ბიძია ოსკარი

თავს არ შეგაწყენთ იმის ჩამოწერით, თუ რომელმა ადამიანმა რისთვის აიღო ეს ერთობ მნიშვნელოვანი პრემია. ბიძია ოსკარი ვის როგორ გადაუნაწილდა აგერ შეგიძლიათ იხილოთ: http://oscar.go.com/oscar-night/winners?cid=10_oscars_gridLayout_hot

მე ძირითადად განხილვას მივყვები.

“Avatar” – ჰმმ, მხოლოდ 3 ოსკარი ისეთი რეჟისორის პროდუქტისთვის, ვინც 12 წლის წინ 14-დან 11 ოსკარი “თან წაიღო”. ფრიად აღმაშფოთებელი ფაქტი დაფიქსირდა. მინიმუმ 5-ს ველოდი. თუმცა ერთობ გახარებული ვარ ამ ფილმის ასეთი ფიასკოთი.  ვერ ვიტან ფანტასტიკური ჟანრის ფილმებს. ძირითადად თვალწარმტაცი სპეც-ეფექტები, შესანიშნავი გახმოვანება და შინაარსის არარსებობა. არ მესმის უშინაარსო ფილმებს საერთოდ რა უნდათ ასეთი მაღალი რანგის დაჯილდოებაზე. მაპატიეთ, მაგრამ ოდესმე ბოლო უნდა მოეღოს “ოსკარებზე” ისეთი ფილმების გამარჯვებას, როგორებიცაა: “ავატარი”, “ბეჭდების მბრძანებელი”, “ვარსკვლავთ ომები” და ძმანი მისნი. ფილმი მხოლოდ სანახაობა არ არის!!!!

“Up in the air” – სულ რამდენიმე წუთის დავასრულე ამ ფილმის ყურება. ქართველ თარჯიმნებთან დიდი ბოდიში, მაგრამ იმდენი ინგლისური მაინც ვიცი, რომ “Up in the air” არ ვთარგმნო “ცაში მინდა”-დ…. და ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ რუსებმა თარგმნეს, როგორც “Мне бы в небо”. მაინტერესებს ფილმი “Book” რომ გადაიღონ და რუსებმა “Я люблю книгу” დააწერონ, მაშინ ჩვენ “მე მიყვარს წიგნი” უნდა დავარქვათ??? ხო, ეს ისე, ლირიული გადახვევა იყო, უბრალოდ გამოვშტერდი ასეთ თარგმანზე და… მიუხედავად ჩემი ძალიან დიდი სიყვარულისა ჯორჯ კლუნის მიმართ, მაინც ვერ “ვხედავ” ამ ადამიანს იმდენად ძლიერ მსახიობად კინემატოგრაფიაში, რომ შემდეგ ოსკარი აიღოს. ცოტა ორაზროვნად ვთქვი,რომ მეც ვერ გავიგე. ანუ მისი სტილი და ტიპაჟი იმდენად კომედიების შესრულებისკენ არის მიმართული, რომ ვერ დავიჯერე, რომ ოდესმე მამაკაცის საუკეთესო შესრულებისთვის იქნებოდა წარდგენილი. მისი ჟანრი “One fine day”, “Ocean’s 11/12/13” და მისთანებია. მაგრამ “Up in the air”-ის მერე უკვე აღარ ვიცი რა ვიფიქრო. პრინციპში აქაც იღიმის ხშირად, როგორც იცის ხოლმე ყველა სხვა ფილმში. ამის გამო ძალიან არასერიოზულად მივუდექი ფილმს, მაგრამ მერე მივხვდი, რომ კარგად თამაშობს, თუმცა ოსკარი??? არვიცი, არვიცი. ფილმს რაც შეეხება, მართლა სენტიმენტალურია. და მანამ, სანამ მეც შინაარსიანი და ცხოვრებისეული ფილმებისკენ ვარ მიდრეკილი, მომწონს ეს ფილმი. ძალიან გული დამწყდა ადაპტირებული სცენარისთვის რომ არ არგუნეს ბიძია ოსკარი. ნამდვილად ეკუთვნოდა. 

“Precious: Based on the Novel ‘Push’ by Sapphire” – მოაშორეთ, მოაშორეთ და კიდევ ერთხელ მოაშორეთ!!!!!!!!!!! არ ვაპირებ მსგავსი იდიოტიზმის ნახვას. არსებობს კარგ ფერადკანიან  მსახიობთა გუნდი (მაგ. უილ სმიტი, დენზელ ვაშინგტონი, ჰოლი ბერი, ჯეიმი ფოქსი და ა. შ. ) და არსებობს ამ ფილმში მონაწილე მსახიობთა გუნდი. კონტრასტი!!!!!!!! ჯერ მათი საუბარი არის ყოვლად ამაზრზენი. თუ ვინმე რყვნის ინგლისურ ენას, ზუსტად ისინი არიან. მონიკმა თქვა “ოქროს გლობუსზე” თუ “ოსკარზე” ასეთი ფრაზა: გოდ ბლეშ იო ოლ (ანუ God bless you all გოდ ბლეს იუ ოლ). ეს არის საშინელება, აღარაფერი რომ ვთქვა მათ გარეგნობაზე. სირცხვილია ეს მუტანტი გოგო (სახელი არ ვიცი და არც შევაწუხებ მაუსს მისი გაგებით) და მერილ სტრიპი ერთსა და იმავე ნომინაციაზე!!!!

“The Hurt Locker” – ამერიკას საომარი ფილმები არასოდეს მობეზრდება. სირცხვილია რა. არ ვაპირებ ყურებას. იდიოტიზმია რათქმაუნდა!!! სამაგიეროდ დაუნანებლად გაატანეს 6 ოსკარი. ვაიმე დედა :((((((

“Inglourious Basterds” – ფილმი, რომელიც ჯერ არ მინახავს სამწუხაროდ. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მაგარია. საიდან??? კვენტინმა გადაიღო და იქიდან. ბრედი თამაშობს და იმიტომ. ამით ყველაფერია ნათქვამი. კვენტინს თუნდაც “Pulp Fiction”-ის გამო უნდა გადასცემოდა ოსკარი. და თუნდაც იმიტომ, რომ სტერეოტიპებში ჩამჯდარი ადამინი არ არის. 1 ოსკარი… ღმერთო მომკალი რა. იმას რას ვიფიქრებდი, თუ ორიგინალური სცენარისთვისაც არ მისცემდნენ. უსამართლობის პიკი. ამ დღეებში გადმოვწერ. აქამდე რატომ არ ვნახე??? უაღრესად დაჩაგრეს ფილმი. 

“Crazy Heart” – არ მაქვს ნანახი და დაჯილდოების ნახვის შემდეგ ძალიან დამაინტერესა. ჯეფ ბრიჯესის ოსკარი გამიხარდა. ნუ ანუ არ ვგულშემატკივრობდი, მაგრამ უნდა მიეღო. მისი კარიერა ამას ნამდვილად იმსახურებდა. ფილმში მეგი ჯილენჰაალი და კოლინ ფარელიც თამაშობენ. მინდა ნახვა. ფილმმა ოსკარი საუნდტრეკისთვისაც აიღო.

ფილმები, რომელთა ყურებასაც ვაპირებ:
“Crazy Heart”
“Up”
“An Education”
“Inglourious Basterds”
“A Serious Man” – მომწონს არაორდინალური კოენები, არაბანალური ხალხია და ფილმიც ეგეთი იქნება.
“Sherlock Holmes”
“A Single Man”

ფილმები, რომელთა ყურებასაც არ ვაპირებ:
“Avatar”
“The Blind Side” – როგორ მისცეს სანდრა ბალოკს ოსკარი… აი ნუ არ მესმის რა…
“District 9”
“The Hurt Locker”
“Precious: Based on the Novel ‘Push’ by Sapphire”

დაჯილდოების ჩვეულებრივი მოვლენა:
1) ქალის ნომინაციაში მერილ სტრიპი იყო წარდგენილი. როგორ მინდოდა მისი გამარჯვება… სასწაულად თამაშობს “Julie & Julia”-ში.
2) ერთ-ერთი წამყვანი სტივ მარტინი იყო. (არაჩვეულებრვიდ გამოსდის ეს საქმე და ძალიან მომწონს ამ ამპლუაში.)
3) ლეონარდო დიკაპრიო,  ბრედ პიტი და ანჯელინა ჯოლი არ იმყოფებოდნენ.

დაჯილდოების არაჩვეულებრივი მოვლენა:
1) ქეით ვინსლეტი გახდა და არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა.
2) არანაირი მუსიკალური გაფორმება არ  ყოფილა, თუ არ ჩავთვლით “score”-ის ტიპის ქორეოგრაფიულ მანუშევარს.
3)არანაირ ექსცესს თუ უადგილო მონოლოგს ადგილი არ ჰქონია.

საბოლოო ჯამში, უკმაყოფილო ვარ. არ მომეწონა ჯილდოს გადანაწილებები.

 

ეს კი საღამოს არაოფიციალური ნაწილი.
გთავაზობთ მოდის კრიტიკოსების მიერ მოწონებულ და დაწუნებულ ჩამცმელთა ჩამონათვალს. 

მას ასე
გემოვნებით შემოსილნი:

კამერონ დიასი

 

კირსტენ სტიუარტი 

 

მერილ სტრიპი

 

პენელოპე კრუსი

 

რეიჩელ მაკადამსი

 

სანდრა ბალოკი

 

ქვინ ლატიფა

 

ნიკოლ რიჩი

 

გებორი სიდიბი

 

ამანდა სეიფრიდი

 

კერი მულიგანი

 

ჰელენ მირენი

 

ქეით ვინსლეტი

უგემოვნოდ შემოსილნი:

 

შარლიზ ტერონი

 

სარა-ჯესიკა პარკერი

 

ზოი სალდანა

 

ვერა ფარმიგა

 

მაილი საირუსი

 

დაიან კრიუგერი

 

ჯენიფერ ლოპესი

 

მერაია ქერი

 

მეგი ჯილენჰაალი

 

სულ ეს იყო…

ესეც კი წყვილები…
სურათის სახელია “ვაიმე დედა!!!”
 

რობერტ დაუნი-უმცროსი. მის ჩაცმულობას ჰქვია “გამოშვება მომზადებულია ჩემს მიერ, ყველა სააგენტოს თავზეც გავიარე (c)რადიო 105 ”

უსაყვარლესი წყვილი… კიდევ ერთხელ უნდა ვნახო “Vicky Cristina Barcelona”

პიტერ სარსგარდზე რაღაც მაქვს დასაპოსტი. საერთოდ არ ვიცოდი მეგის მეუღლე თუ იყო. ანუ დაჯილდოების ცერემონიალი არაფერ შუაში იქნება.

როგორ შეუძლია სარასნაირ ლამაზ ქალს მეთიუ ბროდერიკისნაირთან ყოფნა, დღემდე არ მესმის…

როგორ ეგრევე მიხვდება კაცი, რომელი ფილმის პროპაგანდისტები არიან ცოლ-ქმარი კამერონები. ძალიან მიყვარს ლურჯი ფერი, მაგრამ რავიცი რავიცი… მის მეუღლეზე ერთ-ერთ საიტზე თქვეს: “His wife looks like Clint Eastwood” :D. თუ “ტიტანიკი”-ს დროს ჯეიმსმა თქვა: “I’m the king of the world”-ო, ამჯერად გადაწყვიტა თავმდაბალი ყოფილიყო და ჟურნალისტის კითხვაზე, რომელი ნომინაციისთვის გაგიხარდებათ ყველაზე მეტად “ოსკარი”-ო, უპასუხა, ნებისმიერი გამახარებს, და რომც არცერთი ავიღოთ, მაინც ნასიამოვნები ვიქნები, რადგან წარდგენილი არის ფილმი არაერთ ნომინაციაზეო. ეტყობა გული უგრძნობდა, რომ ყოფილ მეუღლესთან, კეტრინ ბიგელოუსთან დამარცხდებოდა.

ვერაფრით გავარკვიე, ეს ქალბატონი ვინ ბრძანდება. უფრო სწორად სახელი და გვარი კი გავარკვიე, მაგრამ ვინ ბრძანდება ჯორჯ კლუნისთვის, ვერ დავადგინე. “ჰოლივუდის ბერბიჭა” ძირითადად გაურბის ხოლმე მანდილოსნებთან ურთიერთობას და რავიცი, რავიცი. მისი სახე უნდა გენახათ ყოველ იმ მომენტში, როდესაც საღამოს წამყვანები, სტივ მარტინი და ალეკ ბოლდუინი მას სცენიდან ეხუმრებოდნენ.

ეს წყვილი უფრო “შემოქმედებით”-ს მიეკუთვნება, მაგრამ მაინც. 1 ოსკარის ამარა როგორ დატოვეს ნაბიჭვრებმა “ნაბიჭვრები” 😦

თუ კეტრინ ბიგელოუ აღარ გამოჩნდა, იცოდეთ, რომ მისი სიცოცხლე შურიანი ყოფილი ქმრის კისერზე იქნება. 😀

ეს კი დანარჩენები…

ბენ სტილერი. უბრალოდ არაჩვეულებრივი იუმორის პატრონი.

არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა დემი მური. ამ ქალს ასაკი არასოდეს ეტყობა და ახლა გაცილებით ლამაზია, ვიდრე ადრე იყო. თუმცა მე მაინც მისი მეუღლის ნახვა მსურდა.

განსაკუთრებით გამიხარდა ჯეიკ ჯილენჰაალის ხილვა… ვგიჟდები ამ მამაკაცზე ჯერ კიდევ “brokeback Mountain”-დან მოყოლებული.

რათქმაუნდა ჯერარდ ბატლერი…

და რათქმაუნდა ტომ ფორდი… ეს ადამინი მომწონს ჯერ კიდევ იმ დროიდან, როდესაც “Gucci”-ის სახლში მუშაობდა. სიმპატიური ტომ ფორდი. მის ჩაცმულობაზე ასეთი კომენტარი არის გაკეთებული: “Tom Ford, director of A Single Man, wearing, of course, a Tom Ford tux.”

 

სულ ეს იყო…
დიდი მადლობა ამ პოსტის წაკითხვისთვის.
მაგრამ მგონი ეს დაჯილდოება იმსახურებდა.

Advertisements

14 thoughts on “ბიძია ოსკარი

  1. Chaotic, +1! ყველაფერში გეთანხმები.მონიკი ძალიან ძლიერი მსახიობია. ოსკარსაც იმსახურებდა, ოქროს გლობუსსაც და ყველაფერს, რაც აიღო. ადრე სერიოზულად არ აღვიქვამდი, მაგრამ ამ ფილმის მერე უდიდეს პატივს ვცემ.

  2. აუუუუუ აი ძალიან საყვარელი ფილმია, რას ერჩი. საყვარელი რა… უნდა იღადაო რა სიტუაციაზე. კომედიაა:D 😀 😀

  3. არადა, რამდენიმე მკაფიო იდეის დანახვა შეიძლება ავატარში. :)უყურე HOME-ს, მერე კიდევ ერთხელ უყურე ავატარს და linking-ის იდეას დაუკვირდი ფილმში. + მონოთეიზმის იდეაც ძალიან კარგად იყო გატარებული + რეალურად, First World ქვეყნების პრეტენზია, სადაც წავლენ, თავიანთი დიადი "ცივილიზაცია" მიიტანონ და რაც დახვდებათ, ყველაფერს სახე უცვალონ. მესმის, რომ ამერიკული "ჰიროუ" დასასრული ჰქონდა, მაგრამ…. ასევე, როგორც არ უნდა გავაპროტესტოთ, ფილმი არის "საოცრებათა სამყარო და" დაჯილდოვების დროს ყოველთვის მიექცევა ყურადღება ახალ ტექნოლოგიებს. :)რაც შეეხება მონიკს, ფილმის უნახავად არაფრის თქმა მინდა. თან გული მიგრძნობს, საჩემო ფილმი იქნება, მოვიმარაგებ ცხვირსახოცს და ვიტირებ მთელი ფილმის გმირებს. არადა, ვერ ვუყურე ფილმს ვერაფრით, მაგრამ ეს "დრო არ მაქვს, ძმაუ, ნამდვილი ქალი ვარ და ფეხების გასაპარსი დრო არ მაქვს" იგივე სერიიდანაა, როგორც ახალბედა დედების "ვაიმე, მაღიარეთ, ისეთი დაკავებული ვარ, რომ აი, ბავშვმა რომ დამარწყია, ისიც ვერ გავწმინდე. რა ვქნა, ასე ვეწირები ქალის და დედის როლს"… sucks! ფემინიზმის აბსოლუტურად მცდარი გაგებაა ის,რომ იღლიები არ გაიპარსო და ფეხები არ გაიპარსო, ზატო პედიკური კარგად გქონდეს გაკეთებული და ზმანში სერიოზული თანხა გადახდილი. 😀 lol nothing personal, მაგრამ sucks :Dხოდა, კიდე ეს "ვიკი, კრისტინა ბარსელონა" საერთოდ სხვა პლანეტიდანაა, მგონი.სერიოზულად უნდა ვესაუბრო ამ ფილმის ფანებს, იმიტომ რომ, ვერაფრით ვერ გავიგე, რატომ არის კარგი ფილმი.

  4. Precious: Based on the Novel 'Push' by Sapphire – მარტიშკა გასაგებია, რომ მსახიობები ვერ საუბრობენ გამართულად, მაგრამ არც ისაა მათი ბრალი, რომ მსუქნები დაიბადნენ. ეს ხომ ამერიკის პრობლემაა. მე გირჩევ ნახო ფილმი, რავიცი.:))დისტრიცტ 9 რასიზმის თემას ეძღვნება სხვათაშორის და ეგეც რომ ნახო კარგი იქნება. არ გეგონოს ჩვეულებრივი უცხოპლანეტელებზე ფილმი. :))არ გაგვილანძღა მთელი გუნდი მარტიშკააამ? მერე რა, მთავარია ცუდ ხასიათზე არ იყო, და არ ინერვიოულო კაცო წვრილმანებზე;)

  5. შენ გაიხარე. :****ხო, შარლიზზეც მეც ძალიან გამიკვირდა. თვითონ რომ იღედა ოსკარს, ძალიან ლამაზი კაბა ეცვა. ძალიან გამიკვირდა. ხოოო, მეც უნდა ვნახო. ძალიან საყვარელი ფილმია. აუ ჯეიკი ხო უსაყვარლესია რა… <3ეს ნახე… http://k84u.blogspot.com/2010/02/blog-post_19.html

  6. Kate, მადლობა რომ ეს პოსტი დაწერე. აი, ყველაფერი რაც გიწერია, ჩემი აზრებია – მონიკიდან დაწყებული, ავატარით დამთავრებული.პენელოპე და ბარდემი – უსაყვარლესები ❤ ვიკი კრისტინას ნახვა მომინდა მეც.ჯეიკ ჯილენჰაალი – ააჰ, რომ ვხედავ, გული მიკანკალებს. ძალიან, ძალიან სიმპატიური და მამაკაცურია.შარლიზ ტერონის ჩაცმულობა გამიკვირდა, ყოველთვის გემოვნებიანად იცვამს და აქ რა დაემართა.

  7. @ Maya – გოგო, ხო ძალიან ბევრი. განსაკუთრებით სურათების დადებამ მომიღო ბოლო. "მომკლა ტირილით"-ზე მე მოვკვდი სიცილით 😀 😀 😀 :Dხო, ეს ნიკოლ რიჩი მართლა რა შუაში იყო. მერაიას მართლა მაგარი კაცი ედგა. ჯიმი ჩუს ფეხსაცმელები მართლა უმაგრესია. კი, ქეითი ტიტანიკის შემდგომ პერიოდში და ქეითი ახლა სულ სხვაა. ააა, კლუნიზე ეგრეც ვიეჭვე. @ Fish's blog – კიდევ კარგი მარტო არ ვარ. 🙂

  8. ''ოდესმე ბოლო უნდა მოეღოს "ოსკარებზე" ისეთი ფილმების გამარჯვებას, როგორებიცაა: "ავატარი", "ბეჭდების მბრძანებელი", "ვარსკვლავთ ომები" და ძმანი მისნი.'' შენ გაიხარე მაინც და მაინც.

  9. რამდენი გიწერია. ყოჩაღ შენ! =)სილამაზეს რაც შეეხება, ვიწრო წელისა და გრძელი ფეხების მიხედვით, მსახიობებს მარტო CW არჩევს. გაბის რას ერჩი? როლი მოითხოვდა ასეთი გარეგნობის გოგონას და იმიტომ აიყვანეს. თან, სიმსუქნის გამო ცხოვრებაზე დაბოღმილი არ არის, პირიქით, ძალიან საყვარელი და პოზიტიური გოგოა. თავისი როლიც ბოლომდე ითამაშა და მომკლა ტირილით.ტარანტინოს თაობაზე 100%–ით გეთანხმები. მაგრამ აი "The Hurt Locker" იდიოტიზმი ნამდვილად არ არის. ნუ ეს ჩემი პირადი აზრია…ქეით ვინსლეტს დედობა მოუხდა აშკარად. თითოეული შვილის მერე უფრო ლამაზდება.ნიკოლ რიჩის და მის ძვირფას მეუღლეს ოსკარზე რა ესაქმებოდათ ნეტა… მერაია ქერის კაბა არც მე მომეწონა, მაგრამ გვერდით ისეთი კაცი ჰყავს, რომ მარტო მის გვერდით დგომაც ალამაზებს.ჯორჯ ქლუნიმ ხომ თქვა, ცოლი და ოჯახი საჩემო საქმე არ არისო. ელიზაბეტა მისი Girlfriend-ის სტატუსით იყო მისული.მერილ სტრიპის კაბა არ მომეწონა, მაგრამ ჯიმი ჩუს ფეხსაცმელები სასწაული იყო. მინდააა!

  10. არანაირი მენტორული ტონი არ მიგრძვნია შენგან. :)))ხო, მერე მაინც დამიჭირდა და მოვძებნე. კანის ფერი არაფერ შუაშია. ბარაკ ობამა, უილ სმიტი, ბიონსედა ბევრ სხვა ადამიანი ძალიან მომწონს. არაერთხელ მისმენია ბარაკ ობამას გამოსვლისთვის ჩემი დიდი სიმპატიისდა გამო. ვერ ვხვდები ეს პოსტი რატომ გამოვიდა რასიზმის დემონსტრირებად. და თანაც მაშინ, როდესაც საერთოდ არ ვარ. პირიქით.

  11. შეგიწუხებია მაუსი გაბორეი სიდიბის სახელის გასაგებად 🙂 არაკორექტული გამონათქვამები როცა მხვდება, მითუმეტეს ამ კონსტექსტში საშინლად ვღიზიანდები სიმართლე გითხრა. არ მიმაჩნია, რომ კანის ფერის, გარეგნობის, აღმსარებლობისა თუ რხვა ნიშნის მიხედვით ერთი მეორეს უკეთესია. Precious: Based on the Novel 'Push' by Sapphire ძალიან კარგი ფილმია მერწმუნე. შინაარსი ძალიან ჰგავს ოფრას ცხოვრებას და მგონი ამიტომაც დააფინანა :)) District 9 მართალია Sci-Fi-ა, რომელიც არ გიყვარს, როგორც უკვე აღნიშნე, თუმცა ჩემი რჩევა იქნება აუცილებლად ნახო. მაპატიე მენტორული ტონისთვის და წარმატებები შენ 🙂

  12. ნუ მე "გად ბლეშ იო ოლ" საშინლად მაღიზიანებს.გინდა მონიკი იყოს და გინდ დახვეწილი ვითომ ინტელიგენტი ამერიკელი. უბრალოდ სირცხვილია ენის ასეთი საშინელი დამახინჯება. მე ვინც ჩამოვთვალე, ისინი რომელი მახასიათებლით არიან მუტანტები???გებორი სიდიბიზე ვთქვი მე "მუტანტი" და არა მონიქზე. და ისიც იმიტომ, რომ საშინლად გამოიყურება. და სანამ მსახიობი გარეგნობითა და ჩაცმულობითაც ფასდება, მეც ასე შევაფასებ მას.

  13. სამწუხაროდ, მუტანტები ისინი უფრო არიან, ვინც შენ ჩამოთვალე :ლოლ: მონიქი და მისნაირი მსახიობები, კიდევ, ნამდვილ აფროამერიკულ საზოგადოებას წარმოადგენენ, რომლებიც ზუსტად ასე საუბრობენ და მე ძალიან მიყვარან. მშვენიერი პოსტი იყო, მაგრამ მონიქზე და 'გად ბლეშ იო ოლ'-ზე რაც დაწერე, სრულიად გადაფარა სიკარგე 😐

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s