ბლოგის გახსნა

მოკლედ ასე იყო თუ ისე… 
ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა…
გადავწყვიტე ბლოგი ისევ მისი ძველი რეჟიმისთვის დამებრუნებინა. დახურვის ერთ-ერთი მიზეზი ანომიმური რუსი მკითხველების კომენტარებიც იყო. რომლებიც გაურკვეველი შინაარსის კომენტარებს მიტოვებენ მე და არამარტო მე. არვიცი როგორ უნდა მოვიშორო ისინი, ჯერ-ჯერობით თითოეულ კომენტარს ხელით ცალ-ცალკე ვშლი. 
ისევ გახსნილია და ისევ გახსნილად ვწერ პოსტებს. 
თუმცა მაქსიმალურად შევეცდები პირადი ტიპის პოსტების რაოდენობა შევამცირო. ნამდვილად არ ვიცი, რამდენად გამომივა, მაგრამ მართლა შევეცდები. რატომ?? იმიტომ, რომ არასასურველი ადამიანებიც კითხულობენ აქაურობას და ეს მე არ მსიამოვნებს. მაგრამ ახლა ვიტყვი იმას, რომ მე მაპატიეთ და ცოტა უტაქტოდ რომ ვთქვა, ფეხებზე მკიდია ვის რა შთაბეჭდილება შეექმნება ჩემზე და ჩემს ბლოგზე. რაც გინდათ, ის იფიქრეთ. 

გუშინ გოჩას გავყევი “GIPA”-ში, სადაც Social Innovation Camp-მა გამართა პრეზენტაცია. ძალიან მომეწონა და მინდა უფრო ჩავერთო ამ საქმეში. აგერ მათი facebook, სადაც შეგიძლიათ თვალი მიადევნოთ სიახლეებს. ნაცნობი ბლოგერებიდან ვიყავით მე, გოჩა, გიგა, როკო, გავიცანი თაზო და ზურა. ძალიან საინტერესო  პროექტები გაიმართება და იმედი მაქვს, მეც მივიღებ ამ ყველაფერში მონაწილეობას.  მე და გიგა ერთ გუნდში მოვხვდით ერთმანეთის მსგავსი იდეების გამო და მჯერა, რომ კარგად განვახორციელებთ ყველაფერს გამიზნულს.მიხარია, რომ გოჩაც შემოგვიერთდა. 

დღეს საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა თურქეთში გამართულ შეხვედრაში რუსეთის ეროვნულ ნაკრებს მოუგო ანგარიშით 36-8. ძალიან გახარებული ვარ. იმდენს ვხაოდი, ყელი მტკივა ცოტა არ იყოს. მიხარია მათი წარმატება. ასე თუ გავაგრძელებთ, წარმატება და იღბალი ჩვენი თანმხლები იქნება მუდამ. 

ნელ-ნელა უკეთესად  ვარ. უფრო და უფრო მეტად ვცდილობ ადამიანების აზრები უგულებელვყო. და როდესაც ამას ვაკეთებ, უფრო მშვიდად ვგრძნობ თავს. 

Advertisements

14 thoughts on “ბლოგის გახსნა

  1. @Tiko – ვაიმე, შენ მგონი პირველად ხარ ჩემთან ხო??? გამიხარდი უზომოდ. :**@ Natalia – ხო გოგო, რაღაც ეგრე გამოვიდა <3<3

  2. :*ახლა ვნახავ ფეისბუკზე და ვეცდები, თუ მოვახერხე 🙂

  3. @ clown – გაიხარე, დიდი მადლობა :*@Keti – დიდი მადლობა შენ :*ხო გოგო წაიღეს ტვინი. მეც ეგრე საშლელით დავდივარ. ახლა 26-ში იქნება შეხვედრა მგონი. მაგათი facebook-იც ნახე და წამოდი. საინტერესოა.

  4. გამიხარდა, რომ გახსენი! რამდენიმე დღის წინ ვნახე, რომ დახურული იყო, მერე შენს პროფილშიც არ ჩანდა და გული დამწყდა..პროექტში რომ მონაწილეობ, კარგია 🙂 ახლა ვნახავ ლინკებზე – რა არის, კარგად ვერ მივხვდი…ჰოდაეგ ლინკიანი კომენტარები მეც შემომეჩვია, ოღონდ ერთადერთი – 2 წლისწინანდელი პოსტი ამოიჩემა ვიღაც ანონიმმა და დებს კომენტარებს. მეც საშლელით ვარ 🙂

  5. არა, არ ესმით და ვერც კითხულობენ, მაგრამ დებილურ კომენტარებს მიტოვებენ. ვაა, არადა ეგ სურათი http://k84u.blogspot.com/2010/03/blog-post_12.html ამ პოსტში მიდევს მხოლოდ და მხოლოდ. მე რატომ ვერ ვხედავ, არ მესმის. დიდი მადლობა 🙂

  6. ხოო 😦 ნეტა რა ჯანდაბა უნდათ…მერე ქართული ესმით როო?.მოკლედ ფონზე ჩანს "love mi if you daze" აი ამ ფილმის პოსტერი და პოსტის ასოები საერთოდ აღარ იკითხება…წარმატებები ახალ სქმეში:)))

  7. ანუ გინდოდა გეთქვა, რამდენი ხანია არ შემოსულხარ ხო??? 😀 :Dაი ამ http://k84u.blogspot.com/2008/10/blog-post_26.html და ამ http://k84u.blogspot.com/2008/08/what-fuck-aka-wtf.html. აი ბოლოში ვიღაც საბრინამ იმხელა კომენტარი დამიტოვა, წაშლა დამავიწყდა. რუსების კომენტარები წავშალე სათითაოდ. რავიცი, რაღაც რეკლამებს მიდებენ ლინკების სახით. ტვინი წაიღეს. ფონზე სურათიო??? სად??? მე არაფერი დამიდია. კი ვაგრძელებ.

  8. ომგ შენ ბლოგზე რამდენი რამ მომხდარა! ვინ რუსები კაცო რა უნდათ??? რას წერენ? და ფონზე რომ სურათია, ნაწერი საერთოდ აღარ ჩანს. იქნებ წაშალო. და აგრძელებ ხომ ბლოგინგს?

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s