ვერაფრით ვერ ვიპოვე

რამდენიმე თვეა მინდა ვიყიდო ან ვიშოვო..
არ აქვს მნიშვნელობა…
მთავარია, რომ მინდა მქონდეს ყულაბა.
არაერთი მაღაზია მოვიარე.
კიარადა პრინციპში არც მომივლია, უბრალოდ სხვა ნივთის საყიდლად შესულს დამითვალიერებია და გამიფიქრია მასზე. დროც არ მაქვს, რომ ადამიანურად მოვძებნო.
ხოდა თუ ვინმე წააწყდით, იქნებ მითხრათ რა.
მოთხოვნები:
  • ძალიან პატარა არ უნდა იყოს. ( ძალიან პატარა კვერცხში ახლა კარგად მაქვს მონეტები ჩატენილი. ანუ უნდა იყოს ნორმალური ან დიდი. დიდი, მაგრამ არაგიგანტური, რადგან თაროზე უნდა შემოვდო)
  • არ უნდა იყოს მყვირალა ფერის. ( მწვანე, ყვითელი და ვარდისფერი ისედაც არასაყვარელი ფერებია. წითელი, სტაფილოსფერი და ლურჯი მიყვარს. მაგრამ მიუხედავად ყველა სიყვარულისა თუ არსიყვარულისა, არ უნდა იყოს მყვირალა ფერის. რადგან სასწაულ კონტრასტში იქნება ოთახის ინტერიერთან. ოთახი არის ხის ავეჯისგან ანუ ჩვეულებრივი კონსერვატორული ყავისფერისგან. კარადაც, სეკრეტერიც და თაროებიც. ანუ მოკლედ, არანაირი მყვირალა ფერი)
  • უნდა იკეტებოდეს გასაღებით (თუ არსებობს ასეთი. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი და აქ აღარ ცხოვრობს, ფულს (და არა მარტო ფულს) ისე მომპარავდა ბავშვობაში, სინდისის არცერთი ღერო არ ერხეოდა. რამდენიმე თვის წინ ისე უტიფრად მომპარა (!!!!!) ანტონიო ბანდერასის ტანის ლოსიონი, რომ სანამ დედაჩემის გასაგონად ერთი ამბები არ ავტეხე და სანამ დედაჩემმა არ დაურეკა, ამ დღეებში მოიტანეო, მანამდე შენც არ მომიკვდე. ხოდა გასაღებს ღრმად შევინახავ და არ შემეშინდება მისი მოსვლის. იმ შემთხვევაშიც კი, თუ სახლში არ ვიქნები.)
  • არ უნდა ღირდეს ძვირი. (თუ ბევრი ფული გადავიხადე, შიგ რაღა ჩავდო???)
  • არ უნდა იყოს ბავშვური რაღც უწი–პუწი დიზაინის და არც მოქეიფე კაცის ან კინტოს დიზაინის.
დედაჩემს ვუთხარი ამას წინათ ბარემ რამდენიმე კვირაში ჩემი დაბადების დღე მოდის და იქნებ მაჩუქომეთქი და რბილად რომ ვთქვა 2 ყურის პრინციპითა და დაცინვით მომიშორა. 😀 😀 😀 ხო დაცინვაში ორივე მაგარია და საქმე საქმეზე რომ მივა …

ხო, ამ საიტზე დავათვალიერე და არ მომეწონა, რადგან არცერთ მოთხოვნას არ აკმაყოფილებს.

ვიცი, რომ მოთხოვნები აღემატება რეალობას, მაგრამ იქნებ მაინც შეძლოს ვინმემ დახმარება.
გკოცნით თქვენი მე :*
პ.ს. საქმე არ მქონდა დილის 6 საათზე და ბარემ დავწერე. წავედი გავთბე და მერე დავწვე.
Advertisements

21 thoughts on “ვერაფრით ვერ ვიპოვე

  1. გუშინ ვნახე, ჩემს მეგობარს უყიდია ძალიან ლამაზი და ორიგინალურიდოლიძეზე რაღაც საბავშვო მაღაზიაა და იქ ვიყიდეო ასე მითხრა. ზუსტად მეც არ ვიცი სადაა, სანამ ჯაბას კორპუსემდე ახვალ მანამდე უნდა შეგხვდეს წესით სადმე

  2. დღეს დავიარე ყველა წერტილი მგონი. არსად არის ისეთი, როგორიც მინდა :((

  3. რამდენი ხანია ყულაბა არსად შემხვედრია… ან ალბათ, ყურადღება არ მივაქციე… შანსი არაა, სადმე, სუვენირების ან საჩუქრების მაღაზიაში იქნება. მე თუ ვნახე, გეტყვი 😉

  4. @doroti – ხოო, აი რაღაც ძალიან გავჭედე ახლა ამაზე. @mshia – უი 😀 კი იდეაში, მაგრამ ახლა ვერ მივხვდი. 😀

  5. ჰოოომ :" >მეც ვეძებდი ყულაბას შარშან მაგრამ რო მინდოდა ისეტი ვერ ავარჩიე >.< მე ვიცი ხოლმე ასეთი რაღაცეების აჩემება :-ს ბოლოს გართულება მქონდა ჭიქებზე.აღმოვაჩინე კიდეც მე რო მინდოდა ისეტი მაგრამ იმ დღეს ფული არ მქონდა.მეორე დღეს მივედი და აღარ დამხვდა :-სმერე მთელი დღე მყრალ ხასიათზე ვიყავი :უსერ:

  6. გამხმარი ხის გულის ფერია, ოღონდ პატარაა და ცოტა ძვირი გაწყობს? 🙂

  7. მე მარტო გასატეხი ყულაბები ვიცი:ჩამორჩენილი: მემახსოვრება, თუ შევხვდი სადმე 🙂

  8. @ donshakal – მადლობა, გაიხარე. :)@mshia – აუ არა, ოთახის ინტერიერს არ მოუხდება. ნუ ფერსაც გააჩნია.

  9. ნათი – მართლა???შენ რა პონტში გაჩუქეს???ანაბარი უნდა გქონდეს ხო??მე 20 ლარი მაქვს მანდ მგონი.

  10. მე მაქვს პროკრედიტის [უფასო რეკლამა] გოჭი ყულაბა და ფრიად კომფორთულია, თან გამჭვირვალეა, ხედავ შიგნით რა ხდება, თან გასაღებზეა.. შეიარე, იქნებ გაჩუქონ :))

  11. @ clown – ხო აი რაღაც აკვიატებული მოთხოვნებია, მაგრამ მაინც. @ Lalena – თუ სადმე გადაეყარე, იქნებ მითხრა რა. @ჯორჯ პაიკი – ხო რა. ზოგი მართლა ისეთი ძვირებია, რომ აზრი არ აქვს. @ Sophie Golden – ხო, ბავშვობაში მეც მქონდა პატარა გოჭუნა. უი მართლა??? დაახლოებით სად??? მარჯანიშვილის მეტროს იქით??? თუ აქეთ???

  12. მეც მიყვარს პატარა საყვარელი ყულაბები, ბავშვობაში მქონდა.პლეხანოვზე გაიარე, შეიძლება მანდ იყოს, რამე პატარა მაღაზიაში.

  13. აუუუ მეც რამდენი ხანია ვეძებ, ოღონდა უშედეგოდ, მე მინდა ყუთი იქნება ეს რკინის თუ ხიოს მნიშვნელობა არ აქვს, მტავარია გასაღებით იკეტებოდეს :))) და იმ გასაღებზე მინდა, რომ რბილი სათამაშჴ მქონდეს ჩამოკიდებული :))) ვაიმეე, სად ვიშოვო ნეტა?! ოღონდ რბილი სათამაშჴ არა :)))

  14. აუ მეც მქონია ესეთი მოთხოვნები, რაღაც კონკრეტულ საგანზე 😀 რომელიც შეიძლება ყოფილიყო უბრალო კალამი, ოღონდ ჩემებური 😀 😀

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s