:D

უმუშევრობიდან გამომდინარე ვიღვიძებ 1–ზე ან 2–ზე, რითიც ერთი–ორად კმაყოფილი ვარ. სარკეში რომ ვიხედები, დასვენებული სახე მაქვს და რაღაც მშვიდი ვარ. არანაირი მაკიაჟი, არანაირი ოფიციალური ტანსაცმელი, არანაირი რავიცი კიდევ რა. დიასახლისობას რომ ვერ ვიტან, ეგ ახალი ამბავი არამგონია იყოს. მათ შორის საჭმლის მომზადებასაც. მაგრამ გუშინ არვიცი კუჭმა, არვიცი ნამუსმა, მაგრამ რომელიღაცამ ნამდვილად შემაწუხა. ავდექი, გავიხედე, სახლში მარტო ვარ. ვგიჟდები იმ პერიოდზე, როდესაც მარტო ვარ. ზუსტად მაგ მომენტში ვესაუბრები ხოლმე ირაკლის, დუკას, ირინას, ნინოს, ლეკოს (ლევანი)… რავიცი ვინც არის იმ მომენტში სახლში. აი ასე დავდგებით ხოლმე ფანჯარასთან და ვსაუბრობთ. ფანჯარასთან, რადგან ზუსტად მანდ არის გამათბობელი. და მე, როგორც არა მხოლოდ “მსოფლიო სევდა”, არამედ “მსოფლიო მცივანა”, გათბობას კიარადა, ყოველი უჯრედის გაცხელებას მივეცი.


ნუ მაგრამ, როგორც აღვნიშნე, არვიცი რომელმა, მაგრამ რომელიღაცამ ნამდვილად შემაწუხა. ხოდა გამოვხსენი მაცივარი. სიცარიელე. თან დედაჩემი მარხვაზეა, მარხვა ორშაბათიდან დაიწყო. გამოგვიცხადა, მე ისეთი დაღლილი მოვდივარ სამსახურიდან, რომ ცალკე სამარხვოს და ცალკე არასამარხვოს გამკეთებელი არ ვარ, რაც გინდათ, ის გიქნიათ აღდგომამდეო. ხოდა მაცივარსაც ფრიად დაეტყო ეს არც თუ ისე სასიხარულო ამბავი.
ვიფიქრე, ამის დედა ვატირე, რაღაცას მაინც გავაკეთებმეთქი. თავიდანვე რათქმაუნდა ღომი მომაფიქრდა, თან არაერთხელ გამიკეთებია და ძალიან მიყვარს, მაგრამ სანამ ეგ მოიხარშებოდა, ვირი 5 ხეზე გაისერნ–გამოისეირნებდა. ხოდა რა შეიძლება იყოს სწრაფად და თან გემრიელი…
რათქმაუნდა ყიყლიყო…
გამოვხსენი მაცივარი უკვე მე–7–ედ მგონი. გამოვიღე 2 უკანასკნელი კვერცხი. და თურმე რძეც გათავებულა. ეგრევე ცხვირი ჩამოვუშვი, თან მაღაზიაში წასვლა და მოტანა ძალიან მეზარებოდა.
ნუ ანუ ურძეოდ გავაკეთე სამწუხაროდ, მაგრამ სამაგიეროდ პიტნიანი ყველით.
მანამდე ჩემს დიდ, ბუთქუნა ჭიქაში ჩაი დავისხი…
მიყვარს ეს ჭიქა, ბარაშკამ მაჩუქა.
23 ნომრით მე ვარ, დევიდ ბექჰემის გამო და მეორე – თეონაა.
ჩაი დავისხი, რათქმაუნდა ყინულიც ჩავაგდე..
წიწიბურაც შევაცხელე, ყიყლიყოც მომზადდა და მშვენივრად მივირთვი.
ამ პოსტს რომ ვწერ, მეცინება…
მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ამ საქმეში სრულიად ახალბედა ვარ, არაუშავს. 🙂
აბა ეს 40 დღე ხომ არ მოვკვდები?!
ისე კარგია, რომ დღეში ერთხელ ვჭამ, ან მააააააქსიმუმ 2–ჯერ.
არ მშივდება, ან მავიწყდება ხოლმე. და სანამ კუჭი არ მაგინებს, მანამდე არაფერს ვეკარები. ნუ ბაუნტი, პეპსი და ზოგადად სასუსნავი სხვა რაღაცაა.
ხოდა ეგრე…
🙂
Advertisements

27 thoughts on “:D

  1. ხო, მე უკვე მიჩვეული ვარ. სულ ეგრე ვსვამ. დღეს მაგალითად 5 საათზე გავიღვიძე.

  2. ყინულიანი ჩაი არასდროს დამილევია, საერთოდ ცხელი მიყვარს :)კიდევ, მეც მინდა დასვენებული სახე და ბევრი ძილი 😦

  3. ჩაის როგორც წესი,მხოლოდ გაციებისას ვსვავ-არ მიყვარს.ჩემთვის უფრო ახლო გაღვიძების თემა იყო:)რაც აღარ ვმუშაობ ,,დილით'' 2-3ზე ვიღვიძებ-დაძინების შესაბამისად))) და მერე ვეეეერაფერს ვერ ვასწრებ-ჭამაც მეზარება..

  4. @ნინი – კეთილი იყოს შემოსვლა. ხოოო, ჩემი ყიყლიყო მართლა არ იყო ლამაზი, მაგრამ გემრიელი კი იყო. თუმცა მე რძით მინდოდა, მაგრამ არ მქონდა იმ მომენტში.

  5. ძალიიიან სახალისოო პოსტი იყოო :)) და ნაცნობი სიტუაციააც. სახლში მარტო დარჩენა მეც მიყვარს მაგრამ სამწუხაროდ ჩემთან არც თუ ისე ხშირად ხერხდება ხოლმე ეგ 😀 დიდი მზარეული არ ვარ მაგრამ თავმდაბლობას გამოვიჩენ და გეტყვი რომ ჩემი ყიყლიყოები ჯობია :D:P ყინულიანი ჩაის იდეა რაღაც დამიჯდა ჭკუაშიი :))P.S ესეც ჩემი პირველი კომენტარი შენს ბლოგზე 🙂

  6. @clown – xo mec dzalian momcons. 2-3 celia makvs da dzalian mikvars. tumca eg imas ar nishnavs, rom sxva chikashi uars vambob. mec dzalian mikvars chikebi. minda rom bevri chreli da lamazi chika mkondes. @maya – :d :d :d :d didi madloba.@doroti – xoooooo, mec zustad egre.

  7. ჰოომ :" >ჩემთან მარხვაზე არ არიან მაგრამ ჩემდაუნებურად იქამდე არ ვჭამ სანამ (როგორც შენთქვი) კუჭი არ მაგინებს :-ს :უსერ:ყიყლიყო მეც მიყვარს <333

  8. ყინულიანი ჩაი ძააალიან მომეწონა! კარგი გემოვნება გქონია. =)

  9. აუ შენი ჩაის ჭიქა როგორ დამევასა ^^ძალიან მიყვარს ჩაი, ხოდა ჭიქებზეც გართულება მაქვს :Dჩემი მწვანე ჭიქა მაქვს ეხლა ამოჩემებული 😀

  10. აუ მე მართლა ძალიან "ჩაინიკი" ვარ ასეთ რაღაცეებში. 😀 :Dმიდი ცადე, ცადე. მე ძალიან დიდი ხანია ეგრე ვსვამ ჩაის.

  11. ბევრი ვიხალისე ამ პოსტზე =) მე ყველაფერი პირიქით მაქვს: საჭმელს მხოლოდ სხვებისთვის ვაკეთებ. როცა მარტო ვარ, ვაშლზე ვარ ხოლმე =) ყინულიანი ჩაის იდეამ დამაინტერესა. წავალ, ვცდი =)

  12. ბავშვობა – ეგ ცალკე თემაა. დიდი თემა.მადლობა იდეისთვის, დავიწყებ ახლა მაგის წერას 😀

  13. აუ დედაჩემი თავიდან განცვიფრებული სახით მიყურებდა ხოლმე. და საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში. მერე "ეს ბავშვი ვერაა ნორმალური"–ის ძახილით შემეშვა. ბავშვობაში შაქრის ჭამაც მიყვარდა 😀 😀

  14. მეც ბავშვობიდან. თავიდან მშობლები მიშლიდნენ, მაგრამ თვალს რომ მომაშორებდნენ, მაინც ვასხამდი წყალს :)) ან სანამ არ გაცივდებოდა კარგად, არ ვსვამდი იქამდე. ამაზე ცალკე ვიღებდი საყვედურებს. ბოლოს "რაც გინდა ის გიქნია ვერ გასწავლეთ ვერაფერი" ბაზარი და მერე თავისუფლად ვასხამდი უკვე :))

  15. კი, კარგი აზრია ნადვილად. არც კი მახსოვს, რამდენიც ვიყავი პირველად რომ გავაკეთე ეგ. 10 წლის წინ მგონი.

  16. უნდა გამოვტყდე – ჩაიში წყალს მეც ვამატებ =)) ყინული არ მიცდია და კარგი აზრია მგონი უფრო :)) ვცდი დღეს

  17. @ mshia – მე მაპატიე, თუ შენს სათუთ გრძნობებს შევეხე. 😀 😀 😀 :D@donshakal – აუ ხო, ეგეთი ეგოისტური მომენტი მეც მაქვს, მაგრამ ამასთანავე კარგი შეგრძნებაა, როდესაც სხვაც გიწოდებს გაკეთებულს. @ჯორჯ პაიკი – ხოოო, ვიცი 😛 მაგრამ საერთოდ არაფერს რომ არ აკეთებ და უცებ რაღაც ძვრა რომ არის, ეგეც კარგია. კი, მე ყოველთვის ყინულით ვსვამ ჩაის. ნუ სტუმრად როცა ვარ, მაშინ მასპინძლის მერიდება ხოლმე და არ ვთხოვ ყინულს. ამ შემთხვევაში ონკანის წყალს ვამატებ. @Agasfer – პირველად გხედავ ჩემს ბლოგში. :))))ნუ ეხა ყოფილი ხარ და :boli::D D:

  18. ბოლო სურათი რა მაგარია :))მე გურმანი ვარ და კარგ საჭმელებს ვაკეთებ. ოღონდ უმეტესად მარტო ჩემთვის. ანუ მზარეულად არ გამოვდგები, არ მიყვარს ჩემს გაკეტებულ საჭმელს სხვები რო ჭამენ =)))

  19. ზოგადად არ ვარ ბოროტი ადამიანი, მაგრამ სურათებს რაღას დებდი შე თავზეხელაღებულო? :-W

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s