Hey Katie

დრაფთებში ტირილიანი პოსტი მიდევს…
როგორ მოიპარა გრინჩმა ახალი წელი…
კიარადა…
როგორ ჩამიშხამეს ოჯახის წევრებმა დაბადების დღე…
მაგრამ სანამ პოსტი ისევ დრაფთებშია და სანამ არ გამჩენია ძალიან დიდი სურვილი მისი გამოქვეყნებისა…
დავწერ იმაზე, თუ რა მოხდა დღეს კარგი…ვინაიდან და რადგანაც დღეს…
კიარადა გუშინ…
კიარადა ანუ 6-ში ჩემი გაოცდასამება მოხდა, რაღაცით განსხვავებული მაინც იქნებოდა დანარჩენი ordinary დღეებისგან…

ნათლიამ არ მომილოცა… 
ნუ ჩემი და ნათლიის ურთიერთობას მერე აღვწერ…
ახლა არა. კიარადა ეს არ არის ახლა მთავარი. 

სრულიად სპონტანურად ჩემთან მოვიდა ჩემი კურსელი, რომელთანაც საკმაოდ ახლოს ვარ მთელი 4 წლის განმავლობაში. 
აა, არა, 1-ლ კურსზე რატომღაც არ ვიყავი ახლოს. 
აა, გაგონილიც გეყოლებათ, არაერთხელ მიხსენებია აქ. 
ბარაშკა…
აი ის ყვითელი საყვარელი ჩაის ჭიქა რომ მაჩუქა…
ხოდა დღეს ბარაშკუნა იყო ჩემთან მოსული. 

არათითდამშვენებული… 
მოკლედ ნიშნობა ჰქონდა უკვე…
მე კარი გავხსენი თუ არა, ეგრევე თითი მანახა. 
მაგრამ ეგ არის მთავარი. 
მთავარი ისაა, რომ აპრილში, როდესაც მარხვა დამთავდება, ჯვარს იწერს. 
კიარადა ეგეც არ არის მთავარი.

მე ვიქნები მეჯვარე… 
პირველად ცხოვრებაში მე ვიქნები მეჯვარე…
და მისი პირველი შვილის ნათლია…
პატარა ბარაშკუნას ნათლია…აუ დადებილებული ვარ…
ოღონდ მართლა…
სიხარულისგან ცრემლები არაერთხელ წამომივიდა დღეს…
მერე დავიწყე ოთახში ბოლთის ცემა…
მერე დავჯექი, მერე ისევ…

აი ენით აუწერელი გრძნობაა…
მერე დავჯექი და სიხარულისგან ვიტირე…
დედაჩემს რომ ვუთხარი, ბავშვის ნათლიაც მე უნდა ვიყომეთქი, ეს ასეც ხდება, თუ მეჯვარე ნორმალურიაო.
ხოდა სანამ თეონა ნორმალურად მიმიჩნევს და სანამ ითვალისწინებს ჩემს არანორმალურ და გიჟურ სიყვარულს ბავშვების მიმართ, ბავშვსაც მე ვნათლავ.  
აუ, ძალიან მაგარია. 
უმაგრესი საჩუქარია დაბადების დღეზე…

ულამაზესი ვერცხლის საყურეები მაჩუქა, მარგალიტის თვლით. სურათი არ გადამიღია, მერე დავდებ თუ არ დამეზარა. იცის, რომ ვერცხლზე ვგიჟდები. ვაიმე!!!!!!


მერე ჩემი ბიძაშვილი მოვიდა მეუღლესთან ერთად. 
ნამცხვრებითა და ვერცხლის ბეჭდით. 
ესეც ძალიან ლამაზი. 
დამლოცეს, ნუ ჩემმა ბიძაშვილმა ტრადიციულად გათხოვება მისურვა, რაზეც ტრადიციულად ზიზღიანი თვალები მივაპყარი. 
მანამდე დეიდაშვილსაც გაახსენდა, რომ დაბადების დღე მქონდა, რომ უნდა მოელოცა და სახლში ამოვიდა. ხშირად მგონია, რომ თავისი კლასელები და მეგობრები უფრო მეტად უყვარს, ვიდრე მე. ამაზე ხშირად ნერვები მეშლება და მზად ვარ პირში მივახალო ყველაფერი, მაგრამ მერე დიდე მახსენდება და ვჩუმდები. არადა რა კოშმარია პირდაპირი და მოუთმენელი ადამიანისთვის გაჩუმება… ღმერთო, მიშველე!!! მაგალითად მაშინ გამოვშტერდი, როდესაც თავის მეგობარს გაჰყვა, როდესაც ამ უკანასკნელმა face control-ი ვერ გაიარა “გურუ”-ში და უნდა წასულიყო. და მარტო დამტოვა კლუბში. ნუ მე არ დავკარგულვარ, შემთხვევით ყოფილი თანამშრომლები ვნახე, მაგრამ… არ მიყვარს რა უყურადღებო ადამიანი. აი ძალიან არ მიყვარს. თან მითუმეტეს, მე რომ საკმაოდ დიდ ყურადღებას ვიჩენ და ის მაინც ასე.
მაგრამ ნუ მოკლედ რა.  მოვრჩი. უბრალოდ მე რომ ვიჩენ ყურადღებასა და სიყვარულს ვიღაცის მიმართ, მისგანაც იგივეს ვითხოვ. და საერთოდაც, თვითონ უნდა ხვდებოდეს, მაგრამ…
ფული მაჩუქა ყულაბისთვის, ნახევარი რათქმაუნდა დავუბრუნე და ცხოვრება გავაგრძელეთ. 
მეორე ბიძაშვილმა და მისმა მეუღლემ დამირეკეს. მომილოცეს. მუშაობა დაუწყია ორივეს. ძალიან გამიხარდა. 
კიდევ ბლოგერი როდრიგო სანტორო გამოჯანმრთელდა. არ ვიცნობ და არაფერი, მაგრამ ძალიან გამიხარდა. მაინც ერთი დიდი ოჯახი ვართ აქ. 


დღესაც ჩემი დღეა…
ჩემი სიმღერა უნდა დავდო…
ბედნიერი ვარ და იმიტომ…
ვაიმე, მეჯვარე და ნათლია ვხდები….

ვერცხლის ახალი ბეჭედი და საყურეც მაქვს…

ყულაბასაც ამაზონიდან გამოვიწერ ალბათ. 

ხვალ “გურუ”-ში წავალ მთელი ღამით. ძალიან მაგარია!!!


 

Advertisements

17 thoughts on “Hey Katie

  1. ვაიმეე…რა საყვარელი ხარ. მიყვარს შენს ბლოგში სურათებს რომ დებ.. მათბობს ხოლმე. 🙂

  2. ძალიან დიდი მადლობა. ვნახოთ. შეიძლება გამოვაქვეყნო.

  3. გილოცავ დაგვიანებით :))ის ტირილიანი პოსტი გამოაქვეყნე რაა, ეგეთი პოსტებიც საინტერესოა :)))) კაი აბა ველოდებიი

  4. ფიქრო – შენ თუ შემოდიოდი ჩემს ბლოგში, არ მეგონა. ძალიან დიდი მადლობა :)))

  5. გილოცავ :)და თავს უკეთ იგრძნობ თუ დაფიქრდები რომ შენზე ათი წლიტ უფროსი ვარ, ჩემს ნათლიას და მე საერთოდ არ გვახსოვს ერთმანეთი მიუხედავად იმისა რომ კარის მეზობელია :)ბიძაშვილ ნათესაურ ურთიერთობებს და გათხოვების სურვილებს მზაფრი სარკაზმით ისე ვაფრთხობ რომ წლებია მცდელობებიც კი არ ყოფილა:) მოკლედ ასე თუ ისე არ დაბადებას დაბადება ჯობია ხო? :))

  6. ქეით გილოცავ ბედნიერებას გულით!!! მადლობა ასე რომ გაგიხარდა "ვიღაცა ბლოგერის" ამბავი. უღრმესი მადლობა და ძალიან მიხარია ეს ყველაფერი! რა კარგია როდესაც ამ დედამიწაზე კარგი რაღაცეებიც ხდება და ზოგჯერ ჩვეულებრივი ადამიანებიც არიან ბედნიერები!შე მარტიშკა შენა!

  7. მაგარი სიმღერაა. ძალიან დიდი მადლობა. დაგვიანება არაუშავს. ძალიან დიდი მადლობა. მე კი შენს ბლოგზე ვგიჟდები. სულ ველოდები ხოლმე ახალ და ძალიან საინტერესო პოსტებს.

  8. Hey Katie… ეს სიმღერა უკვე ამეკიდა =) ცოოოტა დაგვიანებით, მაგრამ მაინც გილოცავ ყველაფერს ერთად! ძალიან გულწრფელი, კეთილი და სამართლიანი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებ. შენი ბლოგი ყოველ შემოსვლაზე უფრო მეტად მომწონს =)

  9. კიკიტო – აუ კარგი ახლა გაჩერდი. არაფერი განსაკუთრებული არ ვარ. ჩვეულებრივი ვარ ჩემი კარგებითა და ცუდებით. მართლა. ხოოოო, ვგრძნობ ძალიან დიდ პასუხისმგებლობას და უკიდეგანოდ მიხარია.

  10. qet iseti xar ro yoveli dge gekutvnis gansakutrebuli :)ragac iseti alali da ketili mgonixar, albat xar kidevac, ox chemi uwi puwi komentarebi :Dmagram martla ai ragacnairi xar :*, natliaoba magaria da rac yvelaze mnishvnelovania yvelaze didi pasuximgebloba 🙂

  11. @JoKey – ძალიან დიდი მადლობა. მე კი ზოგჯერ მგონია, რომ ბლოგი უნდა დავხურო. ან ნაკლებად ვწერო პირადული. ან კიდევ რამე. @clown – ატანა არ მაქვს. @Fish's blog – ძალიან დიდი მადლობა. რავიცი აბა. @უბრალოდ – ძალიან დიდი მადლობა. მერე რა… დაგვიანება არ არის დანაშაული. შენ მაგაზე არ იფიქრო, მე მაინც გამიხარდა.

  12. gilocav gilocav dagvianebit magram mainc!!!bevr yuradRebian da saintereso adamians gisurveb shens irgvliv da rasac imsaxureb yoveltvis migegos da darcmunebuli var rom bevrs imsaxureb :*mapatie dagvianebistvis-chachis bralia 😦

  13. ძაან საყვარელი ხარ.არ ვიცი რატომ, მაგრამ ამის დაწერის სურვილი გამიჩნდა :))

  14. მიყვარს შენი ვრცელი პოსტები და გულწრფელი საუბრები 🙂

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s