მე და ადამიანები

საერთოდ ადამიანები ძალიან მეცოდებიან

მით უფრო ქუჩაში ,როცა ბევრ ხალხს ვუყურებ მოსიარულეებს, ან ტრანსპორტში- ეს ფსიქოლოიურად რამეს ნიშნავს ალბათ და სახელიც ექნება და კარგი იქნებოდა ფსიქოლოგი მეგობარი მყოლოდა და ისე ჯუსტ მესაუბრა ხოლმე

მერე გუშინ ისეთ ფილმს ვუყურე,კიდევ უფრო შემეცოდნენ და მართლა ვიგრძენი ზიზღი- ეს ცუდი იყო, არავინ მეზიზღება ხოლმე და იშვიათია, ეს ვიგრძნო. კარგი ფილმია, ისტორიული, მაგრამ ხვდები, რომ ბრბო ყოველთვის საშიშია, მითუმეტეს რელიგიური ფონით და რწმენით თავდაჯერებულები..ფილმზე ბოლოს როდის ვიტირე არ მახსოვს, მაგრამ აი გუშინ, როცა ეს მთავარი გმირი ქვებით ჩაქოლა ბრბომ გამიკვირდა როცა ასე ემოციურად დაძაბული აღმოვაჩინე ჩემი თავი. თან ალეხანდრო ამინაბარის ფილმია, ხო იცით, როგორ ეხერხება ემოციებით თამაში ფილმებში, კადრებით, მუსიკით და ა.შ. აქ ფილმის შესახებ საუბარს აღარ გავაგრძელებ, თუ დაგაინტერესებთ, თავად იხილავთ.

ისევ ადამიანებს და ადამიანობას თუ დავუბრუნდებით, იმას ვიტყვი, რომ ეს ცხოვრება ძალიან მოკლეა იმისთვის, რომ გამუდმებით უკმაყოფილოები ვიყოთ. მე არ მიყვარს ხოლმე, როდესაც მისდგებიან ქართველ ერს, საქართველოში მცხოვრებლებს და აკრიტიკებენ, მაგრამ გულწრფელად და გაზვიადების გარეშე ვამბობ, რომ ძალიან მძიმე აურა გვაქვს, დაძაბულები და უკმაყოფილოები ვართ სულ და მუდამ და ყველაფრის გამო.

ეს ყოველთვის იგრძნობა- აი შედიხარ მაღაზიაში- გამყიდველი უკმაყოფილოა და გთრგუნავს და გამძიმებს, რამეს უხეშად გეტყვის,მერე აღარც საჩუქრის არჩევა გინდა, აღარც რამის ყიდვა..ტრანსპორტის მძღოლები გამუდმებით იგინებიან და ბუზღუნებენ, ზოგჯერ კი ხმაც რომ არ ამოიღონ, ისედაც მძიმდები მათი განწყობის გამო. მიდიხარ სილამაზის სალონში, იქ კიდე ცალკე სისულელეები. წუწუნებენ..თან მერე რამდენ თემაზე, თავისაზე თუ სხვისაზე, ყველას ამბებს მოისმენ და ყველას ოჯახურ დეტალებს გაგაცნობენ..

აი ზოგადად აურაა ისეთჳ, რომ ყოველი მათგანი რაღაცას ”უძლებს”(თუ მე მეჩვენება ასე?!).ადამიანების უმრავლესობა სულ უკმაყოფილო და მოღუშული სახეებით დადის და მერე ვატყობ რომ ვმძიმდები, ვმძიმდები და მენატრება სილაღე 🙂

კი, არსებობს სირთულეები და არც არავის ეხალისება წუწუნი,მაგრამ მაინც მგონია რომ ყველა ზედმეტად შეწუხებული და შეშფოთებულია და თან ისიც მგონია, რომ ეს განსაკუთრებით ჩვენთანაა ასე. მასას, ხალხს სჭირდება განტვირთვა, ან გადატვირთვა 😐

რაღაცნაირი პოსტი გამოვიდა, ამით ვერ გახალისდებით და ალბათ ვერც დადებითს მიიღებთ, მაგრამ ჯუსტ რეალობა ასე ჩანს ჩემგან და ეს ერთი რეალისტური პოსტი რეალისტურად მიიღეთ და თან თქვენი აზრიც გამოხატეთ, მე მეჩვენება, თუ მართლა დამძიმებულია ჰაერი ადამიანების უკმაყოფილო და შეწუხებული განწყობებით 🙂

მე სილაღე მინდა

მუსიკა კი, ბონუსად :)))

პ.ს.

მე ბაბისა ვარ, მადლობა ქეითს მოწვევისა და მასპინძლობისთის ❤

Advertisements

14 thoughts on “მე და ადამიანები

  1. საერთოდ არ მიყვარს ადამიანის შეცოდება, რაღაცნაირად იმ სხვის დამცირებად მიმაჩნია.მირჩევნია ვუთანაგრძნო ვიდრე შევიცოდო. აი სილაღე კი მეც მენატრება.ბავშვობა.კარგი პოსტი იყო. მომეწონა.

  2. არაჩვეულებრივი პოსტია. ყველაფერში გეთანხმები ძირითადად. დიდი მადლობა ასეთი პოსტისთვის და ჩემი ბლოგის კარი შენთვის ყოველთვის ღიაა.

  3. კარგი პოსტია, სწორი აქცენტებით. მომეწონა და ვეთანხმები.

  4. პირველი წინადადება წავიკითხე და მაშინვე გავიფიქრე: ნეტავ სიზმარში ხომ არ ვარ და ქეთის ბლოგზე ჩემ დაწერილ პოსტს ხომ არ ვკითხულობ მეთქი, მაგრამ თურმე ბაბისა ყოფილა, მე კი ცხადში. 🙂 მეც მეცოდებიან ხოლმე და არ ვიცი რატომ, უნდა გადავეჩვიო, არ არის ეგ კარგი, ასე მგონია. იდეაში მართლა არ უნდა გვქონდეს დრო მოსაწყენად, მაგრამ რეალობა ხშირად ისეთია რომ სიზმარში ყოფნა მოგინდება, მერე გამოღვიძება და სილაღე.

  5. nin, dzalian kargi postia.didi madloba :*:*:*:*xoda, kvela egre dadis ragac, mogushuli, shavi pari dominirebs mat samosshi, ra marazmia. me is mikvirs, visac kargad misdis kvelaperi, isic rom sul dazaprulia. ver irgebs bednierebas :(((

  6. ხოო,ადამიანები მაშინ მეცოდებიან,როცა მასის წევრებად არა,ინდივიდებად აღვიქვამ და როცა ვაცნობიერებ რომ ნებისმიერ ინდივიდს,რაც არ უნდა ბედნიერი გვეჩვენებოდეს,მეც,შენც და სხვებსაც,ძალიან ბევრი რაღაც გვაქვს,რაც გვაწვალებს და რაც არ გვინდა და მოკლედ,რაც მეუბნება რომ ნებისმიერი ადამიანის ისეთობას,როგორიც არის,რამე კონკრეტული მიზეზი აქვს და რომ ადამიანის გარეგანის იქით მთლი შრეებია…და როცა ინდივიდები მასა ხდება,ანუ ''ერებზე'' და ,, ხალხებზეა'' ლაპარაკი,მაშინ ვიბნევი ხოლმე,და ერთადერთი რაც ვიცი,ისაა,რომ ქართველებს არ გვაქვს საკუთარი თავის გართობის უნარი,ანუ სახინკლეებს და იუმორინებს არ ვგულისხმობ,აი,საღამოობით სახლებში ინდიფერენტული სახეებით რო არ ვისხდეთ და მოწყენილობისგან არ ვკვდებოდეთ,მაგას ვგულისხმობ…და კიდე,არ შეგვიძლია ჩვენ თავს რეალურად და სხვისი თვალით გარედან შევხედოთ…

  7. მეც არაერთხელ დავკვირვებივარ ქუჩაში,ტრანსპორტში თუ რაიმე დაწესებულებაში ხალხის გამომეტყველებას, რომელშიც მხოლოდ უკმაყოფილება თუ დამინახავს და ხშირად მიფიქრია იმაზე თუ რა არის ამის მიზეზი. ალბათ ეს მართლაც ქართველების ბუნების ბრალია, გვიყვარს ყველაფრის გამუქება და უაზრო ნერვიულობა იმაზე რასაც აღარ ეშველება. მოკლედ აქტუალური პოსტი იყო… მომეწონა 🙂

  8. ვინმე შუშანა მკითხავი გვინდა რომ ქართულ საზოგადოებას ჯადო მოხსნას:) სხვა რისი ბრალია ეს ქრონიკული დეპრესიული და მოწუწუნე ხალხი ვერ ვხვდები ყველგან ეგრეა იშვიათად თუ ადამიანმა ნორმალურ თემაზე დაგიწყო საუბარი და განწყობა გამოგიკეთა ძირითადად პირიქით ხდება ხოლმე. პ.ს გაზაფხული მოვიდა !!!!!!! უ-ბედნიერესი ვარ:)

  9. მართალია, რაღაცნაირი დაძაბული ერი ვართ…გადამდებია ყველაფერი. კარგი პოსტი იყო. ახლა ბონუსთან დავრჩები :))

  10. მშვენიერი პოსტია და კომენტარად იმას დავტპვებდი, რომ ღიმილი გადამდებია დაღიმილი დადებით ემოციებს იწვევს, ასე რომ 🙂

  11. + ბევრი.არადა გაცილებით მარტივია ყველაფერში რამე დადებითის აღმოჩენა, და არა პირიქით, 24/7 წუწუნი…

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s