just

ge ან com დომეინი მინდოდა, მაგრამ ნერვების აშლის შედეგად აღარ მინდა. არ მოვკვდები blogspot-ზე. იყოს რაც არის. ჩიტი ბრდღვნად არ მიღირს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც არ ვიცი მისი ბრდღვნა,თუმცაღა ჩიტი მინდოდეს.
არაუშავს, დავიკიდე. უბრალოდ ნერვების აშლის შედეგად.

დღეს დეკანატში დავრეკე და 22 მარტამდე არის შემოსატანიო. თანხის რაოდენობა რომ ვიკითხე, ენა ჩამეყლაპა. წინა სემესტრში ორ ნაწილად შევიტანე ანუ ჯერ x, მერე, დაახლოებით თვენახევრის შემდეგ y, ჯამში კი z გამოვიდა. და ვიფიქრე, ახლაც ასე უნდა შევიტანომეთქი, მაგრამ ახლა პირდაპირ z-ს ითხოვენ. მიზეზი არ მიკითხავს. დედაჩემი რომ მოვიდა, ვუთხარი. (და აქ დიდი პაუზა)………….
საღამოს მივედი ლექციაზე, მერე მე-7-ზეც ავედი და შავით თეთრ A4-ზე ეწერა ეს ინფორმაცია. მეტიც… თუ 22 მარტამდე არ იქნება თანხა შემოტანილიო, ჯარიმა დაგერიცხებათ თანხის 10%-იო. წამოვედი. მთელი გზა რაღაცნაირად ვიყავი. “სახალხო”-ს ბანკომატი რომ დავინახე, ეგრევე მივედი და ფული გამოვიტანე. ბანკომატთან დგომის ფობია მჭირს ხოლმე, მაგრამ ადრე უფრო მეტად მჭირდა. სულ მგონია, რომ უკან ვიღაც მიდგას და ჰა ჰა, ფულს გამომგლიჯავს ხელიდან. გამოვიტანე და თავში აზრები მიტრიალებდა: “ეს ხომ თანხის 10%-ია მხოლოდ და მხოლოდ” წავედი მერე მეორე ბანკში საბურთალოდან ვაკეში საღამოს 7-8 საათზე, მეგონა რაღაც მედო ანგარიშზე. კი, როგორ არა. ადრე გამომიტანია. თან ოპერატორმა ცალკე ამითხარა ნერვები, ამონაწერი ვერ გამიკეთა ისეთი, როგორიც მინდოდა, თან ხონჩის იქით იჯდა. ხოდა ხონჩაშივე ჩავძახე ზუსტად ეს სიტყვები: “აუ შემომიტრიალე რა კომპიუტერი” და ვკარნახობდი იმ ღილაკებს, რომელთა დაჭერის შედეგად მე – კმაყოფილი, ის კი – ნასწავლი იქნებოდა. დააყოლა, შენ გენაცვალე IT-ში მუშაობდი მგონიო. არადა არანაირად. უბრალოდ როდესაც ამბობ 2007წლიდან ამ პოზიციაზე ვარო, უნდა იცოდე ასეთი სახის ამონაწერის გაკეთება. ცოტა ტონიც ხმამაღალი მომივიდა, არადა “ვიღაც” მოლარე-ოპერატორი არ არის, მაგრამ მაინც ნერვები მქონდა აშლილი და როდესაც ნერვები მაქვს აშლილი a საკითხზე, მერე თუ გინდა b, c, d, e, f, ……და ა. შ. z კარგი რამ რომ მოხდეს, მე მაინც a-ზე ვფიქრობ. კარგი, წამოვედი. აგერ უკვე მერამდენე ამონაწერით ჩემი დოლარის საბარათე ამონაწერით ხელში. აბა ტყუილად მივედი და “რაღაც” მაინც ხომ უნდა მექნა… სახლში მოვდიოდი, კიბეებზე ჩამოვედი და ჩემი სახლის ფანჯარაში დედაჩემი დავლანდე. უფრო სწორად მისი ხელი, თითქოს რაღაც აიღო თუ დადო. მეორე ოთახი ჩაბნელებული იყო. აქიდან რომ გავიდა, ესეც ჩააბნელა. მთელი სახლი შუქჩამქრალი იყო. არვიცი გამიხარდა თუ არა. და ისიც არვიცი რა გამიხარდა თუ მეწყინა. უბრალოდ ჩამოვდიოდი კიბეებზე და დავინახე დედაჩემი, რომელიც ერთადერთია. იმიტომ კი არა, რომ დედა ზოგადად ყველას ერთი ჰყავს და ყველას განსაკუთრებით უყვარს. უბრალოდ ის დავინახე ერთადერთ ადამიანად, ვისაც მართლა ვუყვარვარ. ვინც მართლა არაადამიანურად ზრუნავს ჩემზე. ვისაც შეუძლია დამეხმაროს ისეთ გამოუვალ მდგომარებისას, როგორიც უფულობაა. არადა ბანკიდან სახლამდე ვფიქრობდი, რაღა მაინცდამაინც ახლა გამომიშვესმეთქი. არადა ცოტა ხანი არ მინდა მუშაობა, დასვენება მინდა მორალურად და ფიზიკურად. სახლში მოვედი და მთელი ჩემი დაბადების დღეზე ნაჩუქარი მარაგი გამოვიტანე. დედაჩემს მივუტანე და დავუდე: “ეს ჩემი დანაზოგი”-მეთქი. დედაჩემმა ფული არ გამომართვა, მე გადაგიხდი. ახლა ეს რომ გამოგართვა, მერე სულ იზუზუნებ, რომ ფული არ გაქვს,მერე ისევ მე მომიშლი მაგაზე ნერვებს, ხოდა არ მინდა, შეინახეო. არადა მართლა როგორ მეზიზღება, როდესაც ფული არ მაქვს საკუთარი. ჩემი და სხვა ტიპაჟია, უყვარს, როდესაც ვინმე ფულს ახარჯავს და ერთიანად ფეხებზე ჰკიდია პირადი საფულე. მე – არა. მიშელმაც რომ მაჩუქა ფული,იმდენი ვქენი, რომ ნაწილი დავუბრუნე. განა არ მინდოდა ფული??? ან ვის არ უნდა?! ბოლო-ბოლო სულ თუ არაფერი, მობილურში ჩავირიცხავდი. თუ სხვა არაფერი. მაგრამ არ შემიძლია იმის ყურება, სხვა როგორ იხარჯება. არვიცი როგორი სჯობს, რომ ვიყო. ჩემი და ირგებს ამ ყველაფერს. მე კი განვიცდი ხოლმე. ახლაც ვზივარ კომპიუტერთან და რამდენი ჩემი მაგისტრატურა მახსენდება, იმდენჯერ ნერვები მეშლება. მაგისტრატურა რა. უფულობა და უსამსახურობა. არადა იდეაში უნდა მიხაროდეს, რომ სხვა მიხდის, მაგრამ მე არ მიხარია.
“draft”-ებში პოსტი რომ მიდევს, იმას აღარ გამოაქვეყნებ, არ ღირს. წავშლი. უბრალოდ იმას ვიტყვი, რომ აგერ უკვე მეორე დაბადების დღეა, რაც ჩემმა დამ დაბადების დღე არ მომილოცა. ლეპტოპი გამოვუწერე მას და მის მეუღლეს ინტერნეტის საშუალებით. მისმა მეუღლემ თანხა მეტობით შემოიტანა ჩემს ბარათზე. ჩანაფიქრით ლეპტოპის ჩანთისთვის, მაგრამ მერე ძმაკაცს უთქვამს, მე გაჩუქებო ჩანთას. ხოდა ეს ნამატი “შერჩა” ჩემს ბარათს. ჯერ ხო გავწამდი ამ ლეპტოპის განბაჟებაზე. ჯერ ხო რამდენი ვინერვიულე და მერე ამდენი ვირბინე. ნუ მოკლედ. ხოდა ამან 100-ჯერ მითხრა საათები გამომიწერეო იმ დარჩენილი თანხითო, კარგიმეთქი. მაგრამ ვერ მოვახერხე ლეპტოპების გადამკიდე. ადვილი საქმე ხომ არ იყო 2 ლეპტოპის განბაჟება. ერთი – მათ, ერთი – მიშელს. შემთხვევით კი ვგებულობ მისი ქმრისგან, რომ ის მორჩენილი თანხა მე მაჩუქა. მაგრამ ჩემი და ამაზე სიტყვასაც არ ძრავს და ისევ აქტიურად მარწუხობს საათების ლინკებით. არადა ეს ყველაფერს იფიცება, მაგრად მეწყინება, რომ არ დაიტოვო ეგ თანხაო. მორიგი მარწუხობის შემდეგ ნომერი ავკრიფე, მაგრამ ისიც იმან აიღო. ჩემი ქმარი როდის გახდა შენთვის ასეთი ავტორიტეტი, რომ მას უთანხმებ ამ ამბავს. არ მჭირდება ეგ ფულიო. ამაზე ამომასხა, ტირილი ამიტყდა, ეგრევე ბანკში გავვარდი, გამოვიტანე ის ფული და მათკენ გავეშურე. თან სმსებს მწერდა, აქ არ მომიტანო, არ მაჩხუბო ახლა ამასთანო. მაინც მივედი. კარი გამიღეს. “შენი ფულის მათხოვარი არავინ არ არის”-მეთქი, იქვე დავუდე და წამოვედი. ეს იყო 3 მარტს. დაბადების დღემდე 3 დღით ადრე. აი იცი რა არის… მაისში 1 წელი ხდება, რაც ნივთებს ვიწერ ინტერნეტ-საიტებიდან…
ნუცა…
ალა…
ალას დაქალი…
კარამელკა…
მიშელი…
ალას მეორე დაქალმა მომცა დღეს ლინკები…
სალიც შემითანხმდა…
ნუცას დაქალი…
1 ცენტი რომ მრჩება ხოლმე ბარათზე, იმას ვუბრუნებ ხოლმე… ნუცა დამცინის ხოლმე, რა იცი შენ 1 და 2 ლარის დაბრუნებებიო… მაგრამ ნუ არ ვარ რა ის ტიპი, რომ ვინმეს ფული შევიტყაპუნო და ამან რატომ გადაწყვიტა, რომ ამისას დავიტოვებდი. მე არვიცი, მგონი, მართლა სხვა პლანეტაზე ვარ. ნუთუ ღირდა ეს თანხა ჩვენს მორიგ განხეთქილებად…

ალბათ ვინმეს რომ ვუთხრა, სახლში კომპიუტერის მცოდნე ადამიანი მყავს და მიუხედავად ამისა, ყოველდღე ახალი პრობლემა მაქვს ვინდოუსის გადაყენების მერემეთქი, ალბათ საქვეყნოდ დასაცინი ვიქნები. ხოდა არსად არ ვამბობ. ფორუმი>>პროგრამები>>კითხვა-პასუხი… მე-4 ადგილზე ვარ პოსტების რაოდენობით. შაკომ დამიპოსტა ეს…

 და ზურამ რომ დისკი მათხოვა, გააქანა და თავის კლასელს გადაუყენა ვინდიუსი. ნუ აი რა ჰქვია ახლა ამ საქციელს… თან ყველაზე მეტად იცი რაზე მეთხრება ნერვები, შენიშვნის აბსოლუტური გაუგონარია. იმ დღეს კიდევ მითხრა, რა კარგად მოგიტანია პურიო. ნუ კარგი, გავატარე. მერე მეუბნება ხუმრობით, თუ გახსოვს, ბოლოს როდის მოიტანე პურიო… არადა დედაჩემი მოვიდა დაღლილი, მშიერი. ხომ შეიძლება, რომ ეს პურის პრობლემა მაინც მოაგვაროს სახლში, არა?! ვეღარ მოვითმინე და ვუპასუხე… კარგი, მე წავალ, პურს მოვიტან და შენ სამზარეულო გამოხვეტე, გაწყობს???? მაგიტომ არ გეუბნები, ისე გითხარიო. “ისე თქმა” რას ნიშნავს???
გუშინ “ჰაუს”-ს უყურებდა, მე-6 სეზონის ბოლო სერიას.  სადაც ერთი გოგო არის ბლოგერი და ღიად წერს როგორ იჩხუბა შეყვარებულთან და ნუ მთელი ამბები. ხოდა დამიძახა, მოდი შენი თავი განახოო…რომ ვწერ, იცის, მაგრამ რა შინაარსის პოსტებს – საიდან გაიგო… ნუ ერთხელ ლინკი “დამრჩა” მის ბრაუზერში.  ანუ მგონი შემოდის აქ, არვიცი. მკიდია. ჯერჯერობით არ ვხურავ ბლოგს და იკითხოს რაც უნდა, რამდენიც უნდა. დღეს ცეკვა მინდოდა ოთახში. აი ეგრე მინდება ხოლმე და ზოგჯერ ვცეკვავ. არადა “გურუ”-ში დავდივარ კვირაში ერთხელ მაინც საშუალოდ, მაგრამ აი ხომ არის, რომ სახლში, უცბად ან წაიმღერებ, ან რაღაც. შემოვიდა თავის განუყრელ ლეპტოპთან. რაღაც ვიზამდი, დავჯექი და საიტებზე შევედი. ოთახში – სრული ბარდაგი. ზოგჯერ მინდა, რომ ვუთხრა ეს ყველაფერი, მაგრამ 1)აზრი არ აქვს შენიშვნას. უბრალოდ არ იღებს და მორჩა. 2)ისევ მე ამეთხრება ნერვები. რა უნდა ველაპარაკო, იმას ვერ ხვდება დედაჩემის თქმის გარეშე, რომ პური მოიტანოს. 
ჩემი და თავისი ფეხმძიმობით ხო ცალკე ტვინის ბურღვაა. წნევა აქვს დაბალი თუ მაღალი და შეძრა ახლა ქვეყანა. ვინ არ ყოფილა ფეხმძიმე და ვის არ ჰქონია ფეხმძიმობისას წნევა??? გინეკოლოგიც არ მოსწონს და სხვა უნდა. დედაჩემი საკმაოდ გაბრაზებულია მასზე ჩემი დაბადებისდღის ამბის გამო, მაგრამ ამანაც რა ჰქნას, შვილია ბოლო-ბოლო.  ხოდა დაჰყავს სადღაც. არვიცი, არ მაინტერესებს. ფეხმძიმე არის 9 თვე, ხოლო და არის მთელი ცხოვრება. 

ფორუმზე 12 თემაზე ბოლო კომენტარი ჩემია. ყველას სძინავს ხოლმე. ძირითადად. 
facebook-ზეც არანაირი სიახლე. აქაც სძინავთ. 

გავა დრო და ამას შეიძლება ისე მარტივად შევხედო, რომ მოვკვდე სიცილისგან, მაგრამ ახლა, სანამ დრო გასულა, ნერვები მეშლება. ვღიზიანდები. 

სამაგიეროდ forever-ს მოვნატრებივარ. მოვალ ხო, მოვალ. რაოდენ ბანალურიც არ უნდა იყოს, გამიხარდა რაღაცნაირად…

მარტო ყოფნა მინდა. 

თავისუფლება მინდა. 

ცხოვრება მინდა…

და არა – არსებობა. 

დილის 9-ის 30 წუთი. წავედი დავწვები. 

თქვენ ეს…
Freedom And Its Owner :)მიყვარს ეს სიმღერა

Advertisements

10 thoughts on “just

  1. ვაიმე, დედის ხელზე რომ თქვი, გული ამიჩუყდა და დეჟავუ მქონდა, მგონია. საღამოობით შინ რომ ვბრუნდები, ყოველთვის ფანჯარასთან დგას და დამინახავს თუ არა, კარს აღებს. დილაობით ასევე ფანჯარაში – ხელს მიქნევს.და ის გრძნობა, რომ ყველაზე მართლა – გულით მხოლოდ მშობლებს ვუყვარვართ :(მეც ეგეთი ვარ – არ მიყვარს სხვაზე დამოკიდებულება. ცოტა, მაგრამ ჩემი ფული მირჩევნია.ისე ჩემიანის პოსტი იყო. მომავალში კი, გაიღიმებ ამაზე, მჯერა. კარგი გოგო ხარ, ქეთ :*

  2. ლოლ, ჩემი თავი 19 წლის ასაკში. სიმართლე გითხრა, უნდა დაგწყვიტო გული და გითხრა, რომ არასდროს გაგეცინება მაგაზე. 😦 გავა დრო, ააწყობ შენს დასთან ასე თუ ისე ურთიერთობას (ჩემის ფეხმძიმობამ მორალურად გადამიყოლა 😀 ), მოაგვარებ სხვა პრობლემებსაც, მაგრამ შიგადაშიგ გაგახსენდება ეს დრო და აი, საშინლად, ზუსტად იგივე დოზით გაბრაზდები შენს დაზე, როგორც ახლა ხარ. 😦 არის რაღაცეები, რასაც ვერ დაივიწყებ და უნდა ატარო თან… :)ისე, ერთხელ რომ დავსხდეთ და მე ჩემი სიტუაცია მოვყვე და შენ შენი, იმჰო, 80% დამთხვევა იქნება. :Dრაც შეეხება ფულს, მაგაზე უნდა დავწსერო ამ დღეებში და ნახავ თავად 😀

  3. ფული ….:| მართლა ყველაფერი ფულზეა დამოკიდებულიხოდა ვისაც კიდიხარ შეგიძლია შენც დაიკიდო და მათ სლეობებს ყურადღება არ მიაქციო :შ

  4. @როდრიგო სანტორო – მაგისტრატურის თანხა უკვე მაქვს. უბრალოდ საქმე იმაშია, რომ აი რაღაც უცბად ხდება, გამოხტება რაღაც. ხან საიდან, ხან საიდან და მერე ამაზე უნდა იფიქრო, გამიცადო და ა. შ. ხო, არ ვხურავ. ყველას კისერი უტეხია, ვისაც რამე აქ დაწერილი ცუდად მოხვდება. ხო, ახლა უკვე მეც აღარ მინდა, ვიქნები ძველებურად ბლოგსპოტზე. აქაც კარგია. ძალიან დიდი მადლობა გამხნევებისთვის.@Natalia –ი წეღან ბებიასთან ვიყავი გასული და ვჭამდი, ხოდა მითხრა, კიდევ გადაიღე, ეგ რას გეყოფოდა თან უპუროდ ჭამო. აი, სულ რომ ზრუნავენ შენზე და გულით უყვარხარ, ამის განცდა ყელში ბურთს მჩრის მუდმივად. როცა გარეთ იმდენი ადამიანია, რომ კიდიხარ და არც ფიქრობს, რომ ვიღაცისთვის ასე ძვირფასი ხარ. აი ზუსტად. ზუსტად!!!უფულობაზე საშინელება არაფერია, რომ ვუფიქრდები, ყველაფერი ფულამდე დადის, აბსოლუტურად ყველაფერი – მეგობრებთან ურთიერთობა, გართობა, სწავლა, ცხოვრება.. ხო აი, რაც არ უნდა მოგინდეს, ვერ აკეთებ მის გარეშე. რა საშინელებაა ამხელა მატერიალიზმი :((მინდოდა გამემხნევებინე, მაგრამ მგონი უფრო ცუდი რაღაც გავაკეთე. არა, როგორ გეკადრება, არ იფიქრო ეგრე. პ.ს დღეს ვფიქრობდი შენს ბლოგზე, ერთ-ერთი ’ჩემი’ ბლოგია-თქო, სადაც თავს შინ ვგრძნობ 🙂 ვუი, ძალიან დიდი მადლობა. მე კიდევ შენთან ვარ ეგრე. შემოვდივარ და იმდენი ჩემნაირი აზრი დევს ხოლმე. მიყვარს შენი ბლოგი. @Fish's blog – შენი მესმის არაჩვეულებრივად. მეც მინდა დინების საწინააღმდეგოდ ცურვა, მაგრამ ჯერ არ გამოდის. 😦

  5. როცა შენს პოსტებს ვკითხულობ ასე მგონია ჩემი დაწერილია, ანუ სულ იმას წერ რასაც მე ვფიქრობ თუ როგორც მე ვფიქრობ. მეც ვერ ვიტან როცა ფულს მჩუქნიან ან ჩემს გამო წუხდებიან, ალბათ მაგიტომ ვერ ვიტან ჩემს დაბადების დღეს.უკვე 20 წლის ვარ და ჯერ არ ვმუშაობ ალბათ მალე დავიწყებ, მაგრამ ჯერ-ჯერობით მშობლებისთვის მიწევს ფული გამორთმევა და მაგას ყველაფერი მირჩევნია, ძალიან მრცხვენია. არადა რა უნდა ვქნა?! :S სხვათაშორის ჩემი დაც ძალიან მიშლის ნერვებს ყოფითი პრობლემებით, მაგრამ მაგასთან ჩხუბს მირჩევნია ყველაფერი ჩემით გავაკეთო, აზრი მაინც არ აქვს რამდენიც არ უნდა ველაპარაკო. მომბეზრდა დინების მიმართულებით ცურვა, სიახლე მჭირდება სასწრაფოდ. თავისუფლების მოპოვება ჩემი ცხოვრების მიზანია მემგონი. ცხოვრება მწყურია და მარტოობა აღარ მინდა.რამდენი რაღაც დავწერე, ვერ ვარ რაღაც :S

  6. დედაზე რომ წერდა, კინაღამ ვიტირე, ძალიან განვიცადე. ძალიან ნაცნობი შეგრძნებაა და როცა ვგრძნობ, სულ მინდა ვიტირო ხოლმე. აი წეღან ბებიასთან ვიყავი გასული და ვჭამდი, ხოდა მითხრა, კიდევ გადაიღე, ეგ რას გეყოფოდა თან უპუროდ ჭამო. აი, სულ რომ ზრუნავენ შენზე და გულით უყვარხარ, ამის განცდა ყელში ბურთს მჩრის მუდმივად. როცა გარეთ იმდენი ადამიანია, რომ კიდიხარ და არც ფიქრობს, რომ ვიღაცისთვის ასე ძვირფასი ხარ. უფულობაზე საშინელება არაფერია, რომ ვუფიქრდები, ყველაფერი ფულამდე დადის, აბსოლუტურად ყველაფერი – მეგობრებთან ურთიერთობა, გართობა, სწავლა, ცხოვრება.. მინდოდა გამემხნევებინე, მაგრამ მგონი უფრო ცუდი რაღაც გავაკეთე.პ.ს დღეს ვფიქრობდი შენს ბლოგზე, ერთ-ერთი ’ჩემი’ ბლოგია-თქო, სადაც თავს შინ ვგრძნობ 🙂

  7. უჰჰ, რა ცუდია ეს თითქოს "უაზრო" პრობლემები, შენ მართალი ხარ, გავა დრო და მერე შეიძლება გაგეცინოს კიდეც, მაგრამ ახლა… უფულობა ხო ცალკე ტრაგედიაა. დიდი სიამოვნებით დაგეხმარებოდი. ნეტა ჯადოსნური ჯოხი ან ნატვრის თვალი მქონდეს. შეუთქვავდი და გაჩდებოდა! ასეთ ფულს ხომ გამომართმევდი? :))) მაგრამ ცხოვრებაში ზღაპრები არ არსებობენ… აბა გაბედულად ეხლა! ბლოგის დახურვაზე არც იოცნებო, დიდი ამბავი ბლოგსპოტ-დომენიც კარგია და არც მე შევცვლი.ცუდს , ყოველთვის მოსდევს კარგი-ეს დაიმახსოვრე და გაუძელი :)))

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s