საყიდლები და Wishlist for 6th or even 8th

იმ დღეს, ანუ პარასკევს ჩავედი “მალსი”-ში. დედაჩემმა მითხრა კარგი პერანგები არისო. დედაჩემი ჯერ კიდევ იმ რეჟიმშია, რომ მე ვმუშაობ და ტრადიციულად მესაჭიროება პერანგი. არადა უკვე იმდენი მაქვს, რომ საკმარისია. თუმცა საქმე საქმეზე რომ მიდის, სულ იმაზე ვწუწუნებ, რა არის, საერთოდ არ მაქვს და მჭირდება,უნდა ვიყიდომეთქი. მაგრამ ახლა, როდესაც “არმუშაობის” რეჟიმში ვარ, რბილად რომ ვთქვა, არ ვეკარები მათ. მაგრამ დედაჩემს ღრმად სწამს, რომ მე აუცილებლად მხოლოდ ისინი უნდა შევიძინო. აქედან გამომდინარე, სხვა რაღაცა თუ დევს მაღაზიაში, მათზე არ მეპატიჟება.
ხოდა მოკლედ “მალსი”. თან პარასკევი, საღამოს 6 საათი თუ რაღაც. მე სრულიად სხვა გეგმები მაქვს არადა. უნდა მივიდე “AVON”-ში და მერე იქიდან ეგრევე მარჯანიშვილის დრამატულ თეარტრში, სადაც ოჯახის დანარჩენ წევრებს შევუერთდები რომ ვნახო სპექტაკლი “ხეები ზეზეურად კვდებიან”. ბევრი “არ მცალია/გცალია”-ების მიუხედავად მაინც ჩავედი, დავიკიდე “AVON”. კი, მართლა კარგი რაღაცეებია, მართლა. მაგრამ იმდენად დახროვებულია, რომ გეგონება თავის დროზე ერთ დიდ ტომარაში იდოო. მოწონებითაც ბევრი რამ მომეწონა, მაგრამ საფულეს სუნთქვა ავუკრძალე. მაგრამ იმის გამო, რომ პროდუქცია იაფია, ძალიან, ძალიან ბევრი ხალხია მუდამ და მე ხალხმრავალ ადგილებში კონცენტრაცია მიჭირს ხოლმე და ვერაფერი შევიძინე. გამოვედი. ვიფიქრე, ბარემ ახლოს ვარმეთქი და მოდი “tom tailor”-ში შევალ, ვნახავ, რა ხდება.
მანამდე “Celio”-ში შევაჭერი. და იმდენად სულ მამაკაცის ტანსაცმელი მომეჩვენა ირგლივ, რომ ვიფიქრე, ეს მხოლოდ მათთვის არის განკუთვნილიმეთქი. არ დავიბენი. ხელში ისედაც მობილრი მეჭირა. ხოდა, ყურთან მივიდე და ვითომ ვიღაცას ვესაუბრები. ხოდა ნელნელა გამოვტრიალდი და გამოვედი. ვითომ შემთხვევით შევედი.
შევედი
“tom tailor”-ში. პირველად ვიყავი, თუმცა არა უკანასკნელად. მართლაც რომ ზუსტად ის მაღაზიაა, სადაც კიდევ ბევრჯერ შევალ. ძალიან კარგი ტანსაცმელი და აქსესუარები აქვთ. გამიმართლა. 50%-იანი ფასდაკლება იყო. გული დამწყდა, რომ რაღაცეები რაც მომეწონა, უკვე გაყიდული იყო, მაგრამ არაუშავს, მერე კიდევ შევივლი. როგორი მაღაზიაა??? სპორტული!!! თავისუფალი სტილი!!! უნისექსი!!! მე ხომ “გაჭედვა” მჭირს უნისექსზე. ძალიან მიყვარს. ზუსტად იმ დღეს, აუ პარასკევს ოღონდ უკვე ჩემი წამოსვლის შემდეგ და ანუ მაღაზიის დაკეტვის შემდეგ ახალი კოლექცია ჩამოიტანეს. ასე რომ ახლა თუ მიხვალთ, ახალი კოლექცია დაგხვდებათ. მე შევიძინე ეს ორი ნივთი:

მაისური, რომელიც “იდეალურად ჩემია”.
ანუ სტილი, სიგრძე, ფერი, მატერია.
ყველაფერი იდეალურია ჩემთვის.

საყურე, რომელიც ძალიან ლამაზია.

თუმცა აქ თვლების ფერი ცოტა გაურკვეველია, ამიტომ მეორე სურათსაც დავდებ.

დღეს ერთ-ერთი ფორუმელისგან ეს “პოლუსაპოჟკები” ანუ მშობლიურ ენაზე რომ ვთქვა გადაჭრილი ჩექმები (თუ ნახევარჩექმები :d) შევიძინე არაჩვეულებრივ ფასად.
ისე მომწონს, რომ არაფრად ჩავაგდე ის ფაქტი, რომ სულ ოდნავ დიდი მაქვს. არადა 38-ებია, მე კი 38-38.5 მაქვს ფეხის ზომა და იმას ვშიშობდი პატარა არ მქონდესმეთქი.
მივედი დღეს პატრონთან და ვიყიდე. ძალიან კმაყოფილი ვარ. ცოტა რომ დათბება, ჩავიცვამ.

სამივე შენაძენით ძალიან კმაყოფილი ვარ.
აქვე wishlist-ი 6 და 8 მარტებისთვის. (რა ნაგლი ვარ არა??? მაგრამ არანაირად, რადგან არავინ არაფერს არ მაჩუქებს, ხოდა ასე რომ უბრალოდ სურათებს დავდებ და ეგ იქნება)

სულ რაღაც 66 დოლარი ღირს.

სულ რაღაც 52 დოლარი

ყულაბა ისევ სიაშია ამ პოსტიდან მოყოლებული.

თითქმის ყველა მისი წიგნი მაქვს, მაგრამ მაინც რაც არ მაქვს, ისინი.
მათ შორის კი ერთერთი ეს…
აგრეთვე ყველა მისი პუბლიცისტიკა, ნოველა, მოთხრობა, ნააზრევი.
მე მიყვარს აკა და მიყვარს მისი წერის მანერა.
არ ვგულისხმობ მის ჟარგონულ ლექსიკას “ძველი ბიჭის” ცხოვრების ასახვისას.
ეს წიგნი მინდა უკვე რამდენი ხანია, არც კი მახსოვს.

აგრეთვე ძალიან ბევრი საინტერესო წიგნი, რომელთა არსებობის შესახებ ვიცი და არ მახსენდება. და აგრეთვე, არვიცი და დიდი სიამოვნებით ვიქონიებდი. მთავარია ბუნების აღწერებით არ იყოს გამოტენილი და იყოს ბევრი დიალოგი. ძირითადად რომანები. აგრეთვე იაპონური ლექსები.

ჩემი სუნამო N 1
რათქმაუნდა ესაა Davidoff – Echo

აგრეთვე შედარებით ახალი სურნელი, რომელიც ძალიან მომეწონა. Nina Ricci – Ricci Ricci, რომელსაც ძალიან ნაზი სურნელი აქვს.

აგრეთვე Adidas-ის განუმეორებელი სპორტული სურნელით.

ჩემი საყვარელი ფირმის მიერ წარმოებული ეს მობილური ტელეფონი

rav4-ზე და აუზიან დიდ სახლზე სხვა დროს.
ან ამათ რა ვდებდი, ერთი მაცოდინა.
ძილინებისა დილის 8-ის ნახევარზე.

ეს კი თქვენ…
“tom tailor”-ში რომ ვიზომებდი, მაშინ მოვუსმინე პირველად და ძალიან მიყვარს.
ჩემებურია.
ეძღვნება ჯასტინს და მეთიუს.

Discover Simple, Private Sharing at Drop.io

Save File: Halo.mp3

Advertisements

14 thoughts on “საყიდლები და Wishlist for 6th or even 8th

  1. ძალიან დიდი მადლობა. აქ კიდევ კარგად არ სჩანს. აუ აბა. მეც ეგრე ვარ. ერთხელაც მართლა ავდგები და ჩემით ვიყიდი.

  2. აუ მართლა რა საყვარელი მაისურიაა. მშვიდობაში ☀ ვიშლისტიდან ,,მისტერ დიქსლის მდუმარე ყუთზე" არც მე ვიტყოდი უარს. გამოსვლის დღიდან მინდოდა, მაგრამ დღემდე არავინ მჩუქნის. ჩემს თავს ხომ არ ვაჩუქებ… თუმცა, რატომაც არა… =))

  3. შენაძენიც მშვენიერია და ვიშლისტი ხომ საერთოოოდ!!! მაღაზიიდან თავის დაღწევის ხერხი მომეწონაა :)) მოკლედ გისურვებ მალე ეგ შენი ვიშლისტი შენაძენთა სიაში გადასულიყოს :))

  4. @donshakal – კი, ძალიან კარგი მაღაზიაა. დიდი მადლობა. მობილურიც დავამატე :D@ჯორჯ პაიკი- 😀 😀 😀 ხო რა მექნა, გაბანძება არ მინდოდა :Pრატომ და გაუთავებელია ეს "ხეების შრიალი ერწყმოდა ქარის გუგუნს" შენ ფაქტიურად მიმკითხავე. :)))@თაკა – მადლობაო :))))@ana – ხო ძალიან საყვარელია. @სალო – აუ ყულაბა ხომ გაწყდა რა. აუ აბაააააააააა… მე კიდევ აგერ მობილური დავამატე დიდის ამბით.

  5. ყულაბას მეც ჯერ კიდევ ვეძებ :)))მშვენიერი ვიშლისტია, მე დაბალი შუზების ყიდვა მინდა და კიდევ ჯინსის შარვალის, კიდევ ერთი პერანგისაც, აუ არაა ბევრი რამის ყიდვა მინდა :)))))

  6. ძალიან მოხერხებულად გამოსულხარ მაღაზიიდან, ვითომ მობილურზე საუბრით. :)მე ბევრი დიალოგი არ მიყვარს წიგნებში, და რატომ აითვალწუნე ბუნების აღწერა? მაგ დროს შეიძლება ჩიტმაც გადაიფრინოს და… ბოტასების ფულიც გაჩნდეს. 🙂

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s