A movie for a blogger

შოკოლადის ტორტი.

ან შეიძლება უბრალოდ ნამცხვარი.
მმმმმმ…. ცუდად გავხდი.
მერილის ალბათ ყველაზე ქარაფშუტული როლი, რაც კი ოდესმე მინახავს.
და ის მართლა წარმოუდგენელი მსახიობია.
თავიდან ვიფიქრე, ჩემი ყიყლიყო უფრო ლამაზი იყო, ვიდრე მისი, რომელიც ტაფაზე საზიზღრად იხრუკებოდა, მაგრამ მერე ზემოდან ისეთი რაღაცეები დაადო, რომ ნერწყვების ყლაპვას მივეძალე.
მეც ხომ ვწერ?! და მიუხედავად იმისა, რომ “ჩემი შეყვარებული” და “ჩემი მეზობლის საყვარელი” დიდი არაფერია, მაინც ვახარებ ჩემს ჭიას და საერთოდ არ მჭირდება გამომცემლობა. “publish”–ზე დაჭერით უფრო მეტი ადამიანი კითხულობს ჩემს ნააზრევს, ვიდრე რომელიმე მაღაზიის ვიტრინაში დებით.
რაზე??? სამსახურზე აშკარად არა, რომელიმე რომელიმე ჩემი კოლეგა შემოვა (კუდას არ ვგულისხმობ) და მერე ამიტეხავენ ერთ ამბებს.
და საერთოდაც, ბლოგის ქონის არსი იმაშია, რომ ყოველდღიურ დაძაბულობაზე არ იშალო ნერვები.
და რა საოცარი დამთხვევაა, ღმერთო ჩემო… კარაქი!!!! კარაქში შემწვარი საჭმელი ხომ ერთი ორად გემრიელია. ნუ მე ასე ვთვლი და ისიც. საყვარელი. ზეთში შემწვარი სასტიკად არ მიყვარს.
დედა, რომელიც ვერასოდეს გაიგებს რა არის ბლოგი. ამიტომაც არც იცის.
მაღალი ქალი დაბალ მამაკაცს რომ მიყვება, ძალიან არ მომწონს. (აქ ვეცდები ვინმე დავარწმუნო, რომ სულაც არ ვარ 1,77 სმ სიმაღლეში და საერთოდაც არ მხიბლავენ მაღალი მამაკაცები)
არ ვუშვებ ალამს ქვევით, თუ საყვარელი მამაკაცი ვერ ხვდება, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ბლოგი ჩემთვის. რადგან “ბლოგი ეს ხომ ვარ მე მე მე მე დღითიდღე”. ამისთვის საკმარისია ეს და ეს პოსტები.
ქვედაბოლო, რომელიც ზუსტად ჩემს სტილს შეესაბამება. ფერითაც და ფასონითაც.
საყვარელი ადამიანი, რომელმაც ჩემი ბლოგი წაიკითხა.
ისევ დედა, რომელიც მამხნევებს.
ყავისფერ–თეთრი ფეხსაცმელი, რომელიც ძალიან ლამაზია.
და არ მკითხოთ, ვისზე ვწერე ეს ყველაფერი…
ჯულიზე, ჯულიაზე
თუ
უბრალოდ საკუთარ თავზე.
პასუხია: “არვიცი, დავიბენი უბრალოდ”
უბრალოდ არ შეიძლება იყო ბლოგერი და არ გქონდეს ნანახი Julie and Julia
უბრალოდ არ შეიძლება…
მერილ სტრიპი და სტენლი ტუჩი… მმმმ… არაჩვეულებრივი ტანდემი ფილმის “The Devil Wears Prada” შემდეგ.
ერიკი… არამგონია, რომ გავთხოვდე, მაგრამ თუ ოდესმე გავთხოვდი, მისურვეთ მისნაირი ქმარი.
და სიმღერა ფილმის ბოლოს, ტიტრებამდე…
ის სიმღერა, რომელსაც სცენაზე ასული კიანუ რივზი უმღერის შარლიზ ტერონს ფილმში “Sweet November”.
არვიცი ჯერ მომზადება მომინდა და მერე მირთმევა…
თუ პირიქით…
მაგრამ მაინც…
Bon Appetit!!!
Advertisements

23 thoughts on “A movie for a blogger

  1. შაბათ–კვირისთვის გადავდე, ახლა არ შემიძლია უბრალოდ, რაღაცა მაქვს გასაკეთებელი და.. 🙂

  2. მეც მომინდა ნახვა :))სამსახურში კიდევ მუსიკასაც ვერ ვუსმენ, ასე რომ საღამოს ისევ გესტუმრები 🙂

  3. @Natalia – კი შენ ნამდვილად მოგეწონებოდა. არაჩვეულებრივად ამზადებ. @ donshakal და @სკვინჩა – დიდი მადლობა ორივეს. ნახეთ ფილმი. მგონია, რომ მოგეწონებათ.

  4. რაღაცნაირი, აღფრთოვანებული პოსტიაა… ძალიან მოეწონა და იმ განწყობაზე დამაყენა როგორითაც არის ნაწერი. ფილმმა კიდევ ძალიან დამაინტერესააა, აუცილებლად ვუყურეეებ. :*

  5. ნაწერი მომეწონა და ფილმი – არ ვიცი როდის ვნახავ 🙂 მერე დავწერ ფილმზე 🙂

  6. uuh, ai isetia filmia, ertxel naxav da mere ragac inspired xar 🙂 me kulinariac miyvars da blogerobac, shesabamisad filmi dzalian momewona ❤

  7. ლალენა – ძალიან დიდი მადლობა :* :* :*@clown – ხო აი ისეთია რა. ბლოგერული.

  8. აუუუუ რა მაგარი პოსტიააააა, ისეთი მაგარი, რომ, რომ, რომ ყიყლიყოს ვერ მოვამზადება, მაგრამ ფილმს ვუყურებ! :)))

  9. რომ გითხრა, გადავირიეთქო, არა. ისეთი ფილმია, რომ მეორეჯერ ყურება ნადვილად არ მოგინდება.

  10. სამზარეულოს პროექტი.თვეში ერთხელ რაღაცას ვამზადებ და ჩემი მეგობარი გამოდის და აფასებს.ანუ, მე ვპოსტავ მერე მაგ დღეზე და კომენტარში ნანიკო, როგორც წესი, სახეს მაძრობს :Dhttp://chaochaotic.blogspot.com/search/label/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%96%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%9Dესენია, ჯერ-ჯერობით.იქით კვირას ვამზადებ კიდევ რაღაცას. ერთმა ბლოგერმაც დამტაგა და ბარემ ერთად გავატარებ ამ პროექტებს 😀

  11. ქეთ, დაგაგვიანდა შენ მაგ ფილმის ნახვა.:Dტეგ-თამაშიც არის მაგის გამო და მე პროექტი წამოვიწყე მაგის გამო 😀

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s