კოლაჟები

***

არსებობენ ადამიანები, რომლების მიმართაც პირველად შექმნილი შთაბეჭდილება არასოდეს მეცვლება. მერე ვიწყებ ხოლმე გამუდმებით მათზე საუბარს. ყველგან და ნებისმიერ კომპანიაში. ვინც რა არ უნდა მითხრას ცუდი მასზე, მინიმუმ არ მაღელვებს და მაქსიმუმ ამ ადამიანს ვეუბნები, რომ “ის ჩემი ახლობელია, შენ მას საერთოდ არ იცნობ და თან, გარდა ამისა, მიდი და პირში უთხარი ეს ყველაფერი მას, ჩემი თანდასწრებით ნუ საუბრობ ჩემთვის ძვირფას ადამიანზე”. გარდა ამისა,  მერე უკვე საოცარი რამ მემართება; ვეღარ ვხვდები მისი ქება–დიდების მომენტს როდის უნდა მოვუძებნო დასასრული. ვაქებ დაუსრულებლად, მზად ვარ მხარში ვედგე ნებისმიერ მომენტში. თუ ახლო მეგობარია ეს ადამიანი, მაშინ სურვილი მიჩნდება ჩახუტებაში, კოცნასა და ფერებაში ამოვხადო სული.მაგრამ თუ ძალიან ახლო არ არის, მაშინ მზად ვარ, რომ ნებისმიერ მის მიერ დაწყებულ საქმეში მხარში ამოვუდგე და მივახვედრო, რომ შეიძლება ცუდად ან საერთოდ ვერ გამოვხატავ, მაგრამ მასთან ვარ.
გუშინ ისეთი დიდი მხარდაჭერა ვიგრძენი ერთ–ერთი ასეთისგან, რომ სულ ვერ ვიფიქრებდი. იმასაც ვერ ვიფიქრებდი ასე ძლიერ თუ იქნებოდა ჩემიანი. არა პრინციპში ეს ვიცოდი ჯერ კიდევ 2008 წლის ზაფხულში, როდესაც მუშაობა დავიწყე. აი მაშინ, როდესაც სრულიად არ მაღელვებდა მუშაობა, როდესაც ასამდე წიგნით დატვირთული ჩანთით, საზაფხულო მაისურითა და კეტებით (“კედებს” ვერაფრით შევეჩვიე) მივედი გასაუბრებაზე. 10 წუთის დაგვიანებით. 12-ის 10 წუთი იყო, მერე რა მოხდა…მაგრამ ის იყო არაბუნებრივად უშუალო და საყვარელი. არანაირი ბარიერი. მას შემდეგ 19 თვე (წელიწადი და 7 თვე) გავიდა და დღეს იგივე ადამიანთან მიწევს მუშაობა. თავს ვგრძნობ არაჩვეულებრივად და არ მინდა ეს დრო ოდესმე დასრულდეს. ძალიან მაგარი ადამიანია. მესაუბრა გუშინ, დაახლოებით 1 საათი… იმდენ რაღაცას შევეხეთ, იმდენი მომენტი თუ სიტუაცია განვიხილეთ, შევაფასეთ და ავწონ–დავწონეთ ბევრი რამ. თუნდაც ჩემი ამბავი…დაუსრულებელი ეპოპეა. ისეთი რაღაცეები მითხრა, რომ მორიდებისგან გავწითლდი და ავტომატურად იმის მტკიცება დავიწყე, თუ როგორი ცუდი ვარ (ხო, ეს ჩვევა ვერ ამოვიგდე და მგონი ვერ ვერასდროს ამოვიგდებ). ხო… ეგეთია ჩემი 2–კვირიანი უფროსი!!! ბედნიერი ვარ, რომ ასეთ ადამიანის თანამშრომელი მქვია!!! 
კიარადა ახლა უკვე 1–კვირიანი   1 კვირის მერე ისევ სახლი    (ნუ ეს უკვე არავის უკვირს   )
***
მალე გამოცდები უნდა დამეწყოს. პპც. უსიკვდილოდ მეზარება. მალე ანუ ორშაბათიდან.
საერთოდ 2010 წელს, თუ გავიხსენებთ როგორ სევდით აღსავსე შევხვდი სავარძელში მწოლიარე ტირილითა და ძილით, რა დამებედა რთული წარმოსადგენ–მისახვედრი არ უნდა იყოს. ხოდა მთელი 2010 წელი მეძინება. ეკონომიკისა და ინოვაციური მენეჯმენტისთვის ნამდვილად არ მცხელა. ნუ ინგლისურს, ფინანსებსა და საბანკო საქმეს კიდევ ჩავაბარებ, არაა პრობლემა.ვიცი ეგ საგნები ძალიან, ძალიან კარგად და იმიტომ. თორემ ხელის ხლება მათთვისაც დამეზარებოდა. უბრალოდ აწეწილმა სამსახურებრივმა და პირადმა ამბებმა ისე დამღალა, რომ სწავლა დავივიწყე. არადა პრეზიდენტის სტიპენდიანტი ვიყავი მთელი ბაკალავრის განმავლობაში. და ახლა წიგნის გადაშლაც კი მეზარება. ერთხელაც არ ჩამიბარებია რამე რომელიმესთვის. ხოდა გამოცდებზე თავის მოკვლა და ტრადიციული ღამის თენებები თუ მიშველის, არვიცი. 
***
მოხუცებული ქალი რომ გეტყვის ნამტირალევი ხმით, ბავშვისთვის წამალს ვერ ვყიდულობ, რადგან მხოლოდ 5 ლარი მაქვს და 70 თეთრი მაკლდებაო, რა უნდა ჰქნა??? და ამ 70 თეთრის გამო აფთიაქში რომ წამალს არ აძლევენ, რა უნდა ჰქნა??? მერე რომ ამოიღებს სააკაშვილის “იაფი დაზვევა”–ს პროექტით მიცემულ სადაზღვევო ბარათს და ერთ–ორს შეიკურთხება, ეს არის საზიზღარი სააკაშვილის დაზღვევაო, წამალი ვერ მიყიდიაო და ტირილს იწყებს…რა უნდა ჰქნა???
ამ ყველაფერს თავი დავანებოთ, მოხუცელი ადამიანს რომ ვხედავ, თვალები ცრემლებით მევსება ხოლმე…ძალაუნებურად…გაჭირვებულსაც თავი რომ და მინდოდა წვიმიან ქუჩაში მეტირა… ჯიბიდან ამოვიღე 2ლარიანი მონეტა და მივეცი. სიხარულისგან მე–9 ცაზე იყო ის და მე მე–100–ზე იმის გამო, რომ ის მე–9–ზე იყო… ხელები უნდა დაგიკოცნოო… მორიდებისგან და სირცხვილისგან დამბურძგლა…არა არ არის საჭირო, იყოსმეთქი. იუარა… აქ ყველა ჩემი მორიდებულობის კომპლექსი ერთდროულად ჩაირთო. მლოცა ბევრი და წავიდა. 
ეს არ ყოფილა შემთხვევითობა. ისეთ კარგ ნოტაზე გამოვედი უფროსისგან, რომ ეს ქალი სპეციალურად შემხვდა. უცბად მახსენდება ფილმი the family man, სადაც ნიკოლას კეიჯის გმირს ხვდება ფერადკანიანი ადამიანი, რომელიც მას ცხოვრებას უცვლის… ნუ მოკლედ… ძალიან ბედნიერი ვიყავი.
***
საბოლოოდ მივხვდი, კიარადა დავრწმუნდი იმაში, რომ არ მსიამოვნებს საკუთარ ბლოგზე (და მასში გაკეთებულ პოსტებზე) საუბარი. ვერ ვიტან მართლა. ისევე როგორც საკუთარ თავზე. ჩემი ბლოგი (პოსტი) ისაა, რაც მე. თუ პირიქით მე ვარ, რაც ჩემი ბლოგია (პოსტია). ნუ მოკლედ არ მიყვარს არც ერთი, არც მეორე. მაგრამ ეს კიდევ არ არის “საბოლოოდ მივხვდი”. “საბოლოოდ მივხვდი” არის ის, რომ სხვები რომ საუბრობენ ჩემს ბლოგზე (ან მასში დაწერილ პოსტზე), სასტიკად არ მსიამოვნებს. ვერ ვიტან ფრაზებს, როგორებიცაა: “უი გუშინ შენი პოსტი წავიკითხე და გუშინწინ მართლა იტირე???”, “ბლოგში რომ წერ ვიღაც ბიჭზე, ისაა შენი შეყვარებული???”, “აუ შენ მაგარი დეპრესიული ხარ, შენი პოსტები წავიკითხე და მივხვდი”, “ბლოგი რა არის??? რას აკეთებ ბლოგში???” , “მერე რომ წერ ბლოგში, რომ შემოვიდეს ვინმე და ნახოს რეებს წერ, არ ტეხავს???”, “ვაიმე გუშინ რომ დაწერე სიგარეტი მოვწიეო, მართლა მოწიე???” და ა. შ. 
რახან აქ შემოდის ადამიანი, რახან მე მივეცი ამ ბლოგის ლინკი, თუ გუგლმა ამოუგდო, თუ ვიღაც სხვამ მისცა და ახლა უკვე შემოდის აქტიურად და მეც კეთილი მასპინძლის სტატუსი მოვირგე, იმას არ ნიშნავს, რომ პირად შეხვედრებში ასეთი ფრაზები მითხრას. არ მიყვარს ჩემს ცხოვრებაში ვინმე რომ ფათურობს. რახან აქ შემოდის, უკვე იმას ნიშნავს, რომ ჩემს პირადს იგებს და მგონი ეს საკმარისია. არ მიყვარს ცნობისმოყვარეობა. კითხულობ, იკითხე, მაგრამ პირად შეხვედრებზე ზედმეტი კითხვები არ დასვა და არც ალოგიკური დასკვნები გამოიტანო. 
ეს პატარა კოლაჟი არავის არ ეხება კონკრეტულად. არცერთ ბლოგერს და არცერთ არაბლოგერს. მართლა არა. უბრალოდ ამის დაწერა მინდა ძალიან დიდი ხანია და არვიცი რატომ არ ვწერდი. ამის დაწერა მაშინ მინდოდა, როდესაც ჯერ კიდევ 2007–ის დასასრული და 2008-ის დასაწყისი იდგა და საერთოდ არ ვიყავი ცნობილი ბლოგერი. მაშინ, როდესაც ძალიან ცოტა კომენტარი მქონდა ხოლმე და ბლოგსამყაროც ძალიან განუვითარებელი იყო დღევანდელთან შედარებით. მაგრამ მაშინ არ დავწერე არვიცი რატომ. 
თუმცა იმედი მაქვს ხალხი ამის გამო მეორე უკიდურესობაში არ გადავარდება და არ იტყვის: “საერთოდ არ შემოვალ, არ წავიკითხავ და არ გკითხავ არაფერს.” პირიქით, ხომ იცით როგორ მიყვარს თქვენი კომენტარები და ის, რომ აქ შემოდიხართ და კითხულობთ აქაურობას. 
აუუუ, არვიცი, მგონი ძალიან იდიოტურად ვთქვი სათქმელი. არ მინდა, რომ რომელიმე დაიძაბოთ ან არასწორად გამიგოთ. მაშინ ისევ ისე მოიქეცით, როგორც აქამდე იქცეოდით და მე მივხედავ “ზედმეტობებს”. უბრალოდ ოფიციალური ღიმილის ოფიციალური ფანი გავხდები და არ მინდა ეგ. 
ახლა საიდან გაჩნდა ეს ცუდი დამოკიდებულება ამის მიმართ. საიდან და ბლოგერული შეხვედრებზე დავაკვირდი სხვების საუბრებს. და კიდევ კარგი მე რამდენჯერაც ვიყავი ამ შეხვედრებზე, იმდენჯერ ჩვეულებრივი რიგითი ბლოგერის სტატუსით მივედი და აწიც ეგრე მივალ, და არა როგორც “ეეე, შენ ჩემი პოსტი არ წაიკითხე??? ახლავე დაჯექი და ნახე. ამით შენ ხომ სუპერ–სენსაციას ვერ გაიგებ”. კარგით რა. მე არ ვარ რა ეგ ტიპაჟი. ასეთ ხალხს მე “მატერიალისტებს” ვუწოდებ ხოლმე. მატერიალისტი კი არ მსიამოვნებს ამ სიტყვის არანაირი მნიშვნელობით. 
ერთადერთი ბლოგერების შეხვედრა, სადაც ზუსტად ის სიტუაციაა, რაც ძალიან მომწონს, ეს არის ანუშკასთან სტუმრად. ყველამ არაჩვეულებრივად ვიცით ერთმანეთის ამბები ბლოგის მეშვეობით, ყველა შევდივართ ერთმანეთის პოსტების სანახავად და ყველანი თვალს ვადევნებთ ერთმანეთის სიახლეს. და თუ ვინმეს რამის თქმა მოუნდა საკუთარ თავზე დამატებით, ამბობს, ყვება. და არა იმიტომ, რომ ვიღაც ეკითხება რამეს. პირველი შეხვედრაც ზუსტად ბლოგის ცნობის საფუძველზე მოხდა, თორემ არც ანუშკას, არც ნატალიას, არც ნასტასიას არ ვიცნობდი. 
***
რამდენიმე დღეა აქტიურად ვიყენებ ღილაკს “გამოიწერე კომენტარები”. ჩემს ბლოგში გაკეთებულებს არ ვგულისხმობ, ეგენი ისედაც მომდის მეილზე. ანუ მე დავუშვათ ვეკითხები გიღაცას რაღაცას მისსავე ბლოგში. და მაინტერესებს პასუხი.  გადის დრო და საერთოდ მავიწყდება, რომ ოდესმე რაღაც ვიკითხე. ხოდა კომენტარების გამოწერა ძალიან კარგი საშუალებაა იმის გასაგებად გიპასუხეს თუ არა კითხვაზე. დავწერ ვინმესთან კომენტარს და ვიწერ კომენტარებს. სულ ეგაა. ამის გამო მართალია gmail–თან გაცნობის დღესავით მქონდა, რადგან ჩემი სული და გული hotmail–ს ეკუთვნის, მაგრამ ბლოგი იმაზეა მიბმული. თუ არა blogspot–ზეა ის ბლოგი, მაშინ რათქმაუნდა  hotmail–ს ვუთითებ. 
***
დღეიდან მე და ის  ერთმანეთს 2 თვის მანძილზე საერთოდ არ დავეკონტაქტებით. ეს არის ჩვენი შეთანხმება. ხოდა ეს შეთანხმება მოიცავს: არა შეხვედრას, არა სმს–ს, არა სატელეფონო ზარს, არაფერს საერთოდ. ამიტომაც ეს დღეები ინტენსიურად ვნახეთ ერთმანეთი. ბოლოს – დღეს. იმის თავში მაგარი არეულობაა. ზოგჯერ პატარა სულელი და ცელქი ბავშვი მგონია და მე მისი ჭკუის დამრიგებელი დეიდა. არადა ჩემზე უფროსია. სულელურად რომ იქცევა, მინდა, წავიდე ხოლმე. ნერვები მეშლება მის ცანცარზე. ვბრაზდები საკუთარ თავზე, რატომ ვხვდები საერთოდ, თუ ასე მაღიზიანებსმეთქი. მაგრამ მაინც ვზივარ, ვაკვირდები. მერე ვეჩხუბები, შენიშვნას ვაძლევ და ზევით ვწევ ტონს. მერე ის იწყებს ხუმრობას, მერე სერიოზულდება და სიტუაციაც თავის კალაპოტს უბრუნდება. არადა არ მინდა ასე ვიყო. 
ჩემზე არასტაბილური ადამიანი თუ არსებობდა არ მეგონაო. 
2 თვე მასთან ურთიერთობის გარეშე როგორი იქნება??? არვიცი. ეს ყველაფერი კიდევ უფრო მადებილებს.ზოგჯერ მგონია, რომ ვთამაშობთ.  არვიცი როგორ მოვიქცე, ჯერჯერობით დინებას მივყვები. დრო და სიტუაცია მიჩვენებს. ახლა უბრალოდ მეგობრები ვართ. თუ რაღაც მსგავსი. მოკლედ არვიცი არაფერი. 
***
პირველი თოვლი. გუშინ ღამე თვალყურს ვადევნებდი. ჩემს გარეშე არ მოსულა. გამიხარდა. მართალია დღეს დამაგვიანდა მაგს გამო, მაგრამ ვაპატიე. ყველაზე ვნებიანი ბუნებრივი მოვლენა. 
და დღესსაც იგივე აზრზე ვარ, რომ არ არსებობს თოვლზე უფრო 
საყვარელი…
ვნებიანი…
მიმზიდველი…
ლამაზი…
სექსუალური…
იდუმალი..
ჯადოსნური…
იმედის მომცემი…
ოცნებებით აღსავსე…
ეს ყველაფერი თოვლია!!!




Advertisements

5 thoughts on “კოლაჟები

  1. ხო აი ზუსტად მაგიტომ არსად არ ვახმაურებ ხოლმე. ვწერ ჩემთვის და ვარ.

  2. "American Beauty"-ს ვუსმენ ნაღვლიან ხასიათზე ვარ და იმ მოხუც ბებოზე რო წავიკითხე ცრემლები გადმომცვივდა :-ს გული მომიკვდა :-ს მოხუცების საცოდავ სახეების დანახვაზე მეც სულ ცრემლები მადგება ხოლმე და იმ ბებოს თვალები წარმოვიგდინე….კარგია რო დაეხმარე :P****ჩემს ბლოგს რაც შეეხება იშვიათად ვწერ და ძირითადად იმიტომ ვწერ რო მეშვება როცა ცემს პრობლემას ჩამოვაყალიბებ ხოლმე.ცემს ბლოგს რეკლამას არსად არ ვუკეთებ არ ფორუმებზე და არც facebookზე იმიტო რო არ მინდა ჩემმა დამ/ნაცნობებმა/კლასელებმა ნახონიმიტო რო არ მინდა ვინმემ მითხრას "აუ ეგრა სისულელე დაწერე" და ა.შ:)

  3. @Natalia – დიდი მადლობა ნათ, ძალიან დიდი. ხო აი რაღაც "ისეთი" რაღაცაა რა. უსიამოვნო. @Keti – აუ ეგ მაგარი ცუდი რაღაცაა. მაგიტომაცაა რომ facebook–ზე არ ვაპიარებ ჩემს ბლოგს. იმდენი თანამშრომელი მყავს, რომ რავიცი. ყველამ სათითაოდ რომ დაიწყოს კითხვა. უჰჰჰ….ვინც იცის, ისიც საკმარისია. ამას წინათ თურმე კეტებს ეძებდა რომელიღაც ჩემი თანამშრომელი და ჩემი ბლოგი ამოუგდო. თან ჩემი სურათით. მერე საღამოს სურათი გამომიგზავნა და მეკითხება შენ არ ხარო. კიმეთქი. მაგრამ ნუ მაგასთან ახლოს ვარ.

  4. ამას წინათ მოულოდნელად თანამშრომელმა მითხრა, შენს ბლოგს ვკითხულობ ხოლმეო და… ნუ, ხომ ვიცი, რომ ღია ბლოგია და ნებისმიერს შეუძლია ნახოს, მაგრამ კონკრეტული თანამშრომლისგან, ვისთანაც არც ისე ახლოს ვარ და მხოლოდ ვესალმები, არ მესიამოვნასავით. იმდენად, რომ რამდენიმე დღე აღარაფერი დამიწერია :))მერე კი გამიარა 🙂

  5. ქეით, შენი პოსტები ყოველთვის ისეთი კარგად იკითხება.. არც მე მიყვარს საკუთარ პოსტებზე საუბარი 🙂 რაღაც არ მსიამოვნებს თითქოს. არ ვიცი როგორ ვთქვა, მაგრამ შენ რასაც გულისხმობდი, იგივეს ვამბობ მეც.

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s