Here Comes The Sun

მიხარია ყოველი დღე, რომელიც იქნება 31 ცალი და რომელსაც გააერთიანებს ჯადოსნური სიტყვა “მარტი”…
არვიცი, როგოს გადმოვცე ჩემი უდიდესი გრძნობა ამ თვის მიმართ…
რაღაც ენით აღუწერელია…
ესაა…
მიყვარს არანორმალურად.
ალბათ ბედი და განგებაა ის, რომ ზუსტად მარტში დავიბადე.
და არა ისეთ არაფრისმთქმელ თვეში, როგორიცაა აპრილი, მაისი, ივლისი, აგვისტო, ოქტომბერი.
თუ უნდა დავბადებულიყავი, ან მარტში, ან ნოემბერში.

ისე, დაკვირვებული ვარ, რომ მხოლოდ მაშინ ვწერ, როდესაც ყველას სძინავს…
კიარარადა…
ანუ ყველა ნორმალურს. :))))))
არვიცი რატომ… მართლა არვიცი.

დედაჩემი რამდენიმე დღე სამეგრელოშია და ფრიად მოხარული ვარ ამ ფაქტით.
თუმცა უფრო მოხარული ვიქნებოდი, სრულიად მარტო რომ ვყოფილიყავი სახლში და იდეაში ასეც იგეგმებოდა, მაგრამ ვაჟბატონი მაინც აქაა.
ნუ ოცნება მარტო ცხოვრებაზე ისევ ისეთივე უღიმღამო ოცნებად რჩება…
როგორც ოცნება ბედნიერებაზე…

წერა დავიწყე 4:10 იყო, ახლა კი 8:07-ია თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ უკანასკნელი მოჰიკანი სახლში არ იმყოფებობა, ვიცეკვე, ვიმღერე, კინოებს ვუყურე, მგონი ერთხელ საჭმელიც კი ვჭამე, არ მახსოვს… ხოდა ყირაზე გადავედი.
მაგრამ ეს არ არის მთავარი.
მარტი დადგა…
მიხარია.
მინდა გარეთ მთელ ჩემს ბოხ ხმაზე ვიღრიალო.
მერე რა, თუ დედაჩემი ვერ იტანს მარტს.
და მეუბნება, მარტში დაბადებული მარტივით გიჟი და არანორმალური არისო.
მერე რა, რომ ვიღაცამ თქვა – მარტის ქალო, მარტივით გიჟი ხარო.
მერე რა, რომ სულ რაღაც 5 დღეში დაბადების დღე მაქვს.
მერე რა, რომ აგრეთვე ვიღაცამ თქვა – მარტი წინ რომ იყოს, ზამთარს ნურც აქებ და ნურც აძაგებო.
მერე რა, რომ მარტის კატებს ვერ იტანენ…
ისე რა სასაცილოა მარტის ვარ და ზოდიაქოთი კი კატა.
კიარადა…
მერე რა…
არც არაფერი.
მკიდია სრულიად ყველას დამოკიდებულება ამ ყველაფრის მიმართ.
მიყვარს და მკიდია ყველა და ყველაფერი.
მაგარი თვეა და მორჩა.
ვისაც ჩემი სიგიჟე და არანორმალურობა არ მოსწონს, თავის სიმშვიდეში იყოს. უკვე აღარ მაღელვებს, ვინ როგორს მხედავს.
მთელი თვე ჩემია.
და ვიცი, რომ მარტში განსაკუთრებით სენტიმენტალური, მგრძნობიარე და მტირალა ვარ.
თითქოს ამ თვეში ასმაგად მახსენდება ყველაფერი ის, რაც მაწუხებს. რაც გულზე ლოდად თუ ბუმბულად მადევს.
და ამ 31 დღის განმავლობაში იმედია ოდეს ვინმე მიხილავს ასეთს, არ გაიკვირვებს, რა სჭირს, რატომ არის ასეთი, რატომ იქცევა ასე, რა ეტაკაო.
პასუხი ამგვარია: მარტია და შემარგეთ.

Advertisements

19 thoughts on “Here Comes The Sun

  1. @donshakal – ხო აი, ხომ ვამბობ. ან მარტი, ან ნოემბერიმეთქი. ვგიჯდები ორივეზე. რავიცი. ადრე მეზიზღებოდა მარტი. და ხალხი ვიცი, ვინც ვერ იტანს საკუთარ თვეს. @c.- ისე გარდამავალი პერიოდები მეც არ მიყვარს. საერთოდ არაფერში. დიდი მადლოა 🙂

  2. "მერე რა" პოსტი :)))) ვაა 🙂 🙂 მე არ მიყვარს მარტი. გაზაფხული არ მიყვარს, ზოგადად, ეს გარდამავალი პერიოდი და განსაკუთრებით – მარტი. ზაფხული მირჩევნია 🙂 თუმცა, მერე მარტსაც "ვეგუები" ხოლმე 😉 და მომწონს კიდეც, ხანდახან :)) და დაბადების დღეს გილოცავ წინასწარ!

  3. მე ნოემბერი მიყვარს, იმიტომ რომ ნოემბერში დავიბადე :)) ყველას ჩვენი დაბადების თვე გვიყვარს, მგონი 🙂

  4. @Lalena – ხოოო, მეც ძალიან მიყვარს ეს სურათი. დიდი მადლობა, გაიხარე :*@Maya Jims – დიდი მადლობა :*@Tjorven – იცი, მეც დავაკვირდი მაგას და მართლა ეგრეა. მაგას უნდა შევებრძოლო. მადლობა, რომ შემახსენე. @ Natalia – ძალიან დიდი მადლობა ნატ. :* :*ხოოო, ამ სიმღერაზე ვგიჟდები ისე მიყვარს. @clown – შენი მესმის :)@ თეკლა – ვაიმე, რა მაგარია. სურათები დადე აუცილებლად. მაგარია!!!!!@ Keti – ძალიან დიდი მადლობა. შენც ასევე :*

  5. რა საყვარელი ფოტოა! :)და მარტი კი შენი თვე ყოფილა 🙂 მე წელს პირველი მარტი გამიხარდა ძალიან, მინდოდა, ზამთარი ოფიციალურად დასრულებულიყო.ჰოდა, პოსტიც სათაურიანი სიმღერაც მიყვარსმარტის 31 ბედნიერ დღეს გისურვებ :)) შემდეგი თვეებიც ასევე, რა თქმა უნდა…

  6. ეხლა პატარა ბაია მარტში უნდა მეყოლოს და ჩემთვისაც ძვირფასი გახდება ეს თვე..თუმცა უკვე არის_ეს ხომ უკვე გაზაფხულია! გაზაფხულის პირველი თვე,როცა ყველაფერი იღვიძებს..

  7. მე გამიხარდა შენს არაფრისმთქმელ თვეებში სექტემბერი რომ არ ურევია :)) სიმართლე რომ ვთქვა, მარტი დიდად არ მიყვარს. მხოლოდ იმიტომ მიყვარს, რომ გაზაფხული მოდის..თან მეც არეული ვარ ამ დროს და არ მსიამოვნებს. პ.ს გილოცავ მარტს & გაზაფხულს ❤

  8. yvelaze mets imaze cer rom ar gainteresebs vin ras fiqrobs da rogor igebs am yvelafers , sinamdvleshi ki gamodis rom yvelaze metad mainc eg gagelvebs da gtrgunavs magram sityvit mainc ginda magas ebrzolo!dasanania rom sheni moqmedebis gegma strategia da taqtika sityvebs ar scdeba

  9. მარტიც მიყვარს და მარტში დაბადებულებიც =) წინასწარ გილოცავ დაბ.დღეს! ♥

  10. აი ფოტოა რაღაც სასწაულიი, მეც მომინდა ხტომა უაზროდ.დაბ დღეს ახლაც მოგილოცავ და 5 დღის მერეც… ”ზატო” პირველი ვარ :)))მარტი მეც მიყვარს 🙂 მაგრამ ჩემი თებერვალიც მიყვარს ჩემი პაწუკა და გადარეული თებერვალი 🙂

  11. ხო აი ეგრე მინდა მეც. რომ მივხვდები, რომ არ შემიძლია მარტო, მერე დავბრუნდები. აბა სად წავალ.

  12. me ar miyvars martimagram sheni dabdgis tve rogor ar unda giyvardes, arc mikvirs :)))))marto cxovreba mec minda, cota xnit, sanam ar mivxvdebi,rom ertad jobs 🙂

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s