Movies to be seen (ep. 2)

მოკლედ ვინაიდან და რადგანაც ამ პოსტის პირველი ნაწილი წაკითხული გაქვთ და მასში აღნიშნული ფილმებიდან უმეტესობა – ნანახი. მე პირადად ჩამოთვლილი 10 ფილმიდან 6 ნანახი მაქვს და დანარჩენი 4 ჯერ არ გამოსულა.  დადგა ჯერი შემდეგი ფილმები წარმოგიდგინოთ. თუმცა აქვე იმასაც გამცნობთ, რომ ზოგი გამოსულია, უბრალოდ მე არ მაქვს ნანახი. მაშ ასე 🙂

 

1) The Last Song

როლებში: მაილი საირუსი, გრეგ კინერი, ბობი კოულმენი, ლაიამ ჰემსვორთი.

როდესაც შენ და შენი ძმა მამასთან მიდიხართ, შეგიძლია კი მასთან იქონიო კარგი ურთიერთობა მიუხედავად იმისა, რომ მშობლები ერთმანეთს გაშორებულები არიან???

 

2) The Yellow Handkerchief

როლებში: ვილიამ ჰერთი, მარია ბელო, კრისტენ სტიუარტი, ედი რედმეინი

რა ხდება მაშინ, როდესაც მგზავრობისას გაიცნობ ადამიანს. და ისიც იმიტომ,რომ თავი მარტო არ იგრძნო. რამდენად შეგიძლია მასთან დაახლოება და რას მოგცემს ეს შენ.

 

3)Greenberg

როლებში: ბენ სტილერი, გრეტა გერვიგი. უმუშევარი ხარ და არავინ გყავს, ცხოვრობ შენთვის და ყველა შენზე ჭორაობს. როდემდე შეუძლია ნეტავ ადამიანის ამის გაძლება???

 

4)The Last Station

როლებში: კრისტოფერ პლამერი, ჰელენ მირენი, ჯეიმს მაკევოი.

ლევ ტოლსტოის ცხოვრება ბიოგრაფიულ ჟანრში. მაინტერესებს.

 

5)Love Happens

როლებში: აარონ ეკჰარტი და ჯენიფერ ენისტონი

ცოლის სიკვდილის შემდეგ პოპულარული წამყვანი არც კი ფიქრობს ახალი რომანის გაბმას, მაგრამ ის გაიცნობს ადამიანს, რომელიც შეცვლის მის ცხოვრებას.

6)Chloe

როლებში: ლაიამ ნისონი, ჯულიანა მური და ამანდა სეიფრიდი

ცოლი, რომელიც თვლის, რომ ქმარი მას ღალატობს, დაიქირავებს გოგონას, რათა ერთხელ და სამუდამოდ გაარკვიოს რა ხდება. თუმცა მოვლენები იმაზე ცუდად ვითარდება, ვიდრე ის წარმოიდგენს.

7)The Killers

როლებში: ეშტონ კაჩერი, კეტრინ ჰეიგიმაშინ როდესაც მშობლები და მათი მარტოხელა შვილი ნიცაში მიდიან, ის მოულოდნელად გაიცნობს სპენსერს. უკვე შეყვარებული გოგონა გადაწყვეტს, რომ სპენსერი მშობლებს გააცნოს, თუმცა მან არ იცის ბიჭის საიდუმლო…

8) After.Life

როლებში: კრისტინა რიჩი, ლაიამ ნისონი

როგორია, როდესაც ყველას გარდაცვლილი ჰგონიხარ, საკუთარი თავის ჩათვლით, ამ დროს კი შენ ცოცხალი ხარ. არადა, გინდა ეს ყველას ამცნო, მაგრამ არსებობს ადამიანი, რომელიც არ გაძლევს ამის საშუალებას.

9)The Joneses

როლებში: დევიდ დუხოვნი, დემი მური

ოჯახი, რომელიც არის ძალიან ცნობილი და პოპულარული იმით, რომ არის წარმატებული.

10)The Twilight Saga Eclipse

როლებში: რობერტ პატინსონი, კრისტენ სტიუარტი, ტეილორ ლოტნერი, დაკოტა ფენინგი

ნუ რა ვთქვა, ველოდები ჯუსტ. :))))და ბონუსის სახით Salt

მთავარ როლში: ანჯელინა ჯოლი.

ვიღაც რუსი აგენტი აპირებს პრეზიდენტის მოკვლას, ეს კი ფედერალურმა ბიურომ არ უნდა დაუშვას. მაგრამ სანამ ეს მოხდება, მათ უნდა დაადგინონ ვინაა ეს აგენტი.

Advertisements

6 thoughts on “Movies to be seen (ep. 2)

  1. ანჯელინა ჯოლის და კრისტინა რიჩის ფილმებს ველოდები. დანარჩენი არ მაინტერესებს !

  2. ბაბისა – :*****სოფი – ხო, არვიცი. ჯერ არ მინახავს. და ვნახოთ როგორები იქნება. მაი – :* :* :* :* :* ხო, მეც მაინტერესებს ეგენი.

  3. The Last Station აუცილებლად უნდა ვნახო. კრისტოფერ პლამერი და ჰელენ მირენი ერთად – ცუდი არ იქნება. Love Happens ნანახი მაქვს. ძალიან კარგი დრამაა. სიტყვა ,,დრამა" ხაზგასმით.Chloe-ც მაინტერესებს. ძირითადად, მისტერ ნისონის ხათრით. ამ ფილმის გადაღების დროს ცოლი გარდაეცვალა და ფილმი მაინც მიიყვანა ბოლომდე. ნამდვილი პროფესიონალია და ნუ, რაღა დაგიმალო და ისეც მომწონს. Twilight–საც ვნახავ. წიგნების ხათრით ფილმებიც მომეწონა, თუმცა წაკითხვისას უფრო მძაფრად განვიცადე ყველაფერი. ამბობენ, მეოთხე ნაწილს, (ან ნაწილებს, თუ ორად გაჰყოფენ) ძლიერი რეჟისორი გადაიღებსო. რამდენიმე კანდიდატია. ვნახოთ… კარგი ფილმები შეგირჩევია. დრო თუ მექნება, რაც არ მინახავს, სიამოვნებით ვუყურებ =)

  4. აქედან მარტო ფილმმა ლევ ტოლსტოიზე დამაინტერესა; ჯეიმს მაკევოი მიყვარს და კრისტინა რიჩის ფილმმა. დანარჩენი, ზუსტად ვიცი, რომ ბანალური იქნება.

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s