18 წუთი მესაუბრა.
აზრზე მოვედი. მომიყვანა უფრო სწორად.
მანამდე უაზრო თუ აზრიანი ცრემლები და რავიცი კიდევ რამდენი უაზრობა ჩემი მხრიდან…
მარტო ყოფნა უკეთესია.
და მეგობარს ვერცერთი მამაკაცი ვერ შეედრება.
და ძალიან მიყვარს, როდესაც “მამაკაცი”–დან “ძმაკაცამ”–დე ერთი პატარა ნაბიჯია.
But the Sweetest Person stays the same.
და თან როდესაც მისთვის მისივე წიგნის ერთი მოზრდილი თავი ვარ. ოღონდ ისეთი კი არა, რომ მოცულობით არის დიდი, არამედ შინაარსით დიდი.
სიმღერას არავინ უსმენხს ხოლმე, სამწუხაროდ…
მაგრამ მაშინ ჩემთვის დავდებ, თუ სხვა არ ჩართავს…
Advertisements

9 thoughts on “მთვრალი

  1. ქეთ – არა, რა შეწუხებაა… მეილზე მოგწერე. ხო, არადა რა კარგი იქნებოდა. :((((

  2. სამწუხაროდ არა :*და ქეთ, თუ არ შეგაწუხებ ძალიან…მადლობა 🙂

  3. ლალენა – ველი მაისს. :))))))))ქეთი – ხო, სამწუხაროდ ვერ იქცევა. აგიტვირთავ 🙂

  4. მთავარია, სიმთვრალე გამოსავლად არ იქცეს…ქეთ, ვინ მღერის? მომწონს :))

  5. ჰეჰ, მაგარია, აი მაისში, რომ დავთვრები ერთ მთვრალ პოსტს მეც გამოვაცხობ :)) (მანამდე ჯანმრთელობა არ მიწყობს ხელს)

  6. @ჯორჯ პაიკი – ანუ მთვრალზე საშინელი პოსტები გამომდის ხოლმე ხო??? :((@Natalia – რა მახსოვს იცი, ერთმა ცნობილმა ბლოგერმა რომ თქვა, ბლოგებში სიმღერებს არასოდეს ვუსმენო, რა უაზრობა არისო. :((:*აუ, ხო, ეგ სულ მავიწყდება ხოლმე. ძველი თარიღით იდება ხოლმე 😀 😀

  7. მე ვუსმენ ხოლმე შენს სიმღერებს ქეით 🙂 უბრალოდ, ამის აღნიშვნა მავიწყდება. ხოდა ისა, პოსტებს დრო შეუცვალე, თორემ სადღაც ქვემოთ გდია და გვიან ვნახულობ 😀

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s