I love Georgia, there is always some "სანახაობა" (c) Dodka

სხვა ვერაფერი სათაური ვერ მოვიფიქრე და ამიტომაც იყოს ეს. დოდ, თუ რამე პრობლემაა, შევცვლი, უბრალოდ ტვინის უჯრედების ამუშავება მეზარება ახალი სათაურის მოფიქრებასთან დაკავშირებით. 

წინასწარვე დავწერ იმას, რომ ამ ბლოგში დაწერილი ყველა პოსტი არის ავტორის (თუ არ ჩავთვლით მოწვეული სტუმრების მიერ დაწერილ პოსტებს) პირადი აზრი. და ვინაიდან ყველა რაციონალურად მოაზროვნე ადამიანი რბილად რომ ვთქვა თავს დებს და მაგრად რომ ვთქვა, იჭაჭება მასზედ, რომ “სხვის აზრს პატივი უნდა სცე ნებისმიერ შემთხვევაში” ან თუნდაც “მე სხვის აზრს პატივს ვცემ და მინდა ჩემსასაც სცენ პატივი”, მაშინ მეც მივცემ საკუთარ თავს უფლებას, რომ ამჯერადაც საკუთარი აზრი დავაფიქსირო საკუთარ ბლოგზე. ხოლო მათ, ვინც რბილად რომ ვთქვა, რაციონალურ აზროვნებას მოკლებულია და მაგრად რომ ვთქვა, არ აქვს უნარი სხვის აზრს პატივი სცეს, შეგიძლიათ ახლავე, პოსტის წაკითხვამდე გაბრძანდეთ ჩემი ბლოგიდან. გულის ასარევად საჭირო ოთახი არსებობს, ან თუ გული არ გერევათ, მილიონი სხვა ბლოგი, სადაც წაიკითხავთ ზუსტად იმას, რისი წაკითხვაც გინდათ. აქ კი წაიკითხავთ იმას, რისი დაწერაც მე მინდა. 

დავაიგნორე ფორუმში გახსნილი ყველა თემა, რომელიც ეხებოდა ამ საკითხს. 
დავაიგნორე ყველა მეგობრის facebook სტატუსი, რომელიც ეხებოდა ამ საკითხს. 
დავაიგნორე ყველა მეგობრის ბლოგზე დაწერილი პოსტი, რომელიც ეხებოდა ამ საკითხს. 

დავპოსტე მხოლოდ იმ თემებში, სადაც საუბარი არ იყო ამ საკითხზე. 
დავაკომენტარე მხოლოდ იმ facebook სტატუსებზე, სადაც არ იყო საუბარი ამ საკითხზე. 
დავაკომენტარე და წავიკითხე მხოლოდ ის ბლოგ-პოსტები, რომლებშიც არ ეწერა ამ საკითხზე. ( მაგ. კიტოს პოსტი დაქალების შესახებ
მაის პოსტი აპრილში გამოსასვლელი ფილმების შესახებ)

გამონაკლისი: პიკოლინას პოსტი 

არადა თურმე “იმედს” გადაცემის დასაწყისშივე გამოუცხადებია, რომ აღნიშნული გადაცემის შინაარსი არ შეესაბამებოდა სიმართლეს და ეს დადგმული იყო. მაგრამ კარგი. ყურება შუიდან დავიწყეთ. დეიდაჩემი ურეკავს ზუგდიდიდან მიშელს და ეუბნება, ომი დაიწყო, სასწრაფოდ ჩამოდიო. ამ დროს მიშელი ცხოვრებაში პირველად მზადაა ფეხებზე დაიკიდოს თავისი ერთობ საყვარელი ლეპტოპი, რომელზეც ჰა-ჰა ჯვარი აქვს უკვე დაწერილი. მე ვხვეტავ და ვწმინდავ სამზარეულოს, ჩემთვის ვფიქრობ ათასგვარ სისულელეზე. გამორბის გიჟივით, მეპატიჟება ტელევიზორთან, ქეთუნა, ნახე ომი დაიწყო. მე ვცდილობ მოვიშორო: “მოიცა კაცო, რა ომი, სამზარეულოს ვალაგებ”, მაგრამ მისი პანიკა და ტელევიზორის პულტზე არსებული ხმის მარეგულირებელი ღილაკი აწევას რომ ექვემდებარება, მეც ძალაუნებურად გავდივარ ტელევიზორთან. იქით კი დედაჩემი წევს გრიპიანი, სიცხიანი, “სახსრების-ტკივილიანი”, “ხმა-ჩახლეჩილიანი”, “ყელ-ტკივილიანი” და კიდევ “დანარჩენიანი”. 
აქ კი ჩვენთვის ერთობ “საყვარელი” დიმიტრი მედვედევი “გვეუბნება”, რომ უკვე შემოდის საქართველოში რუსთა მუსრგამვლები, შეიარაღებული არმია, რომ მოგვაცილონ ჩვენთვის მეორე ერთობ “საყვარელი” მიხეილ სააკაშვილი. ქვევით კი წარწერა “ინტერვენცია”. 
პარალელურ რეჟიმში მიშელი ხმამაღალი ტონით ცდილობ დედამისი დაარწმუნოს, რომ “ამ შუაღამეს როგორ წამოვიდე ზუგდიდში?”. 
მე კი ვხვდები, რომ დედაჩემი იმაზე მეტად მიყვარს, ვიდრე ვამბობ. მშვიდად, წყნარად, ნახევრად რომ არც ესმის აქეთ ოთახებში რა ხდება. არც გვეძახის, არც პანიკაშია, არც არაფერი.  
მე სრულიად მშვიდი. მახსენდება ჩემი ერთ-ერთი fail პოსტი, სადაც ისეთ პანიკაში ჩავვარდი, რომ ისტერიული ტირილი ამიტყდა. ამ სიტყვებს რომ ვწერ, კიდევ ერთხელ ვხვდები, რომ დედაჩემი ძალიან მაგრად მიყვარს. და იგი არაჩვეულებრივად კარგი პროფესიის არის. სწორედაც რომ ის მაწყნარებდა, მეფერებოდა, დიდი რაოდენობით ხუმრობდა, როდესაც მე ასეთ დღეში ვიყავი. ეს ის პერიოდია, როდესაც ჭორი ჭორს ზემოდან ედებოდა, რომ თითქოს აი ბომბები, ტანკები, თბილისი უნდა გადაწვან და მარაზმულ აზრთა სხვადასხვაობანი გავრცელებულნი არანაკლებ მარაზმული ადამიანების მიერ. ხოდა გუშინ ეგრევე ამომიტივტივდა ეს პოსტი და იმ დღის ჩემი სულიერი დაცემა. სულ რომ სიმართლე ყოფილიყო დემეტრიუს-საძულველის სიტყვები, ტექსტში იყო ის, რომ ჩვენ გვინდა სააკაშვილი მოვაშოროთ ქვეყანას, რათა საქართველოს მოსახლეობა განვათავისუფლოთ მისგანო. ასე რომ მიშელს, ოდეს მან თავისი გაფართოებული თვალებით შემომხედა, ვუთხარი, რომ მე საერთოდ არ მეშინოდა. უიი, ისე მეგრელი რისი მეგრელია, რამე რომ არ ეაფერისტა. მოკლედ რუსულ ტანკს გაუტანია ზუგდიდში ერთი მეგრელის ძროხა. ძროხა კი იქნებოდა არვიცი რამდენი წლის, მაგრამ მთლად “მუშა” მდგომარეობაში რომ არ იქნებოდა, ხომ ვიცით ახლა მეც და თქვენც. მაგრამ ნუ კარგი, დავუშვათ იყო კიდევაც. კარგი ძროხის ფასი არის სადღაც 200 დოლარამდე. ხოდა მეგრელის ძროხას რომ შეუჩერა ტანკმა სუნთქვის გაგრძელების პერსპექტივა, რუსი ჯარისკაცი ტანკიდან გადმოვიდა და რამდენი მოგცე ფული ამ ფაქტის გამოო. ხოდა მეგრელმა 1000 მწვანე შეფერილობის კუპიურა მოთხოვა. თავიდან არ დავიჯერე, მაგრამ ახლო ნათესავმა გვიამბო. 200დოლარიანიც რომ არ იყო ისეთში 1000 დოლარი აიღო         ხოდა ნუ ბევრი რაღა გავაგრძელო და ვნახეთ, რომ თურმე ეს ყველაფერი არის აბსურდული ინფორმაცია. შევედით დედაჩემთან და ეგრევე ვამცნე, არაფერი არ ხდება, დამშვიდდიო მიშელმა. დედაჩემი კი პასუხობს, მე ერთი წამით არ მინერვიულია. ვინც ნერვიულობს, მიდი ეგერ და დაურეკეო. I just adore my mom!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!! თუ ეს უკვე ვთქვი ხო??? “ბოდიში, მაპატიეთ, შეგაწუხეთ” (c)მარკ შრეიდერი “ცისფერი მთები ანუ ტიანშანი ანუ დაუჯერებელი ამბავი” ანუ უბრალოდ ბატონი ელდარის გენიალური კომედია. კარგი. ვთქვათ დაიწყო ომი. მართლა არის ერთი ამბავი.

სად ეპატიჟები შვილს???

ზუგდიდი უფრო ახლოს არ არის რუსეთისთვის (ჩერეზ აფხაზეთი), ვიდრე თბილისი???

და თბილისში თუ შემოვა ჯარი, ზუგდიდში არ შევა???

ან რომ ეუბნები ჩამოდი, ჩამოდი, ჩამოდი, ჩამოდი (აქ მინდოდა სიტყვა “ჩამოდი”-ზე თავზე ხარისხად მიმეწერა რამე ათეული რაოდენის ციფრი, მაგრამ ტექნიკურად არვიცი როგორ ვქნა), იმაზე არ ფიქრობ, რომ ასეთ მდგომარეობაში ძალიან საშიშია სახლიდან გასვლა და მატარებლამდე მისვლა???

ნუ მერე “პერევალზე” და მგზავრობაზე აღარ მაქვს უკვე საუბარი. 
ან რომ ეუბნები ჩამოდიო, არ უნდა დაფიქრდე იმაზე, რომ აქ გრიპიან დას და დისშვილს ტოვებს???

ნუ კარგი, შევეშვათ ამ გრიპს და კითხვა გავიმეოროთ სიტყვა “გრიპიან”-ის გარეშე…

ისე გავცოფდით მე და დედაჩემი, აი ისე, ისე, ისე, ისე, რომ არვიცი როგორ გადმოვცე. რაც შეეხება ზოგადად ხალხს…

ოდესმე დაწყნარდება ნეტავ???  

მესმის და 100%-ით ვიზიარებ იმას, რომ “იმედი” საშინლად მოიქცა. (ნუ, აქ კიდევ ერთხელ უგულებელყოფილია ის ფაქტი, რომ თავიდან გამოუცხადებია არ არის სიმართლეო). 

მესმის, რომ ძალიან ბევრი ძალიან ანერვიულდა.მაგრამ რატომ უყვარს ამ ხალხს ნერვიულობა???

რატომ არ უყვარს ხოლმე ამ ხალხს დაფიქრება, გაანალიზება, ინფორმაციის გადამოწმება, ცივი გონებით მსჯელობა???ნუთუ მოსწონთ სტატუსი “ბრბო”???

კარგი ხო, გააკეთეს ძალიან ცუდი რამ. რაც ეწინააღმდეგება ყველანაირ ეთიკის ნორმას,

მაგრამ ხო მორჩა არა???

ხომ დამთავრდა???

და ნუ რ2-ზე სიუჟეტები ქვეტექსტით “ძირს “იმედი”, გაუმარჯოს “რუსთავი 2″-ს”. არადა რუსთავს არასოდეს გაუშუქებია არასწორი ინფორმაცია, თქვენმა მზემ.

დღეს ვუყურებ ხალხს და მეუფლება აზრი, რომ “I love to panic, I love trouble, I love being nervous” აწერია ყველას.

კარგით რა. ნუ ქმნით ბუზისგან სპილოს მაშინ, როდესაც ბუზი არ არსებობს.

დამშვიდდით და იაზროვნეთ საღად.

რაც შეეხება ტელეკომპანია “იმედს”…საღოლ!!!

ის მაინც მიეწერათ ქვევით ან ზევით ან მარცხნივ ან მარჯვნივ, რომ ეს ყველაფერი დადგმულია.. რაღა “LIVE” ააკრეს დემეტრიუს-საძულველს???
ძალიან დიდი ანტირეკლამა გაუკეთა საკუთარ თავს თვითეულმა ჟურნალისტმა თუ ოპერატორმა. ძალიან დიდი. არც კი ვიცი რა ვთქვა ან რა დავწერო. ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა მთლიანად არხმა.  

ყველგან ერთი და იგივე კითხვები…
“როგორ ხარ???”
“ხომ არ გეშინია???”
“ხომ არ ნერვიულობ???”

ისადა…
უკაცრავად და რაზე??? იმაზე რომ ტელეკომპანია ხუმრობს უკბილოდ???
არა, ნამდვილად არ ვნერვიულობ…
ააა ომის გამო???
რავიცი, გუშინ 30 საათზე მეტი ხანი მშიერი ვიჯექი და რა მნიშვნელობა აქვს რუსეთი მომკლავს თუ შიმშილი???   
ჩვენ მაინც მოვკვდებით   (c) ნატოშა

ნუ, ეს რათქმაუნდა ვეცადე იუმორის ელემენტები შემეტანა, მაგრამ ისე კი…

ააა, ხო… რატომ პიკოს პოსტი??? იმიტომ, რომ ფსიქოლოგიურად მიუდგა ამ ყველაფერს. ყოჩაღ ნინ. :**

Advertisements

7 thoughts on “I love Georgia, there is always some "სანახაობა" (c) Dodka

  1. ვერაფერში შეგედავები, მაგრამ ხომ უნდა ეფიქრად რომ ზოგს შეიძლებოდა თავიდან არ ეყურებინა გადაცემა და მხოლოდ ომის მომენტები და "სააკაშვილი მოკლეს" ენახა? :შ

  2. @ლევან – ხო, სამწუხაროდ გეთანხმები, მართლა ეგრეა. კი, მესმის და ვიცი, რომ მართლა ძალიან რთულია, მაგრამ ეგ ნერვიულობა კარგს არაფერს გვიშვრება. :(ნატალია – ხო, "ცისფერი მთები" რომ მიყვარს, ისე არცერთი ქართული ფილმი არ მიყვარს. უნიკალურია თითოეული მომენტი. ხო აი მეც მაგას ვამბობ. სხვა არხებზე რომ გადაერთოთ, არ შეეძლოთ???@მაი – ხოოო, აი ზუსტად მაგასს ვამბობ მეც. თავიდან არ უყურეს, თან არც გადაამოწმეს და გაგიჟდნენ და გადაირივნენ. ტეხავს რა.

  3. ჰო, ,,იმედმა" მართლაც დიიიდი ანტირეკლამა გაუკეთა თავს, მაგრამ ერთი ის მიკვირს, სანამ ხალხი ქუჩაში გაცვივდებოდა, ბოლომდე მაინც მოესმინა სიუჟეტისთვის =))მე, როგორც ადამიანი, რომელიც ტელევიზორს მხოლოდ ძალდატანებით უყურებს, იმ ავადსახსენებელ საღამოს დამირეკეს, ჩართე, ნახე, რა ამბავიაო. ნუ ჰო, ჩავრთე, ბ–ო–ლ–ო–მ–დ–ე მოვისმინე და კეთილმოსურნეს უკან გადავურეკე, არაფერიც არ ხდება–მეთქი. ,,იმედს" არ ვამართლებ, მაგრამ საინფორმაციოს ასე ბრმად ნდობა როგორ შეიძლება?! პირველად ხომ არ ავრცელებენ დეზინფორმაციას? საუკეთესო გამოსავალი: სხვა არხებსა და საიტებზე გადამოწმება!

  4. პირველ რიგში, აი ძალიან მიყვარს ’ცისფერი მთები’, ყველა გამოთქმა ზეპირად ვიცი და აქ რომ შემხვდა, თან ასეთ კონტექსტში, გამეცინა ძალიან :)) ხოდა მეორე რიგში – მე არ მინახავს ეგ ქრონიკა, უფრო სწორედ, გუშინ ვნახე. თავის დროზე არ მინახავს, აგერ კომპიუტერს ვუჯექი და ფეისბუქის შეშფოთებულმა სტატუსებმა მამცნო რომ რაღაც მოხდა. ძალიან მიკვირს, ეს ხალხი სანამ გულის შეტევას მიიღებდა და სანამ ქუჩაში გავიდოდა დაპანიკებული, აზრად არ მოუვიდა რომ სხვა არხზე გადაერთო? სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ. იმედს კიდევ ზუსტად ეგ უნდოდა, რომ ხალხში რაც შეიძლება რეალური ემოცია გამოეწვია და იმიტომ არ მიაწერა არსად, თორემ თვითონაც ძალიან კარგად იცოდნენ რომ ასეთი ამბავი მოყვებოდა მათ სიუჟეტს.

  5. ორივე პრობლემა, ანუ "იმედის" უზნეობა და ხალხის უგუნურება, ერთნაირად მტკივნეულია და სამწუხარო.ჩემს თავზე მეშლება ნერვები. მაშინ ჩავრთეთ ტვ როცა "ლაივში" ის როგორც შენ დაარქვი დემეტრიუს–საძულველი "ლაპარაკობდა". ერთადერთი რაც გაოცებულს მომაფიქრდა, ბბც–ს და ცნნ–ის ნახვა იყო. შევვარდი – არაფერია. გადავირიე და მივხვდი, რაღაც "ნიტოდ" იყო. მაგრამ როცა ნახევარი ოჯახი ქალაქგარეთ არის, თან 2 სხვადასხვა მიმართულებით, ძნელია მშვიდად შეხედო ამ ყველაფერს.ფაზორ, იმედფაზორ, ნაროდმართლაც რომ ფუცკ რა. გავფეილდი მეც.

  6. მაშინ საღოლ მაგათ. ღმერთო, ოდესმე მაინც ეშველებოდეს ამ ქვეყანას რა.

  7. ეს არც ჟურნალისტების მოფიქრებული იყო და არც ტელევიზიის ბრალია რამე, ჩვენი ესოდენ დიდადი პრეზიდენტის ”გმირად” გამოყვანა ყველამ ვიცით ვის წისქვილზეც ასხამს წყალს 🙂

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s