ნანახი ფილმები

არც თუ ისე მოგროვდა. ნუ ცოტა იმასთან შედარებით, რომ ზოგჯერ მეზარება, მავიწყდება და ა. შ.

ალბათ გახსოვთ ეს პოსტი.ამ დღეების განმავლობაში რამდენიმე ფილმი ვნახე.

 

 

1)დღეს ვნახე The Informant / ინფორმატორი… დავდებილდი. მეტ დეიმონი არაჩვეულებრივად თამაშობს. და ყველაზე ძალიან იმაზე ვიცინე, რომ ფილმის ბოლოსაც კი რომ არ ნებდება და არ ტყდება.
ფილმი დაყრდნობილია რეალურ ფაქტებზე და თან წიგნის მიხედვითაა გადაღებული.
ვისაც გიყვართ ჩახლართული მაქინაციები, ეს ფილმი თქვენთვისაა. თან არანაირი კრიმინალი. თავიდან არ მომეწონა. ძალიან მოსაწყენად მომეჩვენა და უინტერნეტობისდა გამო ვუყურებდი, მაგრამ  მერე მივხვდი, რომ ძალიან კარგი ფილმია. ჩამითრია და ერთი სული მქონდა გამეგო, როგორ დასრულდებოდა. ისიც კი თქვეს, მეტ დეიმონი სწორედაც რომ ამ ფილმისთვის უნდა წარედგინათ ოსკარზე, და არა “invictus”-ის გამოო. რავიცი, რას გაუგებ ამ კინოაკადემიას. აგერ დევს ფილმი კარგი თარგმანით: http://www.simsim.ge/view_post.php?id=6234

 

 

 

 

 2) Bright Star/კაშკაშა ვარსკვლავი. შორეული ინგლისი. ამბავი პოეტ ჯონ კიტსის შესახებ.  ძალიან ემოციური ფილმია. აი ძალიან. მაგრამ ღირს ნამდვილად. ფილმში არის ძალიან ლამაზი კოსტიუმები. და ლამაზი კადრები. განსაკუთრებით ის მომენტი, როდესაც ები კორნიშის გმისი თავის დას კოცნის ულამაზესი ყვავილებით აღსავსე მინდორში. ისეთი ლამაზია, ისეთი!!! და კიდევ ის კადრი, სადაც იგი წევს ლოგინზე და ქარი ფარდას აფრიალებს. ტყუილად არ შემირჩევია თავის დროზე. საერთოდ ები ძალიან მომწონს, თუმცა ფილმში ცოტა მოსუქებულია და არ უხდება. “Candy” ძალიან ადრე ვნახე და მართლა შოკი მივიღე მისი და ჰიტის თამაშიდან გამომდინარე. თან ორივე ავსტრალიელი და ერთმანეთს რომ გვანან გარეგნობით. რამდენი ების ვუყურებ, იმდენჯერ ჰიტი მახსენდება. ძალიან ლამაზი წყვილია. არადა რა დიდი სიამოვნებით ვნახავდი ჰიტის ახალ ფილმებს :(( ესეც ლინკი: http://allmovies.ge/ge/movie.php?uid=KTMLT

 

 

 

 3)Everybody’s Fine/ყველა კარგადაა… რობერტ დე ნირო ისეთი საყვარელია… ისეთი. ისეთი. ძალიან სენტიმენტალური ფილმია. უცბად საკუთარმა ოჯახმა გადამირბინა თვალწინ. კეიტ ბეკინსეილი ძალიან, ძალიან მომწონს. ლამაზია და საყვარელი. დრიუ ბერიმორი და სამუელ როკველი ერთად თამაშობენ ჯერ კიდევ “ჩარლის ანგელოზებში”. ძალიან სევდიანი ფილმია ოჯახური ურთიერთობის შესახებ, თუმცა კიდევ კარგი კარგი დასასრულით. ვუყურებდი რობერტს და უცებ ამომიტივტივდა “ერთხელ ამერიკაში”, “ნათლიმამა”. რა სიმპატიური და ახალგაზრდა. დრიუ არაჩვეულებრივად გამოიყურება, ცოტა გამხდარია და ძალიან უხდება. იმედია ფილმი მოგეწონებათ.
აგერ ლინკი: http://allmovies.ge/ge/movie.php?uid=KTQPL

 

 

 

 

 

 

 

 

 4) Azulo scuro casi negro/მუქი ლურჯი, თითქმის შავი…ესპანეთი. დიდი ხნის წინ ვნახე და მხოლოდ ახლახანს წავშალე. სახასიათო ფილმია. მე მომეწონა. ხორხე მებრალება, სევდიანია. ძმა – ციხეში, მამა – პარალიზებული, ჰყავს ერთი მოდებილო ძმაკაცი. ცდილობს ნორმალური სამსახური იშოვოს, ამ დროს ძმა კი პატიმარ გოგოს ეფლირტავება, გოგოს კი შვილი უნდა. არ მინდა შინაარსის დაწერა, უბრალოდ ეს ფილმი იმდენად “რაღაცნაირია”. სახასიათოა რა. “მოდი ვუყურებ და ვიცინებ” არ არის, დიალოგები უმარტივესია, მაგრამ დიალოგების შიგნით უფრო მეტი რამ ხდება… არადა ხორხეს შეყვარებული გაბი სულ ყურადღებას ითხოვს მისგან. მელოდიაც ისეთია. შეიძლება ცარიელ კადრს უყურებდე და მაინც მის შინაარსზე გეფიქრებოდეს. ბევრს აღარ გავაგრძელებ. აგერ ლინკი: http://allmovies.ge/ge/movie.php?uid=IRIPR


 

 

 

5)Love me if you dare/ გიყვარდე, თუ გაბედავ. მე ასე ვთარგმნი. მკიდია ყველა თარჯიმანი და ყველა საიტი, მეც ვიცი ინგლისური. შინაარსიდან გამომდინარე ასეა. დედაააააა!!! ეს რა იყო… რამდენიმე კვირის წინ ვნახე და მთელი 2-3 დღე დავდიოდი ოთახებში და ვვიშვიშებდი: “ვაიმე, ეს რა იყო, ვაიმე ეს რა იყო”. და მართლაც ვაიმე ეს რა იყო. მსგავსი არაფერი მინახავს. გიიომ კანე პირველად “Ensemble, c’est tout/უბრალოდ ერთად”-ში ვნახე ოდრი ტოტუსთან ერთად და ისე შემიყვარდა… მმმმ… არადა როგორ შორს ვარ ყველაფრისგან, რასაც “ფრანგული”ეწოდება. არ მიყვარს და იმიტომ. მაგრამ “ამელი”-მ ფრანგული კინო შემაყვარა. უფრო სწორად ოდრი შემიყვარდა, მერე გიიომი, მერე კი ეს ფილმი. არ დამცინოთ ახლა ოღონდ და ერთი კითხვა მაქვს: ცემენტდებიან ახალგაზრდა ასაკში თუ ერთად ბერდებიან??? ვერაფრით მივხვდი. რაც არ უნდა იყოს, ძალიან მაგარი ფილმია. არამგონია ვინმეს ნანახი არ ჰქონდეს, მაგრამ მაინც ლინკი: http://allmovies.ge/ge/movie.php?uid=OPTTR

 

 

 

Valentine’s day/ვალენტინის დღე. ასეთი ბევრმსახიობიანი ფილმი ბოლოს რა ვნახე, არ მახსოვს. თან ისეთი ხალხი, მე რომ მიყვარს. ეშტონი არის უსაყვარლესი. მის ვიზუალურ მხარეს არ ვგულისხმობ ამ შემთხვევაში. მის როლზე მაქვს საუბარი. ნუ ჯულია თავის ამპლუაში. ბრედლი კუპერი “Hangover”-შიც მაგარი ტიპია, თუმცა აქ უფრო მოსიყვარულეა და იქ კი – მაგარი ტიპი. ჯეიმი ფოქსი – “Ray”-ის მერე მიყვარს, ძალიან საყვარელია. ერთ ტეილორზე სულ კეინ ვესტი მაგონდება ხოლმე 😀 მე მაპატიეთ 😀 მეორე ტეილორზე კი “Twilight”. მაგრამ მართლა კარგი ფილმია. იმდენმა მითხრა კოპიო ენ ჰეთევეი ხარო, რომ უკვე ახლობელი მგონია. ჯულია, ჰექტორ ელიზონდო და ენ ჰეთევეი გარი მარშალის “ლიუბიმჩიკები” რომ არიან, გეცოდინებათ. აგერ ლინკიც: http://allmovies.ge/ge/movie.php?uid=DMILL

 

 

 

სულ ეს იყო ამ დღისთვის.

Advertisements

12 thoughts on “ნანახი ფილმები

  1. ჰე ჰე რამდენიმე ფილმი კიდევ მოგპარე დანარჩენი ნანახი მქონდა 🙂

  2. ხო, დენირომ მაგრად დამასევდიანა მეც :((((კი კი, საყვარელი ფილმია. უყურე.

  3. ამ ფილმებიდან "Everybody's Fine" ვნახე ბოლოს და მეორედ აღარ ვუყურებ. დე ნირო ისე შემეცოდა, ისე, ისე, რომ რა ვიცი… თითქმის მთელი ფილმის განმავლობაში დებილივით ვტიროდი. დედაჩემიც გვერდზე დავისვი, ინგლისურ ენას მიეჩვიე–მეთქი და ფილმის მერე გამიბრაზდა, რას მერჩოდიო… მეთ დეიმონზე გეთანხმებით. ოსკარზე ტყუილად არ იყო წარდგენილი, მაგრამ თვითონვე ამბობდა, შანსი არ არის, ვერ ავიღებო. როცა კრისტოფ ვოლცი გიდგას გვერდით, გასაგებია ასეთი დამოკიდებულება… "Valentine's Day" ჯერ არ მინახავს. DVDRip–ს ან DVDScr–ს მაინც დაველოდები. ანუ მთლიანობაში, კარგი ფილმი გამოვიდა? ღირს ხო ყურება?

  4. სოფი – ხო, აი მე დამადებილა. არვიცი მომწონს თუ არა. კიი, მეტი ნადვილად ძალიან ნიჭიერია. ახლა რიპლი რომ მახსენდება და უილ ჰანტინგი, მართლა ძალიან ნიჭიერია. კი, დაგასევდიანებს. 😦 მაგრამ ლამაზი ფილმია. ანუ მუსიკა, კადრები, ბუნება.

  5. მეთ დეიმონი იმაზე ბევრად კარგი მსახიობია, ვიდრე ჰოლივუდში აფასებენ, ჯერ კიდევ "ჭკვიანი უილ ჰანტინგი" და "გონიერი მისტერ რიპლიდან" რომ გავიხსენო.Bright star-ზე ადრე წერდი და ვერ ვნახე, მგონია, რომ დამასევდიანებს და ვერიდები.დრიუს და დე ნიროს ფილმზე მეც ხო დავწერე, საყვარელი ფილმია. ახლა "მუქი ლურჯის" გადმოწერა მინდა ზუსტად, რამდენი ხანია შენახული მაქვს და ვეღარ მოვახერხე.Love me if u dare – არც მე მომწონს, მარიონ კოტიარის უსაშინლესი როლია, ჩემი აზრით 😐

  6. კიკიტო – აუ რავი აბა რა გითხრა. რაღაც ხმები ისმის მაგის ყურებისას, ასე რომ შეგიძლია დაელოდო. clown – მეც არ გამახსენდებოდა, უბრალოდ უცბად ძალიან მომინდა და… ნატალია – აუ ხოოოო, და კეიტი რომ თითქოს წუხდება მაგითი. ძალიან საყვარელია რობერტი. უნაამარგა – ხო აი მეც მეგონა, რომ არ მომწონდა. კიარადა არც კი ვიცი მომწონს თუ არა, უბრალოდ შოკი მივიღე.

  7. განსაკუთრებულად დამაინტერესა Bright Star-მა. ასევე Azulo scuro casi negro-მ და ვალენტინის დღემ, ეს უკანასკნელი მგონია კარგი იქნება 🙂 Everybody's Fine მინახავს და რა საყვარელია დე ნირო. კეიტს კიბეებზე სურათს რომ უღებს და ხალხს დააბრკოლებს 🙂 მართლა კიდევ კარგი რომ კარგად მთავრდება, თორემ მოვკვდებოდი ტირილით 🙂

  8. Love me if you dare – ვერ ვიტან ამ ფილმს! უჟას!Valentine's day! – ეს მეც მომეწონა, კარგი ხალხია თავმოყრილი! დანარჩენები არ მაქვს ნანახი.

  9. აქედან არც ერთი ფილმი არ მაქვს ნანახი :შEverybody's Fine-ის ყურება გადავწყვიტე და დამეზარა :შკაი ხანია კარგი ფილმისთვის არ მიყურებია :შ

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s