ჩემი პირველი გამოცხობა

ე. ი. მგონი ასჯერ შევედი სამზარეულოში და მერე თვითკმაყოფილი იდიოტივით გამოვედი. ეს მეტია, ვიდრე ყიყლიყოს გაკეთება. თავი მეგონა Julie Powell რომელსაც რაღაც მომენტში ნერვები არ ჰყოფნის ყველაფრის ბოლო წერტილამდე მისაყვანად. 

მაგრამ მერე ისევ ძალ-ღონე მოვიკრიბე და რაც გამოვიდა, გამოვიდა. 
დავიწყოთ იდეით, რომელიც რათქმაუნდა გაახმოვანა ტომუშკამ თავის ბლოგში. ეს პოსტი რომ არა, მართლა 100 წელი არ გადავწყვიტავდი მსგავსი რაღაცის გაკეთებას.
აქ რამდენიმე let’s უნდა ჩამოვწერო. 
Let’s:

  • არ მივაქციოთ ყურადღება იმას, რომ ერთი კვერცხის გულის მაგივრად, ერთი მთლიანი კვერცხი უნდა მექნა. ანუ გულიც და ცილაც. ამ შემთხვევაში ცომი არ იქნებოდა ასეთი ფშვნადი.
  • არ მივაქციოთ იმას ყურადღება, რომ ღუმელი ძველია პრინციპში და ამის გამო ქვევიდან წვავს და ზევიდან უმს ტოვებს.
  • არ მივაქციოთ  იმას ყურადღება, რომ ჯემი იყო ქვა და რკინა. ამის გამო კი – კი არ წავუსვი, არამედ ზემოდან დავადე. თუმცა დედაჩემმა როგორც თქვა, ძალიან კარგი ჯემი არისო და რავიცი, ვუჯერებ.
  •  ვისიამოვნოთ იმით, რომ მეორე პარტიის შემთხვევაში სულ ზედა განყოფილებაში შევდე ლანგარი და სათითაოდ ამოვაბრუნე კიდევაც.
  • ვისიამოვნოთ იმით, რომ სახლში მარტო ვიყავი. მიუხედავად იმისა, რომ მარტო არ ვიყავი. სამზარეულოში წყლის დასალევადაც კი არავინ შემოსულა და ამის გამო მთელი სამზარეულო “ჩემი” იყო.
  • არაფრად ჩავაგდოთ ის, რომ წელი და ზურგი ძალიან მტკივა.
  • არ მივაქციოთ იმას ყურადღება, რომ ჭურჭელი თავიდან ბოლომდე მე უნდა გამერეცხა.
ეს ამად ღირდა.
ხოდა
აი შედეგებიც..
მართლა ისეთი გემრიელია, ისეთი, რომ მმმმმმ…
კიდევ ერთხელ თომას დიდი მადლობა.
სამზარეულოც მივალაგე, დავრეცხე ჭურჭელი და ჩვეულ “ვიდზე” მოვიყვანე.
მგონი ერთადერთი ოთახია, რომლის ლაგებაც არ მეზარება ხოლმე.
Advertisements

22 thoughts on “ჩემი პირველი გამოცხობა

  1. ეს პოსტი რიდერმა ახლა რატომ ამომიგდო?

    რა მაგარია! ნერვები დაგაწყდა ამის გაკეთების დროს? ასე მგონია, მე დამაწყდება 😀 იმიტომ რომ:

    1.ჩემი ღუმელიც ძველია და ზემოდან წვავს, ქვემოდან უმს ტოვებს.
    2.სწორედ ასეთი ქვა და რკინა ჯემი მიდევს მაცივარში.
    3.დედაჩემი ჩემს დახმარებას ეცდება და გამოვა, რომ ხელს მიშლის.
    4.ტონობით ჭურჭელი მექნება გასარეცხი და ამდენი მზადების მერე სამზარეულოს დალაგებაზე ცალკე დამაწყდება ნერვები 😀

    მოკლედ, ყოჩაღ შენ! რაც მთავარია, შედეგით კმაყოფილი ხარ 🙂

    • იმიტომ, რომ ფბ-ზე დავაშეარე ნამეტანი რომ მომშივდა მაგიტომ 😀

      ნერვები კი დამაწყდა 😀

      ჰაჰა 😀
      კი, შედეგით კმაყოფილი დავრჩი 3 წლის წინ 😀

  2. მე კიდევ ცხობა არ მიყვარსგემრიელი იქნებოდა, თან პირველი გამოცხობა – კარგია, რომ არ დაიზარე და ცადე! 🙂

  3. თან საკუთარი ხელით გაკეთებულს რა გემო აქვს. უგემურიც რომ იყოს, მაინც გემრიელი რომ გგონია.

  4. მაგარია რაღაცეების კეთება და გამოცხობა 🙂 მე მაგრად მევასება, სიამოვნებით ვიქნებოდი სადმე რესტორნის შეფ-პოვარი :))))))

  5. @babisa – გოგო რავიცი, გემრილი კი იყო და. რისი და ვაშლის ჯემი. @თინი – მადლობა თი :*@ Salome – რა ბედი ეწია ვაშლის ნამცხვარს???@clown – უი მართლა?:(@Sophie Golden – გოგო რავიცი რავიცი. დიდი მადლობა. დედაჩემიც მაგის გამო აღარ აცხობს. აუ მე რძესთან მივირთვი და მართლა მმმმ!!!@donshakal – მადლობა. კი დიდი სიამოვნებით გამოგართმევ რეცეპტებს.

  6. ვა მალადეც!ისე, კულინარიაში მეც მხეცი ვარ :)) რეცეპტებს მოგწერ თუ გინდა მერე ადვილი რაღაც–რუღაცეების :))

  7. WOW!და შენ ამბობდი, არ ვიცი მზარეულობაო?პეჩენიების გამოცხობა ჯერ არ მიცდია, ზუსტად იმავე მიზეზით, რომ ჩემი გაზის ღუმელიც ზემოდან არ აცხობს :|ისე, ცდა ღირს. მმმ!!! რა გემრიელი იქნება ჩაისთან.

  8. ყოჩაღ შენ. მეც ვცდი აბა. თუმცა კი იგივე ბედი ელის ალბათ რაც ჩემს ვაშლის ნამცხვარს.

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s